IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საეკლესიო კრებები, ის რაც ყველას აინტერესებს
მნათე
პოსტი Jul 1 2007, 09:43 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



რამდენიმე საკითხში მსურს გარკვევა smile.gif

ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიო საეკლესიო კრება შეუმცდარია, მაშასადამე მისი დადგენილება საყოველთაოა და სავალდებულო ყველა ქრისტეანისთვის, ის არის სულიწმიდის ნების - დოგმატური გამმჟღავნებელი, ე.წ კრებითი ცნობიერების მატარებელი smile.gif

კრების მოწვევის მიზანი, არასდროს ყოფილა თავისთავადი, იგი უკავშირდებოდა და უპირისპირდებოდა ეკლესიაში გაჩენილ უცხო სწავლებას, უფრო სწორედ იკრიბებოდა სიმართლის გასარკვევად smile.gif

რა უნდა ქნას მრევლმა, როდესაც ეკლესიის მაღალიერარქიული ნაწილი, ორ ან მეტ, ბანაკად იხლიჩება და ერთმანეთს უპირისპირდება სწავლების დონეზე?

ასეთი შემთხვევები უხვად იყო ადრე, შესაბამისად მაინტერესებს;

1. ერთგვარი პროტოკოლი, რომელიც საეკლესიო კრების განაწესს ადგენდა.

2. იმართებოდა თუ არა დებატები?

3. ვინ ადგენდა საეკლესიო კრებაში მონაწილეთა რაოდენობას?

4. იყო თუ არა აუცილებელი, კრებაზე დასწრებოა ყველა თვითმწყემსობის წარმომადგენელისთვის?

5. ვინ მეთაურობდა კრებას, რომის პაპი?

6. გადაწყვეტილება მიიღებოდა უმრავლესობის პრინციპით?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მეხელი
პოსტი Jul 2 2007, 01:36 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 25-April 07
წევრი № 1,751



მნათე, ძალიან საინტერესო კითხვები დასვი.
იმთავითვე უნდა ითქვას, რომ მსოფლიო საეკლესიო კრება წარმოაჩენს ეკლესიის სხეულს როგორც ერთ მთლიანობას; იგი არის, როგორც მამა გიორგი ფლოროვსკი განსაზღვრავს, ეკლესიის ხატი. მისი მოწვევის და მასზე განჩინებების მიღების არავითარი მკაცრად განსაზღვრული წესები არ არსებობს, რადგან მასზე გამოითქმის არა ცალკეულ ადამიანთა, არამედ მთელი ეკლესიის აზრი, რომელიც, რა თქმა უნდა, მარტოდენ ადამიანთა აზრი კი არა, არამედ მასში დამკვიდრებული სულიწმინდის აზრი არის. გავიხსენოთ საქმე მოციქულთაში იერუსალიმში გამართული მოციქულთა კრების დროს პეტრეს მიერ წარმოთქმული სიტყვები: "სათნო უჩნდა სულიწმინდას და ჩვენ". ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო კრება სულიწმინდის მადლისმიერ მოვლენაა, _ ამასაც მამა გიორგი ფლოროვსკი აღნიშნავს.

ამიტომ, არცერთი მსოფლიო კრების დადგენილების აღიარება ეკლესიის მიერ არ ხდებოდა ავტომატურად, არამედ მას მოსდევდა ხანგრძლივი, ათწლეულების განმავლობაში გაჭიანურებული, საღვთისმეტყველო დებატები და მსჯელობა: განჩინებებს უნდა გაევლო მთელი ეკლესიის სხეული და შემოწმებულიყო, იყო თუ არა ის კრება ნამდვილად სულიწმინდის მიერ ნაწინამძღვრები, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში მოხდებოდა მისი განჩინებების მიღება, "რეცეპცია". მაგალითად, ვიცით კრება, რომელიც ფორმალურად თითქოს მსოფლიო კრების ყველა ნიშანს ატარებდა: იმპერატორის მიერ იყო მოწვეული, მას საკმაოდ მრავალი ეპისკოპოსი და რომის პაპის ლეგატებიც ესწრებოდნენ, მაგრამ შემდგომში იგი არათუ მსოფლიო კრებად, არამედ ავაზაკთა კრებად იქნა აღიარებული (ვგულისხმობ 449 წ. ეფესოში გამართულ კრებას).

ისტორიულად მართალია, მსოფლიო კრებას იმპერატორი იწვევდა, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დროის ვითარებას ესადაგებოდა და არსად არ არის ნათქვამი, რომ მხოლოდ ის უნდა იწვევდეს კრებას. "პროტოკოლიც" ყველა კრებაზე სხვადასხვა შეიძლებოდა ყოფილიყო. კრებაზე დამსწრე ეპისკოპოსთა რაოდენობასაც გარემო პირობები განსაზღვრავდა (ზოგი ვერ მოდიოდა ამა თუ იმ საქმის, ავადმყოფობის ან უსახსრობის გამო, და ხშირ შემთხვევაში ისინი თავის ხმის უფლებას წამსვლელ ეპისკოპოსს გადასცემდნენ). რაც შეეხება კრების მეთაურს, მას ის არ გააჩნდა, ყველა ეპისკოპოსი თანასწორი უფლებით სარგებლობდა, მაგრამ მას ყავდა თავმჯდომარე, ერთგვარი "სპიკერი". რომის პაპი არცერთ მსოფლიო კრებას არ დასწრებია, ის მხოლოდ თავის წარმომადგენლებს გზავნიდა.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   საეკლესიო კრებები   Jul 1 2007, 09:43 PM
Sotiris   ერთი პუნქტი გამოგრ...   Jul 1 2007, 10:30 PM
მნათე   არ გამომრჩენია, ვი...   Jul 1 2007, 10:32 PM
დავით ივერიელი   მნათე მე რამდენადა...   Jul 1 2007, 10:39 PM
მნათე   ეგ არიოზი იყო :D მღ...   Jul 1 2007, 10:40 PM
მეხელი   მნათე, ძალიან საინ...   Jul 2 2007, 01:36 PM
მნათე   მეხელი დიდი მადლო...   Jul 2 2007, 01:45 PM
დათიკო   მნათე არა, მნათე, მ...   Jul 2 2007, 04:59 PM
მნათე   ახლა გასაგებია და ...   Jul 2 2007, 05:05 PM
დათიკო   მნათე კი. თუ ის უკუ...   Jul 2 2007, 05:21 PM
მნათე   ხოო, და მაინც მაინ...   Jul 2 2007, 09:43 PM
Lenus   მნათე, პროტოკოლი რ...   Jul 3 2007, 09:28 AM
მნათე   აჰა, და როგორც გან...   Jul 3 2007, 09:30 AM
Lenus   უჰ, მქონდა ეგენი სა...   Jul 3 2007, 11:12 AM
კანონისტი   მნათე მეც მაქვს ნა...   Jul 3 2007, 11:51 AM
Lenus   http://www.sedmitza.ru/index.html?did=17812   Jul 3 2007, 12:35 PM
დათიკო   მეტად საინტერესო ნ...   Jul 6 2007, 03:42 PM
მნათე   ძალიან დამაფიქრებ...   Jul 29 2007, 02:41 PM
abo   მნათე დებატებში ჭ...   Jul 29 2007, 03:19 PM
მნათე   რავიცი, ცოტა უცნაუ...   Jul 29 2007, 03:26 PM
abo   მასეთი კრება არალე...   Jul 29 2007, 03:31 PM
თამარი_ცქნაფო   რა გაფაციცებით ვკი...   Jul 29 2007, 05:48 PM
abo   მნათე დაიკარგა   Jul 29 2007, 05:49 PM
მნათე   ხოდა მეც აქ ვარ, ჩვ...   Jul 29 2007, 07:15 PM
abo   ყველა მსოფლიო კრებ...   Jul 29 2007, 08:58 PM
მნათე   ტრულის კრებას წინ ...   Jul 29 2007, 10:15 PM
abo   მნათე და მერე იმი...   Jul 29 2007, 10:22 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th July 2025 - 05:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი