![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ცნობილია, რომ პირჯვარს სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებით იწერენ
ამ საკითხზე ერთადერთი განმარტება, რაც გამიგია, არის თბილისის სურბ გევორქის ეკლესიის მოძღვრის მამა აბგარის მოსაზრება, რომელმაც ეს შემდეგნაირად ახსნა: ძველი წარმოდგენით, ადამიანის სული მდებარეობდა გულში, ამიტომ წმინდა სამების მოხსენიების დროს სიტყვა "სული" უნდა ეთქვათ ხელის გულზე, ანუ მარცხნივ დადების დროს. გათვალისწინებით იმისა, რომ ზოგ ენაში მსაზღვრელი წინ უსწრებს საზღვრულს და ზოგში პირიქით, და შესაბამისად ზოგ ენაზე ითქმის წმიდა სული და ზოგზე სული წმიდა, ხელსაც შუბლსა და მუცელზე დადების შემდეგ იდებენ ან ჯერ მარცხნივ, ან მარჯვნივ მაგალითად, ბერძნულად: Doxa Patri ke Yio ke Agio Pneumati ქართულად: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა სლავურად: Слава Отцу и Сыну и Святому Духу ანუ ხელს მართლმადიდებლები ვიდებთ ჯერ მარჯვნივ და წარმოვთქვამთ "წმიდასა" და მერე მარცხნივ - და "სულსა" პირიქითაა ლათინურსა და სომხურში: Gloria Patri et Filio et Spirito Sancti ფარგ ჰორ იევ ვორთ იევ ჰოგუ სურფ ამიტომ, ისინი ხელს ჯერ მარცხნივ იდებენ თქვენ როგორ იცით? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
მნათე
ციტატა ახლა რა მაინტერესებს, კათოლიკურ ეკლესიაში კურთხევისას თითების ფორმა ისეთივეა როგორც ჩვენთან, თუ გაშლილი ხუთი თითით ხდება? როდის შეიცვალა და საერთოდ თუ იყო მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული გარდასახვისას თითების განლაგების სამღვდელო წესი, კათოლიკურ ეკლესიაში? აი შეკითხვა. და კიდევ რატომ იწერენ პირჯვარს კათოლიკეები გაშლილი ხელით? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th September 2025 - 08:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი