![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოგვეხსენება, რომ ქრისტიანობა არის მისიონერული, მაგრამ მისიონერი, როგორც ამას თანამედროვე პუბლიცისტი ამბობს: "ეკლესიაშიც არის და მის გარეთაც", ანუ მას უხდება საზოგადოების ენაზე საუბარი მისი მეთოდბით და სტილით, რაც ხშირად იმ საშიშროებასაც ქმნის, რომ მისიონერი საზოგადოების მსოფლმხედველობაზე გადაერთოს და მისიაც გაქრეს.
მინდა ვისაუბროთ, როგორ გვესმის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს გარემოება, სად არის ზღვარი? რა არის მეთოდი მისიისა, არის თუ არა ის ერთგვაროვანი და ცალსახა, თუ სიტუაციიდან სიტუაციამდე უნდა იცვლებოდეს?... საკუთარი მაგალითიდან შემიძლია ერთი ისტორია დავდო, ეს ისტორია დღემდე მახსოვს, როგორც შეცდომა, რომელსაც ვეღარ გამოვასწორებ. მარხვისას ერთმა ახლობელმა ჩემს დაბადების დღეზე ჩემთვის არასამარხვო კერძი გააკეთა და შემომთავაზა...რომ იტყვიან ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე ![]() არ მინდა განვაზოგადო ჩემი მაგალითი, მაგრამ მინდა ვისაუბროთ ჩვენი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე რამდენად ადვილია მისია... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
ეკუმენისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 ![]() |
ბუნებრივია, რომ უნდა გვეცოდებოს გზას ამცდარი ადამიანი და შენი თბილი სიტყვები ლოგიკურიცაა.. მაგრამ როცა ვიღაც ასეთი ადამიანების პატრიარქისადმი შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეთანხმება, ამართლებს მათ საქციელს, იმის მისიონერობა რა იქნება არ ვიცი.. მისიონერად ის გამოდგება, ვისაც უყვარს თავისი რელიგია, თავისი პატრიარქი, მოძღვრები და ა. შ., ვისაც ეს დიდი სიყვარული ამოძრავებს და არა სარწმუნოებაში და ეკლესიის მსახურებში შეეჭვებული.. მარინე ლაპარაკობ ჩემზე, ხო და ნუ ამბობ "ვიღაცას" თქვი რომ ჩემზე გაქვს საუბარი! აღიარე! ანუ ჩემი მისიონერობაც მიუღებლად მიგაჩნია, რადგან მე შენ გგონივარ პატრიარქის მტერი, და ეკლესიის მტერი, და ბასილ კობახიძის დამცველი...ნუ რაღა გელაპარაკო ამის მერე, სამწუხაროა.... და ისე, რომ იცოდე, მე მისიონერობაში თუ ჩავერთე ვაპირებ სასულიერო და ლოცვების წიგნები გადავცე ხალხს (თუ ამას მისიონერობა ქვია), და არ დავიწყებ ქადაგებას.... |
marine |
![]()
პოსტი
#3
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,104 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
მარინე ლაპარაკობ ჩემზე, ხო და ნუ ამბობ "ვიღაცას" თქვი რომ ჩემზე გაქვს საუბარი! აღიარე! ანუ ჩემი მისიონერობაც მიუღებლად მიგაჩნია, რადგან მე შენ გგონივარ პატრიარქის მტერი, და ეკლესიის მტერი, და ბასილ კობახიძის დამცველი...ნუ რაღა გელაპარაკო ამის მერე, სამწუხაროა.... და ისე, რომ იცოდე, მე მისიონერობაში თუ ჩავერთე ვაპირებ სასულიერო და ლოცვების წიგნები გადავცე ხალხს (თუ ამას მისიონერობა ქვია), და არ დავიწყებ ქადაგებას.... მე შენ არ დამისახელებიხარ და შენ თავზე რატომ მიიღე? და თუ მიიღე, ესე იგი შენშია ეჭვები სარწმუნოებისა.. მისიონერობა არა მგონია მარტო ბუკლეტის შეჩეჩება იყოს.. ადამიანი, რომელიც იტვირთავს სხვათა მართლმადიდებლობაზე მოქცევას, ჯერ თვითონ უნდა იყოს თავის სარწმუნოებაში მტკიცე, უნდა იყოს შეყვარებული თავის პატრიარქში, მოძღვრებში და ა.შ. შეუძლებელია სხვა დაარწმუნო შენი სარწმუნოების ჭეშმარიტებაში, თუკი შენ თვითონ ეჭვი გეპარება ამაში.. "არ დავიწყებ ქადაგებას" ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი შეკითხვას დაგისვამს და შენ არაფერს ეტყვი?? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st August 2025 - 11:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი