სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
Jun 18 2007, 01:42 PM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
საქართველოში ახალგაზრდების უმეტესი ნაწილისთვის უცხო არაა უფლისადმი ლოცვა და წმიდა საიდუმლო ზიარება. ქართველი მრევლი მართლაც, რომ შესამჩნევად გაახალგაზრდავდა ბოლო წლების განმავლობაში. ეს ფაქტი პოზიტიური მოვლენაა არა მარტო ქართული ეკლესიისთვის, არამედ, მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის. მაგრამ საკითხავია, რამ მიიყვანა ქართველი ახალგაზრდა ეკლესიასთან ასე ახლოს? ზოგიერთმა, შეიძლება, გააცნობიერა ამქვეყნიური ამაოება და ცდილობს უფლის სახლში მიეახლოს იმ ზეციურ სიწმიდეს, რომელიც ყოველდღიურ რეალურ ცხოვრებაში ხელმიუწვდომელია... ბევრი პირადი პრობლემების გადაწყვეტას ღვთის სახლში ეძიებს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ზოგიერთი მოდას აჰყვა და ფიქრობს, რომ ეკლესიაში ხშირი სიარულითა და წირვა-ლოცვის მოსმენით შეუძლია უზენაეს მიუახლოვდეს, ისე რომ ქრისტეს მცნებები თავის რეალურ ცხოვრებაში არც კი განახორციელოს. P.S. თქვენ როგორ მიხვედით ეკლესიამდე? რამ განაპირობა ზოგადად ქართველი ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდების ეკლესიასთან დაახლოება ამ ბოლო წლებში? უფროსი თაობა ხშირად საყვედურობს ახალგაზრდებს აგრესიულ ქცევებზე ... თქვენი აზრით, ახალგაზრდობა განიცდის უსიყვარულობას, სულიერ შიმშილს? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
| italieli-dato |
Jul 1 2007, 01:26 AM
პოსტი
#2
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 125 რეგისტრ.: 24-June 07 მდებარ.: georgia წევრი № 2,280 |
შენს კითხვას შენივე პოსტი პასუხობს.
რამ განაპირობა ზოგადად ქართველი ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდების ეკლესიასთან დაახლოება ამ ბოლო წლებში? რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ზოგიერთი მოდას აჰყვა და ფიქრობს, რომ ეკლესიაში ხშირი სიარულითა და წირვა-ლოცვის მოსმენით შეუძლია უზენაეს მიუახლოვდეს, ისე რომ ქრისტეს მცნებები თავის რეალურ ცხოვრებაში არც კი განახორციელოს. უმეტესობა ეკლესიის შენობას დაუახლოვდა. მაგრამ ღმერთს ვერა. მოდად იქცა სამების ტაძარში სიარული. მე სამებაში მლოცველი ახალგაზრდა იშვიათად მინახავს. თითქმის ყველა ახალგაზრდა ლაპარაკობს. თქვენი აზრით, ახალგაზრდობა განიცდის უსიყვარულობას, სულიერ შიმშილს? კი განიცდის. იმიტომ რომ იშვიათად იქადაგება ამბიონიდან სიყვარული. ჭეშმარიტი ღმერთის სიყვარულს პატრიარქი ხშირად ქადაგებს, როცა ზოგიერთი მოძღვარი ბოლო ჟამის დადგომას, ფსევდოგადმოცემებს და ფსევდომართლმადიდებლობას ქადაგებს და აშინებს მრევლს ეს არასწორია ჩემი აზრით. ისიც უნდა ითქვას რომ ეს შეშინებული მორწმუნეები სხვებსაც აშინებენ და ასე მიჰყავთ ტაძრამდე. როცა გაივლის შიში მთავრდება ეკლესიაში სიარულიც. ხშირია ასეთი შემთხვევები. P.S. თქვენ როგორ მიხვედით ეკლესიამდე? მე ტაძრამდე ბერძნული გალობის მომხრეებმა მიმიყვანეს. გამაფანატეს და კინაღამ პატრიარქს დამაპირისპირეს. მადლობა უფალს გალობის ამბებში არ ავყევი და არ დავუჯერე და დროზე დავშორდი მათ. |
ნათია ქრისტეს მოძღვრება და ახალგაზრდობა Jun 18 2007, 01:42 PM
კანუდოსელი
თქვენი აზრით, ახალ... Jun 18 2007, 01:43 PM
iberieli
საქართველოში ახალ... Jun 18 2007, 01:58 PM
k@the
P.S. თქვენ როგორ მიხვ... Jun 18 2007, 02:11 PM
ნათია
საკმაოდ დიდი ხანი ... Jun 19 2007, 09:10 PM
ლილიანა
მე თუ მკითხავთ უფ... Jun 19 2007, 09:24 PM
ნათია
რაც ახალგაზრდები... Jun 19 2007, 11:17 PM
sofi89 ლილიანა, შეიძლება, ... Jun 25 2007, 07:20 PM
giorgi kavtaradze ჩემი აზრით ახალგაზ... Jul 1 2007, 12:56 AM
ნათია
ჩემი აზრით ახალგა... Jul 1 2007, 12:59 AM
giorgi kavtaradze კარგი :)
ბავშვობიდ... Jul 1 2007, 01:47 AM
ნათია giorgi kavtaradze
რომელ ეკლე... Jul 1 2007, 01:53 AM
giorgi kavtaradze პატარა სამებაში და... Jul 1 2007, 01:57 AM
გლახა გუშინ კურიერ პოსტს... Jul 2 2007, 01:10 PM
forumis virusi
გუშინ კურიერ პოსტ... Jul 2 2007, 02:55 PM
მნათე
მაი რა შუაშია ნენა... Jul 2 2007, 01:51 PM
გლახა მნათე
ჯერ ვერ გაიგ... Jul 2 2007, 02:05 PM
მნათე
ქართლში მენტორი გ... Jul 2 2007, 02:08 PM
მნათე
გაჭედვა იმას ქვია ... Jul 2 2007, 02:56 PM
forumis virusi
გაჭედვა იმას ქვია ... Jul 2 2007, 02:59 PM
მნათე
შენ თუ დემაგოგია ... Jul 2 2007, 03:02 PM
გლახა მნათე
გირჩევნია თ... Jul 2 2007, 03:05 PM
მნათე
კაი გლახა, ეს ხომ ი... Jul 2 2007, 03:07 PM
გლახა მნათე
მინდა გითხრ... Jul 2 2007, 03:12 PM
forumis virusi
შენ თუ დემაგოგია გ... Jul 2 2007, 03:40 PM
მნათე
სერგი ეგ მარტო თეა... Jul 2 2007, 04:10 PM
გლახა მნათე
ნუ მოგერიდე... Jul 3 2007, 12:49 PM
sofi89
მართალია,ეს ესეც ე... Jul 3 2007, 07:14 PM
*ana* ჰმმ
რთული საკიტხია... Oct 18 2010, 11:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th November 2025 - 12:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი