განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
ქავთარაძე |
Jun 28 2007, 11:15 AM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ბევრმა ჩემი აზრით არც იცის რას ნიშნავს განკითხვა... ბევრს გონია რომ განკითხვა ჭორაობაა და მეტი არაფერი.
წმ.დიმიტრი როსტოველმა ასე განგვიმარტა ამ ცოდვის არსი: განკითხვა-სხვისი ნაკლოვანებების შემჩნევა, დამახსოვრება და აღნიშვნა, მოყვასისათვის ღიად თუ მალულად გამოტანა მსჯავრისა. იმ დროს, როცა შენთვისაც კი შეუმჩნევლად განიკითხავ მოყვასს, გულში მისი დამახინჯებული ხატი ყალიბდება. ეს ხატება შემდგომში ამ ადამიანისადმი უსიყვარულობის შინაგანი გამართლების, მისი აბუჩად აგდების საბაბი ხდება. აღსარებით ამ მცდარი ხატების შემუსვრა და მის ნაცვლად გულში მოყვასის ჭეშმარიტი სახით აღდგენა უნდა ხდებოდეს. |
სოფი |
Jul 2 2007, 05:44 PM
პოსტი
#2
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
[] რა არის განკითხვა?
განკითხვა არის უმძიმესი ცოდვა ცოდვათა შორის.ეს არის სხვისი საქმის განქიქება,მოყვასის ცოდვის გამო დასჯა,შეურაცხყოფა,მასზე ავი ზრახვა,სხვის მსაჯულად დადგომა,მაშინ,როცა მსაჯული ერთადერთია _ უფალი ჩვენი იესო ქრისტე.შეიძლება ითქვას,განკითხვა გამორჩეულად,სხვა ცოდვაზე მეტად ეხება ადამიანის ცხონების საკითხს,რადგან განმკითხველს თავად გამოაქვს განაჩენი საკუთარი თავისთვის. "არ განიკითხოთ,რათა არ განიკითხეთ" _ გვასწავლის უფალი.ის კი,ვინც განიკითხავს,უფლისაგან იქნება განკითხული იმავე საზომით _ "რომელი განკითხვითა განიკითხვიდეთ,განიკითხნეთ და რომელთა საწყაულითა მიუწყოთ,მიგეწყოთ თქვენ". [] ხშირად მხილება და განკითხვა ერთმანეთში გვერევა... სანამ სხვის თვალში ბეწვის ამოღებას გადაწყვეტთ,ჯერ საკუთარიდან დირე,მორი ამოვიღოთ და მერეღა ვიფიქროთ სხვების მხილებაზე.ჩვენ ხშირად თვითონ ვართ ძალიან დიდი ცოდვებით დამძიმებული და სხვისი მცირე შეცდომის მიმართ დიდ სიმკაცრეს ვიჩენთ.პირში მივახლით სიმართლეს,გვგონია,ვამხელთ.მხილება კი სხვა რამეა.პირველ რიგში,იმისთვის,რომ გვქონდეს მხილების უფლება,უნდა გვქონდეს სიყვარული,სურვილი,რომ ადამიანი მართლა გამოსწორდეს.გარდა ამისა,საჭიროა დროის შერჩევა,ზუსტად განსაზღვრა,რა დროს,რა ფორმით უთხრა მოყვასს სამხილებელი.თუ ასეთი განწყობა არ გვექნა, "მხილებამ" შეიძლება ამ ადამიანზე უარესად იმოქმედოს,განრისხდეს და საერთოდ ჩამოშორდეს ეკესიას.ეს კი ჩვენი ბრალი იქნება და უფალი მწარე პასუხს მოგვთხოვს.მეორე მხრივ,შეიძლება მხილებისგან თავის შეკავებაც ცოდვად გვექცეს.თუ ვხედავთ,რომ ადამიანს გამოფხიზლდება სჭირდება,ცოდვას დაემონა,უფსკრულისკენ მიდის და ჩვენს მეტი არავინ ჰყავს,ჩვენი ვალია,ვამხილოთ,ოღონდ ვამხილოთ სიყვარულით,გულისტკივილით,სათ ანადო ფორმით. [] როგორ ვებრძოლოთ განკითხვას? გვახსოვდეს,ნებისმიერი ცოდვა დამღუპველია. ადამიანმა,ქრისტიანმა,ცოდვებს დროულად უნდა დაუდოს ზღვარი.უნდა იცოდეს,რომ არასწორი სულიერი მდგომარეობის ერთ-ერთი უმთავრესი ინდიკატორი სწორედ განკითხვაა.თუ მოყვასს განიკითხავს,თავს სხვაზე უკეთესად წარომაჩენს,უნდა მიმართოს მოძღვარს აღსარებისთვის,ითხოვოს ღვთისგან სინანული.ყველა ცოდვას აქვს საპირისპირო სათნოება,რითაც შეიძლება მისი დაძლევა.განკითხვის საწინააღმდეგო არის საკუთარი თავის განკითხვა,სინანული.ეს არის ის,რითაც უნდა დაიწყოს ადამიანმა სულიერი ცხოვრება და გააგრძელოს ბოლომდე _ შეიცნოს საკუთარი თავი,დაცემულობა.ამის გარეშე ცხონება არ არსებობს. (დეკანოზი ბასილ ჟორჟიკაშვილი) "მხოლოდ მაშინ გავუგებთ ერთმანეთს,თუ ჩვენს თავს უღირსად ჩავთვლით და უფალს ვთხოვთ,გაგვაგებინოს და დაგვანახოს სწორი გზა" -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი