ანჩისხატის გუნდი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ანჩისხატის გუნდი |
G A B O |
Jun 27 2007, 11:12 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
ანჩისხატის ტაძრის გუნდი
ჩამოყალიბდა 1988 წელს კონსერვატორიაში. ანსამბლი თავდაპირველად მხოლოდ ხალხურ სიმღერებს მღეროდა და მიზნად ჰქონდა დასახული საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი საშემსრულებლო მანერის აღდგენა და შეძლებისდაგვარად ძველ ქართულ, არატემპერირებულ ბგერათწყობაში მოქცევა. მალე ანსამბლმა ანჩისხატის ტაძარში დაიწყო გალობა. სწორედ ამ გუნდის უდიდესი დამსახურებაა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ქართულ მართლმადიდებლურ საეკლესიო ღვთისმსახურებაში ძველი ქართული გალობის აღდგენა და დამკვიდრება. გუნდის წევრებს შორის არიან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თანამშრომლები მალხაზ ერქვანიძე და დავით შუღლიაშვილი, რომლებიც სამეცნიერო და მუსიკალურ- სარედაქტორო მუშაობასაც ეწევიან, გამოცემული აქვთ სანოტო კრებულები. ანჩისხატის ტაძრის გუნდის რეპერტუარშია საგალობლები, მაგრამ ანსამბლ "ძველ კილოებთან" ერთად მღერიან ხალხურ სიმღერებსაც. გუნდს ჰქონდა საგასტროლო ტურნეები ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩაწერილი აქვს რამდენიმე კომპაქტდისკი, მათ შორის ძველ კილოებთან ერთად. გუნდის ხელმძღვანელია მალხაზ ერქვანიძე. მაშ ასე თქვენს წინაშეა ანჩისხატის უკვე შეიძლება ითქვას ისტორიული გუნდი. უნდა აღინიშნოს რომ ამ გუნდმა ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი სიტყვა თქვა ქართულ სიმღერასა და გალობაში. აქ ფორუმზე როგორც ვიცით არის ანჩისხატის წევრი ლევან ვეშაპიძე, შესანიშნავი კრიმანჭული. და ვთხოვო მას რომ იქნებ ხმების მიხედვით გააცნოს ფორუმელებს ანჩისხატის გუნდის წევრები. (მე რომ არ ამერიოს იმიტომ) და ლევან იქნებ სურათებიც დააგდოოო??????? |
Cecxladze I |
Jul 3 2007, 05:01 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 238 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,822 |
სწორად ვერ გამიგეთ... რომელი ქერუბიმთა , მაგალითად , არის საიდუმლო საგალობელი, წირვის დროს სრულდება, სცენისთვის და სუფრისთვის არაა, და უბრალო უფალო შემიწყალე კვერექსისგან, რომელიც ლოცვის სახით ყველგან უნდა იღიღინო, განსხვავდება. ამ დროს კათაკმეველნი გადიან ტაძრიდან. რაც შეეხება თანამედროვე მგალობელს ან მომღერალს, რომელიც სცენაზე , ნებისმიერ აუდიტორიაში, ნებისმიერი კუთხისდა დამნიშნულების სიმღერას ძაან ღრმა ფოლკლორისტული მოხერხებულობით შეასრულებს, და შესაძლოა ამაში ფულსაც უხდიან, არის უბრალოდ არტისტი, და შეიძლება საკმაოდ ნიჭიერიც. ოო რაც წავიკითხე შენი ნაწერები გეტყობა რომ ამბიციები გაქვს. გალობასა და სიმღერაზე რომ საუბრობ, ვინახარ?მგალობელი ხარ? და საერთოდ მუსიკოსი ხაარ? აქ ფორუმში მართლაც ადვილია მეგობარო საუბარი, მაგრამ ისიც უნდა იცოდე რომ ესეთ რამეებს რომ ეხები, იცი ეს საქმე კარგად? თუარადა მაშინ ჯობია რომ თავი შეიკავო ძმობილო.საწყენად არმიიღო მაგრამ ეს უნდა მეთქვა პ.ს. რომელი ქერუბიმთას არავინ არ გალობს სუფრაზე. და შენ ის ვინ გითხრა რომ სცენაზე არ შეიძლება გალობაო? |
ლეონტი |
Jul 3 2007, 06:13 PM
პოსტი
#3
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
ოო რაც წავიკითხე შენი ნაწერები გეტყობა რომ ამბიციები გაქვს. გალობასა და სიმღერაზე რომ საუბრობ, ვინახარ?მგალობელი ხარ? და საერთოდ მუსიკოსი ხაარ? აქ ფორუმში მართლაც ადვილია მეგობარო საუბარი, მაგრამ ისიც უნდა იცოდე რომ ესეთ რამეებს რომ ეხები, იცი ეს საქმე კარგად? თუარადა მაშინ ჯობია რომ თავი შეიკავო ძმობილო.საწყენად არმიიღო მაგრამ ეს უნდა მეთქვა პ.ს. რომელი ქერუბიმთას არავინ არ გალობს სუფრაზე. და შენ ის ვინ გითხრა რომ სცენაზე არ შეიძლება გალობაო? მე ვინა ვარ? ფანტომასი ვარ. შენ კი დიდოსტატი ხარ ალბათ. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი