სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| mariami-k |
Feb 27 2007, 04:56 PM
პოსტი
#1
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
![]() ეკლესიის ისტორიაში ბერმონაზვნური ცხოვრების ჩამოყალიბების დროდ IV საუკუნე ითვლება. მისი პირველი ფუძემდებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი. ანტონი დიდს ეკუთვნის საბერმონაზვნო კანონის, ტიპიკონის შედგენა და დამკვიდრება. დროთა განმავლობაში ბერმონაზვნური ცხოვრების წესის სხვადასხვა ტრადიცია ჩამოყალიბდა, გაჩნდა საძმოები და მონასტრები. შეიქმნა მონაზვნად შედგომის განსაკუთრებული წესიც, რომლის თანახმად სამონაზვნედ მოწოდებულზე იერარქი კითხულობს „სქემის კურთხევის“ ლოცვას და სამონაზვნეს, წესისამებრ, შემოსავს კაბით, სარტყელით, საბეჭდურით, ანაფორით, მანტიით, კუნკულ-ბარტყულითა და სანდლებით (თითოეულს თავისი სიმბოლური დანიშნულება აქვს). ასევე გადასცემენ ხელის ჯვარს, სანთელსა და სკნილს. სკვნილის ისტორია უკავშირდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს - პახუმი დიდს. საძმოში, რომელშიც იგი მოღვაწეობდა, ცხოვრობდნენ წერა-კითხვის უცოდინარნი ბერებიც, რომლებიც ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას, მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენიმეჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო მან ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი. სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინასახე. იგი საზოგადოდ სულიერ მახვილსა და ხსნის კიბეს ნიშნავს. როგორც მხედარი მტრისგან იცავს თავს მახვილით, ასევე მონაზონიც სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს მტერს. სკვნილის სიმრგვალე ლოცვისა და მარადიულობის სიმბოლოა. იგი შედგება ათი, ოცდაცამეტი, ორმოცდაათი, ასი ნასკვისაგან და დაბოლოებულია ჯვრით. სკვნილი სულიერი მახვილია, მას ლოცვის დროს მხოლოდ ბერ-მონაზვნები იყენებდნენ. სკვნილზე სხვადასხვა ლოცვა შეიძლება აღსრულდეს (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, რომელიმე წმიდანის საგალობელი, უმთავრესად კი იესოს ლოცვა - „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“), რომელსაც მოძღვარი კურთხევით განაწესებს. წმიდა მამათა გამოცდილებით, სკვნილზე ლოცვა განსაკუთრებულ მადლსა და შემწეობას სძენს მონაზონს. დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად. საერო პირისათვის არ არის სავალდებულო სკვნილის ტარება და მხოლოდ მოძღვრის კურთხევის შემდეგ შესაძლოა მასზე ლოცვა. არ შეიძლება თამაში სკვნილით. სკვნილი მეტად სახიფათო გამოსაყენებელი სიწმინდეა. როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე? -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
![]() ![]() |
| teo.. |
Jul 2 2007, 05:30 PM
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე? საინტერესო კითხვაა და ცოტა არ იყოს რთული საპასუხო და რატომ, ის სულიერი დატვირთვა რაც სკვნილზე ლოცვის დროს აღევლინება საკმაოდ სერიოზულია და აქედან გამომდინარე ძლიერი იარაღია შავი ძალების გასანადგურებლად. უფალმა შემინდოს კადნიერება, საკუთარ თავზე გადამხდარ ამბავს მოგიყვებით ორიოდე წლის წინ საქართველოში ჩემი პირველი ჩამოსვლის დროს ქაშუეთის ეკლესიის ეზოში მდებარე მაღაზიაში სასულიერო წიგნებისა და ხატების საყიდლად შესულს იქვე დაკიდებულმა სკვნილმა მიიქცია ჩემი ყურადღება... ეს არ იყო უბრალო ინტერესი, სიგიჟემდე მომინდა ამ ფსკვნილზე მელოცა მაგრამ რადგან ვიცოდი რომ მოძღვრის კურთხევის გარეშე არ მქონდა ამის უფლება (ძლივს შევიკავე თავი ყიდვისაგან). რამოდენიმე დღეში ისევ მოვხვდი ამ მაღაზიაში და სურვილს წინ ვეღარ აღვიდექი ისე მწყუროდა ამ სკვნილზე ლოცვა და ვიყიდე თან ვფიქრობდი მამაოს დავურეკავ და კურთხევას ავიღებ მეთქი რაც იქ ყოფნის დროს ვერ მოვახერხე და კურთხევის გარესე დავიწყე ლოცვა (უფალმა შემინდოს კადნიერება). მადლობა უფალს, ყველაფრისათვის ამ სკვნილზე ლოცვამ ორი უდიდესი სასწაული მიჩვენა არა იმიტომ რომ ამის ღირსი ვიყავი, არამედ იმიტომ რომ დამენახა მისი უდიდესი ძალა და ის თუ როგორი კრძალვით უნდა მოვპყრობოდო მას (უფლის განგებულებას ვინ ჩაწვდება) გამომგზავრების ბოლო დღეს (შუა დღე იქნებოდა) მომცეს მისამართი მაღაზიისა, სადაც ტემპერა და სხვა საჭირო მასალა უნდა შემეძინა ხატწერისათვის სიმართლე რომ გითხრათ მე ისიც არ ვიცოდი როგორ გამოიყურებოდა ეს საღებავი და მის დამზადების წესებზე ხომ ლაპარაკიც არ არის (გაგიკვირდებათ ალბათ, ასეთმა უცოდინარმა ხატწერაზე როგორ იფიქრეო, მაგრამ ეს კიდევ სხვა ისტორიაა და უფლის განგება). ასეთი უცოდინარი ჩავჯექი მარშუტკაში, ჩანთიდან ჩემი სკვნილი ამოვიღე და ჩუმად დავიწყე ლოცვა (სკვნილი ასიანია). რადგან ამ ამბის მოყოლა არ აუკრძალავთ ამიტომ გიყვებით ,უფალს შევთხოვე მეპოვა ეს მაღაზია და იქნებ ისეთი ღვთისნიერი ადამიანიც რომელიც დამეხმარებოდა ხატწერისათვის საჭირო მასალის არჩევაში. მაღაზიაში შესულს სულ რაღაც 2, 3 კაცი დამხვდა, მათ შორის ერთი შავებში ჩაცმული ქალი რომელიც ჩემგან ზურგით იდგა ტემპერის საღებავებთან უკან დაბრუნებულს მამაომ ხელში სკვნილი რომ დამინახა მკითხა რად გინდა შენ ეს სკვნილიო, შემდეგ მკითხა იცი როგორ უნდა ილოცოო?? და მაკურთხა ზოგჯერ კი ვერ ვასრულებ ხოლმე იმ რაოდენობას რაც დამიკანონა რაზედაც უფალს შენნდობას და შეწყალებას ვთხოვ, მაგრამ სკვნილზე ლოცვა მართლაც ენით აღუწერელ ძალას მმატებს. მადლობა უფალს მისი აურაცხელი მადლისა და იმ სიყვარულისათვის და სასწაულებისათვის რასაც ასეთ ცოდვიკლებსაც კი გვიჩენს როგორიც მე ვარ. -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
mariami-k სკვნილი Feb 27 2007, 04:56 PM
marine დღეს ყოველი მეორე ... Feb 27 2007, 05:42 PM
გლახა mariami-k
სკვნილი მეტად ... Feb 27 2007, 05:47 PM
მნათე
ტვირთია.. თუმცა ამ... Feb 27 2007, 05:51 PM
გლახა მნათე
ნუ შენ თუ კიდ... Feb 27 2007, 05:56 PM
მნათე
შენ ალბათ. ხუმრობი... Feb 27 2007, 05:59 PM
გლახა მნათე
შენ იმ წესს ... Feb 27 2007, 06:04 PM
sofi89 მე, დაახლოებით, ერთ... Feb 27 2007, 06:30 PM
mariami-k sofi89
აბსოლუტურად გეთ... Feb 27 2007, 06:34 PM
mariami-k გლახა
თავად თუ ლოც... Feb 27 2007, 06:38 PM
sofi89
ხოოოოო...... რომ დამე... Feb 27 2007, 06:48 PM
beqa.shuxoshvili ნუ მონასტერში როგო... Feb 27 2007, 07:49 PM
გლახა beqa.shuxoshvili
და ღვთის სი... Feb 27 2007, 08:11 PM
beqa.shuxoshvili
beqa.shuxoshvili
და ღვთის სიტ... Feb 27 2007, 08:14 PM
mariami-k beqa.shuxoshvili
და ღვთის სი... Feb 27 2007, 09:08 PM
beqa.shuxoshvili ხალხნო ეშმაკს ღვთი... Feb 27 2007, 09:16 PM
mariami-k საბოლოოდ როგორ ფიქ... Mar 6 2007, 10:12 AM
დავით ივერიელი სკვნილი არაფერი სა... Mar 6 2007, 11:15 AM
mariami-k დავით ივერიელი
ძალ... Mar 6 2007, 11:27 AM
shota1 სკვნილი მგონია რომ... Mar 6 2007, 04:35 PM
ალექსანდრე სკვნილის ტარება მა... Mar 6 2007, 08:47 PM
მაეასი
აი მაგალიტად გავა... Mar 6 2007, 09:01 PM
ketiketi ძალიან გამიხარდა ე... May 14 2007, 01:54 AM
likita [img]http://img180.imageshack.us/img180/7861/dscn2... Jun 27 2007, 05:29 PM
ქავთარაძე
სკვნილი
სკვნილია ... Jun 27 2007, 07:24 PM
ნათია
ისე ეგ ჩემო კარგე... Jun 27 2007, 07:50 PM
ქავთარაძე ნათია
ხოდა რაღატო ... Jun 27 2007, 08:07 PM
ნათია
ნათია
ხოდა რაღატო ... Jun 27 2007, 08:33 PM
თამარი_ცქნაფო
[img]http://img341.imageshack.us/img341/4057/unti... Jun 27 2007, 08:38 PM
mariami-k თამარი_ცქნაფო
მადლ... Jul 1 2007, 02:51 PM
გლახა თამარი_ცქნაფო
შენც... Jul 2 2007, 12:39 PM
თამარი_ცქნაფო
თამარი_ცქნაფო
შენ... Jul 2 2007, 05:43 PM
დავით ივერიელი გაიგეთ ყველამ სკვნ... Jul 2 2007, 12:40 PM
მნათე
რუსები "ჩოთქ"-ს ... Jul 2 2007, 02:14 PM
დავით ივერიელი მნათე
ჩოთქს უსუპს ... Jul 2 2007, 02:18 PM
მნათე
:o
მე სხვაგვარად ვი... Jul 2 2007, 02:23 PM
მაეასი teo..
:wub:
ღმერთმა გაგა... Jul 2 2007, 05:52 PM
Otar Ratiani რა იცით ფსკვნილის ... Jul 6 2007, 12:11 PM
teo..
რა იცით ფსკვნილის ... Jul 8 2007, 04:38 PM
t.d მე სურვილი რო გამი... Oct 3 2007, 03:57 PM
კანუდოსელი
მე სურვილი რო გამი... Oct 3 2007, 04:03 PM
t.d
ჯვარიც მოვიხსნათ, ... Oct 4 2007, 02:59 PM
marine რამდენიმე დღეა რაც... Oct 3 2007, 04:06 PM
კანუდოსელი
რამდენიმე დღეა რა... Oct 3 2007, 04:07 PM
marine
ზედმეტად ახდენ სკ... Oct 3 2007, 04:08 PM
mariami-k marine
ბევრს სკვნილი ს... Oct 3 2007, 08:07 PM
neo მე ყოველთვის და ყვ... Oct 3 2007, 08:59 PM
mariami-k neo
არც ჩვენთვის.
:lol: ... Oct 3 2007, 09:57 PM
marine მე ისეთი შთაბეჭდილ... Oct 4 2007, 03:22 PM
t.d [quote name='marine' date='Oct 4 2007,... Oct 4 2007, 03:36 PM
neo
გეთანხმები, სკვნი... Oct 4 2007, 05:40 PM
marine ტრანსპორტში თუ ლოც... Oct 4 2007, 05:42 PM
neo
არა მგონია, სკვნილ... Oct 4 2007, 05:49 PM
marine
არა მგონია, სკვნილ... Oct 4 2007, 06:14 PM
neo მე ყველაფრის არ მჯ... Oct 4 2007, 07:02 PM
mariami-k neo
კონკრეტულად რა ა... Oct 4 2007, 08:12 PM
neo კაი შევეშვათ ამას,
... Oct 5 2007, 10:10 AM
mariami-k neo
საერთოდ სკვნილი ... Oct 5 2007, 10:50 AM
marine
neo
თუ სკვნილზე ლოცვ... Oct 5 2007, 11:58 AM
leluka marine
გეთანხმები ყვე... Oct 5 2007, 12:28 PM
Gugushvili ჩემი აზრით ერისკაც... Oct 10 2007, 09:16 PM
Маиа
ჩემი აზრით ერისკა... Jan 12 2008, 01:49 AM

ლულუ
მეც ასე ვფიქრობ... ა... Apr 14 2008, 12:03 PM
aia
ჩემი აზრით ერისკა... Apr 23 2008, 09:38 PM
makiki
არ მღირსებია მთელ... Apr 24 2008, 01:14 PM
kavkasieli სკვნილი გეხმარება ... Oct 16 2007, 12:33 PM
marine
მე ვფიქრობ რომ თუ ე... Oct 16 2007, 12:39 PM
kavkasieli
ამიტომაცაა, რომ მო... Oct 17 2007, 09:07 AM
გლახა kavkasieli
ან სულაც სკვნი... Oct 17 2007, 12:09 PM
marine
marine
რას არ გაიგებ კ... Oct 17 2007, 12:32 PM
ქავთარაძე
რას ემსახურება ეს ... Oct 17 2007, 08:04 PM
neo ახლახანს გავიგე, თ... Oct 17 2007, 08:09 PM
ქეთი.
ახლახანს გავიგე, თ... Oct 17 2007, 09:19 PM
ქავთარაძე neo
ეგ კაი ხანია გამი... Oct 17 2007, 08:13 PM
გლახა ქავთარაძე
პატარა ... Oct 18 2007, 05:09 PM
neo
:lol: Oct 18 2007, 05:37 PM
m16
დიდი მადლი იქნებო... Oct 18 2007, 06:55 PM
tekla2007 ეკლესიაში რომ მივე... Oct 27 2007, 10:30 PM
sapo ჩემი აზრით,სკვნილზ... Nov 22 2007, 02:45 PM
afxazi sapo
ეს ვერ გავიგე წი... Nov 22 2007, 02:51 PM
sapo სკვნილიზე ,არ შეიძ... Nov 22 2007, 03:08 PM
tatia333 მე ვფიქრობ,შეიძლებ... Dec 31 2007, 05:13 PM
seminarieli lela აკ უამრავი ინფორმა... Jan 12 2008, 01:30 AM
KAIROS
როცა გონება გებნე... Jan 12 2008, 01:52 AM
t a m a r i დიდი ხანია რაც სკვ... Apr 14 2008, 03:26 PM
kavkasieli იესოს ლოცვა უნივერ... Apr 23 2008, 05:10 PM
ქავთარაძე
კურთხევას ბევრ რა... Apr 24 2008, 01:22 PM
Warrior neo
შენ ეტყობა სკვნი... May 2 2008, 10:22 PM
gio12 ისე ერთმა მოძღვარმ... May 2 2008, 10:33 PM
ალექსანდრე სკვნილი ანუ კრიალო... May 3 2008, 01:14 AM
ugirsi სკვნილი ეს იარაღია... May 10 2008, 03:41 PM
marine
სკვნილი ეს იარაღი... May 15 2008, 01:27 PM
ალექსანდრე ugirsi
სკვნილი კი არ არ... May 10 2008, 04:15 PM
veriko7 ალექსანდრე
მეც გე... May 15 2008, 01:59 PM
ქავთარაძე კაცო რა გადაეკიდეთ... May 15 2008, 02:17 PM
shavlegi იქნებ ვიდეო ან რაი... May 2 2010, 09:34 PM
Atman ესეც ინდური "სკვნ... May 3 2010, 02:05 PM
აბე
თუ ამპარტავნებაში... May 3 2010, 05:19 PM
syd სუფთა კაი ბიჭური ა... May 3 2010, 05:26 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th December 2025 - 10:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი