![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
ვინაიდან ის თემა დროებით დახურულია, არადა აზრის გამოთქმის საშუალება არ მომეცა და არც ისაა ცხადი, ვინ როდის დაშოშმინდება, ამიტომ ხელახლა ვხსნი. იმ დისპუტში მონაწილე ხალხს ვთავაზობ უფრო ფართოდ შეხედოს პრობლემას და არა მარტო სიკვდილის დასჯის კუთხით.
1) მისაღებია თუ არა მართლმადიდებლისათვის სასამართლოს, როგორც სასჯელის გამომტანის, და ციხის, როგორც სასჯელის მოხდის ადგილის არსებობა? ციხეში (განსაკუთრებით ქართულ ციხეში) მოხვედრილი ადამიანი ხომ შეიძლება დაავადდეს და ეს მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს? 2) როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს? 3) ხომ არ ვეწინააღმდეგებით სახარების მრავალ ადგილს (ლოყის მიშვერის შესახებ, მახვილის ქარქაშში ჩაგების შესახებ, მოძულეთა და მტერთა კურთხევის შესახებ)? თუ ერთ შემთხვევაში (სიკვდილით დასჯის) წმიდა წერილს ვიხმობთ, რატომ არ ვაკეთებთ ამას სხვა შემთხვევაშიც? 4) რატომ არის სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის და ა.შ.) არსებობა გამართლებული მართლმადიდებლური თვალსაზრისით? აი ამ და ამ ტიპის სხვა კითხვებზე მაინტერესებს პასუხი, განსაკუთრებით მათგან, ვინც სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეა. ამ ეტაპზე მეჩვენება, რომ თუ მათ სურთ თანმიმდევრულები იყვნენ, სხვა ბევრი რამის წინააღმდეგიც უნდა იყვნენ (ან ყოველ შემთხვევაში მათ, ე.ი. პოლიციას, სასამართლოს და ა.შ არ უნდა იყენებდნენ). ხოლო თუ ამაზე უარს არიან, მაშინ ხომ არ გვაქვს მართლმადიდებლური სწავლების ფსევდომორფოზასთან საქმე, ე.ი. ხომ არ ენაცვლება მართლმადიდებლურ სწავლებას სხვა რამ (ჰუმანიზმი?)? და რა არის ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური სწავლება? მგონი პოლემიკურად არ დამიწერია, რა ვიცი. პ.ს. დარწმუნებული არ ვარ ეს კითხვები უკვე არ დასვა ვინმემ, მაგრამ 34 გვერდის წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
shota1 |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 2-September 06 წევრი № 138 ![]() |
ციხის არსებობის მთავარი მუღამი დასჯა კი არ არის, რეალურად საზოგადოებისაგან იზოლაციია მათი ვინც ზიანს აყენებს საზოგადოებას.
ეს მართმადიდებლური მიდგომა უნდა იყოს, სასჯელი საჭიროა არა თავისტავად დასჯისათვის, არამედ უკეთესი მომავლისათვის |
Sotiris |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
ციხის არსებობის მთავარი მუღამი დასჯა კი არ არის, რეალურად საზოგადოებისაგან იზოლაციია მათი ვინც ზიანს აყენებს საზოგადოებას. ეს მართმადიდებლური მიდგომა უნდა იყოს, ჰოდა არის თუ არა მართლმადიდებლური მიდგომა კაცის ციხეში ჩასმა (შენ თუ გინდა იზოლაცია დაარქვი)? სჯულისკანონს თუ შეხედავ, იქ არის საუბარი უზიარებლობაზე, ეკლესიაში საერთო მსახურებაზე არშეშვებაზე და ა.შ. ციხე იქ არ არის. აი ეს მაინტერესებს. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#4
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ჰოდა არის თუ არა მართლმადიდებლური მიდგომა კაცის ციხეში ჩასმა (შენ თუ გინდა იზოლაცია დაარქვი)? სჯულისკანონს თუ შეხედავ, იქ არის საუბარი უზიარებლობაზე, ეკლესიაში საერთო მსახურებაზე არშეშვებაზე და ა.შ. ციხე იქ არ არის. აი ეს მაინტერესებს. და რატომ უნდა ეწეროს სჯულისკანონში ციხის შესახებ? ეგ უფრო ბუნებრივად მეჩვენება რომ არ წერია... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Sotiris |
![]()
პოსტი
#5
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
და რატომ უნდა ეწეროს სჯულისკანონში ციხის შესახებ? არ უნდა ეწეროს და არც წერია, პირიქით უარყოფილია: დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მოწაფენი და მოციქულნი და მათ თანა შემდგომად მათსა და მსგავსადვე მათსა წმიდისა ეკლესიისა მისისა მღდელთმთავარნი და მოძღუარნი წარმართთა და ჰურიათაგან შეკრებულისა და საეშმაკოჲსა მძლავრებისა და საცთურისაგან განთავისუფლებულისა და მართლითა გონებითა და სარწმუნოებითა მეუფისა მიმართ დიდებისა და უფლისა ყოველთაჲსა მილტოლვილისა სიმრავლისა ღირსებით მწყემსად დაიდგინნეს რაჲ მადლისა მიერ, არა სამართალ ჰგონეს მათ, რაჲთამცა მსგავსად სამოქალაქოთა სჯულთაჲსა გუემით სტანჯვიდეს შეცოდებულთა, რამეთუ ყოვლითურთ სისულელედ და ფრიად უჯეროდ შეერაცხა მათ ამისი ქმნაჲ , არამედ უფროჲსღა მათ თანა ვნებად მზა იყვნეს, რომელნი-იგი პირველისავე ცთომისა მიმართ კუალადქცეულთა ვიდრემე მოქცევად მოსწრაფე იკვნეს. ხოლო ჯერეთ ცთომასავე შინა მყოფთა და მართლისა გზისაგან მიდრეკილთა მიმართ. ვითარცა მწყემსნი კეთილნი, გულსმოდგინებით მიიხილვიდეს და პირველვე სადმე მთხრებლად შთაბნეულთა მათ აღმოყვანებასა ყოვლითა მოსწრაფებითა იღუწიდეს. ხოლო აწვე ეგერა შეყროლებულთა და მძჳნვარედ დასნყულებულთა წყლულებისა მახჳლითა სულისაჲთა ყოვლად სიბრძნით და ჴელოვნებით განსწმედდეს და შემუსრვილებასა და დაჴსნილებასა მათსა მარტივთა რათმე წამალთა და სიტყჳერთა საკრველთა მიერ შეჰკრვიდეს და შეამტკიცებდეს და ესრეთ მადლითა და თანამოქმედებითა სულისაჲთა პირველისა მის სიმრთელისა მიმართ კუალად-აგებდეს მოუძლურებულთა მათ. ე.ი. საეკლესიო თვალსაზრისით ცემა, წამება და ა.შ., რაც იმდროინდელ სამოქალაქო სამართალს ახასიათებდა, უარყოფილია. ანუ საეკლესიო სამართალი და სამოქალაქო სამართალი გამიჯნულია, სამოქალაქოში რაც უნდათ ის ქნანო, ჩვენ საეკლესიო სასჯელის თვალსაზრისით ეს მიგვაჩნია სწორადო. ჰოდა თუ სამოქალაქო სამართლის სიკვდილით დასჯას უარყოფ, რატომ არ უნდა უარყო აგრეთვე კაცის ციხეში ჩასმა? რატომ უნდა იყენებდე პოლიციას, სასამართლოს და ა.შ., მაგრამ სიკვდილით დასჯას უარყოფდე? სამუდამო პატიმრობას მე მაგალითად არ ვემხრობი. 30-წლიანი პატიმრობის შემდეგ რესოციალიზაცია რეალურად მიგაჩნიათ? ციტატა დიდი სჯულის კანონის დროინდელ მსოფლიოში როგორ გაქვთ მონაცემები გამოიყენებოდა პატიმრობა როგორც სასჯელის სახე (მე არ ვიცი)? ჯერ ერთი ვერ მივხდვი რას ნიშნავს დიდი სჯულისკანონის მსოფლიო. მსოფლიო კონსტანტინეპოლის დაცემამდე? ან რუსეთი და საქართველო მე-17 ს.-ში? მაგალითი უამრავია: ბიზანტიაში იყო მიღებული გადასახლება, ხალხისგან იზოლირება და ა.შ. ან იგივე მაქსიმე ბერძენი რომ გამომწყვდეული ჰყავდათ რუსებს, ეგ მგონი უნდა იცოდეთ. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 01:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი