![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
ვინაიდან ის თემა დროებით დახურულია, არადა აზრის გამოთქმის საშუალება არ მომეცა და არც ისაა ცხადი, ვინ როდის დაშოშმინდება, ამიტომ ხელახლა ვხსნი. იმ დისპუტში მონაწილე ხალხს ვთავაზობ უფრო ფართოდ შეხედოს პრობლემას და არა მარტო სიკვდილის დასჯის კუთხით.
1) მისაღებია თუ არა მართლმადიდებლისათვის სასამართლოს, როგორც სასჯელის გამომტანის, და ციხის, როგორც სასჯელის მოხდის ადგილის არსებობა? ციხეში (განსაკუთრებით ქართულ ციხეში) მოხვედრილი ადამიანი ხომ შეიძლება დაავადდეს და ეს მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს? 2) როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს? 3) ხომ არ ვეწინააღმდეგებით სახარების მრავალ ადგილს (ლოყის მიშვერის შესახებ, მახვილის ქარქაშში ჩაგების შესახებ, მოძულეთა და მტერთა კურთხევის შესახებ)? თუ ერთ შემთხვევაში (სიკვდილით დასჯის) წმიდა წერილს ვიხმობთ, რატომ არ ვაკეთებთ ამას სხვა შემთხვევაშიც? 4) რატომ არის სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის და ა.შ.) არსებობა გამართლებული მართლმადიდებლური თვალსაზრისით? აი ამ და ამ ტიპის სხვა კითხვებზე მაინტერესებს პასუხი, განსაკუთრებით მათგან, ვინც სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეა. ამ ეტაპზე მეჩვენება, რომ თუ მათ სურთ თანმიმდევრულები იყვნენ, სხვა ბევრი რამის წინააღმდეგიც უნდა იყვნენ (ან ყოველ შემთხვევაში მათ, ე.ი. პოლიციას, სასამართლოს და ა.შ არ უნდა იყენებდნენ). ხოლო თუ ამაზე უარს არიან, მაშინ ხომ არ გვაქვს მართლმადიდებლური სწავლების ფსევდომორფოზასთან საქმე, ე.ი. ხომ არ ენაცვლება მართლმადიდებლურ სწავლებას სხვა რამ (ჰუმანიზმი?)? და რა არის ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური სწავლება? მგონი პოლემიკურად არ დამიწერია, რა ვიცი. პ.ს. დარწმუნებული არ ვარ ეს კითხვები უკვე არ დასვა ვინმემ, მაგრამ 34 გვერდის წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
Lenus |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
ციტატა რა ვიცი, ერთის მხრივ იძახი წმიდა გიორგი დიდგორის ბრძოლაში იბრძოდა ქართველების მხარესო, მეორეს მხრივ ეს "არა კაც ჰკლა" აგიფარებია. ცხრა ძმა ხერხეულიძეს წმიდანებად აღიარებ, თუ სინოდის განჩინებას არ ეთანხმები? შენ ისე მოგდის ან ვხოცოთ სუყველა ან არავინ, ასე არაა. შენც იცი რომ არაა და რატომ გინდა ყველა ცნება ერთად აითქვიფოს? ციტატა შაბათის შესახებ მცნებას არ ვიცნობთ მართლმადიდებლები საკითხს თავს არიდებ. ციტატა ეკლესიის პრაქტიკა სხვა რამეს გვეუბნება ვერ ვხვდები ბოდიში, რისი თქმა გინდა ამით. ციტატა იმით, რომ თუ გსურს იყო სრული, როგორც ჩვენი ზეციური მამაა სრული, მაშინ ლოყა უნდა შეუშვირო სხვას ეს საიდან ასეთი დასკვნა? ანუ, ლოყის შეშვერას რას ეძახი? მტერი რომ შემოგივარდება, ხმა არ უნდა გასცე? მე უკვე დავწერე, რასაც ვფიქრობ მაგ ნათავამზე. ციტატა ცხადია, ღმერთმა თუ არ დაუშვა, არ მოკვდები (მგონი გვწამს, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა). და რა უპასუხა ქრისტემ იგივე შეკითხვაზე ეშმაკს? ციტატა მაგრამ საერთოდ შენი პასუხი არაფერ შუაში იყო ჩემს კითხვასთან. მე ვამბობ, რომ თუ სიკვდილით დასჯას უარყოფ, რატომ არ უარყოფ საერთოდ ვინმეს დასჯას? რატომ მიმართავ მაინც პოლიციას, სასამართლოს და ა.შ.? საიდან გაქვს ვინმეს დასჯის უფლება? იყავი შენთვის და ეგ ამბები "წარმართებმა" და "უღმერთოებმა" აკეთონ. თან სახარებისეულ იდეალთანაც ახლოს იქნები. რა არის იცი? შენ ცდილობ ამ თემის შავ თეთრ ფერებში განხილვას. არაა ასეთი თემა. არ შეიძლება ან სუყველა ვხოცოთ, ან არავინ. შაბათის მცნების განმარტებაც ამიტომ მიიღეს იუდეველებმა. ეს ქვეყანა წარმართების და უღმერთოებისთვისაა მარტო შექმნილი? ციტატა ჰოდა ეგ საერო სამართალი რა არის? ღმრთაებრივი წარმომავლობისაა? რატომ უნდა დაიცვას იგი ხალხმა? სად წერია ახალ აღთქმაში (ნუ რახან ძველი გვერდზე გადადე) ქურდი უნდა დაიჭირო და ციხეში ჩააყუდოო? ცოდვას უწოდებს ცოდვას, მაგრამ სადაა იქ რამე ნათქვამი საერო სამართლით უნდა დასაჯო აუცილებლად ყველაო? თუ მართლმადიდებლური სწავლება ჟეგლოვის დაწერილი ჰგონია ზოგიერთს, вор должен сидеть в тюрьме-ო? და თუ ქურდობისთვის ციხეში ჩასმა არის შესაძლებელი, სიკვდილით დასჯა რატომ არის დაუშვებელი ვთქვათ განზრახ მკვლელობისთვის საერო სამართლის თვალსაზრისით? რა შუაშია ჟეგლოვი? ციხეში ჩასმას მოპარვისთვის და სიცოცხლის გამოსალმებას ნებისმიერი მიზეზის გამო ნუ ვადარებთ ერთმანეთს. სიცოცხლის ხელყოფა სხვაა და უბრალო დასჯა სხვაა. ან ყველაფერი ან არაფერი - ეს ის პრინციპი არაა, რომელიც ამ თემაზე მსჯელობისას გამოგადგება კაცს. ციტატა სტალინის შენეულ აპოლოგიას მაშინ რა ვუყოთ ეგ "ომში" გადიოდა ![]() ![]() ![]() -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Sotiris |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
Lenus
ვატყობ საქმე არ გამოვა: მე წინააღმდეგობას (უფრო სწორად წინააღმდეგობებს) ვხედავ და თქვენ თვალები გინდათ დახუჭოთ მაგაზე. ამიტომ დროებით ვწყვეტ ამ თემაში დაპოსტვას. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. Sotiris აუკრძალეთ ამ კაცს (თუ ქალს) მწვანე სმაილიკის გამოყენება, კაცს. აკრძალვით ვერ ამიკრძალავენ, დემოკრატია და დასავლური ფასეულობებია ახლა საქართველოში მოდაში. ჯანსაღი ნიანგისფერი მაგარია ![]() ციტატა და გულის მოკვლა და ფიზიკურად მოკვდინება რამ გაყო?! ![]() პრინციპში არაფერმა. წარმოიდგინე როგორ უკლავენ გულს მოსამართლეები დამნაშავეების დედებს, როდესაც ციხეში სვამენ მათს შვილებს ![]() -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 01:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი