კითხვა ცხონების შესახებ, თქვენი აზრი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვა ცხონების შესახებ, თქვენი აზრი |
მარიტა |
Jul 1 2007, 02:05 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 |
დღეს ქადაგებაში მოვისმინე ასეთი რამ-ქრისტიანები ვცდილობთ ვიცხოვროთ ეკლესიურად დავიცვათ წესები,ვიაროთ წირვაზე,აღსარება,ზიარება.. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის რომ ცხონება გვსურს,მაგრამ ერთი ფაქტი სახარებიდან თავდაყირა აყენებს ყველაფერს-პირველად ცხონდა სასუფეველში შევიდა ავაზაკი,რომელსაც არასდროს ეს წესები არ დაუცვია არ უცხოვრია ქრისტიანულად,მეტიც ის ცუდს სჩადიოდა მთელი მისი ცხოვრება.რატომ მოხდა ეს ასე? და მოძღვარმა გვკითხა ყველას თუ იცით ამის პასუხი და თუ გაქვთ ეს ყველაფერი გათვიცნობიერებულიო?!
მე მაინტერესებს თქვენი აზრი განსაკუთრებით კაიროსის და კანუდოსელის -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
marine |
Jul 1 2007, 06:54 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,185 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გინდა ცხონება?" - იყავი ეკლესიაში და იგი არ გაგცემს შენ. ეკლესია ზღუდეა: თუ ამ ზღუდის შიგნით იმყოფები, მგელი ვერ შეგეხება; ხოლო, თუ გარეთ გახვალ, ნადირი მოგიტაცებ. ნუ განეშორები ეკლესიას, ქვეყნად მასზე ძლიერი არაფერია. ის არის შენი იმედი, მასშია შენი ცხონება."
წმ. იოანე ოქროპირი "ეკლესიის გარეშე შეიძლება კიდეც გწამდეს ღმერთი, აღიარებდე წმიდა სამებას, გეჭიროს ხელში წმიდა სახარება და ქადაგებდე კიდეც; შეიძლება სისხლიც კი დაღვარო ქრისტესთვის, მაგრამ ერთადერთი, რაც შეუძლებელია ეკლესიის გარეშე, ეს არის ცხონება." ნეტარი ავგუსტინე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
forumis virusi |
Jul 2 2007, 07:09 PM
პოსტი
#3
|
kaspersky devikene da cesit unda miSvelos ჯგუფი: Members პოსტები: 124 რეგისტრ.: 1-July 07 წევრი № 2,359 |
"ეკლესიის გარეშე შეიძლება კიდეც გწამდეს ღმერთი, აღიარებდე წმიდა სამებას, გეჭიროს ხელში წმიდა სახარება და ქადაგებდე კიდეც; შეიძლება სისხლიც კი დაღვარო ქრისტესთვის, მაგრამ ერთადერთი, რაც შეუძლებელია ეკლესიის გარეშე, ეს არის ცხონება." ნეტარი ავგუსტინე ნეტარ ავგუსტინესთან მაქვს კითხვა: ავაზაკი ეკლესიაში რომ არ დადიოდა როგორ ცხონდა? (მარა რაფერ მიპასუხებს ) |
მარიამი |
Jul 2 2007, 08:01 PM
პოსტი
#4
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ნეტარ ავგუსტინესთან მაქვს კითხვა: ავაზაკი ეკლესიაში რომ არ დადიოდა როგორ ცხონდა? (მარა რაფერ მიპასუხებს ) საინტერესოა, შენ ვერ იგებ რაღაცას სწორად თუ ნეტარი ავგუსტინე? ნუ, ალბათ ნეტარი ავგუსტინე... სად შეუძლია მაგდენის გააზრება, შენ რომ შეგიძლია ისე სანამ წმინდანზე მაღლა დააყენებ თავს, ეკლესიის არსი რომ კარგად გაგეაზრებინა, ურიგო არ იქნებოდა... იქნებ მერე ნეტარი ავგუსტინეს გამონათქვამის აზრსაც ჩაწვდომოდი. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
forumis virusi |
Jul 2 2007, 08:05 PM
პოსტი
#5
|
kaspersky devikene da cesit unda miSvelos ჯგუფი: Members პოსტები: 124 რეგისტრ.: 1-July 07 წევრი № 2,359 |
საინტერესოა, შენ ვერ იგებ რაღაცას სწორად თუ ნეტარი ავგუსტინე? ნუ, ალბათ ნეტარი ავგუსტინე... სად შეუძლია მაგდენის გააზრება, შენ რომ შეგიძლია ისე სანამ წმინდანზე მაღლა დააყენებ თავს, ეკლესიის არსი რომ კარგად გაგეაზრებინა, ურიგო არ იქნებოდა... იქნებ მერე ნეტარი ავგუსტინეს აზრსაც ჩაწვდომოდი. მარიამ დეიდა მე ავგუსტინეს დავუსვი კითხვა, და შენ რატომ მპასუხობ? და ისე, მე როგორც ვიცი ავგუსტინე წმინდანი კი არა ბოლოს ცდომილებაში ჩავარდა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th May 2024 - 04:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი