![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
mariami-k |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
![]() ეკლესიის ისტორიაში ბერმონაზვნური ცხოვრების ჩამოყალიბების დროდ IV საუკუნე ითვლება. მისი პირველი ფუძემდებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი. ანტონი დიდს ეკუთვნის საბერმონაზვნო კანონის, ტიპიკონის შედგენა და დამკვიდრება. დროთა განმავლობაში ბერმონაზვნური ცხოვრების წესის სხვადასხვა ტრადიცია ჩამოყალიბდა, გაჩნდა საძმოები და მონასტრები. შეიქმნა მონაზვნად შედგომის განსაკუთრებული წესიც, რომლის თანახმად სამონაზვნედ მოწოდებულზე იერარქი კითხულობს „სქემის კურთხევის“ ლოცვას და სამონაზვნეს, წესისამებრ, შემოსავს კაბით, სარტყელით, საბეჭდურით, ანაფორით, მანტიით, კუნკულ-ბარტყულითა და სანდლებით (თითოეულს თავისი სიმბოლური დანიშნულება აქვს). ასევე გადასცემენ ხელის ჯვარს, სანთელსა და სკნილს. სკვნილის ისტორია უკავშირდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს - პახუმი დიდს. საძმოში, რომელშიც იგი მოღვაწეობდა, ცხოვრობდნენ წერა-კითხვის უცოდინარნი ბერებიც, რომლებიც ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას, მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენიმეჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო მან ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი. სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინასახე. იგი საზოგადოდ სულიერ მახვილსა და ხსნის კიბეს ნიშნავს. როგორც მხედარი მტრისგან იცავს თავს მახვილით, ასევე მონაზონიც სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს მტერს. სკვნილის სიმრგვალე ლოცვისა და მარადიულობის სიმბოლოა. იგი შედგება ათი, ოცდაცამეტი, ორმოცდაათი, ასი ნასკვისაგან და დაბოლოებულია ჯვრით. სკვნილი სულიერი მახვილია, მას ლოცვის დროს მხოლოდ ბერ-მონაზვნები იყენებდნენ. სკვნილზე სხვადასხვა ლოცვა შეიძლება აღსრულდეს (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, რომელიმე წმიდანის საგალობელი, უმთავრესად კი იესოს ლოცვა - „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“), რომელსაც მოძღვარი კურთხევით განაწესებს. წმიდა მამათა გამოცდილებით, სკვნილზე ლოცვა განსაკუთრებულ მადლსა და შემწეობას სძენს მონაზონს. დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად. საერო პირისათვის არ არის სავალდებულო სკვნილის ტარება და მხოლოდ მოძღვრის კურთხევის შემდეგ შესაძლოა მასზე ლოცვა. არ შეიძლება თამაში სკვნილით. სკვნილი მეტად სახიფათო გამოსაყენებელი სიწმინდეა. როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე? -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
![]() ![]() |
teo.. |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 ![]() |
როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე? საინტერესო კითხვაა და ცოტა არ იყოს რთული საპასუხო და რატომ, ის სულიერი დატვირთვა რაც სკვნილზე ლოცვის დროს აღევლინება საკმაოდ სერიოზულია და აქედან გამომდინარე ძლიერი იარაღია შავი ძალების გასანადგურებლად. უფალმა შემინდოს კადნიერება, საკუთარ თავზე გადამხდარ ამბავს მოგიყვებით ორიოდე წლის წინ საქართველოში ჩემი პირველი ჩამოსვლის დროს ქაშუეთის ეკლესიის ეზოში მდებარე მაღაზიაში სასულიერო წიგნებისა და ხატების საყიდლად შესულს იქვე დაკიდებულმა სკვნილმა მიიქცია ჩემი ყურადღება... ეს არ იყო უბრალო ინტერესი, სიგიჟემდე მომინდა ამ ფსკვნილზე მელოცა მაგრამ რადგან ვიცოდი რომ მოძღვრის კურთხევის გარეშე არ მქონდა ამის უფლება (ძლივს შევიკავე თავი ყიდვისაგან). რამოდენიმე დღეში ისევ მოვხვდი ამ მაღაზიაში და სურვილს წინ ვეღარ აღვიდექი ისე მწყუროდა ამ სკვნილზე ლოცვა და ვიყიდე თან ვფიქრობდი მამაოს დავურეკავ და კურთხევას ავიღებ მეთქი რაც იქ ყოფნის დროს ვერ მოვახერხე და კურთხევის გარესე დავიწყე ლოცვა (უფალმა შემინდოს კადნიერება). მადლობა უფალს, ყველაფრისათვის ამ სკვნილზე ლოცვამ ორი უდიდესი სასწაული მიჩვენა არა იმიტომ რომ ამის ღირსი ვიყავი, არამედ იმიტომ რომ დამენახა მისი უდიდესი ძალა და ის თუ როგორი კრძალვით უნდა მოვპყრობოდო მას (უფლის განგებულებას ვინ ჩაწვდება) გამომგზავრების ბოლო დღეს (შუა დღე იქნებოდა) მომცეს მისამართი მაღაზიისა, სადაც ტემპერა და სხვა საჭირო მასალა უნდა შემეძინა ხატწერისათვის სიმართლე რომ გითხრათ მე ისიც არ ვიცოდი როგორ გამოიყურებოდა ეს საღებავი და მის დამზადების წესებზე ხომ ლაპარაკიც არ არის (გაგიკვირდებათ ალბათ, ასეთმა უცოდინარმა ხატწერაზე როგორ იფიქრეო, მაგრამ ეს კიდევ სხვა ისტორიაა და უფლის განგება). ასეთი უცოდინარი ჩავჯექი მარშუტკაში, ჩანთიდან ჩემი სკვნილი ამოვიღე და ჩუმად დავიწყე ლოცვა (სკვნილი ასიანია). რადგან ამ ამბის მოყოლა არ აუკრძალავთ ამიტომ გიყვებით ,უფალს შევთხოვე მეპოვა ეს მაღაზია და იქნებ ისეთი ღვთისნიერი ადამიანიც რომელიც დამეხმარებოდა ხატწერისათვის საჭირო მასალის არჩევაში. მაღაზიაში შესულს სულ რაღაც 2, 3 კაცი დამხვდა, მათ შორის ერთი შავებში ჩაცმული ქალი რომელიც ჩემგან ზურგით იდგა ტემპერის საღებავებთან ![]() ![]() უკან დაბრუნებულს მამაომ ხელში სკვნილი რომ დამინახა მკითხა რად გინდა შენ ეს სკვნილიო, შემდეგ მკითხა იცი როგორ უნდა ილოცოო?? და მაკურთხა ზოგჯერ კი ვერ ვასრულებ ხოლმე იმ რაოდენობას რაც დამიკანონა რაზედაც უფალს შენნდობას და შეწყალებას ვთხოვ, მაგრამ სკვნილზე ლოცვა მართლაც ენით აღუწერელ ძალას მმატებს. მადლობა უფალს მისი აურაცხელი მადლისა და იმ სიყვარულისათვის და სასწაულებისათვის რასაც ასეთ ცოდვიკლებსაც კი გვიჩენს როგორიც მე ვარ. -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th June 2024 - 02:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი