IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> როგორ შეაფასებდით სიკვდილით დასჯას II
Sotiris
პოსტი Jul 6 2007, 04:49 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ვინაიდან ის თემა დროებით დახურულია, არადა აზრის გამოთქმის საშუალება არ მომეცა და არც ისაა ცხადი, ვინ როდის დაშოშმინდება, ამიტომ ხელახლა ვხსნი. იმ დისპუტში მონაწილე ხალხს ვთავაზობ უფრო ფართოდ შეხედოს პრობლემას და არა მარტო სიკვდილის დასჯის კუთხით.

1) მისაღებია თუ არა მართლმადიდებლისათვის სასამართლოს, როგორც სასჯელის გამომტანის, და ციხის, როგორც სასჯელის მოხდის ადგილის არსებობა? ციხეში (განსაკუთრებით ქართულ ციხეში) მოხვედრილი ადამიანი ხომ შეიძლება დაავადდეს და ეს მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს?

2) როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს?

3) ხომ არ ვეწინააღმდეგებით სახარების მრავალ ადგილს (ლოყის მიშვერის შესახებ, მახვილის ქარქაშში ჩაგების შესახებ, მოძულეთა და მტერთა კურთხევის შესახებ)? თუ ერთ შემთხვევაში (სიკვდილით დასჯის) წმიდა წერილს ვიხმობთ, რატომ არ ვაკეთებთ ამას სხვა შემთხვევაშიც?

4) რატომ არის სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის და ა.შ.) არსებობა გამართლებული მართლმადიდებლური თვალსაზრისით?

აი ამ და ამ ტიპის სხვა კითხვებზე მაინტერესებს პასუხი, განსაკუთრებით მათგან, ვინც სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეა. ამ ეტაპზე მეჩვენება, რომ თუ მათ სურთ თანმიმდევრულები იყვნენ, სხვა ბევრი რამის წინააღმდეგიც უნდა იყვნენ (ან ყოველ შემთხვევაში მათ, ე.ი. პოლიციას, სასამართლოს და ა.შ არ უნდა იყენებდნენ). ხოლო თუ ამაზე უარს არიან, მაშინ ხომ არ გვაქვს მართლმადიდებლური სწავლების ფსევდომორფოზასთან საქმე, ე.ი. ხომ არ ენაცვლება მართლმადიდებლურ სწავლებას სხვა რამ (ჰუმანიზმი?)? და რა არის ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური სწავლება?

მგონი პოლემიკურად არ დამიწერია, რა ვიცი.

პ.ს. დარწმუნებული არ ვარ ეს კითხვები უკვე არ დასვა ვინმემ, მაგრამ 34 გვერდის წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
Lenus
პოსტი Jul 7 2007, 03:47 PM
პოსტი #2


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ციტატა
სხვათა შორის ერთადერთი ხარ სიკვდილის დასჯის მოწინააღმდეგეთა შორის, ვინც ამ ციტატას ღებულობს (სხვებმა დაწერეს ისლამიაო და ა.შ.). ახლიდან წავიკითხოთ:


ციტატას ვიღებ, ინტერპრეტაციას - არა. (არ ვიცი, სხვებივით ვერ ვერკვევი ისლამში შეიძლება).

სოტირის, ბოდიშის მოხდით იცი როგორი ლოგიკური შეცდომა მოგდის?
დაახლოებით ასეთი : ყველა ქალს გრძელი თმა აქვს - ე.ი. ვისაც გრძელი თმა აქვს - ქალია.

არაა ჩემო კეთილო თანაფორუმელო ასე. ჩემს ნათქვამს გადაავლე თვალი კიდევ ერთხელ და ნახავ რომ რაც ახალ შენ პასუხი გამეცი, რბილად რომ ვთქვათ მცოლოდ ბურთის ჩემ მხარეზე გადმოგდება იყო. ახალ ჩემი ჯერია. არადა შენ ადგილიდან არ დაძრულხარ - მეუბნები ისევ იგივეს. ეტყობა არგუმენტები შემოგელია, არ ვიცი...

რომელი მუხლი მომიყვანე, რაც ჩემს აქამდე ნათქვამს ეწინააღმდეგება. ისევ შენი ლოგიკური შეცდომის ირგვლივ ტრიალებ. თუ მოსამართლემ იცის რომ დასასჯელი არაა და დასჯის - მკვლელია. შენ არ იცი რომ მკვლელია? მეც ვიცი. ამით რა დაკსვნა გამოვიტანო? რომ თუ მოსამართლემ იცის რომ დამნაშავე დამნაშავეა, მაშინ მოსამართლე მკვლელი არ გახდება განაჩენის გამოტანისას. მივედით ისევ იქ.

გინდა ქართული კატეხიზმოდან მოიყვანე, გინდა რუსულიდან - მაინც ერთიდაიგივე წერია: თუ მოსამართლე დასჯის კანონის მიხედვით, არ უნდა ჩაითვალოს მკვლელად.

ჩვენ მივადექით სხვა განტოლებას: თუ ამას მივიღებთ როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციას, ნიშნავს თუ არა ეს რომ ეკლესია ამართლებს სიკვდილით დასჯას?

ეკლესია შესაძლოა ზოგადად ქვეყანაში არსებულ სიკვდილით დასჯის ცოდვას და პრაქტიკას იმ კერძო პიროვნების ცოდვად არ აღრიცხავდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანის მკვლელობას ცოდვად არ აღიარებს საერთოდ.

მოდი ომის მაგალითი განვიხილოთ. ომის დროს თუ კაცი მოკალი - არა ხარ მკვლელი. ნიშნავს თუ არა იმას, რომ ეკლესია ომის მომხრეა? ნამდვილად არა. ნიშნავს თუ არა რომ ეკლესია ომის მოწინააღმდეგეა? არარეალურია ეს შეკითხვა - ზოგადად მოწინააღმდეგეა, მაგრამ რეალური ცხოვრება გვაჩვენებს, რომ შენი პოზიციის მიუხედავად ომის დაწყება გარეშე ფაქტორებზეცაა დამოკიდებული - ამიტომ თავდაცვის მიზნით შესაძლებელია იარაღის ხელში აღება.

მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს თავდაცვის ფაქტორზე. სხვანაირად ამ საკითხს ვერ მივუდგებით. ე.წ. "რისკ-რევარდ" შეფარდება გამოდის (ბოდიში ინგლისურიზა).

ანუ შენი არჩევანის სასწორის ერთ თეფშზე დგას საშიშროება, და მეორეზე - მოქმედების სიმკაცრე.

მთავარი ამოსავალი წერტილი გადაწყვეტილების მიღებისას: რა გემუქრებოდა და აქედან გამომდინარე მიიღე თუ არა შესაფერისი (ადექვატური!!) ზომები. პროპორცია ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია!!

ახლა მითხარი - თუ შენს სიცოცხლეს, შენი ოჯახის, შენი ქვეყნის, სარწმუნოების არსებობას ემუქრება განადგურება - ღირს თუ არა ამისთვის აკურთხო კაცო რომ ჩახმახს ხელიგამოკრას?? ერთსულოვნად - კი!

კაცი რომელმაც ჩაიდინა დანაშაული - ყველაზე საზიზღარი თუნდაც - და ამჯამად მართლმსაჯულების ხელშია - რა საშიშროებას წარმოადგენს ეს კაცი ვინმესთვის??? არაფერს! შესაბამისად ადექვატურია თუ არა ასეთი კაცის მოკვლა? ნამდვილად არა. ზოგ ხელისუფლებას სჯერა რომ სხვებს აშინებს. ეკლესიას ამის არ სჯერა - ეს უბრალო შურისძიებაა!!! (აი აქ გიპასუხეს ისლამს ქადაგებთო). მაგრამ რა ვუყოთ თუ თავს ზემოთ მოსამართლეს ძალა არ აქვსო და უნდა დაემორჩილოს სხვის მიერ მიღებულ კანონებსო? არ ჩავუთვალოთ ამ კაცს პირად ცოდვადო!!!

მე დავიღალე და თქვენი არ ვიცი smile.gif

სტალინს შეეშვი რა, გითხარი ცაკლე თემაში განვიხილოთ მეთქი. რაც ამ თემას შეეხება, არსად განმიცხადებია, რომ სტალინი უცოდველია და წმინდანთა რანგში უნდა ვიხილოთ. მისი გადაწყვეტილების სასწორებს კი ქრისტე აწონ-დაწონის და რა ვიცი, ვნახოთ, რა მოხდება... კანონიზაციის პროცესი ერთია და რომელმა ეკლესიამ ან პატრაირქმა დაწყევლა და შეაჩვენა, ეს შემახსენე რა.

ციტატა
ყოჩაღ! ძლივს წავიკითხე ნორმალური არგუმენტები, გიორგიც კარგ რამეებს სწერდა


გუჯა, ხელისგულებს გაუფრთხილდი. ჯერ პასუხი არ დამიწერია smile.gif smile.gif


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 7 2007, 07:22 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(Lenus @ Jul 7 2007, 03:47 PM) *

გინდა ქართული კატეხიზმოდან მოიყვანე, გინდა რუსულიდან - მაინც ერთიდაიგივე წერია: თუ მოსამართლე დასჯის კანონის მიხედვით, არ უნდა ჩაითვალოს მკვლელად.


მერე მე სხვა რამე ვთქვი?

ციტატა
ჩვენ მივადექით სხვა განტოლებას: თუ ამას მივიღებთ როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციას, ნიშნავს თუ არა ეს რომ ეკლესია ამართლებს სიკვდილით დასჯას?

ეკლესია შესაძლოა ზოგადად ქვეყანაში არსებულ სიკვდილით დასჯის ცოდვას და პრაქტიკას იმ კერძო პიროვნების ცოდვად არ აღრიცხავდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანის მკვლელობას ცოდვად არ აღიარებს საერთოდ.

მოდი ომის მაგალითი განვიხილოთ. ომის დროს თუ კაცი მოკალი - არა ხარ მკვლელი. ნიშნავს თუ არა იმას, რომ ეკლესია ომის მომხრეა? ნამდვილად არა. ნიშნავს თუ არა რომ ეკლესია ომის მოწინააღმდეგეა? არარეალურია ეს შეკითხვა - ზოგადად მოწინააღმდეგეა, მაგრამ რეალური ცხოვრება გვაჩვენებს, რომ შენი პოზიციის მიუხედავად ომის დაწყება გარეშე ფაქტორებზეცაა დამოკიდებული - ამიტომ თავდაცვის მიზნით შესაძლებელია იარაღის ხელში აღება.


მე ასე ვატყობ, შენ სიტყვებზე დამიწყე ახლა კამათი. მე არსად დამიწერია ეკლესია მოითხოვს ვინმეს სიკვდილით დასჯას და აუცილებლად მიაჩნია სიკვდილით დასჯა. მე ის ვთქვი, რომ სიკვდილით დასჯას მისი არსებობის შემთხვევაში არ თვლის სჯულის გარდასვლად-მეთქი. აგერ, ახლიდან ვაკოპირებ:

ორივე ციტატიდან ნათლად ჩანს, რომ ზოგადად მოსამართლის მიერ დამნაშავის სიკვდილით დასჯა უსჯულოებად არ ითვლება. რატომ არ გინდა კატეხიზმოს ამ პოზიციის დანახვა, არ მესმის. ბუნებრივია, კატეხიზმო არ ამბობს, რომ სიკვდილით დასჯა სრულიად აუცილებელია, მაგრამ მისი არსებობის შემთხვევაში მას სჯულის გარდასვლად არ თვლის. მე მაგალითად არ მაქვს კონკრეტული პოზიცია სიკვდილით დასჯასთან მიმართებაში, უბრალოდ მის მოწინააღმდეგეთა არგუმენტაცია უცნაურად მეჩვენება.

ამასთან მგონია, რომ ან ადრე არამკაფიოდ ჩამოაყალიბე შენი პოზიცია, ან ახლა სხვა რამეს გვეუბნები, მაგალითისთვის, იმის მაგივრად, რომ გეთქვა, სტალინს ეკლესია ხალხის სიკვდილით დასჯას ცოდვად არ უთვლიდაო, დაწერე:

ციტატა
ეგ "ომში" გადიოდა


ე.ი. ბრძოლაში მტერის მოკვლით შეეცადე გაგემართლებინა.

ციტატა
ახლა მითხარი - თუ შენს სიცოცხლეს, შენი ოჯახის, შენი ქვეყნის, სარწმუნოების არსებობას ემუქრება განადგურება - ღირს თუ არა ამისთვის აკურთხო კაცო რომ ჩახმახს ხელიგამოკრას?? ერთსულოვნად - კი!


აი ეს კატეგორიული განცხადება, "ერთსულოვნად - კი", არ მეჩვენება მართლმადიდებლურად, თუგინდ იმიტომ, რომ მარტვილობას უარყოფს. ამ ლოგიკით რომაელი ჯარისკაცები რომ შეუვარდებოდნენ ქრისტიანებს ოჯახში შესაპყრობად და სიკვდილით დასასჯელად წასაყვანად, უცილობლად ფიზიკური წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ ქრისტიანებს? და საერთოდ, კიდევ ერთხელ გეკითხები, სახარებისეულ იდეალთან რა უფრო ახლოსაა, როდესაც სხვას ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევ, თუ როდესაც არ უწევ?

27. არამედ თქუენ გეტყჳ, რომელთა-ეგე გესმის: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა. 28. და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცვიდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ. 29. რომელმან გცეს ყურიმალსა შენსა, მიუპყარ ერთკერძოჲცა; და რომელი მიგიღებდეს შენ სამოსელსა შენსა, კუართსაცა შენსა ნუ აყენებ. 30. ყოველი რომელი გთხოვდეს, მიეც; და რომელი მიგიღებდეს შენ, ნუ მოჰჴდი. 31. და ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ. 32. და უკუეთუ გიყუარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რაჲ არს მადლი თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყუარეთა მათთა ჰყუარობენ. 33. და უკუეთუ კეთილის-მყოფელთა თქუენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფენ. 34. და უკუეთუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კუალად მოღებასა, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ცოდვილთა ავასხებენ, რაჲთა მოიღონ სწორი. 35. ხოლო თქუენ გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით და ავასხებდით და ნურარას უსასო ჰყოფთ, და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათჳსცა და უკეთურთა. 36. იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს. 37. ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ; და ნუ დასჯით და არა დაისაჯნეთ; მიუტევეთ და მოგეტევნენ. 38. მიეცით, და მოგეცეს თქუენ. საწყაული კეთილი და შეხრილი და დატენილი და ზედაგარდათხეული მოგცენ წიაღთა თქუენთა; მითვე საწყაულითა, რომლითა მიუწყოთ, კუალად მოგეწყოს თქუენ.

თუ ვინმემ რამე მოგპარა, რატომ მიმართავ პოლიციას? მარტო იმიტომ, რომ სხვას არ მოპაროს, თუ იმიტომ, რომ გსურს შენთვის მოპარული დაიბრუნო? და თუ ეს უკანასკნელი მართლაც ასეა, მაშინ როგორ შეუნდობ შენთვის ცუდის გამკეთებელს? დავიღალე იმის განმეორებით, რომ თუ სიკვდილით დასჯის ამბავში უნდა ვიღაცას "სრული" იყოს, რატომ არ უნდა სხვა რამეშიც იყოს?

ციტატა
კაცი რომელმაც ჩაიდინა დანაშაული - ყველაზე საზიზღარი თუნდაც - და ამჯამად მართლმსაჯულების ხელშია - რა საშიშროებას წარმოადგენს ეს კაცი ვინმესთვის??? არაფერს! შესაბამისად ადექვატურია თუ არა ასეთი კაცის მოკვლა? ნამდვილად არა.


ვინ მოგცა სხვისი დასჯის უფლება ციხეში ჩასმით? ამაზე პასუხს რატომ არ სცემ?

ციტატა
სტალინს შეეშვი რა, გითხარი ცაკლე თემაში განვიხილოთ მეთქი. რაც ამ თემას შეეხება, არსად განმიცხადებია, რომ სტალინი უცოდველია და წმინდანთა რანგში უნდა ვიხილოთ. მისი გადაწყვეტილების სასწორებს კი ქრისტე აწონ-დაწონის და რა ვიცი, ვნახოთ, რა მოხდება... კანონიზაციის პროცესი ერთია და რომელმა ეკლესიამ ან პატრაირქმა დაწყევლა და შეაჩვენა, ეს შემახსენე რა.


ე.ი. შენ ამბობ, რომ კაცზე, რომლის დროსაც ათასობით სასულიერო პირი დახვრიტეს ან ციხეში ამოხადეს სული (რომელთაგან მრავალი უკვე კანონიზირებულია), შეიძლება გვქონდეს მსჯელობა, იყო თუ არა ეკლესიის მოწინააღმდეგე? კაცზე, რომელიც სათავეში ედგა უღმერთო სახელმწიფოს, შეგვიძლია გვქონდეს მსჯელობა იყო თუ არა მართლმადიდებელი? რაც შეეხება ანათემას (იმ შემთხვევაში თუ სტალინს ნომინალურ მართლმადიდებლად თვლი) წმ. აღსარებელ ტიხონის ეს ეპისტოლეა საკმარისი:

Смиренный Тихон, Божиею милостию Патриарх Московский и всея России, возлюбленным о Господе архипастырям, пастырям и всем верным чадам Православной Церкви Российской.

«Да избавит нас Господь от настоящего века лукавого» (Гал. 1, 4).

Тяжкое время переживает ныне святая православная Церковь Христова в Русской земле: гонение воздвигли на истину Христову явные и тайные враги сей истины и стремятся к тому, чтобы погубить дело Христово и вместо любви христианской всюду сеять семена злобы, ненависти и братоубийственной брани. Забыты и попраны заповеди Христовы о любви к ближним — ежедневно доходят до нас известия об ужасных и зверских избиениях ни в чем не повинных и даже на одре болезни лежащих людей, виновных разве только в том, что честно исполняли свой долг перед родиной, что все силы полагали на служение благу народному. И все это совершается не только под покровом ночной темноты, но и вьявь — при дневном свете, с неслыханной доселе дерзостью и беспощадной жестокостью, без всякого суда и с попранием всякого права и законности — совершается в наши дни во всех почти городах и весях нашей отчизны: и в столицах, и на отдаленных окраинах (в Петрограде, Москве, Иркутске, Севастополе и др.). Все сие преисполняет сердце наше глубокою и болезненной скорбью и вынуждает нас обратиться к таковым извергам рода человеческого с грозным словом обличения и прещения по завету св. Апостола: «согрешающих пред всеми обличай, да и прочии страх имут» (1 Тим. 4,20). Опомнитесь, безумцы, прекратите ваши кровавые расправы. Ведь то, что творите вы, не только жестокое дело, оно — поистине дело сатанинское, за которое подлежите вы огню геенскому в жизни будущей — загробной и страшному проклятию потомства в жизни настоящей, земной. Властью, данною нам от Бога, запрещаем вам приступать к Тайнам Христовым, анафематствуем вас, если только вы носите еще имена христианские и по рождению своему принадлежите к Церкви Православной. Заклинаем и всех вас, верных чад Православной Церкви Христовой, не вступать с таковыми извергами рода человеческого в какое-либо общение «измите злаго от вас самих» (1 Кор. 5, 13). Гонение жесточайшее воздвигнуто и на Святую Церковь Христову: благодатные таинства, освящающие рождение на свет человека или благословляющие супружеский союз семьи христианской, — открыто объявляются ненужными, излишними; святые храмы подвергаются или разрушению через расстрел из орудий смертоносных (святые соборы Кремля Московского) или ограблению и кощунственному оскорблению (часовня Спасителя в Петрограде), чтимые верующим народом обители святые (как Александро-Невская и Почаевская лавры) захватываются безбожными властелинами тьмы века сего и объявляются каким-то якобы народным достоянием; школы, содержащиеся на средства Церкви Православной и подготовлявшие пастырей и учителей веры православной, признаются излишними и обращаются или в училища безверия или даже прямо в рассадники безнравственности. Имущества монастырей и церквей православных отбираются под предлогом, что это — народное достояние, но без всякого права и даже без желания считаться с законной волею самого народа. И, наконец, власть, обещавшая водворить порядок на Руси, право и правду, обеспечить свободу, — проявляет всюду только самое разнузданное своеволие и сплошное насилие над всеми и в частности — над святою Церковью Православною. Где же предел этим издевательствам над Церковью Христовой? Как и чем можно остановить это наступление на нее врагов неистовых? Зовем всех вас — верующих и верных чад Церкви: станьте на защиту оскорбляемой и угнетаемой ныне Святой Матери нашей. Враги Церкви захватывают власть над Нею и Её достоянием силою смертоносного оружия, а вы противостаньте им силою веры вашей, вашего властного всенародного вопля, который остановит безумцев и покажет им, что не имеют они права называть себя поборниками народного блага, строителями новой жизни по велению народного разума, ибо действуют даже прямо противно совести народной. А если нужно будет пострадать за дело Христово, зовем вас, возлюбленные чада Церкви, зовем вас на эти страдания вместе с собою словами св. Апостола: «Кто ны разлучит от любве Божия: скорбь ли, теснота, или гонение, или глад, или нагота, или беда, или меч» (Рим. 8, 35). А вы, братие архипастыри и пастыри, не медля ни одного часа в вашем духовном делании, с пламенною ревностью зовите чад ваших на защиту попираемых ныне прав Церкви Православной, немедленно устрояйте духовные союзы, зовите не нуждою, а доброю волею становиться в ряды духовных борцов, которые силе внешней противопоставят силу своего святого воодушевления, и мы твердо уповаем, что враги Церкви будут посрамлены и расточатся силою Креста Христова, ибо непреложно обетование Самого Божественного Крестоносца: «Созижду Церковь Мою, и врата адова не одолеют ей» (Матф. 16, 18).

ТИХОН, патриарх Московский и всея России
Января 19 дня, 1918 года.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Sotiris   როგორ შეაფასებდით სიკვდილით დასჯას II   Jul 6 2007, 04:49 PM
კანუდოსელი   1) მისაღებია თუ არა ...   Jul 6 2007, 04:57 PM
shota1   ციხის არსებობის მთ...   Jul 6 2007, 04:57 PM
Sotiris   ციხის არსებობის მ...   Jul 6 2007, 05:03 PM
კანუდოსელი   ჰოდა არის თუ არა მა...   Jul 6 2007, 05:13 PM
Sotiris   და რატომ უნდა ეწერ...   Jul 6 2007, 05:25 PM
IGI   სასჯელს საერთოდ (დ...   Jul 6 2007, 05:07 PM
Sotiris   სასჯელს საერთოდ (დ...   Jul 6 2007, 05:12 PM
IGI   სამუდამო პატიმრობ...   Jul 6 2007, 05:15 PM
IGI   დროს ვგულისხმობ რო...   Jul 6 2007, 05:31 PM
Sotiris   დროს ვგულისხმობ რ...   Jul 6 2007, 05:38 PM
IGI   ერთ წელს რომ არ ჩამ...   Jul 6 2007, 05:40 PM
Sotiris   ერთ წელს რომ არ ჩამ...   Jul 6 2007, 07:08 PM
k@the   მოკლედ მე პირადად ...   Jul 6 2007, 05:44 PM
shota1   კაცი რომელიც ერთხე...   Jul 6 2007, 05:47 PM
კანონისტი   Sotiris ძალიან კარგი კი...   Jul 6 2007, 05:56 PM
IGI   მე პირადად სიკვდილ...   Jul 6 2007, 05:58 PM
Lenus   Sotiris სამწუხაროდ იქ ...   Jul 6 2007, 06:08 PM
Sotiris   თუ მოსამართლე დაა...   Jul 6 2007, 07:26 PM
მხევალი ნინო   Lenus სამართალი და წ...   Jul 6 2007, 06:19 PM
პატრიოტი   ძალიან დადებითად ვ...   Jul 6 2007, 07:10 PM
Sotiris   კიდევ ერთი კითხვა: ...   Jul 6 2007, 07:11 PM
მხევალი ნინო   Sotiris არასოდეს მიფი...   Jul 6 2007, 07:17 PM
Lenus   კი, გამოიყენებოდა. ...   Jul 6 2007, 08:35 PM
Sotiris   კი, გამოიყენებოდა. ...   Jul 6 2007, 09:06 PM
Sotiris   მაგრამ "არა კაც ჰ...   Jul 6 2007, 09:25 PM
Lenus   შენ ისე მოგდის ან ...   Jul 6 2007, 09:37 PM
Sotiris   Lenus ვატყობ საქმე არ ...   Jul 6 2007, 09:52 PM
Sotiris   ვატყობ ამ თემაში ა...   Jul 6 2007, 11:48 PM
Lenus   სწორედ მანდაა ძაღ...   Jul 6 2007, 09:54 PM
Lenus   ანუ, გინდა თქვა, რო...   Jul 7 2007, 08:39 AM
Sotiris   მარტო ამაზე გიპასუ...   Jul 7 2007, 03:15 PM
Lenus   გაგიგია?? ვისგან გ...   Jul 7 2007, 03:17 PM
მევიოლინე   მართლა ძალიან შტე...   Jul 7 2007, 06:39 PM
ნათია   თქვენ აქ სასულიერო...   Jul 7 2007, 03:33 PM
Lenus   ციტატას ვიღებ, ინტ...   Jul 7 2007, 03:47 PM
Sotiris   გინდა ქართული კატ...   Jul 7 2007, 07:22 PM
კანუდოსელი   სოტირის,საერთოდ ...   Jul 9 2007, 11:53 AM
მნათე   ციხე საზოგადოებრ...   Jul 7 2007, 06:55 PM
Sotiris   ციხე საზოგადოებრი...   Jul 7 2007, 07:37 PM
Lenus   რას იმალებით ხალხ...   Jul 7 2007, 07:14 PM
ubralod ninka   რას იმალებით ხალხ...   Jul 7 2007, 07:19 PM
Lenus   და რატომ იმეორებ -...   Jul 7 2007, 07:37 PM
Sotiris   აზრი თუ აქვს წინაა...   Jul 7 2007, 08:21 PM
მნათე   დიახ, ის სახელმწიფ...   Jul 7 2007, 07:59 PM
Sotiris   დიახ, ის სახელმწიფ...   Jul 7 2007, 08:54 PM
მნათე   შვილო, მექანიკური ...   Jul 7 2007, 09:07 PM
Sotiris   შვილო, მექანიკური ...   Jul 7 2007, 11:42 PM
კანონისტი   კიდევ ერთხელ ვაფიქ...   Jul 8 2007, 08:46 PM
გიორგი   დასკვნის სახით შე...   Jul 9 2007, 12:37 PM
მნათე   :lol: :lol: :lol: --- პ.ს შემომ...   Jul 9 2007, 12:47 PM
კანონისტი   მნათე თუ აკვირდებ...   Jul 9 2007, 12:54 PM
ulvashi   ვითომ? განკითხვა ე...   Jul 9 2007, 12:57 PM
გიორგი   ვითომ? განკითხვა ე...   Jul 9 2007, 01:07 PM
კანონისტი   ulvashi ეგ პასუხი იმათ მ...   Jul 9 2007, 01:08 PM
ulvashi   ამაზე კამათს აზრი ...   Jul 9 2007, 04:16 PM
გიორგი   ამაზე კამათს აზრი ...   Jul 9 2007, 04:20 PM
მართა   არცერთ შემთხვევაშ...   Jul 9 2007, 09:43 PM
გიორგი   არცერთ შემთხვევაშ...   Jul 10 2007, 11:15 AM
ulvashi   მე ვარ სიკვდილით დ...   Jul 10 2007, 10:06 AM
გიორგი   "მე ვარ სიკვდილით...   Jul 10 2007, 11:29 AM
k@the   არცერთ შემთხვევაშ...   Jul 10 2007, 10:20 AM
ulvashi   შენ ილიას არ აღიარ...   Jul 10 2007, 11:26 AM
გიორგი   შენ ილიას არ აღიარ...   Jul 10 2007, 11:35 AM
კანონისტი   ulvashi :lol: :lol: :lol: ილია რო...   Jul 10 2007, 11:30 AM
ulvashi   ხმას არ ამოვიღებ მ...   Jul 10 2007, 11:34 AM
kato_Bato   გიორგი ისე კარგად ...   Jul 10 2007, 11:42 AM
გიორგი   ისე კარგად ჩანს, რო...   Jul 10 2007, 11:53 AM
kato_Bato   გიორგი მე ამ საკით...   Jul 10 2007, 12:13 PM
d.p   არადა როდის ვიძახ...   Jul 10 2007, 12:20 PM
მარიტა   არ დაიღალეთ ამ თემ...   Jul 10 2007, 12:32 PM
გიორგი   kato_Bato მართალი ხარ. გ...   Jul 10 2007, 12:52 PM
კანუდოსელი   როდესაც არც მართლ...   Jul 10 2007, 01:12 PM
გიორგი   მაგარი ლოგიკაა :D რ...   Jul 10 2007, 01:32 PM
მნათე   ვააააა ისლამისტე...   Jul 10 2007, 01:13 PM
კანუდოსელი   Сражайтесь все с многобожн...   Jul 10 2007, 01:18 PM
მნათე   კანუდოსელი ლოგოსი...   Jul 10 2007, 01:20 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი ლოგოს...   Jul 10 2007, 01:22 PM
მნათე   ინშ'ალაჰ, მაგის ი...   Jul 10 2007, 01:23 PM
კანონისტი   კანუდოსელი მნათე [s...   Jul 10 2007, 01:30 PM
მნათე   ეს თემა განა, ამ მა...   Jul 10 2007, 01:37 PM
კანონისტი   მნათე და კიდევ იმი...   Jul 10 2007, 01:42 PM
კანუდოსელი   მეგონა ლოგოსის გა...   Jul 10 2007, 04:12 PM
გიორგი   თურმე ლოგოსის გან...   Jul 10 2007, 04:24 PM
კანუდოსელი   მოკლედ შენ რას ამტ...   Jul 10 2007, 04:37 PM
გიორგი   მე ვამტკიცებ ერთა...   Jul 10 2007, 04:46 PM
მნათე   ვაიმე ვგიჟდები ტუ...   Jul 10 2007, 01:45 PM
კანონისტი   მნათე მაშ ზაზას მი...   Jul 10 2007, 01:46 PM
მნათე   ქრისტეანობას შვი...   Jul 10 2007, 01:47 PM
კანონისტი   მნათე რას ლაპარაკ...   Jul 10 2007, 01:48 PM
მნათე   რას ნიშნავდა და ღა...   Jul 10 2007, 01:53 PM
მნათე   კათოლიციზმში კი ს...   Jul 10 2007, 04:46 PM
ზებედე   ხალხნო, სიკვდილით ...   Jul 10 2007, 04:51 PM
მხევალი ნინო   ზებედე კარგი რა, ა...   Jul 10 2007, 04:55 PM
ზებედე   ზებედე კარგი რა, ამ...   Jul 10 2007, 04:58 PM
გიორგი   კანუდოსელი, რომ გა...   Jul 10 2007, 04:58 PM
მხევალი ნინო   ზებედე გუჯ,, ეს სხ...   Jul 10 2007, 05:01 PM
ზებედე   ზებედე გუჯ,, ეს სხვ...   Jul 10 2007, 05:07 PM
მხევალი ნინო   ზებედე გუჯა ძალია...   Jul 10 2007, 05:15 PM
მართა   არა მე ის არ მითქვა...   Jul 10 2007, 05:18 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 01:59 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი