ევთანაზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ევთანაზია |
თათი87 |
Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი
#1
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...
და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
კანონისტი |
Feb 14 2007, 01:29 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
teo..
თათი87 ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ლოცვით შევეწიოთ ავადმყოფს. ეს ფრაზა ცხადია ათეისტისთვის სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მართლმადიდებლებისთვის ლოცვა ხომ ხშირად ერთადერთი იარაღია.... პატარა სამხიარულო გადახვევას გავაკეთებ: ონში მოგეხსენებათ ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. ჰოდა ერთ-ერთს თურმე რაღაც ზარალი უნახავს ისეთი, რომ თავის მოკვლა გადაწყვიტა. თავს ხომ არ მოიკლავდა (ეს იუდეველობაშიც ცოდვაა), ამიტომ დამდგარა რიონის ხიდზე და ხმამაღლა დაუწყია ყვირილი - ამწიეთ და გადამაგდეთო.... (ცოდვა რომ სხვაზე გადასულიყო ) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
teo.. |
Jul 3 2007, 06:15 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
teo.. თათი87 ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ლოცვით შევეწიოთ ავადმყოფს. ეს ფრაზა ცხადია ათეისტისთვის სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მართლმადიდებლებისთვის ლოცვა ხომ ხშირად ერთადერთი იარაღია.... პატარა სამხიარულო გადახვევას გავაკეთებ: ონში მოგეხსენებათ ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. ჰოდა ერთ-ერთს თურმე რაღაც ზარალი უნახავს ისეთი, რომ თავის მოკვლა გადაწყვიტა. თავს ხომ არ მოიკლავდა (ეს იუდეველობაშიც ცოდვაა), ამიტომ დამდგარა რიონის ხიდზე და ხმამაღლა დაუწყია ყვირილი - ამწიეთ და გადამაგდეთო.... (ცოდვა რომ სხვაზე გადასულიყო ) გაიხარე დავით, მართალი ხარ და შეგეწიოს პოცვის ძალა ისე ამ ებრაელზე გულიანად გამეცინა დაგლოცოთ უფალმა -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი