განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
ქავთარაძე |
Jun 28 2007, 11:15 AM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ბევრმა ჩემი აზრით არც იცის რას ნიშნავს განკითხვა... ბევრს გონია რომ განკითხვა ჭორაობაა და მეტი არაფერი.
წმ.დიმიტრი როსტოველმა ასე განგვიმარტა ამ ცოდვის არსი: განკითხვა-სხვისი ნაკლოვანებების შემჩნევა, დამახსოვრება და აღნიშვნა, მოყვასისათვის ღიად თუ მალულად გამოტანა მსჯავრისა. იმ დროს, როცა შენთვისაც კი შეუმჩნევლად განიკითხავ მოყვასს, გულში მისი დამახინჯებული ხატი ყალიბდება. ეს ხატება შემდგომში ამ ადამიანისადმი უსიყვარულობის შინაგანი გამართლების, მისი აბუჩად აგდების საბაბი ხდება. აღსარებით ამ მცდარი ხატების შემუსვრა და მის ნაცვლად გულში მოყვასის ჭეშმარიტი სახით აღდგენა უნდა ხდებოდეს. |
ქავთარაძე |
Jul 2 2007, 06:49 PM
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი |
sofi89
კი ეგრეა და ჩემი აზრით არ უნდა ვეცადოთ რომ ადამიანის რაიმე ნაკლი დავიჭიროთ, რაც ჩვენს ფორუმზე ხშირად ხდება, ადამიანის შეცდომას რომ დავინახავთ დავუწყებთ ლანძღვას, ვითომ გვიკვირს და ამ გაკვირვებას გამოვხატავთ, უფალმა იმიტომ გვითხრა ნუ განიკითხავთ სხვასო რომ არ განვიკითხოთ, აქ კი უკვე საბაბს ეძებენ რომ ეს გააკეთონ... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი