![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ცნობილია, რომ პირჯვარს სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებით იწერენ
ამ საკითხზე ერთადერთი განმარტება, რაც გამიგია, არის თბილისის სურბ გევორქის ეკლესიის მოძღვრის მამა აბგარის მოსაზრება, რომელმაც ეს შემდეგნაირად ახსნა: ძველი წარმოდგენით, ადამიანის სული მდებარეობდა გულში, ამიტომ წმინდა სამების მოხსენიების დროს სიტყვა "სული" უნდა ეთქვათ ხელის გულზე, ანუ მარცხნივ დადების დროს. გათვალისწინებით იმისა, რომ ზოგ ენაში მსაზღვრელი წინ უსწრებს საზღვრულს და ზოგში პირიქით, და შესაბამისად ზოგ ენაზე ითქმის წმიდა სული და ზოგზე სული წმიდა, ხელსაც შუბლსა და მუცელზე დადების შემდეგ იდებენ ან ჯერ მარცხნივ, ან მარჯვნივ მაგალითად, ბერძნულად: Doxa Patri ke Yio ke Agio Pneumati ქართულად: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა სლავურად: Слава Отцу и Сыну и Святому Духу ანუ ხელს მართლმადიდებლები ვიდებთ ჯერ მარჯვნივ და წარმოვთქვამთ "წმიდასა" და მერე მარცხნივ - და "სულსა" პირიქითაა ლათინურსა და სომხურში: Gloria Patri et Filio et Spirito Sancti ფარგ ჰორ იევ ვორთ იევ ჰოგუ სურფ ამიტომ, ისინი ხელს ჯერ მარცხნივ იდებენ თქვენ როგორ იცით? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
FIDELIO
გიპასუხეს უკვე და არ დავწერ, არა გაქვს უფლება რომელიმე ერის მართლმადიდებლობაში ეჭვი შეიტანო... მუხლობრივად გეტყვი სად შეცდი და რა უნდა გაასწორო სანამ ჩამოვთვლიდე მანამ გირჩევ ჯერ ისწავლო და მერე წერო, რომ წერ ტერმინოლოგია შეარჩიო, და დააზუსტო, თუ არგუმენტი არა გაქვს, იმას ვარაუდი უნდა დაარქვა, თუ დოკუმენტი გაქვს, სრულად უნდა მოიყვანო და წარმომავლობა მიანიშნო... ტერმინოლოგია კი არ გივარგა და ძალიან აგრესიულიც ხარ, ესენი შეასწორე ![]() ახლა შეცდომები: 1. ციტატა სად გინახავს მართმადიდებულ ეკლესიაში კათოლიკური ეკლესიის მსგავსად ჩამწკრივებული სკამები ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიებში სკამები რუსულის და ქართულის გარდა, ეს შენ არ გინახავს სხვა ეკლესიები... ამიტომ ჯერ ნახე, თუ ვერ ნახავ გაიკითხე აშენებულო და მერე გაარკვიე ვის რას წერ და ამათ შემდეგ გვიქნიე თითი ![]() 2. ციტატა ისეთი ასკეთი ბერი, როგორიც მართმადიდებლურ სამყაროში იყო, ოღონდ განხეთქილიებამდე, ერთიანი ეკლესიის აქ კათოლიკების ასკეტიკას გულისხმობ? ჯერ ერთი შეცდომაა, რომ დასავლეთის კულტურას აკლებ მთლიანად პირველი საუკუნეების გამოცდილებას, მეორეც კათოლიკურ სამყაროშიც იპოვი ასკეტებს, განხეთქილების შემდეგაც კი, იგივე ფრანცისკ ასიზელი, ჩვენ აქ არ განვიხილავთ მის სტიგმატებს ან მედიტაციებს, მაგრამ ასკეტიკა მართლაც ქონდა იმ კაცს და ამის უარყოფა სუბიექტივიზმია!3. ციტატა პაპების ისტორია გიულს მირევს აზრზე არა ხარ პაპების ისტორიისა გატყობ, ბალთაზარ კოსათი არ შეიძლება პაპიზმის შეფასება, ჯერ ერთი უნდა დააზუსტო, რომ გულს გირევს განხეთქილების შემდეგი პაპები, თორემ გამოდის გული წმ. კლიმენტი რომაელზეც და წმ. გრიგოლ ორმეტყველზეც უნდა აგერიოს ![]() 4. ციტატა ერთს დავამეატებ კიდევ რომ, როდესაც მარჯვნიდან ვიწერთ პირჯვარს, ამით ქრისტეს მიერი სიყვარული შეგვაქვს გულში, ხოლო კათოლიკებთან პირიქით ეს სიყვარული გულიდან გარეთ გამოდის ამ სისულელეზე კი არამართლმადიდებელმა ისე სწორად და ლამაზად გიპასუხა, რომ უბრალოდ გაგიმეორებ: ციტატა შენ ქრისტიანი ხარ? იცი რომ ქრისტიან ადამიანს ასეი საუბარი არ შევენის? და კათოლიკებზე მეტი რიტია სხვა აღმსარებელი?...თუ სახელი განსაზღვრავს იმას და პირჯვრის გადაწერა -უ ვის მეტად უყვარს ქრისტე? აბა კარგად დაუფიქრდი რას ამბობ... ასე გამოვიდა რომ მთელი პოსტი შეცდომებით, აგრესიით და სუბიექტურად გქონია ნაწერი... სამწუხაროა, მეგობარო, ასეთი რამეები არ უნდა წერო, იკითხე აქაურობა მაინც, და მერე წერე... სწორია კანუდოსელი: ციტატა მეძველწესეები ვართ თუ მართლმადიდებლები? იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th September 2025 - 08:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი