დიდგორის ბრძოლა და წმინდა გიორგი..., გჯერათ? :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დიდგორის ბრძოლა და წმინდა გიორგი..., გჯერათ? :) |
მატასი |
Jun 28 2007, 04:39 PM
პოსტი
#1
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
არსებობს ლეგენდა
დიდგორის ომში წმინდა გიორგის გამოცხადების შესახებ... რომ იგი ქართველებს ეხმარებოდა ბრძოლაში.... ალბათ ამის შესახებ ყველა ქართველს სმენია... მაინტერესებს ვის გჯერათ ამის და ვის არა... მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ რწმენის საკითხია, რომელზე დავაც ალბათ არ იქნება მიზანშეწონილი, თუ ამის სურვილი არ გაქვს, ბუნებრივია, არც დაიჯერებ... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
KAIROS |
Jul 1 2007, 08:08 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ნუ ჩაქოლავთ გოკას, ეს წმინდა წყლის მეცნიერული მიდგომაა, დასაბუთებულად თქვა არგუმენტი, ამბობს რომ ის ვინც გამოცხადებაზე დაწერა არ შეეძლო თავისი თვალით ეხილაო, ანუ მხოლოდ ეს არ გამოდგებაო დოკუმენტად, ისტორიულად და მეცნიერულად ეს საკითხი ასეცაა, გოკას უბრალოდ გამოეპარა, რომ აქ ჩვენ სასწაულზე ვწერთ, ოღონდ ერთდროულ სასწაულზე, დავითი და გოლიათი ხომ გსმენია გოკა ბატონო? ჰოდა, იქ დავითმა ხომ სასწაულებრივად სძლია ( ძლევაი საკვირველიც აქედან მოდის ისე) გოლიათს? თავისი სცადა, მამაცობაც ეყო და ხერხიც მოიფიქრა, დანარჩენი ღმერთს მიანდო და ღმერთმაც შეეწია, სასწაული იმას კი არ ნიშნავს, რომ ქართველები ჩრდილში იყვნენ წამოწიწოლილები, ცივ ღვინოს შეექცეოდნენ, ცხელ შოთთან და ჭყინტ სულგუნთან და თან ჩურჩხელას აყოლებდნენ ზედ ( როგორ მეტყობა რომ წამოსვლის წინა დღეები მაქვს ) , და წმიდა გიორგი მარტო კი არ იქნევდა ხმალს, არამედ ქართველნიც იბრძოდნენ, გმირულად ეცემოდნენ, რაც შეეძლოთ იმაზე მილიონჯერ მეტს აკეთებდნენ და სასწაულიც მხოლოდ ადამიანის მონდომების შემდეგ მოდის და მოვიდა იქაც... ჰარმონია იყო იქ ადამიანის თავგანწირვისა და ღვთის შემწეობისა, ასე უნდა გავიგოთ ეს ბრძოლა, თორემ რა, რომც არ ეხილათ ნამდვილად და ჭეშმარიტად გამოცხადებული წმ. გიორგი იქ ქართველებს, ეჭვი შეეპარებოდა ვინმეს, რომ ის ბრძოლა დავითს ( ორივე დავითს ვგულისხმობ აქ) ღმერთმა მოაგებინა?
იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი