![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სოფი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ჩემო კარგებო,მოდი აქ დავწეროთ ის,თუ რამ გაფიქრებინათ საზღვარგარეთ გამგზავრება. თუ სურვილი გექნებათ,იმათაც დააფიქსირეთ თქვენი აზრი,ვინც საქართველოში ხართ და წასვლა გინდათ.რა არის მიზეზი ამისა?..
სამწუხაროდ,ხდება ისეც,რომ ზოგიერთი ცოტა ხნით გადაწყვეტს ხოლმე წასვლას და მერე სამუდამოდ იქ რჩება ![]() ყოველთვის რჩება იმედი საქართველოში დაბრუნებისა (თუმცა ზოგს ამის გაგონებაც არ უნდა ![]() -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ეგეთები არც არიან გასაჩერებლები აქ !!! კი გაგცა პასუხი მარიტამ ონისე, მაგრამ ჩემიც უნდა გითხრა ... ჩემო კარგებო, მოუფრთხილდით თქვენს სისხლს და ხორცს, მოუფრთხილდით თქვენს ქართველებს, არ იცით თქვენ რამდენ ტკივილს იტანს ემიგრანტი აქ, არაა საჭირო ემიგრანტის განკითხვა, ვინაა, სადაა, რატომ უნდა ისევ აქ, რა იცით შენ ონისე? რა იცი შენ, რამდენს არჩენს ის ქართველი აქედან? რა იცი შენ რამდენ ჩუმ ცრემლს ყლაპავს და რამდენი ღამე უთენებია თეთრად მისიანების და მისი სამშობლოს სიყვარულში და მონატრებაში? არ იცი შენ და არ უთქვა ეგ, შეიძლება არ თქვას ჩემსავით მხატვრულად ეგ ემიგრანტმა ქართველმა, მარა თვალებში ჩახედე ონისე და მიხვდები იმ თვალებში რამხელა ნოსტალგიაა, რამხელა ტკივილია უცხოდ ყოფნა უცხოეთში! მოეფერეთ ერთმანეთს, საქართველოდან რატომ წავიდა ხალხი უცხოეთში არაა ეგ გასაკვირი, წავიდნენ, მიდიან და კიდევ წავლენ, სანამ სახელმწიფო არ შეუქმნის ხალხს სამუშაო ადგილებს, არაა ეგ ახალი მოვლენა, ჩვენ საკითხი ასე კი არ დავაყენოთ, რატომ წავიდაო, არამედ რომ წავიდა, რა გავაკეთოთ, როგორ არ დავკარგოთ ეგ ხალხიო, ეგაა საკითხავი და საფიქრალი და არა ის, რა ცუდებია ის ქართველები და რა კარგები ვართ ჩვენო... ჩვენ წილ საქართველოს ყველა გულით ვატარებთ და მთავარია იმ საქართველოს არ გავუუცხოვდეთ, ის საქართველო არ მივატოვოთ და იმ საქართველოდან გავხდეთ ემიგრანტები. მოუფრთხილდით ერთმანეთს. იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st July 2025 - 11:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი