IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> როგორ შეაფასებდით სიკვდილით დასჯას II
Sotiris
პოსტი Jul 6 2007, 04:49 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ვინაიდან ის თემა დროებით დახურულია, არადა აზრის გამოთქმის საშუალება არ მომეცა და არც ისაა ცხადი, ვინ როდის დაშოშმინდება, ამიტომ ხელახლა ვხსნი. იმ დისპუტში მონაწილე ხალხს ვთავაზობ უფრო ფართოდ შეხედოს პრობლემას და არა მარტო სიკვდილის დასჯის კუთხით.

1) მისაღებია თუ არა მართლმადიდებლისათვის სასამართლოს, როგორც სასჯელის გამომტანის, და ციხის, როგორც სასჯელის მოხდის ადგილის არსებობა? ციხეში (განსაკუთრებით ქართულ ციხეში) მოხვედრილი ადამიანი ხომ შეიძლება დაავადდეს და ეს მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს?

2) როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს?

3) ხომ არ ვეწინააღმდეგებით სახარების მრავალ ადგილს (ლოყის მიშვერის შესახებ, მახვილის ქარქაშში ჩაგების შესახებ, მოძულეთა და მტერთა კურთხევის შესახებ)? თუ ერთ შემთხვევაში (სიკვდილით დასჯის) წმიდა წერილს ვიხმობთ, რატომ არ ვაკეთებთ ამას სხვა შემთხვევაშიც?

4) რატომ არის სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის და ა.შ.) არსებობა გამართლებული მართლმადიდებლური თვალსაზრისით?

აი ამ და ამ ტიპის სხვა კითხვებზე მაინტერესებს პასუხი, განსაკუთრებით მათგან, ვინც სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეა. ამ ეტაპზე მეჩვენება, რომ თუ მათ სურთ თანმიმდევრულები იყვნენ, სხვა ბევრი რამის წინააღმდეგიც უნდა იყვნენ (ან ყოველ შემთხვევაში მათ, ე.ი. პოლიციას, სასამართლოს და ა.შ არ უნდა იყენებდნენ). ხოლო თუ ამაზე უარს არიან, მაშინ ხომ არ გვაქვს მართლმადიდებლური სწავლების ფსევდომორფოზასთან საქმე, ე.ი. ხომ არ ენაცვლება მართლმადიდებლურ სწავლებას სხვა რამ (ჰუმანიზმი?)? და რა არის ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური სწავლება?

მგონი პოლემიკურად არ დამიწერია, რა ვიცი.

პ.ს. დარწმუნებული არ ვარ ეს კითხვები უკვე არ დასვა ვინმემ, მაგრამ 34 გვერდის წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
Lenus
პოსტი Jul 7 2007, 08:39 AM
პოსტი #2


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ციტატა
შენ ამბობ სიკვდილით დასჯა დაუშვებელია და ამისთვის მეექვსე მცნებას იშველიებ. მე გეკითხები მაშინ რატომ არის ბრძოლაში კაცის მოკვლა დასაშვები. შენ პასუხს არ მცემ და ცნებების ათქვეფაზე გადაგაქვს საუბარი


ანუ, გინდა თქვა, რომ ომში კაცის მოკვლა და დაუცველი პატიმრის ძელზე ჩამოკიდება ერთი და იგივეა? ომში კაცს კლავ, იმიტომ რომ ფიზიკური განადგურება გემუქრება. ეს საერო სამართლითაც დაშვებულია - თავდაცვის მიზნით ადამიანის მოკვლა. ვის ან რას იცავ შეპყრობილი კაცის გილიოტინაზე ანდა ელექტროსკამზე აბრძანებით? არავის! ეგ არის უბრალო შურისძიება!!

ციტატა
შაბათის დამცველი მართლმადიდებელი იპოვე ჯერ. შაბათს კეთილი საქმის კეთება და კაცის კვლა ბრძოლაში ერთია? რაღაც არადამაკმაყოფილებელი მაგალითი მოიყვანე

რა შუაშუა შაბათი და სამშაბათი? საუბარია იმაზე რომ მცნება მშრალად არ უნდა გაიგო. ეს იყო განმარტებული იუდეველებისადმი ქრისტეს მოქმედებით.

ციტატა
Не всякое лишение жизни есть законопреступление. Не является беззаконным убийством: когда преступника наказывают смертью по правосудию; когда убивают неприятеля на войне за Государя и Отечество.


გაგიკვირდება და ნამდვილად არ ვეწინააღდეგები იმას რაც აქ წერია. პარალელური მაგალითით, ტყუილი არაა ცოდვა, როდესაც მტერი გეკითხება შენიანების ადგილსამყოფელს ომისას. და აქედან რა დასკვნა გამოვიტანო? რომ ეკლესია ტყუილს ამართლებს? ეს ლოგიკური ამოცანა უფროა ვიდრე საღვთისმეტყველო ანალიზი.

კარგად დაუკვირდი ვის ეხება ეს გამონაკლისები? ადამიანს, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო დადგა მკვლელობის არჩევანის წინაშე. ამაზე უკვე დავწერე იმ სხვა თემაშიც. ეს ეხება მოსამართლეს, ჯალათს, პროკურორს, პოლიციელს, ჯარისკაცს. ეს ხალხი მკველელებად არ უნდა გამოცხადნენო. მაჩვენე, კატეხიზმოში ან სადმე სხვაგან დაწერილი, რომ სიკვდილით დასჯას ამართლებს ეკლესია. სად წერია ასეთი რამ?
ციტატა
ლოყის შეშვერას ვეძახი წინააღმდეგობის არგაწევას

ეს მაგალითი თემას გასცდა რატომღაც. ეს არავითარ შემთხვევაში არ მოიაზრება ამ საკითხთან კავშირში.
ციტატა
მტერი რომ შემოგივარდება, მაგის მოკვლას დასაშვებად მიიჩნევ და თუ დამნაშავე შემოგივარდა მოსაკლავად და მოკლა კიდეც ვინმე, მაგის სიკვდილით დასჯას დაუშვებლად. ლოგიკას ვერ ვხედავ.

ლოგიკა ახსნილია პირველ პასუხში. თავდაცვის მიზნით მოკვლა სხვაა და შურისძიებით - სხვა.

ციტატა
რა უპასუხა მაგას არა აქვს მნიშვნელობა, რადგან შენ სხვა კითხვა დასვი:

ანუ, გადავხტეთ მე-9 სართულიდან, თუ ღმერთს არ უნდა, მაინც არ მოვკვდებით, არა??

მე გიპასუხე, რომ თუ ღმერთის ნება არაა, მე-9 სართულიდან გადახტომით არ მოკვდებით. ისე კი სიმაღლიდან გადმოხტომა რა შუაშია პოლიციისთვის ან სასამართლოსთვის არმიმართვასთან?

მე არ გიცნობ დიდი ხანია, ამგრამ სადაც წავიკითხე შენი ნაწერები, ლოგიკურ აზროვნებას ამჯღავნებ აშკარად. აქ ალბათ ან ჭადრაკს მეთამაშები, ან ცუდი დღე გაქვს უბრალოდ.
ასე პირდაპირ რატომ იგებ სიტყვებს, შაბათისა არ იყოს? შენ თქვი, რომ ღმერთს რატომ არ მიენდობით ბოლომდეო, სამართალი რაღად გინდაო. გპასუხობ, ღმერთის ნებისადმი მინდობა და მისი ნების გამოცდა სხვადსხვა რამეა-თქო. თუ ქრისტემ უპასუხა ასეთივე "მაცდურ" (შენთან ბოდიში) შეკითხვაზე, "წერილ არს, არა განსცადო..." მე რა, იეღოველივით ასო-ასო დავიწყო სახარების გაგება და მთლიანი აზრი გამოვტოვო?

ციტატა
იმ შუაშია, რომ სახარებაში არ წერია ქურდი ციხეში ჩასვითო, ვგონებ

სოტირის, ღმერთი გაგახარებს, ნუ მაწვალებ რა. არც ის წერია ორმაგი გამყოფი ხაზის გადაკვეთაზე 10 ლარი გადაიხადეო, მაგრამ სამართლის წიგნი ხომ არაა სახარება? ეგ რა შუაშია?

ციტატა
ნებისმიერი მიზეზი რას ჰქვია?

თუნდაც რომელიმე მიზეზი, any reason, Любая причина.
ანუ, რა მიზეზითაც არ უნდა კლავდე კაცს, ციხეში ჩაჯდომას ის ვერ გაუტოლდება. თემას გასცდა ეს საკითხიც მგონი.

ციტატა
ვინ მოგცა ვინმეს დასჯის უფლება? სად წერია სახარებაში ციხეში ჩასვით ყველა დამნაშავეო?

ვინ ამიკრძალა? სად წერია სახარებაში არ დაგინახოთ ვინმე დააპატიმროთო?

ციტატა
აი ეს საიტი ნახე და დააკვირდი იმ სახელებს, ვინც ოცდაათიან და ორმოციან წლებში ივნო (თვეების მიხედვითაა ხსენებები დალაგებული, აგრეთვე ადგილების მიხედვითაც). თან ეს არის ზღვაში წვეთი, კანონიზაციების პროცესი ნელა მიმდინარეობს და სიას კიდევ მრავალი ახალმოწამე შეემატება. ვის წინააღმდეგ იყო ომი?

თუ ნებას მომცემ ცალკე თემაში გესაუბრები სტალინზე. აქ ისედაც რთული საკითხი იხილება და კიდევ ერთი რთული საკითხით ვერცერთი თემა ვერ მოიგებს. საიტს გადავხედავ ამასობაში.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 7 2007, 03:15 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



მარტო ამაზე გიპასუხებ.

ციტატა(Lenus @ Jul 7 2007, 08:39 AM) *

გაგიკვირდება და ნამდვილად არ ვეწინააღდეგები იმას რაც აქ წერია.


სხვათა შორის ერთადერთი ხარ სიკვდილის დასჯის მოწინააღმდეგეთა შორის, ვინც ამ ციტატას ღებულობს (სხვებმა დაწერეს ისლამიაო და ა.შ.). ახლიდან წავიკითხოთ:

571. ВСЯКОЕ ЛИ УБИЙСТВО ЯВЛЯЕТСЯ ЗАКОНОПРЕСТУПЛЕНИЕМ?
Не всякое лишение жизни есть законопреступление. Не является беззаконным убийством: когда преступника наказывают смертью по правосудию;

571. ნებისმიერი მკვლელობა არის სჯულის გადასვლა?
ნებისმიერი სიცოცხლის წართმევა არ არის სჯულის გადასვლა. არ არის უსჯულო მკვლელობა, როდესაც დამნაშავეს სამართლიანად სჯიან სიკვდილით.


ვინ სჯის, მოსამართლე, არა? ამის შემდეგ ასეთ რამეს ვკითხულობთ:

573. ЧТО ЕЩЁ ОТНОСИТСЯ К ЗАКОНОПРЕСТУПНОМУ УБИЙСТВУ?
Кроме непосредственного законопреступного убийства каким бы то ни было орудием, к этому же преступлению могут быть отнесены следующие, а также подобные им, случаи: когда судья осуждает подсудимого, невиновность которого ему известна;


ე.ი. როდესაც მოსამართლე სიკვდილით სჯის ბრალდებულს, რომლის უდანაშაულობა მისთვის ცნობილია, ეს არის სჯულის გარდასვლა.

ზუსტად იგივეს ვკითხულობთ ქართულ კატეხიზმოში:

მეექვსე მცნება
არა კაც-ჰკლა.

მეექვსე მცნება გვიკრძალავს მკვლელობას.

ყველა მკვლელობა სჯულის წინააღმდეგი არაა. სახელდობრ, როცა დამნაშავეს სჯიან სიკვდილით მართლმსაჯულებისამებრ და როცა მტერს ჰკლავენ ომში.

სჯულის დამრღვეველი მკვლელობაა, როცა მსაჯული სიკვდილით დასჯის ბრალდებულს, რომლის უბრალოება მან იცის;


ორივე ციტატიდან ნათლად ჩანს, რომ ზოგადად მოსამართლის მიერ დამნაშავის სიკვდილით დასჯა უსჯულოებად არ ითვლება. რატომ არ გინდა კატეხიზმოს ამ პოზიციის დანახვა, არ მესმის. ბუნებრივია, კატეხიზმო არ ამბობს, რომ სიკვდილით დასჯა სრულიად აუცილებელია, მაგრამ მისი არსებობის შემთხვევაში მას სჯულის გარდასვლად არ თვლის. მე მაგალითად არ მაქვს კონკრეტული პოზიცია სიკვდილით დასჯასთან მიმართებაში, უბრალოდ მის მოწინააღმდეგეთა არგუმენტაცია უცნაურად მეჩვენება.

პ.ს. ახლაც მიკვირს, ვინც სიკვდილით დასჯის წინააღმდეგია, იმის, რაც ადრე დავწერე, წინააღმდეგიც რატომ არ არის? არათანმიმდევრულია მათი პოზიცია, მაგრამ საქართველოში არასდროს მომხდარა ვინმეს საკუთარი პოზიციის არათანმიმდევრულობა ეღიარებინოს.

პ.პ.ს. სტალინისთვის გამონაკლისს რატომ აკეთებ? ხომ დავდე სია, ვის სჯიდნენ სიკვდილით მის დროს?


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Sotiris   როგორ შეაფასებდით სიკვდილით დასჯას II   Jul 6 2007, 04:49 PM
კანუდოსელი   1) მისაღებია თუ არა ...   Jul 6 2007, 04:57 PM
shota1   ციხის არსებობის მთ...   Jul 6 2007, 04:57 PM
Sotiris   ციხის არსებობის მ...   Jul 6 2007, 05:03 PM
კანუდოსელი   ჰოდა არის თუ არა მა...   Jul 6 2007, 05:13 PM
Sotiris   და რატომ უნდა ეწერ...   Jul 6 2007, 05:25 PM
IGI   სასჯელს საერთოდ (დ...   Jul 6 2007, 05:07 PM
Sotiris   სასჯელს საერთოდ (დ...   Jul 6 2007, 05:12 PM
IGI   სამუდამო პატიმრობ...   Jul 6 2007, 05:15 PM
IGI   დროს ვგულისხმობ რო...   Jul 6 2007, 05:31 PM
Sotiris   დროს ვგულისხმობ რ...   Jul 6 2007, 05:38 PM
IGI   ერთ წელს რომ არ ჩამ...   Jul 6 2007, 05:40 PM
Sotiris   ერთ წელს რომ არ ჩამ...   Jul 6 2007, 07:08 PM
k@the   მოკლედ მე პირადად ...   Jul 6 2007, 05:44 PM
shota1   კაცი რომელიც ერთხე...   Jul 6 2007, 05:47 PM
კანონისტი   Sotiris ძალიან კარგი კი...   Jul 6 2007, 05:56 PM
IGI   მე პირადად სიკვდილ...   Jul 6 2007, 05:58 PM
Lenus   Sotiris სამწუხაროდ იქ ...   Jul 6 2007, 06:08 PM
Sotiris   თუ მოსამართლე დაა...   Jul 6 2007, 07:26 PM
მხევალი ნინო   Lenus სამართალი და წ...   Jul 6 2007, 06:19 PM
პატრიოტი   ძალიან დადებითად ვ...   Jul 6 2007, 07:10 PM
Sotiris   კიდევ ერთი კითხვა: ...   Jul 6 2007, 07:11 PM
მხევალი ნინო   Sotiris არასოდეს მიფი...   Jul 6 2007, 07:17 PM
Lenus   კი, გამოიყენებოდა. ...   Jul 6 2007, 08:35 PM
Sotiris   კი, გამოიყენებოდა. ...   Jul 6 2007, 09:06 PM
Sotiris   მაგრამ "არა კაც ჰ...   Jul 6 2007, 09:25 PM
Lenus   შენ ისე მოგდის ან ...   Jul 6 2007, 09:37 PM
Sotiris   Lenus ვატყობ საქმე არ ...   Jul 6 2007, 09:52 PM
Sotiris   ვატყობ ამ თემაში ა...   Jul 6 2007, 11:48 PM
Lenus   სწორედ მანდაა ძაღ...   Jul 6 2007, 09:54 PM
Lenus   ანუ, გინდა თქვა, რო...   Jul 7 2007, 08:39 AM
Sotiris   მარტო ამაზე გიპასუ...   Jul 7 2007, 03:15 PM
Lenus   გაგიგია?? ვისგან გ...   Jul 7 2007, 03:17 PM
მევიოლინე   მართლა ძალიან შტე...   Jul 7 2007, 06:39 PM
ნათია   თქვენ აქ სასულიერო...   Jul 7 2007, 03:33 PM
Lenus   ციტატას ვიღებ, ინტ...   Jul 7 2007, 03:47 PM
Sotiris   გინდა ქართული კატ...   Jul 7 2007, 07:22 PM
კანუდოსელი   სოტირის,საერთოდ ...   Jul 9 2007, 11:53 AM
მნათე   ციხე საზოგადოებრ...   Jul 7 2007, 06:55 PM
Sotiris   ციხე საზოგადოებრი...   Jul 7 2007, 07:37 PM
Lenus   რას იმალებით ხალხ...   Jul 7 2007, 07:14 PM
ubralod ninka   რას იმალებით ხალხ...   Jul 7 2007, 07:19 PM
Lenus   და რატომ იმეორებ -...   Jul 7 2007, 07:37 PM
Sotiris   აზრი თუ აქვს წინაა...   Jul 7 2007, 08:21 PM
მნათე   დიახ, ის სახელმწიფ...   Jul 7 2007, 07:59 PM
Sotiris   დიახ, ის სახელმწიფ...   Jul 7 2007, 08:54 PM
მნათე   შვილო, მექანიკური ...   Jul 7 2007, 09:07 PM
Sotiris   შვილო, მექანიკური ...   Jul 7 2007, 11:42 PM
კანონისტი   კიდევ ერთხელ ვაფიქ...   Jul 8 2007, 08:46 PM
გიორგი   დასკვნის სახით შე...   Jul 9 2007, 12:37 PM
მნათე   :lol: :lol: :lol: --- პ.ს შემომ...   Jul 9 2007, 12:47 PM
კანონისტი   მნათე თუ აკვირდებ...   Jul 9 2007, 12:54 PM
ulvashi   ვითომ? განკითხვა ე...   Jul 9 2007, 12:57 PM
გიორგი   ვითომ? განკითხვა ე...   Jul 9 2007, 01:07 PM
კანონისტი   ulvashi ეგ პასუხი იმათ მ...   Jul 9 2007, 01:08 PM
ulvashi   ამაზე კამათს აზრი ...   Jul 9 2007, 04:16 PM
გიორგი   ამაზე კამათს აზრი ...   Jul 9 2007, 04:20 PM
მართა   არცერთ შემთხვევაშ...   Jul 9 2007, 09:43 PM
გიორგი   არცერთ შემთხვევაშ...   Jul 10 2007, 11:15 AM
ulvashi   მე ვარ სიკვდილით დ...   Jul 10 2007, 10:06 AM
გიორგი   "მე ვარ სიკვდილით...   Jul 10 2007, 11:29 AM
k@the   არცერთ შემთხვევაშ...   Jul 10 2007, 10:20 AM
ulvashi   შენ ილიას არ აღიარ...   Jul 10 2007, 11:26 AM
გიორგი   შენ ილიას არ აღიარ...   Jul 10 2007, 11:35 AM
კანონისტი   ulvashi :lol: :lol: :lol: ილია რო...   Jul 10 2007, 11:30 AM
ulvashi   ხმას არ ამოვიღებ მ...   Jul 10 2007, 11:34 AM
kato_Bato   გიორგი ისე კარგად ...   Jul 10 2007, 11:42 AM
გიორგი   ისე კარგად ჩანს, რო...   Jul 10 2007, 11:53 AM
kato_Bato   გიორგი მე ამ საკით...   Jul 10 2007, 12:13 PM
d.p   არადა როდის ვიძახ...   Jul 10 2007, 12:20 PM
მარიტა   არ დაიღალეთ ამ თემ...   Jul 10 2007, 12:32 PM
გიორგი   kato_Bato მართალი ხარ. გ...   Jul 10 2007, 12:52 PM
კანუდოსელი   როდესაც არც მართლ...   Jul 10 2007, 01:12 PM
გიორგი   მაგარი ლოგიკაა :D რ...   Jul 10 2007, 01:32 PM
მნათე   ვააააა ისლამისტე...   Jul 10 2007, 01:13 PM
კანუდოსელი   Сражайтесь все с многобожн...   Jul 10 2007, 01:18 PM
მნათე   კანუდოსელი ლოგოსი...   Jul 10 2007, 01:20 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი ლოგოს...   Jul 10 2007, 01:22 PM
მნათე   ინშ'ალაჰ, მაგის ი...   Jul 10 2007, 01:23 PM
კანონისტი   კანუდოსელი მნათე [s...   Jul 10 2007, 01:30 PM
მნათე   ეს თემა განა, ამ მა...   Jul 10 2007, 01:37 PM
კანონისტი   მნათე და კიდევ იმი...   Jul 10 2007, 01:42 PM
კანუდოსელი   მეგონა ლოგოსის გა...   Jul 10 2007, 04:12 PM
გიორგი   თურმე ლოგოსის გან...   Jul 10 2007, 04:24 PM
კანუდოსელი   მოკლედ შენ რას ამტ...   Jul 10 2007, 04:37 PM
გიორგი   მე ვამტკიცებ ერთა...   Jul 10 2007, 04:46 PM
მნათე   ვაიმე ვგიჟდები ტუ...   Jul 10 2007, 01:45 PM
კანონისტი   მნათე მაშ ზაზას მი...   Jul 10 2007, 01:46 PM
მნათე   ქრისტეანობას შვი...   Jul 10 2007, 01:47 PM
კანონისტი   მნათე რას ლაპარაკ...   Jul 10 2007, 01:48 PM
მნათე   რას ნიშნავდა და ღა...   Jul 10 2007, 01:53 PM
მნათე   კათოლიციზმში კი ს...   Jul 10 2007, 04:46 PM
ზებედე   ხალხნო, სიკვდილით ...   Jul 10 2007, 04:51 PM
მხევალი ნინო   ზებედე კარგი რა, ა...   Jul 10 2007, 04:55 PM
ზებედე   ზებედე კარგი რა, ამ...   Jul 10 2007, 04:58 PM
გიორგი   კანუდოსელი, რომ გა...   Jul 10 2007, 04:58 PM
მხევალი ნინო   ზებედე გუჯ,, ეს სხ...   Jul 10 2007, 05:01 PM
ზებედე   ზებედე გუჯ,, ეს სხვ...   Jul 10 2007, 05:07 PM
მხევალი ნინო   ზებედე გუჯა ძალია...   Jul 10 2007, 05:15 PM
მართა   არა მე ის არ მითქვა...   Jul 10 2007, 05:18 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 01:36 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი