![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
საქართველოში ახალგაზრდების უმეტესი ნაწილისთვის უცხო არაა უფლისადმი ლოცვა და წმიდა საიდუმლო ზიარება. ქართველი მრევლი მართლაც, რომ შესამჩნევად გაახალგაზრდავდა ბოლო წლების განმავლობაში. ეს ფაქტი პოზიტიური მოვლენაა არა მარტო ქართული ეკლესიისთვის, არამედ, მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის. მაგრამ საკითხავია, რამ მიიყვანა ქართველი ახალგაზრდა ეკლესიასთან ასე ახლოს? ზოგიერთმა, შეიძლება, გააცნობიერა ამქვეყნიური ამაოება და ცდილობს უფლის სახლში მიეახლოს იმ ზეციურ სიწმიდეს, რომელიც ყოველდღიურ რეალურ ცხოვრებაში ხელმიუწვდომელია... ბევრი პირადი პრობლემების გადაწყვეტას ღვთის სახლში ეძიებს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ზოგიერთი მოდას აჰყვა და ფიქრობს, რომ ეკლესიაში ხშირი სიარულითა და წირვა-ლოცვის მოსმენით შეუძლია უზენაეს მიუახლოვდეს, ისე რომ ქრისტეს მცნებები თავის რეალურ ცხოვრებაში არც კი განახორციელოს. P.S. თქვენ როგორ მიხვედით ეკლესიამდე? რამ განაპირობა ზოგადად ქართველი ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდების ეკლესიასთან დაახლოება ამ ბოლო წლებში? უფროსი თაობა ხშირად საყვედურობს ახალგაზრდებს აგრესიულ ქცევებზე ... თქვენი აზრით, ახალგაზრდობა განიცდის უსიყვარულობას, სულიერ შიმშილს? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
giorgi kavtaradze |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 8-May 07 წევრი № 1,861 ![]() |
ჩემი აზრით ახალგაზრდობის და საერთოდ ჩვენი ერის პრობლემაა გაურკვევლობა და შეუცნობელობა ეკლესიური ცხოვრებისა. უმრავლესობა რეალურად ვერ აღიქვამს რა რას ნიშნავს ან რისთვის სრულდება და უბრალოდ დოგმების სახით ასრულებს და როცა სრულიად არ შეიცნობა და გულით არ კეთდება ძნელია ვისაუბროდ საზოგადოების რეალურად ეკლესიისკენ მოქცევისაკენ. ჩვენი პრობლემა ტრადიციების გაუცნობიერებელ და ხშირად მხოლოდ ფორმალურ შესრულებაშია. ტრადიციები კარგია მაგრამ საჭიროა აზროვნებისა და ინტელექტის მუდმივი განვითარება, ჩვენთან კი ამის დიდი პრობლემა დგას. საზოგადოება მოკლებულია ჩემის აზრით ინტელექტს და რაც შეეხება უფროს თაობას მისი ფსიქოლოგია ძალიან გავს უხეშად რომ ვთქვათ დამონებული ხალხის ფსიქიკას, ურჩევნიათ ბატონი ყავდეთ და "კარგად" იცხოვრონ ვიდრე დამოუკიდებელნი იყვნენ და თავიდან თუნდაც უჭირდეთ,მათი ფსიქიკა კი მათსავე შვილებზე მოქმედებს და დგეს მაინც იგივე პრობლემა გვაქ რაც გვიშლის ხელს ვისწრაფოდეთ ჩვენი ერის კეთილდღეობისაკენ. რადგან ჩვენ ცნობიერებაში ღრმად დევს რომ უნდა დავჯერდეთ მცირედს დიდი კი ვინმე სხვამ ჩვენ ნაცვლად უნდა გააკეთოს.
რაც შეეხება ახლანდელ თაობას მასში დევს თავისუფალი აზროვნების განვითარების პოტენციალი და მგონია რომ უფრო მეტიც შეუძლიათ გააკეთონ ქვეყნისათვის რადგან მათ განსხვავებული ფსიქოლოგია და ფასეულობები უყალიბდებათ, მაგრრამ არის აქ ერთი პრობლემაც საჭიროა ამ პოტენციალის სწორი გზით წარმართვა რაშიც დიდი წვლილი აღზრდამ და ეკლესიური ცხოვრების ქადაგებამ უნდა შეიტანოს თუ ეს ვერ ხდება მაშინ ყალიბდება არაეროვნულობისაკენ მისწრაფული ინდივიდი, რომელიც ვერ აფასებს ეროვნულ ღირებულებებს და მიისწრაფის გლობალიზაციისკენ. ![]() ![]() ე რამდენი დამიწერია ![]() ![]() ციტატა P.S. თქვენ როგორ მიხვედით ეკლესიამდე? ამაზე რომ დავწერო ალბათ ორჯერ მეტის დაწერა მომიწევს ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd July 2025 - 01:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი