![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#1
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
მეათე საუკუნის ძეგლი, კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი , რომელიც სამეგრელოს მთავარმა ლევან მეორე დადიანმა მეჩვიდმეტე საუკუნეში აღადგინა, შეამკო და იერუსალიმის ჯვრის მონასტერს შესწირა, დღეს განსაცდელშია.
კოკისპირულმა წვიმებმა ტაძრის აღმოსავლეთი კედლის საყრდენი მიწა ჩამორეცხა. თუ დროზე არ დაიწყო მიწის გასამაგრებელი სამუშაოები, საფრთხე ტაძრის საძირკველსაც დაემუქრება. გამოვიჩინოთ კეთილი ნება და გავიღოთ ის, რისი გაღებაც შეგვიძლია:დრო, ენერგია, ფინანსები და უფლის სადიდებლად ერთობლივი ძალებით აღვადგინოთ ჩვენი ულამაზესი ტაძარი. სს"საქართველოს ბანკის" ცენტრალური ფილიალის ნომერ 37 სერვისის ცენტრში ლარების ჩასარიცხავად ისარგებლეთ შემდეგი რეკვიზიტებით: მიმღები ბანკი: სს."საქართველოს ბანკი" ცენტრალური ფილიალის ნომერ 37 სერვისის ცენტრი მიმღები ბანკის კოდი: 220101502 მიმღები კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ანგარიშის ნომერი 203014500 კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ილარიონ შენგელია ნინცა: p.s ძალიან მინდოდა, რომ ტაძრის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი სურათები გამომეგზავნა, მაგრამ ვერ შევძელი. ახლო მომავალში იქნებ მოვახერხო. ამ ტაძრის გვერდით მდებარეობს დედათა მონასტერი. ტაძრის საკურთხევლის მხარეს არის მიწა ჩამორღვეული. აღდგომის ლიტანიობაზე ისედაც ჭირდა ტაძრის შემოვლა და ახლა კი... თითო კაცი ძლივს გაივლის. |
![]() ![]() |
იოანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() აკურთხევს სული ჩემი უფალსა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 ![]() |
![]() -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 03:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი