![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სოფი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ჩემო კარგებო,მოდი აქ დავწეროთ ის,თუ რამ გაფიქრებინათ საზღვარგარეთ გამგზავრება. თუ სურვილი გექნებათ,იმათაც დააფიქსირეთ თქვენი აზრი,ვინც საქართველოში ხართ და წასვლა გინდათ.რა არის მიზეზი ამისა?..
სამწუხაროდ,ხდება ისეც,რომ ზოგიერთი ცოტა ხნით გადაწყვეტს ხოლმე წასვლას და მერე სამუდამოდ იქ რჩება ![]() ყოველთვის რჩება იმედი საქართველოში დაბრუნებისა (თუმცა ზოგს ამის გაგონებაც არ უნდა ![]() -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
ქეთუ |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ცრემლისფერი... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 ![]() |
di_onise
კაიროსის პოსტის შემდეგ ზედმეტად მეჩვენებოდა კიდევ რაიმეს დაწერ, თუმცა მაინც დავუმატებ რაღაცას. მიუხედავად იმისა რომ სწავლის დასრულების შემდეგ ვაპირებ დაბრუნებას ჩემიანებთან, ძალიან კარგად მესმის იმ ემიგრანტების ვინც აღარ თუ ვეღარ ბრუნდება საქართველოში. პირველ რიგში გეტყვი იმას რომ არც ერთ ემიგრანტს არ უნდა სამუდამოდ საზღვრებს გარეთ ყოფნა და დარჩენა, ყველა ფიქრობს უკან დაბრუნებაზე და შემდეგ ვინ როგორ ახერხებს ამაზეა დამოკიდებული! და ამ კონკრეტულ სიტუაციაში თუ არ ფიქრობენ საქართველოში დაბრუნებას სრულიად გასაგებია და არა მარტო გასაგები, შემიძლია ვთქვა რომ ჭკვიანურადაც იქცევიან. უბრალოდ შეხედე რა გარემოა დღესდღეობით საქართველოში? ქუჩაში რომ მიდიხარ და უკან იხედები ვიღაცამ არ გესროლოს, ან ვიღაცის ბრმა ტყვია არ მოგხვდეს ამას დაუბრუნდნენ? სკოლაში 13 14 წლის ბავშვები ერთმანეთს რომ ხოცავენ ამას? როგორ უნდა აღზარდონ შვილები ასეთ გარემოში? ციტატა აუ არავინ თქვას სამუშაოს ვერ იშოვიო რაა. ჩამოვიდა ის კაცი ერთი-ორი იჩალიჩა და ააწყო რაღაც... იპოვა მცირე შემოსავალი და იმითაც კმაყოფილია. კი ბატონო ამაში მართალი ხარ, აუცილებლად ააწყობ ცხოვრებას, ნუ ყოველშემთხვევაში იმათზე უკეთ ვინც საქართველოშია დარჩენილი. იქნები ასე თუ ისე კარგად, მერე ვიღაც გაჭირებული ადამიანი გაბოროტდება და ეცდება რამენაირად გავნოს და ვერ გაამტყუნებ იცი? და იცი რატომ შენ რომ ასე თუ ისე მშვენივრად ხარ და არაფერი გაკლია მას ელემენტარულად იმის ფული არ აქვს რომ შვილს წამალი უყიდოს. დაფიქრებულხარ ოდესმე ამაზე? დაფიქრდით და ნუ განიკითხავთ, არავინ არ იცის ვინ რა გულისტკივილს და მონატრებას დაატარებსდა გახსოვდეთ რომ ჩვენ ქართველებმა ბოლოს და ბოლოს უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის გატანა და დავანებოთ თავი ამ განკითხვას! -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd July 2025 - 12:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი