![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სოფი |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ჩემო კარგებო,მოდი აქ დავწეროთ ის,თუ რამ გაფიქრებინათ საზღვარგარეთ გამგზავრება. თუ სურვილი გექნებათ,იმათაც დააფიქსირეთ თქვენი აზრი,ვინც საქართველოში ხართ და წასვლა გინდათ.რა არის მიზეზი ამისა?..
სამწუხაროდ,ხდება ისეც,რომ ზოგიერთი ცოტა ხნით გადაწყვეტს ხოლმე წასვლას და მერე სამუდამოდ იქ რჩება ![]() ყოველთვის რჩება იმედი საქართველოში დაბრუნებისა (თუმცა ზოგს ამის გაგონებაც არ უნდა ![]() -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
ბექა |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 ![]() |
ამ თემაში ყოველთვის ვცდილობ არ შემოვიდე და თავი ავარიდო, მაგრამ არ შემიძლია, და რასაც მე დავწერ ეხლა არ ეხება მარტო ქეთის ან მარტო კაიროს ეს ეხება ყველა ემიგრანტს სადაც არ უნდა იყოს ყველას!
![]() წავიდა.... ის უკვე თვითფრინავში ჯდება, მიდის მაგრამ ნაძალადევად, ფეხები ნაბიჯებს ძალად დგავენ, გული აქ რჩება, ოჯახო, მეგობრები, ნათესავები მაგრამ ეს დაწყევლილი ცხოვრება იძულებულს ხდის დატოვოს მიწა, რომელიც მისთვის ერთია და ვერავინ შეუცვლის გზად ქართული მიწა, ხატები და ლოცვანი მიაქვს, მას იქ უცხო მიწაზე ხომ არავინ დაახვედრებს, მიაქვს იმიტომ რომ ნოსტალგიებით მაინც მოიგონოს საქართველო, რომელიც ესოდენ ტკბილია და ასევე ესოდენ მწარეა, მიწა რომელმაც გარიყა იგი და უცხო მიწაზე განამწესა, მაგრამ მას არ წყენია ესმის მისი, საქართველოსაც ხომ უჭირს და პირიქით იმ იმედით მიდის რომ ოდესღაც ჩამოვა და დაეხმარება დაჭრილ საქართველოს. საქართველოს რომელსაც ყოველთვის ჰყავდა მტერი, მაგრამ იგი გადარჩა და მასაც იმედი რჩება რომ როცა ჩამოვა ისევ "ცოცხალი" დახვდება მშობლიური მიწა, მაგრამ ჩამოვა რო? ორად გაყოფილა ერთი "მე" ეუბნება: "რა დაგრჩენია იმ დასაწვავ მიწაზე, იმან ხომ გაგრიყა და გამოგაგდო" მეორე "მე" კი ეუბნება:"აუცილებლად უნდა დაბრუნდე, შენ მას ჭირდები თითოეული ქართველი სჭირდება და შენ ღალატობს მაას? ესეთ ფიქრები აწვალებდა მთელი გზის განმავლობაში და გაგიჟებამდეც კი მიჰყავდა იგი, მაგრამ გაუძლო და არჩევანი მომავლისთვის გადადო, როგორც იქნა ჩავიდა იმ მიწაზე, სადაც არავინ ელის და სადაც ყველა უცხოა მისთვის, მაგრამ რა უნდა ქნას ცხოვრება ვეშაპია რომელიც ყველაფერს ყლაპავს გზად და ისე უნდა მოახერხო რომ მის ყბაში არ მოხვდე ზუსტად ამ იმედით ჩავიდა ის იმ მიწაზე, იმ იმედით რომ იგი სამშობლოს რაღაცით დაეხმარება და "დაჭრილ" საქართველოს და რაღაცით მაინც მოუშუშებს ერთ ჭრილობას მაინც რომელიც ესოდენ ტკივა საქართველოს და მისწრება იქნება მისთვის. ნათლიაჩემიც გერმანიაშია 13 წელია და მისგან ვიცი თქვენი მდგომარეობა ანუ ემიგრანტების მდგომარეობა ყველა ერთნაირად მიყვარხართ ემიგრანტებო და მეც მტკივა ისე არა როგორც თქვენ, მაგრამ არც ჩამოგივარდებით, ნატრვად მართლა ის გამიხდა ყველა საქართველოში იყოთ არა და ალბათ მართლა როგორ ეშველებოდა საქართველო ყველა შვიდ მილიონ ნახევარი ერთად რომ ვიყოთ (ბოლო მონაცემებით ამდენი ქართველია ოფიციალუი ცნობებით საქართველოს ცათვლით მსოფლიოში) გაიხარეთ იდღეგრძელეთ უფალი გფარავდეთ და ღმერთს ებარებოდეთ ყველანი და იმ პატარა ჩანახატს გიძღვნით დიდი არაფერია მაგრამ გულის ამოძახილია. გენაცვალეთ ყველას მიყვარხართ ![]() ![]() ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd July 2025 - 12:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი