განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
განკითხვა, რა არის განკითხვა?! |
ქავთარაძე |
Jun 28 2007, 11:15 AM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ბევრმა ჩემი აზრით არც იცის რას ნიშნავს განკითხვა... ბევრს გონია რომ განკითხვა ჭორაობაა და მეტი არაფერი.
წმ.დიმიტრი როსტოველმა ასე განგვიმარტა ამ ცოდვის არსი: განკითხვა-სხვისი ნაკლოვანებების შემჩნევა, დამახსოვრება და აღნიშვნა, მოყვასისათვის ღიად თუ მალულად გამოტანა მსჯავრისა. იმ დროს, როცა შენთვისაც კი შეუმჩნევლად განიკითხავ მოყვასს, გულში მისი დამახინჯებული ხატი ყალიბდება. ეს ხატება შემდგომში ამ ადამიანისადმი უსიყვარულობის შინაგანი გამართლების, მისი აბუჩად აგდების საბაბი ხდება. აღსარებით ამ მცდარი ხატების შემუსვრა და მის ნაცვლად გულში მოყვასის ჭეშმარიტი სახით აღდგენა უნდა ხდებოდეს. |
სოფი |
Jul 5 2007, 12:54 PM
პოსტი
#2
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
არ განიკითხოთ და არ განიკითხებით
ეგვიპტეში,იმ ადგილის მახლობლად,სადაც ადრე წმიდა მამები მოღვაწეობდნენ,ცხოვრობდა ერთი ძმა,რომელიც ცოდვაში ჩავარდა და სენაკში ქალი მიიყვანა.ამ ამბის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიტყო და გადაწყვიტა ცოდვილი ძმის გაძევება.ღვთის განგებით,იქ აღმოჩნდა ეპისკოპოსი აბბა ამონი,რომელსაც სთხოვეს,მათთან ერთად წასულიყო ძმის გასაძევებლად.აბბა ამონი დათანხმდა.როდესაც ძმამ დაინახა მასთან მიმავალი ხალხი,ქალი ქვევრში დამალა.ეპისკოპოსი სენაკში მისვლისთანავე მიხვდა ამას,მივიდა,დაჯდა ამ ქვევრზე და განკარგულება გასცა,ქალის ძებნა დაეწყოთ.გულმოდგინე ძებნის შემდეგ აბბა ამონს მოახსენეს,რომ ქალი არსად იყო.მაშინ აბბამ მათ უსაყვედურა: _ ხედავთ,რა ჩაიდინეთ?უდანაშაულო ძმა განიკითხეთ.დაბრუნდით სოფელში და აღარ განიკითხოთ სხვები! ამის შემდეგ,რაც სოფლელები წავიდნენ,აბბა ადგა და ძმას მოკრძალებით უსაყვედურა: _ ძმაო,იზრუნე შენი სულის გადარჩენაზე! ასე იქცევიან სულიწმიდის მადლით მოსილები. -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი