სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| დავით ივერიელი |
Jul 1 2007, 08:32 PM
პოსტი
#1
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
უდიდესი პოლიტიკოსი.. და უდიდესი წმინდანი დავით აღმაშენებელი....
მაინტერესებს თქვენი აზრი დავითის შესახებ... ის ჩაერია ეკლესიაში.. მან გაატარა საეკლესიო რეფორმა.. რამდენად მართებულია ხელისუფალის მიერ საეკლესიო რეფორმის გატარება? იგივეს ვაწყდებით გუარამ მამფალის მიერ მოწვეულ ჯავახეთის კრებაზე... რომელმაც ბოდიში მოიხადა.. და გრიგოლ ხანძთელისაგან შენიშვნაც დაიმსახურა... ”და ამას სიტყვასა შინა აუგისა სიტყვანი განამრავლნა და ელოდა პასუხსა მათგან. ხოლო თვალნი ყოველთანი ხედვიდეს მამასა გრიგოლს და ეპისკოპოსსა ეფრემს, და მათ დაიდუმეს ჟამ ერთ. მაშინ ეპისკოპოსთა ჰრქვეს ეფრემს: - ბრძანე პასუხი, რაჲ ჯერ არს! ხოლო მან თქვა: - სადა მამაჲ გრიგოლ იყოს, მე მუნ არა ვიკადრებ სიტყვად. მაშინ ხელმწიფემან ჰრქვა ნეტარსა გრიგოლს: - მამაო, ყოველნი შენ გელიან სიტყვად ჭეშმარიტებისა, რამეთუ უხუცეს ხარ ყოველთა დღითა და სათნოებითა ნებისა ღმრთისაჲთა და შენგან ხამს დასაბამი სიტყვისაჲ. ხოლო მან თქვა: - ჯერ იყო პირველად მღდელთმოძღვართაგან ბრძანებაჲ, ხოლო აწ სიტყვითა შენითა ვიტყვი ესრეთ: ჭეშმარიტთა ქრისტეჲს სამწყსოთა ისმინეთ გლახაკისა ამის მოხუცებულისაჲ, რამეთუ არსენი კათალიკოზი ნებითა ღმრთისაჲთა კათალიკოზი არს. და ძვირისმეტყველთა მისთა, რომელთა არა შეინანონ, კდემულ იყვნენ და სრულიად ჰრცხუენეს ამას საწუთროსა და მას საუკუნესა. ხოლო ხელმწიფე იგი დაღაცათუ იყო ბრძენ და ღმრთისმსახურ, არამედ მართლმხილებისაგან მართლისა მის კაცისა შეშფოთნა ფრიად. რამეთუ ნებაჲ სიბრძნესა სძლევდა და შური პატივსა არა ჰრიდებდა. გესლი რაჲ გულისაჲ ბაგეთაგან იცნობა განუგებელად სიტყვისა განტევებითა ესრეთ, ვითარმედ: - მრავლით ჟამითგან არა მეხილვა მამაჲ გრიგოლ, არამედ მასმიოდა, ვითარმედ ბრძენთაგან შეუცავი სიბრძნე მისი შეცვალებულ არს სიბერითაო. და პირველ სმენილი ვიხილე თვალითა.” თქვენი აზრი მიანტერესებს ამ ყვეალფრის შესახებ და მაინტერესებს თქვენი რეაქცია დღევანდელი რომელიმე ხელისუფალი რომ ჩაერიოს ასე საეკლესიო ცხოვრებასა თუ წეს განგებაში??? -------------------- მერე რა რომ . . .
|
![]() ![]() |
| მნათე |
Jul 1 2007, 09:22 PM
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში, არის კიდევ ჩემთვის საინტერესო ეპიზოდი
ბერი საბა მას ჟამსა ნეტარსა გრიგოლს გულმან უთქვა ხსენებაჲ საბან იშხნელისაჲ და აუწყა ყოველი პირველ ყოფილი ღმრთისმსახურსა კურაპალატსა. ხოლო მას ვითარცა ესმა, ფრიად განიხარა და მსწრაფლ დაწერა წიგნი და წარავლინნა კაცნი კეთილნი და პატივით უწოდა მას. ხოლო მივლინებულნი იგი მოვიდეს და აუწყეს კურაპალატსა, ვითარმედ - არა ჰნებავს კაცსა მას ღმრთისასა მოსლვაჲ აქა. მაშინ ბრძანა კურაპალატმან გზათა იშხნისათა საქმე, რამეთუ მახლობელად იყო ჟამსა მას. და ჰრქვა ნეტარსა მამასა გრიგოლს: - განუგებელად ვქმენ, რამეთუ წიგნი არა მიწერად გეც. აწ ვითარ წეს არს, მიუწერე. და თვით კვალად დაწერა წიგნი სხვაჲ და წიგნიცა მამისა გრიგოლისი წარსცა. ხოლო ნეტარი საბან დაემორჩილა მეორედ ბრძანებასა კურაპალატისასა და უფროჲს ხოლო - წიგნსა მამისასა. და მივიდა მათდა სასურველი იგი კაცი ღმრთისაჲ მოსურნეთა მათ თანა. ხოლო კურაპალატი წინამიეგება და პატივით მოიკითხა. და მან კურთხევით ულოცა და ვითარ დასხდეს, ჰრქვა კურაპალატმან წმიდასა მას: - ჯერ არს ხელმწიფეთა მორჩილებაჲ, რაჲსათვის არა მოხვედ პირველსა წოდებასა, წმიდაო მამაო? ხოლო მან ჰრქვა: - დიდებულო მეფეო, შენ ქვეყანისა ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე - ზეცისა და ქვეყანისა და ქუესკნელთაჲ; შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტე - ყოველთა დაბადებულთაჲ; შენ წარმავალთა ამათ ჟამთა მეფე ხარ, ხოლო ქრისტე - საუკუნოჲ მეუფეჲ და სრული ჰგიეს უცვალებელი, უჟამოჲ, დაუსაბამოჲ, დაუსრულებელი მეუფეჲ ანგელოზთა და კაცთაჲ. და უფროჲს შენსა ჯერ არს სმენაჲ სიტყვათა მისთაჲ, რომელმანცა ბრძანა, ვითარმედ - ვერვის ხელეწიფების მონებაჲ ორთა უფალთაჲ. არამედ აწ სიტყვითა ძმისა და მოძღვრისა ჩვენისა გრიგოლისითა მოვედ წინაშე შენსა. ხოლო კურაპალატმან ჰრქვა: - სამართლ არს სიტყვაჲ შენი, წმიდაო, არამედ უმჯობეს არს განათლებაჲ სულთა მრავალთაჲ სასანთლესა ზედა განბრწყინვებითა შენ - ბრწყინვალისა სანთლისაჲთა, ვითარცა ჰრქვა ქრისტემან მოწაფეთა თვისთა, ვითარმედ - ვითარცა მცხინვარებაჲ მზისაჲ განანათლებს ცასა ქვეშე მყოფთა, „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა“. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დავით ივერიელი დავითი Jul 1 2007, 08:32 PM
მნათე დავით ივერიელი
:D
მ... Jul 1 2007, 08:41 PM
მამფალი ასეთი ჩარევა მაშინ... Jul 1 2007, 08:55 PM
მნათე
გამასწარი ახლა ამ ... Jul 1 2007, 09:10 PM
მამფალი გადადექი :P :) :D
ნახეს ... Jul 1 2007, 09:11 PM
მამფალი ანუ?............
რატომ მიწ... Jul 1 2007, 09:33 PM
მნათე
რა სისულელეა, საერ... Jul 1 2007, 09:56 PM
ილია თუ გამოფილია რატომ... Jul 1 2007, 10:02 PM
მნათე ”სარწმუნოება არის ... Jul 1 2007, 10:07 PM
მამფალი
მართველის ჩარევა ... Jul 2 2007, 12:23 AM
მნათე
საქმე სხვა რამეში... Jul 2 2007, 12:52 AM
ulvashi დიდი შეცდომაა, როც... Jul 2 2007, 10:49 AM
დავით ივერიელი ulvashi
იქნებ თქვენ გაგ... Jul 2 2007, 12:37 PM
მამფალი მნათე
ნაწერში გეთა... Jul 2 2007, 12:54 PM
afxazi მნათე
მნათე შენ რა ... Jul 2 2007, 01:13 PM
მნათე
არა რა თქმა უნდა, რ... Jul 2 2007, 01:15 PM
afxazi მნათე
არა მნათე ამ... Jul 2 2007, 01:26 PM
მნათე
როგორც საჭიროს...
მ... Jul 2 2007, 01:27 PM
afxazi მნათე
საჭიროს რა მ... Jul 2 2007, 02:01 PM
მნათე
ალბათ არა... მე მაინ... Jul 2 2007, 02:06 PM
afxazi მნათე
სრულიად გეთ... Jul 2 2007, 04:57 PM
ulvashi
პირველი: მცდარია, ... Jul 11 2007, 10:08 AM
Misha_kartveli ძალიან საინტერესო ... Oct 1 2007, 09:16 PM
კანონისტი Misha_kartveli
დასტურ!
რაც... Oct 2 2007, 11:20 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2026 - 01:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი