კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, დავეხმაროთ! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, დავეხმაროთ! |
ninca |
Jul 1 2007, 09:16 PM
პოსტი
#1
|
ninca ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
მეათე საუკუნის ძეგლი, კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი , რომელიც სამეგრელოს მთავარმა ლევან მეორე დადიანმა მეჩვიდმეტე საუკუნეში აღადგინა, შეამკო და იერუსალიმის ჯვრის მონასტერს შესწირა, დღეს განსაცდელშია.
კოკისპირულმა წვიმებმა ტაძრის აღმოსავლეთი კედლის საყრდენი მიწა ჩამორეცხა. თუ დროზე არ დაიწყო მიწის გასამაგრებელი სამუშაოები, საფრთხე ტაძრის საძირკველსაც დაემუქრება. გამოვიჩინოთ კეთილი ნება და გავიღოთ ის, რისი გაღებაც შეგვიძლია:დრო, ენერგია, ფინანსები და უფლის სადიდებლად ერთობლივი ძალებით აღვადგინოთ ჩვენი ულამაზესი ტაძარი. სს"საქართველოს ბანკის" ცენტრალური ფილიალის ნომერ 37 სერვისის ცენტრში ლარების ჩასარიცხავად ისარგებლეთ შემდეგი რეკვიზიტებით: მიმღები ბანკი: სს."საქართველოს ბანკი" ცენტრალური ფილიალის ნომერ 37 სერვისის ცენტრი მიმღები ბანკის კოდი: 220101502 მიმღები კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ანგარიშის ნომერი 203014500 კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ილარიონ შენგელია ნინცა: p.s ძალიან მინდოდა, რომ ტაძრის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი სურათები გამომეგზავნა, მაგრამ ვერ შევძელი. ახლო მომავალში იქნებ მოვახერხო. ამ ტაძრის გვერდით მდებარეობს დედათა მონასტერი. ტაძრის საკურთხევლის მხარეს არის მიწა ჩამორღვეული. აღდგომის ლიტანიობაზე ისედაც ჭირდა ტაძრის შემოვლა და ახლა კი... თითო კაცი ძლივს გაივლის. |
ninca |
Jul 1 2007, 09:57 PM
პოსტი
#2
|
ninca ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
კარგია, რომ ასე გინდა. ღმერთი ხომ გულთამხილავია.
გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ყველამ. სხვასაც გადასცეთ დედა ეკლესიის ეს სატკივარი.თუნდაც მცირედი გაიღოთ, ერთად შეგროვილი საქმეს წაადგება. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 08:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი