![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
რამდენიმე საკითხში მსურს გარკვევა
![]() ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიო საეკლესიო კრება შეუმცდარია, მაშასადამე მისი დადგენილება საყოველთაოა და სავალდებულო ყველა ქრისტეანისთვის, ის არის სულიწმიდის ნების - დოგმატური გამმჟღავნებელი, ე.წ კრებითი ცნობიერების მატარებელი ![]() კრების მოწვევის მიზანი, არასდროს ყოფილა თავისთავადი, იგი უკავშირდებოდა და უპირისპირდებოდა ეკლესიაში გაჩენილ უცხო სწავლებას, უფრო სწორედ იკრიბებოდა სიმართლის გასარკვევად ![]() რა უნდა ქნას მრევლმა, როდესაც ეკლესიის მაღალიერარქიული ნაწილი, ორ ან მეტ, ბანაკად იხლიჩება და ერთმანეთს უპირისპირდება სწავლების დონეზე? ასეთი შემთხვევები უხვად იყო ადრე, შესაბამისად მაინტერესებს; 1. ერთგვარი პროტოკოლი, რომელიც საეკლესიო კრების განაწესს ადგენდა. 2. იმართებოდა თუ არა დებატები? 3. ვინ ადგენდა საეკლესიო კრებაში მონაწილეთა რაოდენობას? 4. იყო თუ არა აუცილებელი, კრებაზე დასწრებოა ყველა თვითმწყემსობის წარმომადგენელისთვის? 5. ვინ მეთაურობდა კრებას, რომის პაპი? 6. გადაწყვეტილება მიიღებოდა უმრავლესობის პრინციპით? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
მეხელი
დიდი მადლობა პასუხისთვის, შევეცდები ცოტა გავშალო ჩემი კითხვები ![]() ციტატა ამიტომ, არცერთი მსოფლიო კრების დადგენილების აღიარება ეკლესიის მიერ არ ხდებოდა ავტომატურად, არამედ მას მოსდევდა ხანგრძლივი, ათწლეულების განმავლობაში გაჭიანურებული, საღვთისმეტყველო დებატები და მსჯელობა: განჩინებებს უნდა გაევლო მთელი ეკლესიის სხეული და შემოწმებულიყო, იყო თუ არა ის კრება ნამდვილად სულიწმინდის მიერ ნაწინამძღვრები, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში მოხდებოდა მისი განჩინებების მიღება, "რეცეპცია". აი ეს ცოტა უცნაურია, უკვე არსებულ დადგენილებაზე მიმდინარეობდა დებატები? რა ფორმით ხდებოდა "დათანხმება" ან "არ დათანხმება"? ანუ, თუ კრება იტევს თავის თავში, სულიწმიდისმიერ უცდომელობას, რატომ სჭირდება მას დამატებითი აღიარება - ან თუნდაც დებატები? ციტატა რომის პაპი არცერთ მსოფლიო კრებას არ დასწრებია, ის მხოლოდ თავის წარმომადგენლებს გზავნიდა. საინტერესოა, ოდესმე თუ უარყოფილა პაპის აზრი.. ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 04:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი