![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
ვინაიდან ის თემა დროებით დახურულია, არადა აზრის გამოთქმის საშუალება არ მომეცა და არც ისაა ცხადი, ვინ როდის დაშოშმინდება, ამიტომ ხელახლა ვხსნი. იმ დისპუტში მონაწილე ხალხს ვთავაზობ უფრო ფართოდ შეხედოს პრობლემას და არა მარტო სიკვდილის დასჯის კუთხით.
1) მისაღებია თუ არა მართლმადიდებლისათვის სასამართლოს, როგორც სასჯელის გამომტანის, და ციხის, როგორც სასჯელის მოხდის ადგილის არსებობა? ციხეში (განსაკუთრებით ქართულ ციხეში) მოხვედრილი ადამიანი ხომ შეიძლება დაავადდეს და ეს მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს? 2) როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს? 3) ხომ არ ვეწინააღმდეგებით სახარების მრავალ ადგილს (ლოყის მიშვერის შესახებ, მახვილის ქარქაშში ჩაგების შესახებ, მოძულეთა და მტერთა კურთხევის შესახებ)? თუ ერთ შემთხვევაში (სიკვდილით დასჯის) წმიდა წერილს ვიხმობთ, რატომ არ ვაკეთებთ ამას სხვა შემთხვევაშიც? 4) რატომ არის სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის და ა.შ.) არსებობა გამართლებული მართლმადიდებლური თვალსაზრისით? აი ამ და ამ ტიპის სხვა კითხვებზე მაინტერესებს პასუხი, განსაკუთრებით მათგან, ვინც სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეა. ამ ეტაპზე მეჩვენება, რომ თუ მათ სურთ თანმიმდევრულები იყვნენ, სხვა ბევრი რამის წინააღმდეგიც უნდა იყვნენ (ან ყოველ შემთხვევაში მათ, ე.ი. პოლიციას, სასამართლოს და ა.შ არ უნდა იყენებდნენ). ხოლო თუ ამაზე უარს არიან, მაშინ ხომ არ გვაქვს მართლმადიდებლური სწავლების ფსევდომორფოზასთან საქმე, ე.ი. ხომ არ ენაცვლება მართლმადიდებლურ სწავლებას სხვა რამ (ჰუმანიზმი?)? და რა არის ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური სწავლება? მგონი პოლემიკურად არ დამიწერია, რა ვიცი. პ.ს. დარწმუნებული არ ვარ ეს კითხვები უკვე არ დასვა ვინმემ, მაგრამ 34 გვერდის წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
Lenus |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 ![]() |
ციტატა მერე მე სხვა რამე ვთქვი? და რატომ იმეორებ -მეთქი, ციტატა არასრულად მოიყვანე თორემ მე იქვე შეგეკითხე. ციტატა ამასთან მგონია, რომ ან ადრე არამკაფიოდ ჩამოაყალიბე შენი პოზიცია, ან ახლა სხვა რამეს გვეუბნები, მაგალითისთვის, იმის მაგივრად, რომ გეთქვა, სტალინს ეკლესია ხალხის სიკვდილით დასჯას ცოდვად არ უთვლიდაო, დაწერე: ციტატა ეგ "ომში" გადიოდა ოჰ, შენ რა სერიოზული ყოფილხარ. მე მაგ ნათქვამს სამი შენი მწვანე სმაილიკი მივახატე. ციტატა აი ეს კატეგორიული განცხადება, "ერთსულოვნად - კი", არ მეჩვენება მართლმადიდებლურად, თუგინდ იმიტომ, რომ მარტვილობას უარყოფს. ამ ლოგიკით რომაელი ჯარისკაცები რომ შეუვარდებოდნენ ქრისტიანებს ოჯახში შესაპყრობად და სიკვდილით დასასჯელად წასაყვანად, უცილობლად ფიზიკური წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ ქრისტიანებს? და საერთოდ, კიდევ ერთხელ გეკითხები, სახარებისეულ იდეალთან რა უფრო ახლოსაა, როდესაც სხვას ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევ, თუ როდესაც არ უწევ? ისევ შავ-თეთრი ფერები შემოგვერია მსჯელობაში. ხანდახან როდესაც უწევ, ხან - როდესაც არა. აზრი თუ აქვს წინააღდმეგობის გაწევას - უწევ. დავით აღმაშენებლის ძლევაი საკვირველი ხატად დაიწერა. რაო , გვეუბნები რომ დაჩოქება და კისრების მიშვერა უფრო ქრისტიანული იქნებოდა? დემეტრე II წმინდანად შეირაცხა. შენ ამბობ რომ არწასვლა და უაზრო წინააღმდეგობა ჯობდა? სასწორი არ დაგავიწყდეს სოტირის! შენ ყველაფერს ერთ ქვაბში ხარშავ. ციტატა სიკვდილით დასჯის ამბავში უნდა ვიღაცას "სრული" იყოს, რატომ არ უნდა სხვა რამეშიც იყოს "სრულ"-ში შენ თუ იმას გულისხმობ რო მე არც დავაჭერინო ჩემიანი მკვლელი - მე ვერ დაგეთანხმები რომ ეს მოთხოვნა იყოს ქრისტიანისადმი. არმოკვლას და არდაჭერას აიგივებ, ასე როგორ შეიძლება მსჯელობა?? შუალედი არ არსებობს? ციტატა კაცი რომელმაც ჩაიდინა დანაშაული - ყველაზე საზიზღარი თუნდაც - და ამჯამად მართლმსაჯულების ხელშია - რა საშიშროებას წარმოადგენს ეს კაცი ვინმესთვის??? არაფერს! შესაბამისად ადექვატურია თუ არა ასეთი კაცის მოკვლა? ნამდვილად არა. ვინ მოგცა სხვისი დასჯის უფლება ციხეში ჩასმით? ამაზე პასუხს რატომ არ სცემ? გიპასუხე და იგივეს მეკითხები ძვირფასო: ვინ ამიკრძალა?? მეორეც, ჩემს ციტატაზე თვალს რატომ ხუჭავ: რა საშიშროებას წარმოადგენს ტუსაღი, რატომ კლავ? ციტატა ე.ი. შენ ამბობ, რომ კაცზე, რომლის დროსაც ათასობით სასულიერო პირი დახვრიტეს ან ციხეში ამოხადეს სული (რომელთაგან მრავალი უკვე კანონიზირებულია), შეიძლება გვქონდეს მსჯელობა, იყო თუ არა ეკლესიის მოწინააღმდეგე? კაცზე, რომელიც სათავეში ედგა უღმერთო სახელმწიფოს, შეგვიძლია გვქონდეს მსჯელობა იყო თუ არა მართლმადიდებელი? რაც შეეხება ანათემას (იმ შემთხვევაში თუ სტალინს ნომინალურ მართლმადიდებლად თვლი) წმ. აღსარებელ ტიხონის ეს ეპისტოლეა საკმარისი: აი, ლოზუნგებით ლააპრაკს შენგან არ მოველოდი რა დაგიმალო. მთელი შენი ციტატა მარტო თარიღმა გააბათილა: ციტატა Января 19 дня, 1918 года. ამ დროს სტალინი არ ყოფილა საბჭოთა რუსეთის მმართველი. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 01:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი