მართლმადიდებლობა და მედიცინა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმადიდებლობა და მედიცინა |
ნათია |
Jun 23 2007, 08:31 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
სერაფიმე საროველი ამბობს: იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც და მის ხელშია შენი
გამოჯანმრთელება. რელიგიას უცხოელ ფსიქიატრთაგან მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო დოქტორმა ლ.ა. კოხმა თავის შესანიშნავ წიგნში „ადამიანის ნერვული ცხოვრება“, თავში „ნერვულ დაავადებათა მიზეზები“ (გვ. 163) ვკითხულობთ: „სულის ღმრთისაგან გაუცხოებაა უდიდესი ბოროტება. მასში, როგორც ცალკეულ პირთათვის, ისე საზოგადოებისათვის მწიფდება ყველაზე შხამიანი და მწარე ნივთიერება, რომელიც ნერვებს ანადგურებს“. მომდევნო თავში: „ნერვულ დაავადებათა მკურნალობა“ (გვ.204) დოქტორი კოხი წერს: „სად პოულობს სული ძალას, წინაღუდგეს იმას, რაც მას თავს ატყდება და ნერვებს ემუქრება? საიდან იღებს იგი იარაღს, თავისი ძლევამოსილი თავდაცვისათვის? როცა მას უკვე მიაყენებენ ჭრილობას, რა ეხმარება, რომ არ დაეცეს და თავისი თავი და თავისი ნერვები დაიცვას და დაიფაროს? ერთადერთი პასუხი ის არის, რომ ვერაფერს ვერ მიაღწევ, ვერაფერს ვერ შეძლებ რელიგიის ანუ ღმრთისადმი პიროვნული დამოკიდებულების გარეშე. ჩვენი საუკეთესო ძალები სწორედ რელიგიის წიაღშია“. ასევე ვკითხულობთ: „მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ადამიანი, რომელსაც სასოება აქვს უფლის მიმართ, მრავალი იმედგაცრუების გადატანას შეძლებს, შეძლებს მრავალი მძიმე შეგრძნებისა და განსაცდელის გამკლავებას, რომლებიც ჯერ მის ფსიქიკაში აღწევენ, შემდეგ კი ამ უკანასკნელიდან - ნერვებში; რომ რელიგიური ადამიანი არ ემონება და არ ემორჩილება იმას, რაც ურწმუნო ადამიანს ემუქრება და საფრთხეს უქადის. უკიდურეს შემთხვევაში, იგი ზურგს აქცევს იმას, რისკენაც ურწმუნო ადამიანი მიილტვის და მიისწრაფვის და რომ ამგვარად, რელიგიის მოქმედება მრავალი თვალსაზრისით, მრავალი მიმართებით პროფილაქტიკურია“. შემდეგ, 206-ე გვერდზე ვკითხულობთ: „დაე, სწამდეთ ან არ სწამდეთ, მაგრამ ის კი უდავოა, რომ რელიგიის ზემოქმედება, მისი ზეგავლენა არა მხოლოდ ცაკლეულ პირთათვის, საერთოდ ყველასათვის ნერვულ დაავადებათაგან საუკეთესო დამცავ საშუალებას წარმოადგენს“. მე ამ დასკვნამდე მივედი: როცა ამჩნევ რომ უძლურია მედიცინა შენს დაავადებაზე, მაშინ უფალს უნდა მიენდო და უფლისადმი რწმენას შეუძლია სასწაულიც კი მოახდინოს ვისაუბროთ ..... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
mogzaura |
Jul 2 2007, 04:55 PM
პოსტი
#2
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
საინტერესო თემაა!
მე ერთს ვიტყვი, დღეს დღეობით მედიცინა ძალიან გაუფასურდაო თითქოს,ხალხის თვალში დაეკარგა ფასი,ექიმი მარტო დიპლომში არ უნდა იყო შენ ხალხს უნდა დაეხმარო და თუკი ეს არ შეგიძლია მაშინ შენ ექიმიც არ იქნები!ერთსაც დავამატებ რომ ეს სფერო და პროფესია ძალიან საპასუხისგებლოა და ამავდროულად დაუფასებელიც! გამაყუჩებლის მიღება რატომ არ შეიძლება ეგ მეც დამაინტერესდა -------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
marine |
Jul 4 2007, 02:43 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საინტერესო თემაა! მე ერთს ვიტყვი, დღეს დღეობით მედიცინა ძალიან გაუფასურდაო თითქოს,ხალხის თვალში დაეკარგა ფასი,ექიმი მარტო დიპლომში არ უნდა იყო შენ ხალხს უნდა დაეხმარო და თუკი ეს არ შეგიძლია მაშინ შენ ექიმიც არ იქნები!ერთსაც დავამატებ რომ ეს სფერო და პროფესია ძალიან საპასუხისგებლოა და ამავდროულად დაუფასებელიც! გეთანხმები.. განსაკუთრებით ტელევიზიაა მედიცინის მუშაკთა ანტირეკლამას რომ ეწევა.. ხალხში ძალაუნებურად მათდამი უნდობლობა იზრდება და კონკრეტულ შემთხვევაში, ექიმი დამნაშევე საერთოდ რომც არ იყოს, მაშინვე უჩივიან და ერთ ამბავი ტყდება.. ჭიპაშვილის რეკლამა რომ გადის ტელევიზიით ყველა ექიმი დაისჯებაო, არამგონია ეს ნორმალური საქციელი იყოს.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
shore |
Jul 4 2007, 03:58 PM
პოსტი
#4
|
შორენა ჯგუფი: Members პოსტები: 379 რეგისტრ.: 4-June 07 მდებარ.: BATUMI-vagoni-TBILISI წევრი № 2,099 |
გეთანხმები.. განსაკუთრებით ტელევიზიაა მედიცინის მუშაკთა ანტირეკლამას რომ ეწევა.. ხალხში ძალაუნებურად მათდამი უნდობლობა იზრდება და კონკრეტულ შემთხვევაში, ექიმი დამნაშევე საერთოდ რომც არ იყოს, მაშინვე უჩივიან და ერთ ამბავი ტყდება.. ჭიპაშვილის რეკლამა რომ გადის ტელევიზიით ყველა ექიმი დაისჯებაო, არამგონია ეს ნორმალური საქციელი იყოს.. მართალი ხარ! ყველამ კარგად ვიცით რწმენას რამხელა ძალაც აქვს, ეხლა კი სწორედ ამ რწმენას უკარგავენ ადამიანებს, ამის მერე თუნდაც უკვდავების წყალი დაალევინე, მაინც სულ ერთია (აწყინოს კიდეც ეგება )! შეშინებას რომ დაუწყებ ექიმს და ისიც შეშინდება, იმის ნამკურნალეი რა ვთქვი! არ იფიქროთ რომ მხოლოდ ცალმხრივად განვიხილავ ამ საკითხს და იმას ვამბობ, რომ ყველა ექიმმი ჰიპოკრატეა. ძალიან სამწუხაროა მართლაც ის, რომ არსებობენ მეტად უვუცი და კიდევ უფრო უარესი - უ პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ექიმები! შეიძლება თქვან, რომ არავინაა მოწოდებული სიავის საკეთებლად (ისე ამას მეც ვეთანხმები!), მაგრამ არ ცოდნა კი არაა მათი მთავარი შეცოდება, არამედ ცოდნის არ მოძიება, არ მონდომება!სამწუხაროა ასევე ისიც, რომ ასეთი ადამიანების ფონზე "იჩაგრებიან" ნამდვილი პროფესიონალები, როცა მათ ერთ მარაქაში ურევენ! გამოსავალი რა არის? ვფიქრობ, რომ ერთადერთი გამოსავალი საკუთარი საქმის დიდი სიყვარული და ზოგადად მხოლოდ საკუთარი საქმის კეთებაა! და ეს მარტო მედიცინას არ ეხება! ჩვენს ქვეყანაში ამდენი არამკითხე მოამბე რომ არ არსებობდეს და ამდენი ყოვლისმცოდნე ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნებოდა! -------------------- დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება შეუძლებელ კაცთათვის შესაძლებელია ღვთისათვის |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი