![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ცნობილია, რომ პირჯვარს სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებით იწერენ
ამ საკითხზე ერთადერთი განმარტება, რაც გამიგია, არის თბილისის სურბ გევორქის ეკლესიის მოძღვრის მამა აბგარის მოსაზრება, რომელმაც ეს შემდეგნაირად ახსნა: ძველი წარმოდგენით, ადამიანის სული მდებარეობდა გულში, ამიტომ წმინდა სამების მოხსენიების დროს სიტყვა "სული" უნდა ეთქვათ ხელის გულზე, ანუ მარცხნივ დადების დროს. გათვალისწინებით იმისა, რომ ზოგ ენაში მსაზღვრელი წინ უსწრებს საზღვრულს და ზოგში პირიქით, და შესაბამისად ზოგ ენაზე ითქმის წმიდა სული და ზოგზე სული წმიდა, ხელსაც შუბლსა და მუცელზე დადების შემდეგ იდებენ ან ჯერ მარცხნივ, ან მარჯვნივ მაგალითად, ბერძნულად: Doxa Patri ke Yio ke Agio Pneumati ქართულად: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა სლავურად: Слава Отцу и Сыну и Святому Духу ანუ ხელს მართლმადიდებლები ვიდებთ ჯერ მარჯვნივ და წარმოვთქვამთ "წმიდასა" და მერე მარცხნივ - და "სულსა" პირიქითაა ლათინურსა და სომხურში: Gloria Patri et Filio et Spirito Sancti ფარგ ჰორ იევ ვორთ იევ ჰოგუ სურფ ამიტომ, ისინი ხელს ჯერ მარცხნივ იდებენ თქვენ როგორ იცით? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
fidelio |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 5-February 07 მდებარ.: saqarTvelo , Tbilisi წევრი № 1,015 ![]() |
კაიროს
სად გინახავს მართმადიდებულ ეკლესიაში კათოლიკური ეკლესიის მსგავსად ჩამწკრივებული სკამები, მითხარი ერტი რა, ,სამებაში სულ ორ ადგილას არის სკამი, სადაც აღსარებას აბარებენ და იქაც მოხუცები სხდებიან , ხანდახან , ყველა მოთმინებით დგას 5 საათის განმავლობაში. იქნებ მითხრათ და დამისახელოთ ისეთი ასკეთი ბერი, როგორიც მართმადიდებლურ სამყაროში იყო, ოღონდ განხეთქილიებამდე, ერთიანი ეკლესიის. ძალიან დიდი კულტურაა, კი რა თქმა უნდა... ჯერ შეისწავლეთო რომ ამბობ, რა იცი ვის რა აქვს შესწავლილი, პაპების ისტორია გიულს მირევს, უკაცრავად ასეთი გამოთქმისთვის.... და გახდა ასეთი ეს პირჯვრის გადაწერა?????????????? ერთს დავამეატებ კიდევ რომ, როდესაც მარჯვნიდან ვიწერთ პირჯვარს, ამით ქრისტეს მიერი სიყვარული შეგვაქვს გულში, ხოლო კათოლიკებთან პირიქით ეს სიყვარული გულიდან გარეთ გამოდის მართალი ხარ კათოლიციზმზე და მის ცდომილევბაზე და კიდევ ერთხელ მის პრიმიტიულ და არაფრის მომცემ ღვთისმსახურებაზე არ ღირს საუბარი....... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th September 2025 - 08:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი