![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
ვინაიდან ის თემა დროებით დახურულია, არადა აზრის გამოთქმის საშუალება არ მომეცა და არც ისაა ცხადი, ვინ როდის დაშოშმინდება, ამიტომ ხელახლა ვხსნი. იმ დისპუტში მონაწილე ხალხს ვთავაზობ უფრო ფართოდ შეხედოს პრობლემას და არა მარტო სიკვდილის დასჯის კუთხით.
1) მისაღებია თუ არა მართლმადიდებლისათვის სასამართლოს, როგორც სასჯელის გამომტანის, და ციხის, როგორც სასჯელის მოხდის ადგილის არსებობა? ციხეში (განსაკუთრებით ქართულ ციხეში) მოხვედრილი ადამიანი ხომ შეიძლება დაავადდეს და ეს მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს? 2) როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს? 3) ხომ არ ვეწინააღმდეგებით სახარების მრავალ ადგილს (ლოყის მიშვერის შესახებ, მახვილის ქარქაშში ჩაგების შესახებ, მოძულეთა და მტერთა კურთხევის შესახებ)? თუ ერთ შემთხვევაში (სიკვდილით დასჯის) წმიდა წერილს ვიხმობთ, რატომ არ ვაკეთებთ ამას სხვა შემთხვევაშიც? 4) რატომ არის სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის და ა.შ.) არსებობა გამართლებული მართლმადიდებლური თვალსაზრისით? აი ამ და ამ ტიპის სხვა კითხვებზე მაინტერესებს პასუხი, განსაკუთრებით მათგან, ვინც სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეა. ამ ეტაპზე მეჩვენება, რომ თუ მათ სურთ თანმიმდევრულები იყვნენ, სხვა ბევრი რამის წინააღმდეგიც უნდა იყვნენ (ან ყოველ შემთხვევაში მათ, ე.ი. პოლიციას, სასამართლოს და ა.შ არ უნდა იყენებდნენ). ხოლო თუ ამაზე უარს არიან, მაშინ ხომ არ გვაქვს მართლმადიდებლური სწავლების ფსევდომორფოზასთან საქმე, ე.ი. ხომ არ ენაცვლება მართლმადიდებლურ სწავლებას სხვა რამ (ჰუმანიზმი?)? და რა არის ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური სწავლება? მგონი პოლემიკურად არ დამიწერია, რა ვიცი. პ.ს. დარწმუნებული არ ვარ ეს კითხვები უკვე არ დასვა ვინმემ, მაგრამ 34 გვერდის წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
Lenus |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
ციტატა მსაჯული როდის დაუდგინა ისრაელს? ძველ აღთქმაში. იმავე ძველ აღთქმაში, ფაქტია, სიკვდილით დასჯა როგორც სასჯელის ფორმა გამოიყენებოდა. ისევე როგორც ისაა ფაქტი, რომ ებრაელები ბრძოლისას მტრებს კლავდნენ. კი, გამოიყენებოდა. თუმცა მცნებამ "არა კაც ჰკლა" განვითარება ჰპოვა, და უფრო სხვაგვარად გაიცნო კაცობირობამ ქრისტეს შემდეგ. ისევ როგორც მცნება შაბათის შესახებ. ციტატა მე იმას ვამბობ, რომ უნდა გაიმიჯნოს საერო და საეკლესიო სამართლის პოზიციები (და ეს კარგად ესმოდათ ბიზანტიელ კანონისტებს). თუ სიკვდილით დასჯა მიაჩნია ვინმეს არასწორად საერო სამართლის თვალსაზრისით, მაშინ საერთოდ არც სასამართლოს უნდა მიმართავდეს, არც პოლიციას და ა.შ. (ნუ გარევს ამაში საეკლესიო სამართალს). უნდა იყოს თავისთვის წყნარად და მშვიდად. აი ესაა თანმიმდევრული პოზიცია. კეისარს კეისრისა. გაიმიჯნა თავიდანვე, მაგრამ "არა კაც ჰკლა"-დან საერო ხელისუფლება არავის გაუთავისუფლებია. ციტატა მაგაზე წმიდა მამების კომენტარები არსებობს. ისე პავლე მოციქულს ჩამოთვლილი აქვს რამდეჯერ ცემეს და ტანჯეს ქრისტეს გულისთვის, მაგრამ არსად უწერია ფიზიკური წინააღმდეგობა გავუწიეო და თავ-ყბა ჩამოვუნგრიე ვინმესო კი ბატონო, მაგრამ ეგ ფაქტი რითი ეწინააღმდეგება იმას, რაც მე ვთქვი? ციტატა თუ სიკვდილით დასჯის უარმყოფს თანმიმდევრული სურს იყოს, მაშინ ეგ საქმე ღმერთს უნდა მიანდოს. მითუფრო მგონი მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა სწამდეს, რომ ღმერთის ნების გარეშე ერთი თმაც კი არ გაგვითეთრდება ან ჩამოგვივარდება ჰმმ. ![]() ანუ, გადავხტეთ მე-9 სართულიდან, თუ ღმერთს არ უნდა, მაინც არ მოვკვდებით, არა?? ციტატა თან რა სამართალი? საერო? საეკლესიო? საერო სამართალი. პოლიცია საეკლესიო სამართალს არ იცავს. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Sotiris |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
კი, გამოიყენებოდა. თუმცა მცნებამ "არა კაც ჰკლა" განვითარება ჰპოვა, და უფრო სხვაგვარად გაიცნო კაცობირობამ ქრისტეს შემდეგ. რა ვიცი, ერთის მხრივ იძახი წმიდა გიორგი დიდგორის ბრძოლაში იბრძოდა ქართველების მხარესო, მეორეს მხრივ ეს "არა კაც ჰკლა" აგიფარებია. ცხრა ძმა ხერხეულიძეს წმიდანებად აღიარებ, თუ სინოდის განჩინებას არ ეთანხმები? ციტატა ისევ როგორც მცნება შაბათის შესახებ. შაბათის შესახებ მცნებას არ ვიცნობთ მართლმადიდებლები. ციტატა კეისარს კეისრისა. გაიმიჯნა თავიდანვე, მაგრამ "არა კაც ჰკლა"-დან საერო ხელისუფლება არავის გაუთავისუფლებია. ეკლესიის პრაქტიკა სხვა რამეს გვეუბნება. ციტატა კი ბატონო, მაგრამ ეგ ფაქტი რითი ეწინააღმდეგება იმას, რაც მე ვთქვი? იმით, რომ თუ გსურს იყო სრული, როგორც ჩვენი ზეციური მამაა სრული, მაშინ ლოყა უნდა შეუშვირო სხვას. ციტატა ანუ, გადავხტეთ მე-9 სართულიდან, თუ ღმერთს არ უნდა, მაინც არ მოვკვდებით, არა?? ცხადია, ღმერთმა თუ არ დაუშვა, არ მოკვდები (მგონი გვწამს, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა). იუდამ ერთი ცდით თავი ვერ მოიკლა, რადგან ღმერთი შანსს აძლევდა კიდევ. ასევე მაცხოვარი ეუბნება მოციქულებს, რომ საწამლავს დაგალევინებენ და არ მოკვდებითო. რატომ? იმიტომ რომ ღმერთის ნება არ იყო. იოანე მოსხის ლიმონარში არის მოთხრობილი ეპისკოპოს იულიანე ბოსტრელის შესახებ, რომელმაც იცოდა, რომ საწამლავიან თასს აძლევდნენ, ჯვარი გადასახა და არაფერი ვნება არ მიადგა. რატომ? იმიტომ რომ ღმერთის ნება არ იყო. მაგრამ საერთოდ შენი პასუხი არაფერ შუაში იყო ჩემს კითხვასთან. მე ვამბობ, რომ თუ სიკვდილით დასჯას უარყოფ, რატომ არ უარყოფ საერთოდ ვინმეს დასჯას? რატომ მიმართავ მაინც პოლიციას, სასამართლოს და ა.შ.? საიდან გაქვს ვინმეს დასჯის უფლება? იყავი შენთვის და ეგ ამბები "წარმართებმა" და "უღმერთოებმა" აკეთონ. თან სახარებისეულ იდეალთანაც ახლოს იქნები. ციტატა საერო სამართალი. პოლიცია საეკლესიო სამართალს არ იცავს. ჰოდა ეგ საერო სამართალი რა არის? ღმრთაებრივი წარმომავლობისაა? რატომ უნდა დაიცვას იგი ხალხმა? სად წერია ახალ აღთქმაში (ნუ რახან ძველი გვერდზე გადადე) ქურდი უნდა დაიჭირო და ციხეში ჩააყუდოო? ცოდვას უწოდებს ცოდვას, მაგრამ სადაა იქ რამე ნათქვამი საერო სამართლით უნდა დასაჯო აუცილებლად ყველაო? თუ მართლმადიდებლური სწავლება ჟეგლოვის დაწერილი ჰგონია ზოგიერთს, вор должен сидеть в тюрьме-ო? და თუ ქურდობისთვის ციხეში ჩასმა არის შესაძლებელი, სიკვდილით დასჯა რატომ არის დაუშვებელი ვთქვათ განზრახ მკვლელობისთვის საერო სამართლის თვალსაზრისით? -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 01:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი