IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გ უ რ ი ა
G A B O
პოსტი Jul 6 2007, 12:47 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 307
რეგისტრ.: 7-May 07
წევრი № 1,860



ვიცადე ვიცადე მეთქი გურულებს რაფერ ვაკადრო აი მეგრელმა კაცმა გურიაზე თემა გავხსნა მეთქი მარა.... ისე არაფერი გეტკინოთ არავის. laugh.gif laugh.gif

აქ ვისაუბროთ ამ კუთხის ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, საწესჩვეულებო თუ სხვა ნებისმიერ ასპექტზე, და რაც მთავარია მუსიკალურ ფოლკლორზე!

დამეთანხმებით ძალიან მაგარი თემაა. ყოველშემთხვევაში გურია საქართველოს ერთ ერთი გამორჩეული კუთხეა, ყველა ასპექტში. განსაკუთრებით კი გურული სიმღერა. ნამდვილად რომ კაცობრიობის მონაპოვარია და მისი მნიშვნელობა უნივერსალურია არამხოლოდ საქართველოს ფარგლებში . გურია პოლიფონიის აკვანია და მუსიკალური აზროვნების ნამდვილი ევერესტი. მე მგონი კაი გამონათქვამი გამოვიდა. laugh.gif გამიხსენეთ გურულებოი მერე ამ სიტყვებიზა laugh.gif laugh.gif აბა დავიწყეთ:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
potiabesbaia
პოსტი Jul 6 2007, 03:30 AM
პოსტი #2


ფოთი ფოთელებს
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 473
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედაქალაქის სტუმარი
წევრი № 924



IPB-ს სურათიგურიის სამთავრო, ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში XV საუკუნის II ნახევრიდან IXI საუკუნის დასაწყისამდე, დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე. წარმოიქმნა საქართველოს სამეფოს დაშლის პერიოდში, ადრინდელი გურიის საერისთავოს ტერიტორიაზე, მოიცავდა ქობულეთ-ჩაქვის ქედს, შაც ზღვას, მდ. რიონის ქვემო წელსა და მდ. ჭოროხის შესართავს შორის მდებარე მხარეს. XV-XVII საუკუნეების გურიის სამთავროში ზოგჯერ აჭარა, ჭანეთის ჩრდილოეთი ნაწილი (გონიის მხარე) და მაჭახელიც შედიოდა. გურიის სამთავროს გურიელები განაგებდნენ. მათი ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი.

ისტორია

გურიის სამთავროს პოლიტიკურ-სოციალური წყობა და ურთიერთობანი ძირითადად საქართველოს ბარის სხვა მხარეთა მსგავსი იყო. XV-XVI საუკუნეების მიჯნიდან გურიის სამთავროს ეკლესია, რომელიც XI საუკუნიდან ქუთათელის სამწყსოში შედიოდა, გურიელთაგან დასმულ მღვდელთმთავრებს დაექვემდებარა. გურიის სამთავროში სამი ეპარქია შედიოდა: შემოქმედის, ჯუმათისა და ხინოწმინდისა. საშემოქმედლო მოიცავდა ტერიტორიას მდ. სუფსასა და კინტრიშს შორის, საჯუმათლო - სუფსასა და რიონს შორის, ხოლო სახინწმინდლო - კინტრიშსა და ჭოროხს შორის. იყო რამოდენიმე მონასტერი (შემოქმედის, ჯუმათის, თეთროსნისა და სხვა), საწინამძღვრო და ორასზე მეტი ეკლესია, რომლებიც დიდი რაოდენობით ყმა-მამულს ფლობდნენ და სწავლა განათლებისა და კულტურის ცენტრებს წარმოადგენდნენ. 1533 ოდიშის მთავართან ერთად გურიელის ჯიქეთში მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ გურიის სამთავრო დროებით იმერეთის მეფეზე დამოკიდებული გახდა. როსტომ გურიელის (1534-1566) დროს გურიის სამთავროს შემოუერთდა აჭარა და ჭანეთი. XVI საუკუნეში გურიის ლაშქარი აქტიურად მონაწილეობდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე. ოსმალებმა მიიტაცეს გონიოს მხარე და გურიას უშუალოდ დაუმეზობლდნენ.

XVI საუკუნის II ნახევრიდან გურიის სამთავრო ოსმალების გავლენის სფეროში მოექცა, რაც განაპირობა სამხრეთ საქართველოში ოსმალთა გაბატონებამ. XVII საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურის ძლიერების ხანა იყო. მამია II გურიელმა გამოიყენა ხელსაყრელი პოლიტიკური ვითარება და 1609 აჭარიდან განდევნა ოსმალები, მაგრამ მათთან ომის გაგრძელება ვერ შეძლო, 1614 იძულებული გახდა აჭარა დაეთმო და ოსმალეთის სასარგებლოდ ხარკი ეკისრა (გურია-ოსმალეთის შეთანხმება 1614). ამ დროიდან გურიის სამთავრომ პოლიტიკური ურთიერთობა დაამყარა რუსეთის სახელმწიფოსთან, დონისა და ზაპოროჟიეს კაზაკებთან და პოლონეთთან. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართლისა და კახეთის სამეფოთა ანტიირანულ ბრძოლაში. XVII საუკუნის II მეოთხედიდან გურიის სამთავრო დიდი ხნით მოექცა ოდიშის მთავრის გავლენის ქვეშ. XVII საუკუნის შუა წლებიდან მდგომარეობა გაართულა დასავლეთ საქართველოში გაჩაღებულმა შინაომებმა, რასაც მოჰყვა ტყვის სყიდვა. სხვა ქართველ გამგებლებთან ბრძოლის დროს გურიელები დახმარებისათვის ხშირად მიმართავდნენ ოსმალეთს. ასევე იქცეოდნენ დასავლეთ საქართველოს სხვა მეფე-მთავრები, რამაც დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის ბატონობის გაძლიერებას შეუწყო ხელი. მომდევნო ხანებში გურიის მთავრებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს: გიორგი III გურიელი (1664-1684) და მამია III გურიელი (1689-1714) ზოგჯერ დადიანობასა და იმერეთში გამეფებასაც კი ახერხებდნენ. XVIII საუკუნის დასაწყისში გურიის მთავარი დადიანთან და იმერეთის გამგებელთან ერთად რუსეთის დახმარების იმედით ოსმალეთის წინააღმდეგ გამოვიდა. ამის საპასუხოდ ოსმალებმა 1703 დასავლეთ საქართველო მოარბიეს. გურიის სამთავრომ დაკარგა ბათუმისა და ჩაქვის მხარეები: 1723 გურიის ზღვისპირა ციხეებში ოსმალთა გარნიზონები ჩადგნენ. მამია IV გურიელი XVIII საუკუნის შუა წლებში ერეკლე II-ის დახმარებით ცდილობდა ოსმალთა განდევნას. იმერეთში სოლომონ I-ის გამეფების შემდეგ გურიის მთავარი აქტიურად მონაწილეობდა იმერეთის მეფის ანტიოსმალურ ღონისძიებაში. მამია IV-მ აკრძალა ტყვის სყიდვა, მოაწესრიგა ეკლესიის საქმეები და დაიწყო აშკარა ბრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ.

გურიის სამთავრო აქტიურად მონაწილეობდა 1768-1774 რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1769 გურიაში ოსმალები შეიჭრნენ, მაგრამ მომდევნი წელს იმერეთისა და გურიის ლაშქარმა მხარე კვლავ გაათავისუფლა. 1771 იანვარში ლაშქარმა გაანადგურა ფოთის მიდამოებიდა უკანგაბრუნებული ოსმალთა დიდი რაზმი. ქუჩუკ-კაინარჯის ზავის (1774) შემდეგ ოსმალეთი თანდათან იპყრობდა გურიის სამთავროს მიწა-წყალს და მას ქობულეთის მხარე გამოგლიჯა. დაიწყო ქვემო გურიის გამაჰმადიანების პროცესი, რომელიც XIX საუკუნის 70-იან წლებამდე გაგრძელდა. ქვემო გურიის მოსახლეობის ნაწილი გურიის სხვა მხარეებში გადასახლდა. XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში გურია ოსმალთა ბოლომოუღებელი შემოსევების ასპარეზად იქცა. იმერეთის მეფე სოლომონ I-მა 1784 წლის მარტში სცადა ქვემო გურიიდან ოსმალების განდევნა, მაგრამ ნაჭიშკრევთან (ციხისძირთან) დამარცხდა. ამის შემდეგ ეს მხარე 1878-მდე ოსმალეთის ხელში იყო. შედარებით გაუმჯობესდა გურიის სამთავროს მდგომარეობა ქაიხოსრო ბატონიშვილის (გიორგი V-ის ვაჟი) რეგენტობის დროს. ქაიხისრომ აკრძალა ტყვის სყიდვა და გაატარა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ღონისძიებანი. საგარეო პოლიტიკაში ქაიხოსრო გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე რუსეთთან კავშირის მომხრე იყო. 1804 რუსეთის მთავრობამ სცადა იმერეთის სამეფოსთან ერთად თავისი მფარველობა გურიის სამთავროზეც გაევრცელებინა, მაგრამ შედეგოდ.

1810 წლის 19 ივნისს მამია V გურიელმა რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება დადო. გურია რუსეთის იმპერიაში შევიდა როგორც ავტონომიური სამთავრო. ამის შემდეგ ოსმალთა შემოსევები შემცირდა, მაგრამ არ შეწყვეტილა. მამია V გურიელის დროს (1809-1826) გურიის სამთავროში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გაუმჯობესდა მმართველობის სისტემა, გაიხსნა სკოლა ქ. ოზურგეთში, დაწესდა ყოველწლიური იარმარკა, მოწვეულ იქნენ ევროპელი მუსიკოსები და მსახიობები, მოწესრიგდა სალმწიფო კანცელარიის სამიანობა, ჩატარდა მნიშვნელოვანი სააღმშენებლო სამუშაოები, განვითარდა ვაჭრობა და შინამრეწველობა. 1819-1820 იმერეთისა და გურიის აჯანყების დროს რუსეთის სარდლობამ გურიაში ჯარი შეიყვანა და იმერელ აჯანყებულთა დამხმარე ქაიხოსრო ბატონიშვილის შეპყრობა სცადა. შემოქმედის ციხესთან მოკლეს რუსთა რაზმის უფროსი, პოლკოვნიკი პუზირევსკი. რუსთა დამსჯელმა რაზმა ქაიხოსროსა და მის მომხრეთა მამულები მოარბია. ქაიხოსრო ბატონიშვილი თავისი მომხრეებით ემიგრაციაში წავიდა. 1826 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა მამია V გურიელი. რუსეთის სარდლობის მოთხოვნით გურიის გამგებლობა დაევალა სამმართლო საბჭოს, რომელსაც დედოფალი სოფიო თავმჯდომარეობდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 ომის დროს გურია ომის ასპარეზად იქცა. სოფიომ სცადა ეს ვითარება თავისი ხელისუფლების გასაძლიერებლად გამოეყენებინა, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. გურიაში რუსეთის ჯარი შევიდა და 1828 წლის მიწურულს გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიას შეუერთდა. დედოფალი სოფიო შვილებით ემიგრაციაში წავიდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 ომში გურიის მოსახლეობა აქტიურად იბრძოდა ოსმალეთის წინააღმდეგ. 1829-1840 წლებში გურიას განაგებდა დროებითი მმართველობა, რომელშიც შედიოდნენ გურიის თავადები რუსი ოფიცრის თავმჯდომარეობით. 1840 წელს გურიის დროებითი მმართველობა გაუქმდა და გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა.

წყარო

ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973


ღვინო

ჩხავერი - ქართული ტექნიკური ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით იგი ეკუთვნის შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამფრთიანი, მტევანი საშუალო ცილინდრული. მარცვალი საშუალო, მუქი-წითელი, თხელი კანი, ხორციანი რბილობი. პერიოდი დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 218 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3880c პირობებში. მოსავლის აღება ხდება ნოემბერში. ჯიში მდგრადია ფილოქსერასადმი ზიანდება სოკოვანი დაავადებებით, განსაკუთრებით მილდიუთი. შაქრიანობა არანაკლებ 22%-ისა. ამავე ჯიშის ღვინომასალა რქაწითელისა და ჩინურის ჯიშის ღვინომასალებთან ერთად კუპაჟში გამოიყენება თეთრი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად


--------------------
www.didgorelebi.ge

პასუხი გიჟ გურულებს: გუმორძგუა საქორთუო!!!
ჯგირო ვორდათ დო ირო ვორდათ ქორთუეფი ართიანო!!!


კოჩიქ ღურას ხოლო, სკვამო ოკო ოხვადას!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
G A B O   გ უ რ ი ა   Jul 6 2007, 12:47 AM
N. R.   G A B O გაიხარე :მპუა: ...   Jul 6 2007, 01:43 AM
G A B O   G A B O გაიხარე :მპუა: ...   Jul 6 2007, 09:19 AM
potiabesbaia   გურია საქართველოს ...   Jul 6 2007, 02:53 AM
N. R.   potiabesbaia G A B O მე კიდე ხო,...   Jul 6 2007, 03:02 AM
potiabesbaia   [img]http://img.images.ge/thumbs/2327Guriafl.jpg...   Jul 6 2007, 03:30 AM
N. R.   potiabesbaia ფოთ, ძაან ძლიე...   Jul 6 2007, 03:36 AM
potiabesbaia   N. R. მემგონი სრული ვა...   Jul 6 2007, 03:45 AM
N. R.   potiabesbaia გურიის ჰავა გ...   Jul 6 2007, 03:47 AM
ulvashi   N. R. საინტერესო მოსა...   Jul 6 2007, 10:19 AM
G A B O   მგონი რაღაც არასწო...   Jul 6 2007, 10:40 AM
N. R.   მგონი რაღაც არასწ...   Jul 6 2007, 12:24 PM
ulvashi   აგიდელა და აგუნა, ც...   Jul 6 2007, 10:44 AM
chven mshvidoba   დიდ ბოდიშს გიხდით ...   Jul 6 2007, 10:52 AM
potiabesbaia   "ალი-ფაშა", ქართ...   Jul 6 2007, 12:40 PM
qarcivadze   ყოჩაღ მეგრელებს, რ...   Jul 6 2007, 12:44 PM
potiabesbaia   qarcivadze აბა თქვენსავი...   Jul 6 2007, 12:54 PM
mastersoni   ეს თემა გამიხარდა ...   Jul 7 2007, 11:20 PM
N. R.   ესეც ჩემი ეზო http://o....   Jul 7 2007, 11:33 PM
kato_Bato   მე ვიცოდი რომ აგუნ...   Jul 7 2007, 11:37 PM
N. R.   გურია არის მხარე, ს...   Jul 7 2007, 11:38 PM
მაეასი   გურული სიმღერები ა...   Jul 7 2007, 11:39 PM
N. R.   kato_Bato სურათების გარ...   Jul 7 2007, 11:50 PM
მაეასი   kato_Bato სურათების გარ...   Jul 7 2007, 11:54 PM
N. R.   მაეასი ასე კონკრე...   Jul 8 2007, 12:00 AM
ulvashi   kato_Bato აგუნა ღვინის ღ...   Jul 9 2007, 11:50 AM
tako_chicho   potiabesbaia გურული სიმღერ...   Jul 9 2007, 12:00 PM
N. R.   ulvashi აგუნაზე არ ვიც...   Jul 9 2007, 06:32 PM
G A B O   აი ეხლა მე დავდებ მ...   Jul 9 2007, 07:06 PM
N. R.   G A B O :მპუა:   Jul 9 2007, 07:11 PM
G A B O   http://www.link.ge/file/154430/1-Khasanbegura.mp3....   Jul 9 2007, 07:32 PM
ulvashi   www.polyphony.ge აქ არის ქართ...   Jul 10 2007, 10:02 AM
N. R.   www.polyphony.ge აქ არის ქართ...   Jul 10 2007, 12:16 PM
Cecxladze I   ძალიან მომწონს ეს ...   Jul 10 2007, 03:41 PM
მაეასი   ძალიან მომწონს ეს ...   Jul 13 2007, 12:52 AM
misdevs mela loms   ...............   Jul 10 2007, 08:44 PM
N. R.   Cecxladze I კარგი აზრია ძ...   Jul 10 2007, 09:04 PM
chven mshvidoba   Cecxladze I ძალიან კარგი ი...   Jul 11 2007, 12:39 AM
ulvashi   http://www.link.ge/file/155152/4-4-ganaTld...naTld...   Jul 11 2007, 12:15 PM
N. R.   მაეასი შემოდგომა...   Jul 13 2007, 12:53 AM
N. R.   http://www.link.ge/file/155819/shavi-shashvi.mp3.h...   Jul 13 2007, 01:20 AM
gvantsi   ძალიან მაგარი თემა...   Jul 17 2007, 06:44 PM
ulvashi   ეს ყველაზე მეტადმი...   Jul 18 2007, 04:44 PM
G A B O   მეც ვდებ ჩემს უსაყ...   Jul 19 2007, 08:29 AM
serafita   cven mshvidoba წავიკითხე შე...   Jul 20 2007, 12:50 PM
chven mshvidoba   cven mshvidoba წავიკითხე შე...   Jul 24 2007, 10:34 AM
N. R.   ძალიან გთხოვთ პროფ...   Jul 21 2007, 11:20 AM
G A B O   ძალიან გთხოვთ პრო...   Jul 21 2007, 11:32 AM
N. R.   G A B O ,,პროფესიონალობ...   Jul 21 2007, 11:37 AM
G A B O   G A B O რამე წიგნი გად...   Jul 21 2007, 11:39 AM
Ninia I   N. R. სასტავ! ბახმარ...   Jul 22 2007, 01:48 PM
N. R.   Ninia I მე და ნინო მგონ...   Jul 22 2007, 01:56 PM
Ninia I   Ninia I მე და ნინო მგონ...   Jul 22 2007, 02:34 PM
misdevs mela loms   მოვდივარ ერთი კვი...   Jul 22 2007, 08:03 PM
N. R.   მოვდივარ ერთი კვი...   Jul 23 2007, 12:23 AM
Ninia I   [url=http://www.Caqtus.caucasus.net][img]http://...   Jul 23 2007, 11:16 AM
N. R.   ეს ბიჭი მე ვარ? :whistling:...   Jul 23 2007, 11:06 PM
N. R.   ოქტომბრის ბოლოსო ...   Oct 1 2007, 10:45 PM
მაეასი   ოქტომბრის ბოლოსო ...   Oct 1 2007, 10:49 PM
Revaz   N.R. სა იქნება ზეიმი...   Oct 2 2007, 12:45 AM
N. R.   N.R. სა იქნება ზეიმიო...   Oct 4 2007, 06:13 AM
M.M.   [url=http://imageshack.us][img]http://img512.imag...   Nov 2 2007, 02:43 PM
თამარი_ცქნაფო   ხვალ ''მივალ გურ...   Nov 21 2007, 01:47 AM
CHIVATO   გეიხარეთ გურულებო ...   Dec 3 2007, 02:48 AM
N. R.   გეიხარეთ გურულებო...   Dec 7 2007, 12:34 AM
yipiani gio   თქვენ გეიხარეთ გურ...   Dec 6 2007, 11:32 AM
M.M.   თქვენ გეიხარეთ გუ...   Dec 6 2007, 12:24 PM
yipiani gio   M.M. :) აბა რაააააააა   Dec 6 2007, 06:01 PM
mii   ვაააააა რა კაი თემ...   Dec 18 2007, 03:27 PM
yipiani gio   mii შენ გაიხარე მაგ ს...   Dec 18 2007, 08:41 PM
mii   ისე გურიის სურათებ...   Dec 19 2007, 12:53 AM
takuna   ეჰ სად არ ვიცი როგო...   Dec 20 2007, 01:29 AM
mii   გურულებო და არამარ...   Dec 20 2007, 05:59 PM
ianeti   კიიი ნამდვილად ვეთ...   Dec 21 2007, 06:55 PM
didgoris fani   გურია ულამაზესია... ...   Dec 20 2007, 08:40 PM
mii   გურია ულამაზესია......   Dec 21 2007, 02:31 AM
takuna   :დაგნებდი: :დაგნებ...   Dec 21 2007, 12:28 AM
M.M.   გეიხარე ))))შენისთა...   Dec 21 2007, 01:04 PM
mii   არსად ისე არ მღერი...   Dec 21 2007, 05:14 PM
takuna   დედაა რავარი ლექს...   Dec 21 2007, 08:27 PM
mii   ჩემი ღელე-ღურდა მო...   Dec 21 2007, 11:15 PM
didgoris fani   M.M. უღრმესი მადლობა ...   Dec 22 2007, 12:17 AM
takuna   ულამაზესი სიტყვა...   Dec 22 2007, 12:30 AM
M.M.   დედაა რავარი ლექს...   Dec 22 2007, 11:31 AM
mii   იგეთი მუზა მყვანდ...   Dec 22 2007, 09:35 PM
mii   ეჰ ახლა ჩემ სოფელშ...   Dec 22 2007, 09:54 PM
takuna   გურული სიმღერა უნი...   Dec 25 2007, 01:55 AM
M.M.   გურული სიმღერა უნ...   Dec 25 2007, 11:17 AM
mii   გურული სიმღერა უნ...   Dec 26 2007, 05:59 PM
takuna   M.M. დიდი მადლობა შეს...   Dec 25 2007, 07:26 PM
M.M.   M.M. დიდი მადლობა შეს...   Dec 26 2007, 11:56 AM
ianeti   ნუ ...   Dec 26 2007, 03:03 PM
qarcivadze   M.M. რა გინდა ბოლო-ბო...   Dec 26 2007, 03:46 PM
ianeti     Dec 26 2007, 05:37 PM
qarcivadze   ianeti ? :D   Dec 26 2007, 06:01 PM
takuna   mii :მპუა: :მპუა3: მეც ზ...   Dec 26 2007, 09:44 PM
ianeti   qarcivadze რომ ვნახე მეც გ...   Dec 29 2007, 10:53 PM
misdevs mela loms   ianeti :D ეხლა ბჟუჟის პი...   Dec 30 2007, 02:19 PM
mii   ianeti :D ეხლა ბჟუჟის პ...   Dec 31 2007, 03:42 PM
N. R.   გეხმიანებით ჩემო ს...   Dec 31 2007, 05:29 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 10:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი