სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
Jun 18 2007, 01:42 PM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
საქართველოში ახალგაზრდების უმეტესი ნაწილისთვის უცხო არაა უფლისადმი ლოცვა და წმიდა საიდუმლო ზიარება. ქართველი მრევლი მართლაც, რომ შესამჩნევად გაახალგაზრდავდა ბოლო წლების განმავლობაში. ეს ფაქტი პოზიტიური მოვლენაა არა მარტო ქართული ეკლესიისთვის, არამედ, მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის. მაგრამ საკითხავია, რამ მიიყვანა ქართველი ახალგაზრდა ეკლესიასთან ასე ახლოს? ზოგიერთმა, შეიძლება, გააცნობიერა ამქვეყნიური ამაოება და ცდილობს უფლის სახლში მიეახლოს იმ ზეციურ სიწმიდეს, რომელიც ყოველდღიურ რეალურ ცხოვრებაში ხელმიუწვდომელია... ბევრი პირადი პრობლემების გადაწყვეტას ღვთის სახლში ეძიებს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ზოგიერთი მოდას აჰყვა და ფიქრობს, რომ ეკლესიაში ხშირი სიარულითა და წირვა-ლოცვის მოსმენით შეუძლია უზენაეს მიუახლოვდეს, ისე რომ ქრისტეს მცნებები თავის რეალურ ცხოვრებაში არც კი განახორციელოს. P.S. თქვენ როგორ მიხვედით ეკლესიამდე? რამ განაპირობა ზოგადად ქართველი ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდების ეკლესიასთან დაახლოება ამ ბოლო წლებში? უფროსი თაობა ხშირად საყვედურობს ახალგაზრდებს აგრესიულ ქცევებზე ... თქვენი აზრით, ახალგაზრდობა განიცდის უსიყვარულობას, სულიერ შიმშილს? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
| giorgi kavtaradze |
Jul 1 2007, 01:47 AM
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 8-May 07 წევრი № 1,861 |
კარგი
ბავშვობიდან მსურდა რაც შეიძლება მეტი გამეგო ღმერთზე და ჩემ ოჯახში ბევრიც იყო ამით გაკვირვებული, მაშინ როცა ჩემ ნაცნობ თანატოლებს წიგნს ძალით აჩეჩებდნენ ხელში მე დიდი ინტერესით ვკიტხულობდი გოგებაშვილის საღვთო ისტორიას და პატარ პატარა გამოცემებს სადაც რა მხვდებოდა ხოლმე ხელში. სკოლაში რელიგიის გაკვეთილს არ ვაცდენდი და ყოველთვის ინტერესით ვუსმენდი ხოლმე რასაც მასწავლებელი გვიყვებოდა. ჩემი ინტერესი ძალიან დიდი იყო მაგრამ ჩემს გარშემო არავინ იყო მორწმუნე და ინფორმაციის ნაკლებობასაც განვიცდიდი. სამაგიეროდ ჩემს ახლო წრეში გამოჩნდა სხვა რელიგიის მიმდევარი რომელმაც დაუშურებლად მაძლია წიგნები და მეც ვკიტხულობდი. მიზიდავდა ნახატები და ა.შ. თუმცა დროთა განმავლობაში რატომგაც გული მიცრუვდებოდა მის მიერ მოცემულ წიგნებზე და ერთ დგესაც როცა ახალი წიგნი მომცა ზრდილობის გამო გამოვართვი და ძალიან უარყოFითი განწყობა დამეუფლა, საინტერესო ის არის რომ ის წიგნი რამდენიმე წუთში თვალსა და ხელს შუა ისე გაუჩინარდა რომ ვერც მე და ვერც იმ ადამიანმა ვერსად ვერ აღმოვაჩინეთ, იმის მერე მისგან წიგნი აგარ ამიღია და იმ დროიდან დაიწყო ხელახალი ძიება რაგაც ჭეშმარიტისა. ჩემები არ იყვნენ მორწმუნეები და ამ ყველაფერს ისე იღებდნენ, რომ დაე თვითონ ბავშვმა გადაწყვიტოს სად არის მართალი და სად არაო და ხელს არაფერში მიშლიდნენ. მე კი ღვთის წყალობით სწორ გზაზე დავდექი. მანამდე კი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩემში ქაოსი იყო არ ვიცოდი სად და როგორ წავსულიყავი თუმცა ეკლესიაში შესვლისას ისეთ შვებას ვგრძნობდი ხოლმე რომ ვერ ავღწერ. მერე კი,ალბათ ბევრს ექნება გამოვდილი, სრულიად უმიზეზოდ ვდებდი ეკლესიაში წასვლას და საკმაო ხანი აღარ ვჩნდებოდი ხოლმე ტაძარში. საერთოდაც იშვიათი სტუმარი ვიყავი. მაგრამ მოსვენებას მაინც ვერ ვპოულობდი სულ მუდამ გაურკვევლად აფორიაქებული ვიყავი და ხშირად მიჭირდა დამშვიდება, თუმცა ყოველთვის ვიცოდი რომ ეკლესიაში უნდა მევლო მაგრამ ვერ მივდიოდი. ხოდა ერთ დგეს როცა ჩემი მეგობრები მიდიოდნენ ტაძარში ავდექი და ისე რომ თავს ფიქრის საშუალება არ მივეცი, რომ მერე კიდევ არ გადამეფიქრა გავუდექი ტაძრისაკენ გზას. თან ღმერტს ვთხოვდი დამეძლია ეს უაზროდ აკვიატებული ფიქრები. და საინტერესო მოხდა ის რომ როცა ტაძარში შევედი და ქადაგების დრო დადგა არ მახსოვს რომელი მამაო იყო იქადაგა სწორედ ის რაც მე იმ წუთას ყველაზე მეტად მჩირდებოდა და მაწუხებდა. ასეთი შემთხვევით ავირჩიე მოძრვარიც, ერთ დგესაც როცა უკვე საკმაო ხანი დავდიოდი ეკლესიაში და უკვე მოძღვრის აყვანაზე დავიწყე ფიქრი ძალიან მიძნელდებოდა შემერჩია მოძღვარი, ესეც ღმერთს მივანდე და ტაძარში წასვლამდე და გზაშიც შევთხოვდი რომ მიენიშნა ჩემთვის და სწორედაც რომ წირვის დასრულებისას მამა ალექსნდრემ ქადაგებაში ზუსტად იმაზე ისაუბრა რაც მე მაინტერესებდა და საერთოდ რაც კი კიტხვა მებადება ხოლმე და თუ რა მაფიქრებდა ხოლმე მეძლეოდა და მეძლევა ყველაფერზე პასუხი. ამაზეც ბევრი შეიძლება ვისაუბრო მაგრამ ეხლა ნამდვილად დაიზარებთ ამდენის კითხვას ხომ ვამბობდი ბევრია თქო საწერი |
ნათია ქრისტეს მოძღვრება და ახალგაზრდობა Jun 18 2007, 01:42 PM
კანუდოსელი
თქვენი აზრით, ახალ... Jun 18 2007, 01:43 PM
iberieli
საქართველოში ახალ... Jun 18 2007, 01:58 PM
k@the
P.S. თქვენ როგორ მიხვ... Jun 18 2007, 02:11 PM
ნათია
საკმაოდ დიდი ხანი ... Jun 19 2007, 09:10 PM
ლილიანა
მე თუ მკითხავთ უფ... Jun 19 2007, 09:24 PM
ნათია
რაც ახალგაზრდები... Jun 19 2007, 11:17 PM
sofi89 ლილიანა, შეიძლება, ... Jun 25 2007, 07:20 PM
giorgi kavtaradze ჩემი აზრით ახალგაზ... Jul 1 2007, 12:56 AM
ნათია
ჩემი აზრით ახალგა... Jul 1 2007, 12:59 AM
italieli-dato შენს კითხვას შენივ... Jul 1 2007, 01:26 AM
ნათია giorgi kavtaradze
რომელ ეკლე... Jul 1 2007, 01:53 AM
giorgi kavtaradze პატარა სამებაში და... Jul 1 2007, 01:57 AM
გლახა გუშინ კურიერ პოსტს... Jul 2 2007, 01:10 PM
forumis virusi
გუშინ კურიერ პოსტ... Jul 2 2007, 02:55 PM
მნათე
მაი რა შუაშია ნენა... Jul 2 2007, 01:51 PM
გლახა მნათე
ჯერ ვერ გაიგ... Jul 2 2007, 02:05 PM
მნათე
ქართლში მენტორი გ... Jul 2 2007, 02:08 PM
მნათე
გაჭედვა იმას ქვია ... Jul 2 2007, 02:56 PM
forumis virusi
გაჭედვა იმას ქვია ... Jul 2 2007, 02:59 PM
მნათე
შენ თუ დემაგოგია ... Jul 2 2007, 03:02 PM
გლახა მნათე
გირჩევნია თ... Jul 2 2007, 03:05 PM
მნათე
კაი გლახა, ეს ხომ ი... Jul 2 2007, 03:07 PM
გლახა მნათე
მინდა გითხრ... Jul 2 2007, 03:12 PM
forumis virusi
შენ თუ დემაგოგია გ... Jul 2 2007, 03:40 PM
მნათე
სერგი ეგ მარტო თეა... Jul 2 2007, 04:10 PM
გლახა მნათე
ნუ მოგერიდე... Jul 3 2007, 12:49 PM
sofi89
მართალია,ეს ესეც ე... Jul 3 2007, 07:14 PM
*ana* ჰმმ
რთული საკიტხია... Oct 18 2010, 11:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th November 2025 - 12:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი