![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
ვინაიდან ის თემა დროებით დახურულია, არადა აზრის გამოთქმის საშუალება არ მომეცა და არც ისაა ცხადი, ვინ როდის დაშოშმინდება, ამიტომ ხელახლა ვხსნი. იმ დისპუტში მონაწილე ხალხს ვთავაზობ უფრო ფართოდ შეხედოს პრობლემას და არა მარტო სიკვდილის დასჯის კუთხით.
1) მისაღებია თუ არა მართლმადიდებლისათვის სასამართლოს, როგორც სასჯელის გამომტანის, და ციხის, როგორც სასჯელის მოხდის ადგილის არსებობა? ციხეში (განსაკუთრებით ქართულ ციხეში) მოხვედრილი ადამიანი ხომ შეიძლება დაავადდეს და ეს მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს? 2) როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს? 3) ხომ არ ვეწინააღმდეგებით სახარების მრავალ ადგილს (ლოყის მიშვერის შესახებ, მახვილის ქარქაშში ჩაგების შესახებ, მოძულეთა და მტერთა კურთხევის შესახებ)? თუ ერთ შემთხვევაში (სიკვდილით დასჯის) წმიდა წერილს ვიხმობთ, რატომ არ ვაკეთებთ ამას სხვა შემთხვევაშიც? 4) რატომ არის სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის და ა.შ.) არსებობა გამართლებული მართლმადიდებლური თვალსაზრისით? აი ამ და ამ ტიპის სხვა კითხვებზე მაინტერესებს პასუხი, განსაკუთრებით მათგან, ვინც სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეა. ამ ეტაპზე მეჩვენება, რომ თუ მათ სურთ თანმიმდევრულები იყვნენ, სხვა ბევრი რამის წინააღმდეგიც უნდა იყვნენ (ან ყოველ შემთხვევაში მათ, ე.ი. პოლიციას, სასამართლოს და ა.შ არ უნდა იყენებდნენ). ხოლო თუ ამაზე უარს არიან, მაშინ ხომ არ გვაქვს მართლმადიდებლური სწავლების ფსევდომორფოზასთან საქმე, ე.ი. ხომ არ ენაცვლება მართლმადიდებლურ სწავლებას სხვა რამ (ჰუმანიზმი?)? და რა არის ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური სწავლება? მგონი პოლემიკურად არ დამიწერია, რა ვიცი. პ.ს. დარწმუნებული არ ვარ ეს კითხვები უკვე არ დასვა ვინმემ, მაგრამ 34 გვერდის წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა 1) მისაღებია თუ არა მართლმადიდებლისათვის სასამართლოს, როგორც სასჯელის გამომტანის, და ციხის, როგორც სასჯელის მოხდის ადგილის არსებობა? ციხეში (განსაკუთრებით ქართულ ციხეში) მოხვედრილი ადამიანი ხომ შეიძლება დაავადდეს და ეს მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს? ციხე საზოგადოებრივი მოვლენაა, ეკლესია რა შუაშია? მე როგორც მართლმადიდებელი ქრისტეანი, თავს მივაკუთვნებ ერთადერთ საკრებულოს - წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც კეისარს კეისრისას აძლევს... ციტატა 2) როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს? ქრისტეანობაში სასჯელი პირობითია - ის გულისხმობს მკაცრ რეჟიმს, რომელსაც ადამიანი ექიმთან ურთიერთობისას იღებს და ახორციელებს ![]() ციტატა 4) რატომ არის სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის და ა.შ.) არსებობა გამართლებული მართლმადიდებლური თვალსაზრისით? მართლმადიდებლურ თვალსაზრისს რამდენადაც ვიცი კრება აწესევს, კრებამ მსგავსი ინსტიტუტის მიღება-უარყოფა, სადმე დაგვიდგინა? ![]() პ.ს ვის კატეხიზმოებს დებ? ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Sotiris |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
ციხე საზოგადოებრივი მოვლენაა, ეკლესია რა შუაშია? სიკვდილით დასჯა საზოგადოებრივი მოვლენაა, ეკლესია რა შუაშია? ![]() ციტატა მე როგორც მართლმადიდებელი ქრისტეანი, თავს მივაკუთვნებ ერთადერთ საკრებულოს - წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც კეისარს კეისრისას აძლევს... სასამართლოს და პოლიციის არსებობის მიღება არ ნიშნავს, რომ შენ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, მას უცილობლად უნდა მიმართავდე. რატომ მიმართავ პოლიციას, თუ გაგქურდეს? რა არის უფრო ახლოს სახარების იდეალთან, მიმართო, თუ არ მიმართო? ციტატა ქრისტეანობაში სასჯელი პირობითია - ის გულისხმობს მკაცრ რეჟიმს, რომელსაც ადამიანი ექიმთან ურთიერთობისას იღებს და ახორციელებს ![]() შენი პასუხი საერთოდ არაა ჩემს კითხვასთან კავშირში. მე გეკითხები როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს? ხოლო რაც შეეხება სასჯელის შენეულ გაგებას, ერთი მაგარი სუსტი წერტილი აქვს, თუმცა ზოგადად ცუდი არაა ![]() ![]() ციტატა მართლმადიდებლურ თვალსაზრისს რამდენადაც ვიცი კრება აწესევს, ნუ ხო, ნიკიის კრებამდე რომ ეთქვა ვინმეს ძე ქმნილება არისო, მისაღები თეოლოგუმენი იქნებოდა. ან ხალკიდონამდე რომ ეთქვა ვინმეს, ქრისტეს ერთი ბუნება აქვს, ღმრთაებრივიო, ეგეც ![]() ციტატა კრებამ მსგავსი ინსტიტუტის მიღება-უარყოფა, სადმე დაგვიდგინა? ![]() ჩემი კითხვა იყო, რატომ არის დამსჯელი ორგანოების არსებობა მისაღები მართლმადიდებლისთვის. სიკვდილით დასჯა მიუღებელი ყოფილა და დამსჯელი ორგანოს არსებობა - კი. ციტატა პ.ს ვის კატეხიზმოებს დებ? ![]() ძალიან კარგ კატეხიზმოს ვდებ ![]() -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 02:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი