ფილმი ,,ფ ე ს ვ ე ბ ი", ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდან... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფილმი ,,ფ ე ს ვ ე ბ ი", ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდან... |
უჩა |
Feb 19 2007, 03:37 AM
პოსტი
#1
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ეს ფილმი ჩემი ყველაზე საყვერელი ფილმია. უზომოდ მიყვარს. რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო არ მომწყინდება. ამ ფილმში ძალიან კარგადაა გადმოცემული ის დარდი, განცდა და სიყვარული რომელიც ყველა ნამდვილ ქართველს უნდა ქონდეს ვინც საქართველოდანაა წასული.
რავი მეტს სიტყვებით ვერ გადმოვცემ ისეთი ფილმია რო... სიმღერა - ფესვების-ფესვები თქვენი აზრი მაინტერესებს როგორია ეს ფილმი და საქართველოდან წასული ხალხის უმრავლესობა დღეს-დღეისობით ფიქრობს და შეიგრძნობს საქართველოს სიყვერულს ისე როგორც გიორგი(ჯორჯი) შეიგრძნობდა ამ ფილმში თუ არა? ჩემი აზრით საქართველოდან წასულების დიდი ნაწილი გულით ატარებს საქართველოს სიყვერულს. მაგრამ სამწუხაროდ ისეთებიც არიან ვისაც არაფრად მიაჩნიათ საკუთარი სამშობლო ესეც ჩვენი ფესვებიიი. აი აქ ყურებაც შეგიძლიათ. აქ---ფილმი ფესვები -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
k@the |
Jul 5 2007, 02:01 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ერთი ეს მითXარით; ფესვებში დაბრუნებას რას ეძახით? შეიძლება იქ იყო და არც მოწყდე ამ ფესვებ\ს, აქ იყო და შენი ხელით დაიჭრა. საქართველოში დაბრუნება და ფესვებში დაბრუნება ერთია? ერთი არა ორია მე ჩემი ფესვები ყველგან გულით თან დამაქვს, სადაც არ უნდა ვიყო! თუმცა, რეალურად ისინი საქართველოშია!!! ჩემი ფესვები არის თბილისში, ჩემ უბანში, ჩემ ოჯახში, ჩემი სოფლის ორღობეში, ჩემი სამშობლოს მთადაბარში, საქართველოს ცაში, ქართულ მიწაში!!! თუმცა, საქართველოში მუდმივი ცხოვრება/არ ცხოვრება არ განსაზღვრავს მოვწყდი თუ არა იმ ფესვებს! ის ფესვები ყველგან დამაქვს, მაგრამ ხელის წავლება და შეგრძნება, მისი სურნელის შესუნთქვა - მხოლოდ საქართველოში შემიძლია! ამიტომაც სიხარულით მოვფრინავ საქართველოში და მთელ შვებულებას მანდ ვატარებ ყოველ წელს, რომ კარგად შევავლო ხელი იმ ფესვებს, კარგად ჩავისუნთქო მისი სურნელი, გული ვიჯერო მისი ცქერით, ისე რომ მაგ გრძნობამ მთელ წელს გასტანოს და სასიცოცხლო ენერგიით ავივსო! მგონი ძალიან მაღალფარდოვნულად დავწერე, მარა მაგას ვგრძნობ მე -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 03:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი