სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Sotiris |
Jul 6 2007, 04:49 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ვინაიდან ის თემა დროებით დახურულია, არადა აზრის გამოთქმის საშუალება არ მომეცა და არც ისაა ცხადი, ვინ როდის დაშოშმინდება, ამიტომ ხელახლა ვხსნი. იმ დისპუტში მონაწილე ხალხს ვთავაზობ უფრო ფართოდ შეხედოს პრობლემას და არა მარტო სიკვდილის დასჯის კუთხით.
1) მისაღებია თუ არა მართლმადიდებლისათვის სასამართლოს, როგორც სასჯელის გამომტანის, და ციხის, როგორც სასჯელის მოხდის ადგილის არსებობა? ციხეში (განსაკუთრებით ქართულ ციხეში) მოხვედრილი ადამიანი ხომ შეიძლება დაავადდეს და ეს მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს? 2) როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს? 3) ხომ არ ვეწინააღმდეგებით სახარების მრავალ ადგილს (ლოყის მიშვერის შესახებ, მახვილის ქარქაშში ჩაგების შესახებ, მოძულეთა და მტერთა კურთხევის შესახებ)? თუ ერთ შემთხვევაში (სიკვდილით დასჯის) წმიდა წერილს ვიხმობთ, რატომ არ ვაკეთებთ ამას სხვა შემთხვევაშიც? 4) რატომ არის სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის და ა.შ.) არსებობა გამართლებული მართლმადიდებლური თვალსაზრისით? აი ამ და ამ ტიპის სხვა კითხვებზე მაინტერესებს პასუხი, განსაკუთრებით მათგან, ვინც სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეა. ამ ეტაპზე მეჩვენება, რომ თუ მათ სურთ თანმიმდევრულები იყვნენ, სხვა ბევრი რამის წინააღმდეგიც უნდა იყვნენ (ან ყოველ შემთხვევაში მათ, ე.ი. პოლიციას, სასამართლოს და ა.შ არ უნდა იყენებდნენ). ხოლო თუ ამაზე უარს არიან, მაშინ ხომ არ გვაქვს მართლმადიდებლური სწავლების ფსევდომორფოზასთან საქმე, ე.ი. ხომ არ ენაცვლება მართლმადიდებლურ სწავლებას სხვა რამ (ჰუმანიზმი?)? და რა არის ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური სწავლება? მგონი პოლემიკურად არ დამიწერია, რა ვიცი. პ.ს. დარწმუნებული არ ვარ ეს კითხვები უკვე არ დასვა ვინმემ, მაგრამ 34 გვერდის წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
| Lenus |
Jul 7 2007, 08:39 AM
პოსტი
#2
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
ციტატა შენ ამბობ სიკვდილით დასჯა დაუშვებელია და ამისთვის მეექვსე მცნებას იშველიებ. მე გეკითხები მაშინ რატომ არის ბრძოლაში კაცის მოკვლა დასაშვები. შენ პასუხს არ მცემ და ცნებების ათქვეფაზე გადაგაქვს საუბარი ანუ, გინდა თქვა, რომ ომში კაცის მოკვლა და დაუცველი პატიმრის ძელზე ჩამოკიდება ერთი და იგივეა? ომში კაცს კლავ, იმიტომ რომ ფიზიკური განადგურება გემუქრება. ეს საერო სამართლითაც დაშვებულია - თავდაცვის მიზნით ადამიანის მოკვლა. ვის ან რას იცავ შეპყრობილი კაცის გილიოტინაზე ანდა ელექტროსკამზე აბრძანებით? არავის! ეგ არის უბრალო შურისძიება!! ციტატა შაბათის დამცველი მართლმადიდებელი იპოვე ჯერ. შაბათს კეთილი საქმის კეთება და კაცის კვლა ბრძოლაში ერთია? რაღაც არადამაკმაყოფილებელი მაგალითი მოიყვანე რა შუაშუა შაბათი და სამშაბათი? საუბარია იმაზე რომ მცნება მშრალად არ უნდა გაიგო. ეს იყო განმარტებული იუდეველებისადმი ქრისტეს მოქმედებით. ციტატა Не всякое лишение жизни есть законопреступление. Не является беззаконным убийством: когда преступника наказывают смертью по правосудию; когда убивают неприятеля на войне за Государя и Отечество. გაგიკვირდება და ნამდვილად არ ვეწინააღდეგები იმას რაც აქ წერია. პარალელური მაგალითით, ტყუილი არაა ცოდვა, როდესაც მტერი გეკითხება შენიანების ადგილსამყოფელს ომისას. და აქედან რა დასკვნა გამოვიტანო? რომ ეკლესია ტყუილს ამართლებს? ეს ლოგიკური ამოცანა უფროა ვიდრე საღვთისმეტყველო ანალიზი. კარგად დაუკვირდი ვის ეხება ეს გამონაკლისები? ადამიანს, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო დადგა მკვლელობის არჩევანის წინაშე. ამაზე უკვე დავწერე იმ სხვა თემაშიც. ეს ეხება მოსამართლეს, ჯალათს, პროკურორს, პოლიციელს, ჯარისკაცს. ეს ხალხი მკველელებად არ უნდა გამოცხადნენო. მაჩვენე, კატეხიზმოში ან სადმე სხვაგან დაწერილი, რომ სიკვდილით დასჯას ამართლებს ეკლესია. სად წერია ასეთი რამ? ციტატა ლოყის შეშვერას ვეძახი წინააღმდეგობის არგაწევას ეს მაგალითი თემას გასცდა რატომღაც. ეს არავითარ შემთხვევაში არ მოიაზრება ამ საკითხთან კავშირში. ციტატა მტერი რომ შემოგივარდება, მაგის მოკვლას დასაშვებად მიიჩნევ და თუ დამნაშავე შემოგივარდა მოსაკლავად და მოკლა კიდეც ვინმე, მაგის სიკვდილით დასჯას დაუშვებლად. ლოგიკას ვერ ვხედავ. ლოგიკა ახსნილია პირველ პასუხში. თავდაცვის მიზნით მოკვლა სხვაა და შურისძიებით - სხვა. ციტატა რა უპასუხა მაგას არა აქვს მნიშვნელობა, რადგან შენ სხვა კითხვა დასვი: ანუ, გადავხტეთ მე-9 სართულიდან, თუ ღმერთს არ უნდა, მაინც არ მოვკვდებით, არა?? მე გიპასუხე, რომ თუ ღმერთის ნება არაა, მე-9 სართულიდან გადახტომით არ მოკვდებით. ისე კი სიმაღლიდან გადმოხტომა რა შუაშია პოლიციისთვის ან სასამართლოსთვის არმიმართვასთან? მე არ გიცნობ დიდი ხანია, ამგრამ სადაც წავიკითხე შენი ნაწერები, ლოგიკურ აზროვნებას ამჯღავნებ აშკარად. აქ ალბათ ან ჭადრაკს მეთამაშები, ან ცუდი დღე გაქვს უბრალოდ. ასე პირდაპირ რატომ იგებ სიტყვებს, შაბათისა არ იყოს? შენ თქვი, რომ ღმერთს რატომ არ მიენდობით ბოლომდეო, სამართალი რაღად გინდაო. გპასუხობ, ღმერთის ნებისადმი მინდობა და მისი ნების გამოცდა სხვადსხვა რამეა-თქო. თუ ქრისტემ უპასუხა ასეთივე "მაცდურ" (შენთან ბოდიში) შეკითხვაზე, "წერილ არს, არა განსცადო..." მე რა, იეღოველივით ასო-ასო დავიწყო სახარების გაგება და მთლიანი აზრი გამოვტოვო? ციტატა იმ შუაშია, რომ სახარებაში არ წერია ქურდი ციხეში ჩასვითო, ვგონებ სოტირის, ღმერთი გაგახარებს, ნუ მაწვალებ რა. არც ის წერია ორმაგი გამყოფი ხაზის გადაკვეთაზე 10 ლარი გადაიხადეო, მაგრამ სამართლის წიგნი ხომ არაა სახარება? ეგ რა შუაშია? ციტატა ნებისმიერი მიზეზი რას ჰქვია? თუნდაც რომელიმე მიზეზი, any reason, Любая причина. ანუ, რა მიზეზითაც არ უნდა კლავდე კაცს, ციხეში ჩაჯდომას ის ვერ გაუტოლდება. თემას გასცდა ეს საკითხიც მგონი. ციტატა ვინ მოგცა ვინმეს დასჯის უფლება? სად წერია სახარებაში ციხეში ჩასვით ყველა დამნაშავეო? ვინ ამიკრძალა? სად წერია სახარებაში არ დაგინახოთ ვინმე დააპატიმროთო? ციტატა აი ეს საიტი ნახე და დააკვირდი იმ სახელებს, ვინც ოცდაათიან და ორმოციან წლებში ივნო (თვეების მიხედვითაა ხსენებები დალაგებული, აგრეთვე ადგილების მიხედვითაც). თან ეს არის ზღვაში წვეთი, კანონიზაციების პროცესი ნელა მიმდინარეობს და სიას კიდევ მრავალი ახალმოწამე შეემატება. ვის წინააღმდეგ იყო ომი? თუ ნებას მომცემ ცალკე თემაში გესაუბრები სტალინზე. აქ ისედაც რთული საკითხი იხილება და კიდევ ერთი რთული საკითხით ვერცერთი თემა ვერ მოიგებს. საიტს გადავხედავ ამასობაში. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Sotiris როგორ შეაფასებდით სიკვდილით დასჯას II Jul 6 2007, 04:49 PM
კანუდოსელი
1) მისაღებია თუ არა ... Jul 6 2007, 04:57 PM
shota1 ციხის არსებობის მთ... Jul 6 2007, 04:57 PM
Sotiris
ციხის არსებობის მ... Jul 6 2007, 05:03 PM
კანუდოსელი
ჰოდა არის თუ არა მა... Jul 6 2007, 05:13 PM
Sotiris
და რატომ უნდა ეწერ... Jul 6 2007, 05:25 PM
IGI სასჯელს საერთოდ (დ... Jul 6 2007, 05:07 PM
Sotiris
სასჯელს საერთოდ (დ... Jul 6 2007, 05:12 PM
IGI სამუდამო პატიმრობ... Jul 6 2007, 05:15 PM
IGI დროს ვგულისხმობ რო... Jul 6 2007, 05:31 PM
Sotiris
დროს ვგულისხმობ რ... Jul 6 2007, 05:38 PM
IGI ერთ წელს რომ არ ჩამ... Jul 6 2007, 05:40 PM
Sotiris
ერთ წელს რომ არ ჩამ... Jul 6 2007, 07:08 PM
k@the მოკლედ მე პირადად ... Jul 6 2007, 05:44 PM
shota1 კაცი რომელიც ერთხე... Jul 6 2007, 05:47 PM
კანონისტი Sotiris
ძალიან კარგი კი... Jul 6 2007, 05:56 PM
IGI მე პირადად სიკვდილ... Jul 6 2007, 05:58 PM
Lenus Sotiris
სამწუხაროდ იქ ... Jul 6 2007, 06:08 PM
Sotiris
თუ მოსამართლე დაა... Jul 6 2007, 07:26 PM
მხევალი ნინო Lenus
სამართალი და წ... Jul 6 2007, 06:19 PM
პატრიოტი ძალიან დადებითად ვ... Jul 6 2007, 07:10 PM
Sotiris კიდევ ერთი კითხვა: ... Jul 6 2007, 07:11 PM
მხევალი ნინო Sotiris
არასოდეს მიფი... Jul 6 2007, 07:17 PM
Lenus
კი, გამოიყენებოდა. ... Jul 6 2007, 08:35 PM
Sotiris
კი, გამოიყენებოდა. ... Jul 6 2007, 09:06 PM
Sotiris
მაგრამ "არა კაც ჰ... Jul 6 2007, 09:25 PM
Lenus
შენ ისე მოგდის ან ... Jul 6 2007, 09:37 PM
Sotiris Lenus
ვატყობ საქმე არ ... Jul 6 2007, 09:52 PM
Sotiris ვატყობ ამ თემაში ა... Jul 6 2007, 11:48 PM
Lenus
სწორედ მანდაა ძაღ... Jul 6 2007, 09:54 PM
Sotiris მარტო ამაზე გიპასუ... Jul 7 2007, 03:15 PM
Lenus
გაგიგია?? ვისგან გ... Jul 7 2007, 03:17 PM
მევიოლინე
მართლა ძალიან შტე... Jul 7 2007, 06:39 PM
ნათია თქვენ აქ სასულიერო... Jul 7 2007, 03:33 PM
Lenus
ციტატას ვიღებ, ინტ... Jul 7 2007, 03:47 PM
Sotiris
გინდა ქართული კატ... Jul 7 2007, 07:22 PM
კანუდოსელი
სოტირის,საერთოდ ... Jul 9 2007, 11:53 AM
მნათე
ციხე საზოგადოებრ... Jul 7 2007, 06:55 PM
Sotiris
ციხე საზოგადოებრი... Jul 7 2007, 07:37 PM
Lenus
რას იმალებით ხალხ... Jul 7 2007, 07:14 PM
ubralod ninka
რას იმალებით ხალხ... Jul 7 2007, 07:19 PM
Lenus
და რატომ იმეორებ -... Jul 7 2007, 07:37 PM
Sotiris
აზრი თუ აქვს წინაა... Jul 7 2007, 08:21 PM
მნათე
დიახ, ის სახელმწიფ... Jul 7 2007, 07:59 PM
Sotiris
დიახ, ის სახელმწიფ... Jul 7 2007, 08:54 PM
მნათე
შვილო, მექანიკური ... Jul 7 2007, 09:07 PM
Sotiris
შვილო, მექანიკური ... Jul 7 2007, 11:42 PM
კანონისტი კიდევ ერთხელ ვაფიქ... Jul 8 2007, 08:46 PM
გიორგი
დასკვნის სახით შე... Jul 9 2007, 12:37 PM
მნათე
:lol: :lol: :lol:
---
პ.ს შემომ... Jul 9 2007, 12:47 PM
კანონისტი მნათე
თუ აკვირდებ... Jul 9 2007, 12:54 PM
ulvashi
ვითომ?
განკითხვა ე... Jul 9 2007, 12:57 PM
გიორგი
ვითომ?
განკითხვა ე... Jul 9 2007, 01:07 PM
კანონისტი ulvashi
ეგ პასუხი იმათ მ... Jul 9 2007, 01:08 PM
ulvashi
ამაზე კამათს აზრი ... Jul 9 2007, 04:16 PM
გიორგი
ამაზე კამათს აზრი ... Jul 9 2007, 04:20 PM
მართა არცერთ შემთხვევაშ... Jul 9 2007, 09:43 PM
გიორგი
არცერთ შემთხვევაშ... Jul 10 2007, 11:15 AM
ulvashi
მე ვარ სიკვდილით დ... Jul 10 2007, 10:06 AM
გიორგი "მე ვარ სიკვდილით... Jul 10 2007, 11:29 AM
k@the
არცერთ შემთხვევაშ... Jul 10 2007, 10:20 AM
ulvashi
შენ ილიას არ აღიარ... Jul 10 2007, 11:26 AM
გიორგი
შენ ილიას არ აღიარ... Jul 10 2007, 11:35 AM
კანონისტი ulvashi
:lol: :lol: :lol:
ილია რო... Jul 10 2007, 11:30 AM
ulvashi ხმას არ ამოვიღებ მ... Jul 10 2007, 11:34 AM
kato_Bato გიორგი
ისე კარგად ... Jul 10 2007, 11:42 AM
გიორგი
ისე კარგად ჩანს, რო... Jul 10 2007, 11:53 AM
kato_Bato გიორგი
მე ამ საკით... Jul 10 2007, 12:13 PM
d.p
არადა როდის ვიძახ... Jul 10 2007, 12:20 PM
მარიტა არ დაიღალეთ ამ თემ... Jul 10 2007, 12:32 PM
გიორგი kato_Bato
მართალი ხარ. გ... Jul 10 2007, 12:52 PM
კანუდოსელი
როდესაც არც მართლ... Jul 10 2007, 01:12 PM
გიორგი
მაგარი ლოგიკაა :D
რ... Jul 10 2007, 01:32 PM
მნათე
ვააააა ისლამისტე... Jul 10 2007, 01:13 PM
კანუდოსელი Сражайтесь все с многобожн... Jul 10 2007, 01:18 PM
მნათე კანუდოსელი
ლოგოსი... Jul 10 2007, 01:20 PM
კანუდოსელი
კანუდოსელი
ლოგოს... Jul 10 2007, 01:22 PM
მნათე
ინშ'ალაჰ, მაგის ი... Jul 10 2007, 01:23 PM
კანონისტი კანუდოსელი
მნათე
[s... Jul 10 2007, 01:30 PM
მნათე
ეს თემა განა, ამ მა... Jul 10 2007, 01:37 PM
კანონისტი მნათე
და კიდევ იმი... Jul 10 2007, 01:42 PM
კანუდოსელი
მეგონა ლოგოსის გა... Jul 10 2007, 04:12 PM
გიორგი
თურმე ლოგოსის გან... Jul 10 2007, 04:24 PM
კანუდოსელი
მოკლედ შენ რას ამტ... Jul 10 2007, 04:37 PM
გიორგი
მე ვამტკიცებ ერთა... Jul 10 2007, 04:46 PM
მნათე
ვაიმე ვგიჟდები ტუ... Jul 10 2007, 01:45 PM
კანონისტი მნათე
მაშ ზაზას მი... Jul 10 2007, 01:46 PM
მნათე
ქრისტეანობას შვი... Jul 10 2007, 01:47 PM
კანონისტი მნათე
რას ლაპარაკ... Jul 10 2007, 01:48 PM
მნათე
რას ნიშნავდა და ღა... Jul 10 2007, 01:53 PM
მნათე
კათოლიციზმში კი ს... Jul 10 2007, 04:46 PM
ზებედე ხალხნო, სიკვდილით ... Jul 10 2007, 04:51 PM
მხევალი ნინო ზებედე
კარგი რა, ა... Jul 10 2007, 04:55 PM
ზებედე
ზებედე
კარგი რა, ამ... Jul 10 2007, 04:58 PM
გიორგი კანუდოსელი, რომ გა... Jul 10 2007, 04:58 PM
მხევალი ნინო ზებედე
გუჯ,, ეს სხ... Jul 10 2007, 05:01 PM
ზებედე
ზებედე
გუჯ,, ეს სხვ... Jul 10 2007, 05:07 PM
მხევალი ნინო ზებედე
გუჯა ძალია... Jul 10 2007, 05:15 PM
მართა არა მე ის არ მითქვა... Jul 10 2007, 05:18 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th December 2025 - 06:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი