![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
N. R. |
![]()
პოსტი
#1
|
![]() nino razmadze ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 ![]() |
ვისაც კი თუნდაც ერთხელ უგემია ექსპედიციის დამატკბობელი გემო აქ დადეთ სურათები, ჩანაწერები და ინფორმაცია
![]() მხოლოდ ექსპედიციის ფარგლებითაც ნუ შემოვიფარგლებით, და ჩვენი თუნდაც მხოლოდ ერთ მოხუც მომღერალთან შეხვედრის შთაბეჭდილებები გავუზიაროთ ერთმანეთს ![]() -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
![]() ![]() |
tsintsa |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 175 რეგისტრ.: 13-June 07 წევრი № 2,179 ![]() |
ექსპედიცია გურიაში
მოვახერხე და მივაგენი იმ ხალხს ვისი წინაპრებიც მღეროდა, იმ დროისთვის გურიის ყველაზე ცნობილ გუნდებში. შევხვდით ბერძენაძეებს, მეგრელიშვილებს, ვაჟა გოგოლაძის ანსამბლს, ანსამბლ მანდილს, კოროშინაძის ოჯახს ვესტუმრეთ, ჩავლეიშვილების ოჯახს, შავიშვილების ოჯახს,სიხარულიძეებს რავა დავტიებდით და კიდე სხვა ცნობილი მომღერლების შთამომავლებს. რა თქმა უნდა ის ხალხი ცოცხალი არ არის ვისმა სიმღერამაც ჩაგვიყვანა გურიაში მაგრამ საბედნიეროდ არის მისი შთამომავლები რომელთაც ახსოვთ ისტორიები და ზოგი სიმღერაც და რაც მთავარია აქვთ მათი ჩანაწერები. ზოგი ჩანაწერი იმდენად ძველი იყო რომ 9 ბაბინა სახლში მიდევს 4 "დაროშკიანი" და ჯერ კიდე არ მომისმენია რა წერია. როგორც მიტხრეს ცხომელიძეების ოჯახშია ჩაწერილი დომენტი ქარჩავა და კიდევ რამდენიმე ცნობილი მომღერლის გვარი დამისახელეს (სამწუხაროდ არ მახსოვს მაგრამ როცა ჩანაწერებს გავშიფრავთ იქ არის გვარები ჩაწერილი) სუფრაზე ერთი აჭარელი სტუმარი ყოფილა და იმასაც მაგრად უმღერია მერე ლექსებიც უთქვამთ და მთელ სუფრაა ჩაწერილი. ამ დროს ბაბინიკი ძალიან უცხო რამ იყო მაგრამ ცხომელიძე ჯარში იბრძოდა და არ ვიცი როგორ მაგრამ იქედან მოახერხა მისი შოვნა. მისმა უზომო სიყვარულმა მუსიკისადმი განაპირობა ევლო და თავისტვის ჩაეწერა სიმღერები და ესმინა. კიდევ ამ ბაბინებზე მის მიერ ჩაწერილი სხვა და სხვა კონცერტები და ოლიმპიადები. ვინც ეს მომცა იქვე გამაფრთხილა სუფრაზე ხან შეიგინეს და ხან ცუდად იხუმრეს და უკაცრავადო ![]() მამათი. დოლიძის ოჯახი (დღევანდელი მამათის ანსამბლის მომღერალი. ხელმძღვანელი ხომერიკია ამ ამსამბლის) ![]() ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა აქ რომლი კუთხის სიმღერას ვისთან ერთად და სად იცწავლი. იმხელა სიამოვნება მივიღე მათთან ურთიერთობით რა სიმღერაც ვიცოდი იმაზეც ვეხვეწებოდი მასწალეთქო. სულ სხვანაირი ეშხი აქ ![]() ![]() რეპეტიციამ და ჩაწერამ გადაინაცვლა რა თქმა უნდა ბუნების წიაღში ![]() ![]() გაგრზელება ![]() როგორც მახსოვს ვიდეოც მაქ ამათი ნამღერის (თუ არ ვცდები) ![]() ![]() ![]() ![]() http://www.link.ge/file/152500/xelxvavi.wmv.html (ვიდეო) საჩუქრად ნინო რაზმაძეს -------------------- 8-9 დეკემბერს სვანეთის საღამო გაიმართება. 8 ოქტომბერს სვანურ მუსიკალურ ფოლკლორს წარმოგვიდგენს სოფ. ლატალის გუნდი, კონცერტი გაიმართება უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზში. 9 ოქტომბერს ფოტო-ხელნაწერი და სხვა დოკუმენტური მასალის გამოფენა იქნება სამების ახალგაზრდულ ცენტრში .
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 04:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი