გ უ რ ი ა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გ უ რ ი ა |
G A B O |
Jul 6 2007, 12:47 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
ვიცადე ვიცადე მეთქი გურულებს რაფერ ვაკადრო აი მეგრელმა კაცმა გურიაზე თემა გავხსნა მეთქი მარა.... ისე არაფერი გეტკინოთ არავის.
აქ ვისაუბროთ ამ კუთხის ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, საწესჩვეულებო თუ სხვა ნებისმიერ ასპექტზე, და რაც მთავარია მუსიკალურ ფოლკლორზე! დამეთანხმებით ძალიან მაგარი თემაა. ყოველშემთხვევაში გურია საქართველოს ერთ ერთი გამორჩეული კუთხეა, ყველა ასპექტში. განსაკუთრებით კი გურული სიმღერა. ნამდვილად რომ კაცობრიობის მონაპოვარია და მისი მნიშვნელობა უნივერსალურია არამხოლოდ საქართველოს ფარგლებში . გურია პოლიფონიის აკვანია და მუსიკალური აზროვნების ნამდვილი ევერესტი. მე მგონი კაი გამონათქვამი გამოვიდა. გამიხსენეთ გურულებოი მერე ამ სიტყვებიზა აბა დავიწყეთ: |
N. R. |
Jul 6 2007, 01:43 AM
პოსტი
#2
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
G A B O გაიხარე
ეს, რაც შეეხება სახელის მდებარეობასა და სახელის ეტიმოლოგიას უძველესი პერიოდიდან გურია აჭარასთან ერთად დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უძველეს კუთხეთაგანი იყო. ცნობილია, რომ ის ტერიტორია, რომელიც დღეს გურულ კილოზე მოლაპარაკე მოსახლეობას უჭირავს მეგრულ-ჭანურ მოსახლეობას ეკავა. შემდგომში, როგორც მკვლევარები ვარაუდობენ, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში, ერთ-ერთი ქართულად მოლაპარაკე ტომთაგანი დაძრულა სავარაუდოდ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შავი ზღვის სანაპიროსაკენ, და მეგრული და ჭანური მოსახლეობა დაუცალკევებია. ამჟამად გურია არის მესხეთის დასავლეთი კალთა, რომლის ფუძე ჭოროხსა და რიონს შორის მდებარე რელიეფით შედის შავ ზღვაში, ხოლო მისი ზეგანის მწვერვალი, საყორნიას მთაზეა მოთავსებული. მიუხედავად მრავალი მკვლევარის ცდისა, გურიის სახელწოდება დღემდე დაუდგენელია. მარი ბროსეს აზრით გურია შესაძლოა მომდინარეობდეს ცეცხლთაყვანისმცემელთა ერთ-ერთი სახელწოდებისაგან ,,გუარე”, თუმცა ამ მოსაზრებას სიმყარე აკლია, ვინაიდან მას არ ახლავს ლინგვისტური კვლევა-ძიება. თ. სახოკიამ გურია-ს გურ ძირი მეგრულ ,,გურ”-ს, იგივე გულს დაუკავშირა. აქედან უნდა იყოსო გურია, როგორც გულფიცხელი და გულადი ხალხის აღმნიშვნელი. ნ. მარის აზრით გურ ძირი მეგრულ-ჭანური წარმომავლობისაა და ადრე მზეს ნიშნავდა, ია კი იგივე უაა, რაცშვილის აღმნიშვნელია, ანუ გურია გამოდის მზისშვილია. სავარაუდოდ ,,გურია” ურარტუულ წყაროებშიც გვხვდება (ძვ.წ. VIIIს.), მოიხსენიება ,,ქვეყანა კურიანთა”-ს ფორმით, რომელიც ასურულ წყაროებში ,,გურიანას ოლქად” იწოდება. ი. მეგრელიძის შეხედულებით, რომელიც უფრო ნ. მარის ახსნას ემყარება, გურ ძირის საფუძვლები მეგრულ-ჭანური წარმომავლობისაა. გურია საისტორიო წყაროებში მოიხსენიება VIII საუკუნეში. იგი წარმოადგენდა დასაცლეთ საქართველოს ერთ რეგიონს, რომლის საზღვრები იყო დასავლეთით _ შავი ზღვა, სამხრეთით _ მდინარე ჭოროხი, ჩრდილოეთით _ მდინარე რიონი და აღმოსავლეთით _ აჭარა-გურიის ქედი. გურიის ტერიტორიის შესახებ კ. გვარამაძე აღნიშნავდა: ,,გურიას ძველათ დიდი ადგილი ეჭირა, მარა დროთა ვითარებისა გამო შემცირდა იგი და დღეს მისი ნახევარიც ძვლივს-ღა უჭერია”. გრიგოლ რობაქიძე წერდა: ,,ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი. მისი ლანდშაფტი, სამმუხლოვანი სივრცე გაშლილი სინთეზია: მოქნილი მთები, ბახმაროსკენ თანდათანობით ზვიადობით აღმართული; თვალუწვდენელი ჯალადი, სამეგრელოსაკენ ძლევამოსილებით განფენილი. მოშორებით შავი ზღვა, ეს უხვად გამდნარი მუქი ზურმუხტი”. გეოგრაფიული თვალსაზრისით გურიის მდებარეობა ზომიერია. იქ ვხვდებით როგორც მთა-გორიან, ისე სწორ ადგილებს. მოჭარბებულადაა კარგად მოშენებული ბაღ-ვენახი, ხეხილის ნაირსახეობათა მრავალფეროვნებით. გურიის წყლების შესახებ ძალზედ ლამაზად მოგვითხრობს კ. გვარამაძე: ,,გურიის მიდამოები ატირებულია მრავალის წყარო-ნაკადულ მდინარეებითა, რომელნიც მაღალ მთაგორებიდგან თვალს უწვდენ ხევ-ღელეებში და ღრმა კალაპოტებულად მიწანწკარ-ჩქეფობს და მოშხუის მთა ბარის ასაღებად და წასარღვნად”. ასევე ასახელებს გურიის შესანიშნავ მდინარეებს _ ნატანებს, ბჟუჟს, აჭის წყალსა და სუფსას. [quote name='leluka' post='93515' date='May 22 2007, 05:13 PM'] ხიდისთავი ზუსტად ხიდიდან გადაღებული სურათი [/quote] [quote name='takno' post='94484' date='May 23 2007, 02:48 PM'] შემოქმედი [/quote] ბახმარო [/quote] [quote name='takno' post='94530' date='May 23 2007, 03:46 PM'] ნაგომარი [/quote] [quote name='nat' post='95546' date='May 25 2007, 01:19 PM'] ესეც ჩემი საყვარელი გურიის სამღვდელოება [/quote] ესეც ფიქრის გორა ბახმაროში....ამ სახურავებიდან ერთ-ერთი ჩემი სახლისააა ესეც ჩემი ფანჯრიდან დანახული ლანჩხუთის ლანდშაფტი.. -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი