სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| დავით ივერიელი |
Jul 1 2007, 08:32 PM
პოსტი
#1
|
![]() Illuminatus ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
უდიდესი პოლიტიკოსი.. და უდიდესი წმინდანი დავით აღმაშენებელი....
მაინტერესებს თქვენი აზრი დავითის შესახებ... ის ჩაერია ეკლესიაში.. მან გაატარა საეკლესიო რეფორმა.. რამდენად მართებულია ხელისუფალის მიერ საეკლესიო რეფორმის გატარება? იგივეს ვაწყდებით გუარამ მამფალის მიერ მოწვეულ ჯავახეთის კრებაზე... რომელმაც ბოდიში მოიხადა.. და გრიგოლ ხანძთელისაგან შენიშვნაც დაიმსახურა... ”და ამას სიტყვასა შინა აუგისა სიტყვანი განამრავლნა და ელოდა პასუხსა მათგან. ხოლო თვალნი ყოველთანი ხედვიდეს მამასა გრიგოლს და ეპისკოპოსსა ეფრემს, და მათ დაიდუმეს ჟამ ერთ. მაშინ ეპისკოპოსთა ჰრქვეს ეფრემს: - ბრძანე პასუხი, რაჲ ჯერ არს! ხოლო მან თქვა: - სადა მამაჲ გრიგოლ იყოს, მე მუნ არა ვიკადრებ სიტყვად. მაშინ ხელმწიფემან ჰრქვა ნეტარსა გრიგოლს: - მამაო, ყოველნი შენ გელიან სიტყვად ჭეშმარიტებისა, რამეთუ უხუცეს ხარ ყოველთა დღითა და სათნოებითა ნებისა ღმრთისაჲთა და შენგან ხამს დასაბამი სიტყვისაჲ. ხოლო მან თქვა: - ჯერ იყო პირველად მღდელთმოძღვართაგან ბრძანებაჲ, ხოლო აწ სიტყვითა შენითა ვიტყვი ესრეთ: ჭეშმარიტთა ქრისტეჲს სამწყსოთა ისმინეთ გლახაკისა ამის მოხუცებულისაჲ, რამეთუ არსენი კათალიკოზი ნებითა ღმრთისაჲთა კათალიკოზი არს. და ძვირისმეტყველთა მისთა, რომელთა არა შეინანონ, კდემულ იყვნენ და სრულიად ჰრცხუენეს ამას საწუთროსა და მას საუკუნესა. ხოლო ხელმწიფე იგი დაღაცათუ იყო ბრძენ და ღმრთისმსახურ, არამედ მართლმხილებისაგან მართლისა მის კაცისა შეშფოთნა ფრიად. რამეთუ ნებაჲ სიბრძნესა სძლევდა და შური პატივსა არა ჰრიდებდა. გესლი რაჲ გულისაჲ ბაგეთაგან იცნობა განუგებელად სიტყვისა განტევებითა ესრეთ, ვითარმედ: - მრავლით ჟამითგან არა მეხილვა მამაჲ გრიგოლ, არამედ მასმიოდა, ვითარმედ ბრძენთაგან შეუცავი სიბრძნე მისი შეცვალებულ არს სიბერითაო. და პირველ სმენილი ვიხილე თვალითა.” თქვენი აზრი მიანტერესებს ამ ყვეალფრის შესახებ და მაინტერესებს თქვენი რეაქცია დღევანდელი რომელიმე ხელისუფალი რომ ჩაერიოს ასე საეკლესიო ცხოვრებასა თუ წეს განგებაში??? -------------------- მერე რა რომ . . .
|
![]() ![]() |
| მნათე |
Jul 2 2007, 12:52 AM
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მართველის ჩარევა არ გულისმობს წვრილმანამდე ჩარევას. ეს ჩარევა განმსაზღვრელია საერთო პოლიტიკისა. თუკი ასე დაუშვებელია საეროს ჩარევა სასულიეროში, მაშინ რატომ არაა ასეთი დაშუვებელი როცა სასულიერო ასე ვთქვათ ნამუსზე შეგდებით ცდილობს საეროებზე ზემოქმედებას. მაშინ ასეც ვთქვათ რა საქმე ქონდა ეკლესიას გარეჯის საკითხთან? ის რომ ის მონასტერია და მაგიტომ? ორივე ერთი მთლიანობას შეადგენს და ჩემთვის სამშობლოს ცნებაა. შეიძლება ეკლესია არის კიდეც ცალკე სახელმწიფოსგან მაგრამ თუკი ეს პოზიცია ხელის დაბანის პოზიციაა ეს ცუდია. ასევეა საეროს მიმართება სასულიეროთან. როცა ეკლესიას უბრუნდება ერთ დროს მისი კუთვნილი მიწები და ტაძრები, რატომაა ეს ნორმალური ჩარევა და რატო არაა ცუდი. აკი ცალკეა და ცალკე იყოს კიდეც. გამოდის რაც კარგია ეკლესიითვის კარგია ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის და რაც კარგია სახელმწიფოსთვის ნებისმიერ შემთხვევაში ცუდია ეკლესიისთვის. განცალკევებული ერთობა ამ ორისა ეს ნორმალურად მიმაჩნია. რადგანაც ეკლესიაშიც ადამიანები არიან მათაც შეიძლება შეცდომა დაუშვან საეროსთან ურთიერთობაშიც და "ცალკე" ცხოვრებაშიც. საქმე სხვა რამეშია; ეკლესია და სახელმწიფო, ვინაიდან ეკლესია არ არის ქვის კედლები და იგი შეადგენს სახელმწიფოს მოქალაქეთა 80%-ზე მეტს, ეკლესია ვერ გაექცევა სახელმწიფოს პრიმატს ემპირიულ ცხოვრებაში, ხოლო სახელმწიფოსთვის; ეკლესია წარმოადგენს, ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართევლოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართევლოს კანონმდებლობის შესაბამისად. (კონსტიტუციური შეთანხმება) მათი ურთიერთდამოკიდებულება, ამჯერად უკვე რეგულირდება სამართლის იმ მოდელით, რომელიც არც ერთისა და არც მეორის ინტერესებს არ ლახავს.. ეკლესიას ბუნებრივია აქვს თავისი მისიაც - მოიმოწაფოს ყოველი, ანუ ნათელ სცეს კაცობრიობას - სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, აქედან გამომდინარე იგი სახელმწიფოსთან დიალოგზე მიდის და ცდილობს მისი საქმიანობა, თითოეული ადამიანის ყოფითი ცხოვრების ქრისტეანიზაციისაკენ მომართოს, ეხება რა სახელმწიფოს ქმედება მისივე მრევლს.. თავისმხრივ სახელმწიფო - როგორც ასეთი, არანაირ ეკლესიურ კატეგორიას არ წარმოადგენს, ის არის კეისარი რომელსაც უნდა დაემორჩილო - ანუ გადასახადები გადაუხადო და არ აუჯანყდე, მაგრამ სახელმწიფოს შეიძლება მართავდეს ქრისტეანიც, რომელიც ამ უკანასკნელის ქმედებებში შეიტანს ქრისტეს რწმენის ნაყოფს და იქცევა ერთგვარ პლაცტარმად ადამიანთათვის ქრისტეს ნათელის ქადაგებაში, ეკლესიის საკაცობრიო მისიის აღსრულებაში... ხელისუფალი რიგითი წევრია ეკლესიის, ის აპრიორი მორჩილია იმ კანონმდებლობის რომელიც განწესებული და სავალდებულოა თითოეული ქრისტეანისთვის, სახელმწიფოს მმართველი შეიძლება იყოს მხოლოდ განსაკუთრებული წევრი ეკლესიისა, ანდო რა ეკლესიამ იმ არეალის მართვა - რომელშიც თავის საქმიანობას წარმართავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მმართველი თავს გავიდეს, ეკლესიის კანონმდებლობა შელახოს - ბოროტად გამოიყენოს სახელმწიფოებრივი ხელისუფლება და ჩაერიოს ამ უკანასკნელის მართვა-გამგეობაში... ჩვენ ერთ გვყავს უფალი და ერთ არ ძალი მისი, რომელიც ეკლესიაში ვლინდება! -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დავით ივერიელი დავითი Jul 1 2007, 08:32 PM
მნათე დავით ივერიელი
:D
მ... Jul 1 2007, 08:41 PM
მამფალი ასეთი ჩარევა მაშინ... Jul 1 2007, 08:55 PM
მნათე
გამასწარი ახლა ამ ... Jul 1 2007, 09:10 PM
მამფალი გადადექი :P :) :D
ნახეს ... Jul 1 2007, 09:11 PM
მნათე გრიგოლ ხანძთელის ც... Jul 1 2007, 09:22 PM
მამფალი ანუ?............
რატომ მიწ... Jul 1 2007, 09:33 PM
მნათე
რა სისულელეა, საერ... Jul 1 2007, 09:56 PM
ილია თუ გამოფილია რატომ... Jul 1 2007, 10:02 PM
მნათე ”სარწმუნოება არის ... Jul 1 2007, 10:07 PM
მამფალი
მართველის ჩარევა ... Jul 2 2007, 12:23 AM
ulvashi დიდი შეცდომაა, როც... Jul 2 2007, 10:49 AM
დავით ივერიელი ulvashi
იქნებ თქვენ გაგ... Jul 2 2007, 12:37 PM
მამფალი მნათე
ნაწერში გეთა... Jul 2 2007, 12:54 PM
afxazi მნათე
მნათე შენ რა ... Jul 2 2007, 01:13 PM
მნათე
არა რა თქმა უნდა, რ... Jul 2 2007, 01:15 PM
afxazi მნათე
არა მნათე ამ... Jul 2 2007, 01:26 PM
მნათე
როგორც საჭიროს...
მ... Jul 2 2007, 01:27 PM
afxazi მნათე
საჭიროს რა მ... Jul 2 2007, 02:01 PM
მნათე
ალბათ არა... მე მაინ... Jul 2 2007, 02:06 PM
afxazi მნათე
სრულიად გეთ... Jul 2 2007, 04:57 PM
ulvashi
პირველი: მცდარია, ... Jul 11 2007, 10:08 AM
Misha_kartveli ძალიან საინტერესო ... Oct 1 2007, 09:16 PM
კანონისტი Misha_kartveli
დასტურ!
რაც... Oct 2 2007, 11:20 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2026 - 01:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი