გ უ რ ი ა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გ უ რ ი ა |
G A B O |
Jul 6 2007, 12:47 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
ვიცადე ვიცადე მეთქი გურულებს რაფერ ვაკადრო აი მეგრელმა კაცმა გურიაზე თემა გავხსნა მეთქი მარა.... ისე არაფერი გეტკინოთ არავის.
აქ ვისაუბროთ ამ კუთხის ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, საწესჩვეულებო თუ სხვა ნებისმიერ ასპექტზე, და რაც მთავარია მუსიკალურ ფოლკლორზე! დამეთანხმებით ძალიან მაგარი თემაა. ყოველშემთხვევაში გურია საქართველოს ერთ ერთი გამორჩეული კუთხეა, ყველა ასპექტში. განსაკუთრებით კი გურული სიმღერა. ნამდვილად რომ კაცობრიობის მონაპოვარია და მისი მნიშვნელობა უნივერსალურია არამხოლოდ საქართველოს ფარგლებში . გურია პოლიფონიის აკვანია და მუსიკალური აზროვნების ნამდვილი ევერესტი. მე მგონი კაი გამონათქვამი გამოვიდა. გამიხსენეთ გურულებოი მერე ამ სიტყვებიზა აბა დავიწყეთ: |
G A B O |
Jul 6 2007, 10:40 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
მგონი რაღაც არასწორედ გავაკეთე... საქ ე იმაშია რომ ეს თემაში მინდოდა სიმღერაზე ყოფილიყო აქცენტი. შესავლისთვის ძაან კარგი იყო გურიაზე ზოგადად კუთხეზე ორიოდ სიტყვის თქმა, მაგრამ როგორც ვხედავ აქ საუბარი სხვა კუთხით მიდის. ასე რომ მოდით დავიწყოთ საუბარი დიდ ფენომენზე გურულ სიმღერაზე. და ძალიან მინდა დავიწყოთ საუბარი უძველეს მომღერლებზე. ყველაზე ძველი მომღერალი მე ვინც ვიცი არის დათა გუგუნავა. თუ მასზე უფრო ძველი მომღერალია ცნობილი კარგი იქნება თუ მოგვაწოდებთ მათზე ინფორმაციას. ახლა კი დათა გუგუნავა:
"სოფელი ნაგომარი. XIX საუკუნის პირველი ნახევარი. თავადი დათა გუგუნავა, სიმონ გუგუნავას მამა. ძველი მომღერალი, რომელმაც გამოზარდა საუკეთესო მომღერალები: სამუელ ჩავლეიშვილი გურიაში. მის მიერ შეთხზულია შემდეგი სიმღერები: შავი შაშვი, გრძელი ღიღინი, სუფრის ხელხვავი, კრებულის მრავალჟამიერ და სხვა მთელი საგალობლები". |
N. R. |
Jul 6 2007, 12:24 PM
პოსტი
#3
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
მგონი რაღაც არასწორედ გავაკეთე... საქ ე იმაშია რომ ეს თემაში მინდოდა სიმღერაზე ყოფილიყო აქცენტი. შესავლისთვის ძაან კარგი იყო გურიაზე ზოგადად კუთხეზე ორიოდ სიტყვის თქმა, მაგრამ როგორც ვხედავ აქ საუბარი სხვა კუთხით მიდის. დამშვიდდი საყვარელო, ფოლკლორზე საუბრისას კუთხის ეთნოგენეზი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყველაფერზე ვისაუბროთ N. R. საინტერესო მოსაზრებებია, ზოგი არ ვიცოდი, ერთი-ორს დავამტებ ნ. ბერძენიშვილის აზრით სახელწოდება მოდის გურიანთიდან (გურიამთა), რომელიც თავდაპირველი ცენტრი იყო (შემორჩენილია ნაქალაქარი ვაშნარი გურიანთის თემის სოფელ ციხისფერდში) და იქიდან გავცედლა მთელ გურიაზე, მაგრამ ვერ ხსნის ადგილს რატომ ერქვა გურიამთა ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, რომ სახელი მოდის მცხოვრებთა თვისებიდან, გურიაობა, რაც ნიშნავს სიფიცხეს, ემოციებისადმი დაუფიქრებლად აყოლას კარგია ეს ვარიანტებიც რომ დაამატე ვ. ბატონიშვილის მოსაზრებასაც არ იზიარებენ, რამდენადაც ვიცი, თუ ვიპოვე ამაზე მასალა დავდებ, ბერძენიშვილის მოსაზრება კი ძალზედ საინტერესოა, არსად შემხვედრია. ვგონებ არც ეგ უნდა იყოს დიდად სანდო შეხედულება, რიავი -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი