გ უ რ ი ა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გ უ რ ი ა |
G A B O |
Jul 6 2007, 12:47 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
ვიცადე ვიცადე მეთქი გურულებს რაფერ ვაკადრო აი მეგრელმა კაცმა გურიაზე თემა გავხსნა მეთქი მარა.... ისე არაფერი გეტკინოთ არავის.
აქ ვისაუბროთ ამ კუთხის ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, საწესჩვეულებო თუ სხვა ნებისმიერ ასპექტზე, და რაც მთავარია მუსიკალურ ფოლკლორზე! დამეთანხმებით ძალიან მაგარი თემაა. ყოველშემთხვევაში გურია საქართველოს ერთ ერთი გამორჩეული კუთხეა, ყველა ასპექტში. განსაკუთრებით კი გურული სიმღერა. ნამდვილად რომ კაცობრიობის მონაპოვარია და მისი მნიშვნელობა უნივერსალურია არამხოლოდ საქართველოს ფარგლებში . გურია პოლიფონიის აკვანია და მუსიკალური აზროვნების ნამდვილი ევერესტი. მე მგონი კაი გამონათქვამი გამოვიდა. გამიხსენეთ გურულებოი მერე ამ სიტყვებიზა აბა დავიწყეთ: |
potiabesbaia |
Jul 6 2007, 02:53 AM
პოსტი
#2
|
ფოთი ფოთელებს ჯგუფი: Members პოსტები: 473 რეგისტრ.: 26-January 07 მდებარ.: დედაქალაქის სტუმარი წევრი № 924 |
გურია საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ისტორიულად იგი შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთით რიონით, სამხრეთით - ჭოროხით. აღმოსავლეთით ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან მესხეთის ქედის გაყოლებით აჭარას ესაზღვრებოდა. იგი სამ რეგიონად იყოფოდა: ზემო გურია (სუფსა-გუბაზეულის ხეობები), ქვემო გურია (მხარე ჭოროხსა და ჩოლოქს შორის) და შუა გურია (დარჩენი ტერიტორია).
ფეოდალურ ხანაში საერისთავო იყო იმერეთის სამეფოში. XV ს-ის მე-2 ნახევარში საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა გურიის სამთავრო. მას გურიელები განაგებდნენ და რეზიდენცია ოზურგეთში ჰქონდათ. 1828 წელს გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიას შეუერთდა. ამ დროისათვის სამთავრო იმ ფარგლებში იყო მოქცეული, რომელშიც ისტორიულად ცხოვრობდნენ გურულები. 1840 წელს სამთავრო გაუქმდა და გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა. დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ეს არის გურიის მხარე, რომელიც მოიცავს ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის რაიონების ტერიტორიას. გურიის მხარეგურიის მხარე ზოგადი ცნობები რეგიონის კოდი: GE-GU ფართობი: 2.033 კმ² მოსახლეობა: 143 ათასი (2002) ადმ. ერთეულები: 3 რაიონი მთავარი ქალაქი: ოზურგეთი სახ. რწმუნებული: მიხეილ სვიმონიშვილი ფოტოგალერეა მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია გურიის ტერიტორიას. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-GU. გურიის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები: ოზურგეთის რაიონი; ლანჩხუთის რაიონი; ჩოხატაურის რაიონი. ზოგადი ცნობები მხარის ფართობი შეადგენს 2033 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – 143 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე – 70 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი. მხარეში 193 დასახლებული პუნქტია, მათ შორის: ქალაქი - 2: ლანჩხუთი, ოზურგეთი; დაბა – 5: ლაითური, ნარუჯა, ნასაკირალი, ურეკი, ჩოხატაური. სოფელი - 186. ადგილობრივი მმართველობა მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია - 1, რაიონის გამგეობა - 3, სადაბო საკრებულო - 4, სოფლის საკრებულო - 61. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1995 წლის თებერვალში, დღემდე მუშაობდნენ: 1995 – მიხეილ ჭკუასელი; 1997 – ოლეგ ნიკოლეიშვილი; 1998 – კარლო გუჯაბიძე; 2004 - ბეჟან კალანდაძე; 2005 - ალეკო ცინცაძე; 2006 - მიხეილ სვიმონიშვილი ეკონომიკა გურია სასოფლო–სამეურნეო მხარეა, სადაც ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მოყვანა. რეგიონის წარმოება ოზურგეთის ირგვლივაა თავმოყრილი, რასაც ხელს უწყობს სუფსაში ნავთობის ტერმინალის არსებობა. ღირსშესანიშნაობები მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია: შემოქმედის ეკლესია ლიხაურის ეკლესია -------------------- www.didgorelebi.ge
პასუხი გიჟ გურულებს: გუმორძგუა საქორთუო!!! ჯგირო ვორდათ დო ირო ვორდათ ქორთუეფი ართიანო!!! კოჩიქ ღურას ხოლო, სკვამო ოკო ოხვადას!!! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 10:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი