![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
ვინაიდან ის თემა დროებით დახურულია, არადა აზრის გამოთქმის საშუალება არ მომეცა და არც ისაა ცხადი, ვინ როდის დაშოშმინდება, ამიტომ ხელახლა ვხსნი. იმ დისპუტში მონაწილე ხალხს ვთავაზობ უფრო ფართოდ შეხედოს პრობლემას და არა მარტო სიკვდილის დასჯის კუთხით.
1) მისაღებია თუ არა მართლმადიდებლისათვის სასამართლოს, როგორც სასჯელის გამომტანის, და ციხის, როგორც სასჯელის მოხდის ადგილის არსებობა? ციხეში (განსაკუთრებით ქართულ ციხეში) მოხვედრილი ადამიანი ხომ შეიძლება დაავადდეს და ეს მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს? 2) როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს? 3) ხომ არ ვეწინააღმდეგებით სახარების მრავალ ადგილს (ლოყის მიშვერის შესახებ, მახვილის ქარქაშში ჩაგების შესახებ, მოძულეთა და მტერთა კურთხევის შესახებ)? თუ ერთ შემთხვევაში (სიკვდილით დასჯის) წმიდა წერილს ვიხმობთ, რატომ არ ვაკეთებთ ამას სხვა შემთხვევაშიც? 4) რატომ არის სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის და ა.შ.) არსებობა გამართლებული მართლმადიდებლური თვალსაზრისით? აი ამ და ამ ტიპის სხვა კითხვებზე მაინტერესებს პასუხი, განსაკუთრებით მათგან, ვინც სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეა. ამ ეტაპზე მეჩვენება, რომ თუ მათ სურთ თანმიმდევრულები იყვნენ, სხვა ბევრი რამის წინააღმდეგიც უნდა იყვნენ (ან ყოველ შემთხვევაში მათ, ე.ი. პოლიციას, სასამართლოს და ა.შ არ უნდა იყენებდნენ). ხოლო თუ ამაზე უარს არიან, მაშინ ხომ არ გვაქვს მართლმადიდებლური სწავლების ფსევდომორფოზასთან საქმე, ე.ი. ხომ არ ენაცვლება მართლმადიდებლურ სწავლებას სხვა რამ (ჰუმანიზმი?)? და რა არის ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური სწავლება? მგონი პოლემიკურად არ დამიწერია, რა ვიცი. პ.ს. დარწმუნებული არ ვარ ეს კითხვები უკვე არ დასვა ვინმემ, მაგრამ 34 გვერდის წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
Lenus |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
ციტატა მე გამიგია რომ კანონიერი ქურდი "ტარასა" გელათის მონატერში ხშირად იყო გაგიგია?? ვისგან გაიგე? რა ნომერი მარშუტკა იყო ეგ სადაც გაიგე? ჩემო კარგო, სანამ დადასტურებული ინფორმაცია არ გაქვს, აქ მღვდელმთავრების და ღვთისმსახურების დისკრედიტაციას თავი დაანებე!მე არ ვიცი მევიოლინეებში როგორაა, მაგრამ სადაც მე გავზრდილვარ, ისე იქცევი, რომ ჩემს მშობლიურს აყენებ შეურაცხყოფას!!! და რა თემაც არ უნდა იყოს, "აპიაწ პრა მორე" ლაპარაკობ! თანაც, ვინ მოგცა უფლება, იერარქიით შენზე მაღლა მდგომს დისკრედიტაცია გაუკეთო თანაც საჯარო? თანაც აი, ასე - ვითომ არგუმენტირებულად, ვითომ სადღაც ყური მოჰკარი და ამიტომ უკვე დასკვნები და ანალიზიც მოგვაშველე იმ ყურმოკრულზე - მართლა ძალიან შტერი გგონია მგონი შენ მორწმუნე ხალხი! -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
მევიოლინე |
![]()
პოსტი
#3
|
![]() GUJAVIOLIN ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 99 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,391 ![]() |
მართლა ძალიან შტერი გგონია მგონი შენ მორწმუნე ხალხი! დავწერე სადმე შტერები ხართთქო? -------------------- ძირს ფანატიზმი! ძირს ეკუმენოფობია! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 01:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი