სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
Jun 18 2007, 01:42 PM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
საქართველოში ახალგაზრდების უმეტესი ნაწილისთვის უცხო არაა უფლისადმი ლოცვა და წმიდა საიდუმლო ზიარება. ქართველი მრევლი მართლაც, რომ შესამჩნევად გაახალგაზრდავდა ბოლო წლების განმავლობაში. ეს ფაქტი პოზიტიური მოვლენაა არა მარტო ქართული ეკლესიისთვის, არამედ, მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის. მაგრამ საკითხავია, რამ მიიყვანა ქართველი ახალგაზრდა ეკლესიასთან ასე ახლოს? ზოგიერთმა, შეიძლება, გააცნობიერა ამქვეყნიური ამაოება და ცდილობს უფლის სახლში მიეახლოს იმ ზეციურ სიწმიდეს, რომელიც ყოველდღიურ რეალურ ცხოვრებაში ხელმიუწვდომელია... ბევრი პირადი პრობლემების გადაწყვეტას ღვთის სახლში ეძიებს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ზოგიერთი მოდას აჰყვა და ფიქრობს, რომ ეკლესიაში ხშირი სიარულითა და წირვა-ლოცვის მოსმენით შეუძლია უზენაეს მიუახლოვდეს, ისე რომ ქრისტეს მცნებები თავის რეალურ ცხოვრებაში არც კი განახორციელოს. P.S. თქვენ როგორ მიხვედით ეკლესიამდე? რამ განაპირობა ზოგადად ქართველი ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდების ეკლესიასთან დაახლოება ამ ბოლო წლებში? უფროსი თაობა ხშირად საყვედურობს ახალგაზრდებს აგრესიულ ქცევებზე ... თქვენი აზრით, ახალგაზრდობა განიცდის უსიყვარულობას, სულიერ შიმშილს? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
| სოფი |
Jul 3 2007, 07:14 PM
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ციტატა რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ზოგიერთი მოდას აჰყვა და ფიქრობს, რომ ეკლესიაში ხშირი სიარულითა და წირვა-ლოცვის მოსმენით შეუძლია უზენაეს მიუახლოვდეს, ისე რომ ქრისტეს მცნებები თავის რეალურ ცხოვრებაში არც კი განახორციელოს. ციტატა უმეტესობა ეკლესიის შენობას დაუახლოვდა. მაგრამ ღმერთს ვერა. მოდად იქცა სამების ტაძარში სიარული. მე სამებაში მლოცველი ახალგაზრდა იშვიათად მინახავს. თითქმის ყველა ახალგაზრდა ლაპარაკობს. მართალია,ეს ესეც ერთ-ერთი მიზეზია... ძალიან ცუდია,რომ დღეს ბევრი ახალგაზრდა მოდის გულისათვის დადის,ზოგი ვიღაცასთან ერთად "გაისეირნებს" ეკლესიაში და ა.შ.,მაგრამ როგორც ჩემი ძმა ამბობს ხოლმე,მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი როგორ,რისთვის და რატომ მივიდა ეკლესიაში,მთავარია რომ მივიდა... და ამ მისვლას რა შეიძლება მერე მოჰყვეს,მერე მოჰყვეს... აი ესაა მთავარი... უბრალოდ,თავიდან არც ჩვენ ვიცოდით,ყველაფერი ნელ-ნელა ვისწავლეთ და ვსწავლობთ.მე მაგ. მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ ბევრ რამეს,რასაც ადრე ვერ ვაცნობიერებდი,ახლაღა მივხვდი,როგორი სიყვარული უნდა უფალს,ახლაღა მივხვდი რას ნიშნავს გულით მონანიება,რა არის უფლისათვის სათნო და საერთოდ,ძალიან ბევრ რამეს მივხვდი ახლახანს, და ჯერ კიდევ რამდენია წინ... ახლა რომ ვუფიქრდები წინა წლებს,და რამდენი ხანია უკვე ეკლესიაში დავდივარ,ვხვდები,რომ ის არაფერი იყო,რასაც მე ვაკეთებდი,ვგრძნობდი... აი,ისე მომივიდა,ადამიანს ასაკთან ერთად ჭკუაც რომ ემატება P.S. არ მინდა ვიფიქრო და ვერც წარმომიდგენია,ეკლესიაში ასე სიარულმა დროთა განმავლობაში შედეგი არ გამოიღოს,გული უფრო არ შეუცვალოს ადამიანს,ახალგაზრდა იქნება ის თუ ზრდასრული... შეიძლება ბევრი აცნობიერებდეს და მოდისთვისაც არ დადიოდეს ეკლესიაში,მაგრამ უჭირდეს მცნებების რეალურ ცხოვრებაში განხორციელება... -------------------- "Happiness only real when shared."
|
ნათია ქრისტეს მოძღვრება და ახალგაზრდობა Jun 18 2007, 01:42 PM
კანუდოსელი
თქვენი აზრით, ახალ... Jun 18 2007, 01:43 PM
iberieli
საქართველოში ახალ... Jun 18 2007, 01:58 PM
k@the
P.S. თქვენ როგორ მიხვ... Jun 18 2007, 02:11 PM
ნათია
საკმაოდ დიდი ხანი ... Jun 19 2007, 09:10 PM
ლილიანა
მე თუ მკითხავთ უფ... Jun 19 2007, 09:24 PM
ნათია
რაც ახალგაზრდები... Jun 19 2007, 11:17 PM
sofi89 ლილიანა, შეიძლება, ... Jun 25 2007, 07:20 PM
giorgi kavtaradze ჩემი აზრით ახალგაზ... Jul 1 2007, 12:56 AM
ნათია
ჩემი აზრით ახალგა... Jul 1 2007, 12:59 AM
italieli-dato შენს კითხვას შენივ... Jul 1 2007, 01:26 AM
giorgi kavtaradze კარგი :)
ბავშვობიდ... Jul 1 2007, 01:47 AM
ნათია giorgi kavtaradze
რომელ ეკლე... Jul 1 2007, 01:53 AM
giorgi kavtaradze პატარა სამებაში და... Jul 1 2007, 01:57 AM
გლახა გუშინ კურიერ პოსტს... Jul 2 2007, 01:10 PM
forumis virusi
გუშინ კურიერ პოსტ... Jul 2 2007, 02:55 PM
მნათე
მაი რა შუაშია ნენა... Jul 2 2007, 01:51 PM
გლახა მნათე
ჯერ ვერ გაიგ... Jul 2 2007, 02:05 PM
მნათე
ქართლში მენტორი გ... Jul 2 2007, 02:08 PM
მნათე
გაჭედვა იმას ქვია ... Jul 2 2007, 02:56 PM
forumis virusi
გაჭედვა იმას ქვია ... Jul 2 2007, 02:59 PM
მნათე
შენ თუ დემაგოგია ... Jul 2 2007, 03:02 PM
გლახა მნათე
გირჩევნია თ... Jul 2 2007, 03:05 PM
მნათე
კაი გლახა, ეს ხომ ი... Jul 2 2007, 03:07 PM
გლახა მნათე
მინდა გითხრ... Jul 2 2007, 03:12 PM
forumis virusi
შენ თუ დემაგოგია გ... Jul 2 2007, 03:40 PM
მნათე
სერგი ეგ მარტო თეა... Jul 2 2007, 04:10 PM
გლახა მნათე
ნუ მოგერიდე... Jul 3 2007, 12:49 PM
*ana* ჰმმ
რთული საკიტხია... Oct 18 2010, 11:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th November 2025 - 12:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი