სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Sotiris |
Jul 6 2007, 04:49 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ვინაიდან ის თემა დროებით დახურულია, არადა აზრის გამოთქმის საშუალება არ მომეცა და არც ისაა ცხადი, ვინ როდის დაშოშმინდება, ამიტომ ხელახლა ვხსნი. იმ დისპუტში მონაწილე ხალხს ვთავაზობ უფრო ფართოდ შეხედოს პრობლემას და არა მარტო სიკვდილის დასჯის კუთხით.
1) მისაღებია თუ არა მართლმადიდებლისათვის სასამართლოს, როგორც სასჯელის გამომტანის, და ციხის, როგორც სასჯელის მოხდის ადგილის არსებობა? ციხეში (განსაკუთრებით ქართულ ციხეში) მოხვედრილი ადამიანი ხომ შეიძლება დაავადდეს და ეს მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს? 2) როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს? 3) ხომ არ ვეწინააღმდეგებით სახარების მრავალ ადგილს (ლოყის მიშვერის შესახებ, მახვილის ქარქაშში ჩაგების შესახებ, მოძულეთა და მტერთა კურთხევის შესახებ)? თუ ერთ შემთხვევაში (სიკვდილით დასჯის) წმიდა წერილს ვიხმობთ, რატომ არ ვაკეთებთ ამას სხვა შემთხვევაშიც? 4) რატომ არის სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის და ა.შ.) არსებობა გამართლებული მართლმადიდებლური თვალსაზრისით? აი ამ და ამ ტიპის სხვა კითხვებზე მაინტერესებს პასუხი, განსაკუთრებით მათგან, ვინც სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეა. ამ ეტაპზე მეჩვენება, რომ თუ მათ სურთ თანმიმდევრულები იყვნენ, სხვა ბევრი რამის წინააღმდეგიც უნდა იყვნენ (ან ყოველ შემთხვევაში მათ, ე.ი. პოლიციას, სასამართლოს და ა.შ არ უნდა იყენებდნენ). ხოლო თუ ამაზე უარს არიან, მაშინ ხომ არ გვაქვს მართლმადიდებლური სწავლების ფსევდომორფოზასთან საქმე, ე.ი. ხომ არ ენაცვლება მართლმადიდებლურ სწავლებას სხვა რამ (ჰუმანიზმი?)? და რა არის ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური სწავლება? მგონი პოლემიკურად არ დამიწერია, რა ვიცი. პ.ს. დარწმუნებული არ ვარ ეს კითხვები უკვე არ დასვა ვინმემ, მაგრამ 34 გვერდის წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
| Lenus |
Jul 7 2007, 07:37 PM
პოსტი
#2
|
![]() ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
ციტატა მერე მე სხვა რამე ვთქვი? და რატომ იმეორებ -მეთქი, ციტატა არასრულად მოიყვანე თორემ მე იქვე შეგეკითხე. ციტატა ამასთან მგონია, რომ ან ადრე არამკაფიოდ ჩამოაყალიბე შენი პოზიცია, ან ახლა სხვა რამეს გვეუბნები, მაგალითისთვის, იმის მაგივრად, რომ გეთქვა, სტალინს ეკლესია ხალხის სიკვდილით დასჯას ცოდვად არ უთვლიდაო, დაწერე: ციტატა ეგ "ომში" გადიოდა ოჰ, შენ რა სერიოზული ყოფილხარ. მე მაგ ნათქვამს სამი შენი მწვანე სმაილიკი მივახატე. ციტატა აი ეს კატეგორიული განცხადება, "ერთსულოვნად - კი", არ მეჩვენება მართლმადიდებლურად, თუგინდ იმიტომ, რომ მარტვილობას უარყოფს. ამ ლოგიკით რომაელი ჯარისკაცები რომ შეუვარდებოდნენ ქრისტიანებს ოჯახში შესაპყრობად და სიკვდილით დასასჯელად წასაყვანად, უცილობლად ფიზიკური წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ ქრისტიანებს? და საერთოდ, კიდევ ერთხელ გეკითხები, სახარებისეულ იდეალთან რა უფრო ახლოსაა, როდესაც სხვას ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევ, თუ როდესაც არ უწევ? ისევ შავ-თეთრი ფერები შემოგვერია მსჯელობაში. ხანდახან როდესაც უწევ, ხან - როდესაც არა. აზრი თუ აქვს წინააღდმეგობის გაწევას - უწევ. დავით აღმაშენებლის ძლევაი საკვირველი ხატად დაიწერა. რაო , გვეუბნები რომ დაჩოქება და კისრების მიშვერა უფრო ქრისტიანული იქნებოდა? დემეტრე II წმინდანად შეირაცხა. შენ ამბობ რომ არწასვლა და უაზრო წინააღმდეგობა ჯობდა? სასწორი არ დაგავიწყდეს სოტირის! შენ ყველაფერს ერთ ქვაბში ხარშავ. ციტატა სიკვდილით დასჯის ამბავში უნდა ვიღაცას "სრული" იყოს, რატომ არ უნდა სხვა რამეშიც იყოს "სრულ"-ში შენ თუ იმას გულისხმობ რო მე არც დავაჭერინო ჩემიანი მკვლელი - მე ვერ დაგეთანხმები რომ ეს მოთხოვნა იყოს ქრისტიანისადმი. არმოკვლას და არდაჭერას აიგივებ, ასე როგორ შეიძლება მსჯელობა?? შუალედი არ არსებობს? ციტატა კაცი რომელმაც ჩაიდინა დანაშაული - ყველაზე საზიზღარი თუნდაც - და ამჯამად მართლმსაჯულების ხელშია - რა საშიშროებას წარმოადგენს ეს კაცი ვინმესთვის??? არაფერს! შესაბამისად ადექვატურია თუ არა ასეთი კაცის მოკვლა? ნამდვილად არა. ვინ მოგცა სხვისი დასჯის უფლება ციხეში ჩასმით? ამაზე პასუხს რატომ არ სცემ? გიპასუხე და იგივეს მეკითხები ძვირფასო: ვინ ამიკრძალა?? მეორეც, ჩემს ციტატაზე თვალს რატომ ხუჭავ: რა საშიშროებას წარმოადგენს ტუსაღი, რატომ კლავ? ციტატა ე.ი. შენ ამბობ, რომ კაცზე, რომლის დროსაც ათასობით სასულიერო პირი დახვრიტეს ან ციხეში ამოხადეს სული (რომელთაგან მრავალი უკვე კანონიზირებულია), შეიძლება გვქონდეს მსჯელობა, იყო თუ არა ეკლესიის მოწინააღმდეგე? კაცზე, რომელიც სათავეში ედგა უღმერთო სახელმწიფოს, შეგვიძლია გვქონდეს მსჯელობა იყო თუ არა მართლმადიდებელი? რაც შეეხება ანათემას (იმ შემთხვევაში თუ სტალინს ნომინალურ მართლმადიდებლად თვლი) წმ. აღსარებელ ტიხონის ეს ეპისტოლეა საკმარისი: აი, ლოზუნგებით ლააპრაკს შენგან არ მოველოდი რა დაგიმალო. მთელი შენი ციტატა მარტო თარიღმა გააბათილა: ციტატა Января 19 дня, 1918 года. ამ დროს სტალინი არ ყოფილა საბჭოთა რუსეთის მმართველი. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
| Sotiris |
Jul 7 2007, 08:21 PM
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
აზრი თუ აქვს წინააღდმეგობის გაწევას - უწევ. სერაფიმ საროველი ერთხელ შეშას ჩეხავდა და სამი რუსი გლეხი მიადგა გასაძარცვად. სერაფიმე ფიზიკურადაც ძლიერი იყო და ხელში ნაჯახიც ეკავა, მაგრამ გვერდზე გადადო. ამ გლეხებმა უსასტიკესად სცემეს (ხომ შეეძლოთ მოეკლათ, არა?), ამის მერე იყო, რომ სულ მოხრილი დადიოდა წელში (ხატებს დააკვირდი). ახლა ნაჯახით რომ გაეჩეხა მათთვის თავი, უფრო ქრისტიანული იქნებოდა? ციტატა დავით აღმაშენებლის ძლევაი საკვირველი ხატად დაიწერა. რაო , გვეუბნები რომ დაჩოქება და კისრების მიშვერა უფრო ქრისტიანული იქნებოდა? დემეტრე II წმინდანად შეირაცხა. შენ ამბობ რომ არწასვლა და უაზრო წინააღმდეგობა ჯობდა? დემეტრე რა შუაში იყო, ვერ გავიგე, იმიტომ რომ სწორედ წინააღმდეგობის არგაწევის მაგალითი იყო. მაგრამ მე არსად არ დამიწერია დავითის ქმედება არასწორი იყოო. აი ამას რომ მაბრალებ, ციტატა სასწორი არ დაგავიწყდეს სოტირის! შენ ყველაფერს ერთ ქვაბში ხარშავ. ჯერ წაგეკითხა, რა დავწერე: აი ეს კატეგორიული განცხადება, "ერთსულოვნად - კი", არ მეჩვენება მართლმადიდებლურად, თუგინდ იმიტომ, რომ მარტვილობას უარყოფს. ამ ლოგიკით რომაელი ჯარისკაცები რომ შეუვარდებოდნენ ქრისტიანებს ოჯახში შესაპყრობად და სიკვდილით დასასჯელად წასაყვანად, უცილობლად ფიზიკური წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ ქრისტიანებს? და საერთოდ, კიდევ ერთხელ გეკითხები, სახარებისეულ იდეალთან რა უფრო ახლოსაა, როდესაც სხვას ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევ, თუ როდესაც არ უწევ? მე არ მითქვამს მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ არის მართლმადიდებლური მეთქი, მე ვთქვი, რომ შენი კატეგორიული განცხადება არ მეჩვენება მართლმადიდებლურად. ციტატა "სრულ"-ში შენ თუ იმას გულისხმობ რო მე არც დავაჭერინო ჩემიანი მკვლელი - მე ვერ დაგეთანხმები რომ ეს მოთხოვნა იყოს ქრისტიანისადმი. არმოკვლას და არდაჭერას აიგივებ, ასე როგორ შეიძლება მსჯელობა?? კი ბატონო, ნუ მეთანხმები (მარტო მე რომ არ მეთანხმებოდე, პრობლემა არ იქნებოდა). ისე მე არ მითქვამს ეს არის აუცილებელი მოთხოვნა მეთქი. ციტატა გიპასუხე და იგივეს მეკითხები ძვირფასო: ვინ ამიკრძალა?? არც არავინ, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ უმჯობესია სასჯელი მიანდო ღმერთს. ისე აგერ საინტერესო ადგილი იოანეს სახარების მერვე თავიდან (მრუშობა უფრო დიდი ცოდვა არაა, ვიდრე ქურდობა?) 1. ხოლო იესუ წარვიდა მთასა მას ზეთის ხილთასა. 2. და განთიად კუალად მოვიდა ტაძრად. და ყოველი ერი მოვიდოდა მისა მიართ, და დაჯდა და ასწავებდა მათ. 3. ხოლო მწიგნობართა მათ და ფარისეველთა მოიყვანეს მისა დედაკაცი, რომელი ცხადად ერსა ზედა დაეპყრა მრუშებასა, და დაედგინეს იგი შორს 4. და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ესე დედაკაცი ცხადად მრუშებასა დაეპყრა. 5. და მოსე ამცნო სხულსა შინა ჩუენსა ესევითართა ქვისა დაკრებაჲ. შენ უკუე რასა იტყჳ? 6. ხოლო ესე თქუეს და გამოსცდიდეს მას, რაჲთა აქუნდეს შესმენად მისა, ხოლო იესუ ქუეყანად დადრკა და თითითა ქუეყანასა წერდა და არარას ეტყოდა. 7. და ვითარ მყოვარ დგეს და ჰკითხვიდეს მას, აღემართა ზე და ჰრქუა მათ: ვინ უცოდველ არს თქუენგანი, პირველად მან დაუტევენ ქვაჲ მაგას ზედა. 8. და კუალად ქუე დადრკა და წერდა ქუეყანასა. 9. ხოლო მათ, ვითარცა ესმა, მხილებულნი სჳნდისისაგან, განვიდოდეს თითოჲ, იწყეს მოხუცებულითგან, ვიდრემდის დაშთა თავადი მარტოჲ, და დედაკაცი იგი დგა შორის. 10. ხოლო იესუ აღემართა და არავინ იხილა, გარნა დედაკაცი იგი და ჰრქუა მას: სადა არიან შემასმენელნი შენნი? არავინ განგიკითხა შენ? 11. ხოლო მან ჰრქუა: არავინ, უფალო! ხოლო იესუ ჰრქუა მას: არცა მე განგიკითხავ შენ; წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ. ციტატა მეორეც, ჩემს ციტატაზე თვალს რატომ ხუჭავ: რა საშიშროებას წარმოადგენს ტუსაღი, რატომ კლავ? რა საშიშროებას წარმოადგენდნენ მღვდლები, რომლებიც სტალინმა დასაჯა? და საერთოდ რატომ გესმის ყველაფერი მარტო დასჯის ტერმინებში? რატომ სჯი ვინმეს, თუ მოიპარა? რატომ სჯი ვინმეს, თუ ქუჩა არასწორად გადაკვეთა? ციტატა მთელი შენი ციტატა მარტო თარიღმა გააბათილა: ჯერ ერთი, ეპისტოლეში არაა საუბარი ერთპიროვნულ მმართველზე, არამედ ზოგადად ეკლესიის მდევნელებზე. სტალინი 10-20-იან წლებში საერთოდ ნული იყო ვითომ და პოლიტბიუროში არაფერი წონა არ ჰქონდა? უკვე ამ სტატიიდან ჩანს, რა აქტიურ მონაწილეობას იღებდა ეკლესიასთან ბრძოლაში. თან შენი ლოგიკით ისე გამოდის, რომ 1918 წ.-ის შემდგომ ღმრთისმგმობებს ეპისტოლე არ შეიძლება შეეხოს. ეგ როგორ? მაგ ლოგიკით მსოფლიო კრებების ანათემები დღეს არავის ეხება? -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
Sotiris როგორ შეაფასებდით სიკვდილით დასჯას II Jul 6 2007, 04:49 PM
კანუდოსელი
1) მისაღებია თუ არა ... Jul 6 2007, 04:57 PM
shota1 ციხის არსებობის მთ... Jul 6 2007, 04:57 PM
Sotiris
ციხის არსებობის მ... Jul 6 2007, 05:03 PM
კანუდოსელი
ჰოდა არის თუ არა მა... Jul 6 2007, 05:13 PM
Sotiris
და რატომ უნდა ეწერ... Jul 6 2007, 05:25 PM
IGI სასჯელს საერთოდ (დ... Jul 6 2007, 05:07 PM
Sotiris
სასჯელს საერთოდ (დ... Jul 6 2007, 05:12 PM
IGI სამუდამო პატიმრობ... Jul 6 2007, 05:15 PM
IGI დროს ვგულისხმობ რო... Jul 6 2007, 05:31 PM
Sotiris
დროს ვგულისხმობ რ... Jul 6 2007, 05:38 PM
IGI ერთ წელს რომ არ ჩამ... Jul 6 2007, 05:40 PM
Sotiris
ერთ წელს რომ არ ჩამ... Jul 6 2007, 07:08 PM
k@the მოკლედ მე პირადად ... Jul 6 2007, 05:44 PM
shota1 კაცი რომელიც ერთხე... Jul 6 2007, 05:47 PM
კანონისტი Sotiris
ძალიან კარგი კი... Jul 6 2007, 05:56 PM
IGI მე პირადად სიკვდილ... Jul 6 2007, 05:58 PM
Lenus Sotiris
სამწუხაროდ იქ ... Jul 6 2007, 06:08 PM
Sotiris
თუ მოსამართლე დაა... Jul 6 2007, 07:26 PM
მხევალი ნინო Lenus
სამართალი და წ... Jul 6 2007, 06:19 PM
პატრიოტი ძალიან დადებითად ვ... Jul 6 2007, 07:10 PM
Sotiris კიდევ ერთი კითხვა: ... Jul 6 2007, 07:11 PM
მხევალი ნინო Sotiris
არასოდეს მიფი... Jul 6 2007, 07:17 PM
Lenus
კი, გამოიყენებოდა. ... Jul 6 2007, 08:35 PM
Sotiris
კი, გამოიყენებოდა. ... Jul 6 2007, 09:06 PM
Sotiris
მაგრამ "არა კაც ჰ... Jul 6 2007, 09:25 PM
Lenus
შენ ისე მოგდის ან ... Jul 6 2007, 09:37 PM
Sotiris Lenus
ვატყობ საქმე არ ... Jul 6 2007, 09:52 PM
Sotiris ვატყობ ამ თემაში ა... Jul 6 2007, 11:48 PM
Lenus
სწორედ მანდაა ძაღ... Jul 6 2007, 09:54 PM
Lenus
ანუ, გინდა თქვა, რო... Jul 7 2007, 08:39 AM
Sotiris მარტო ამაზე გიპასუ... Jul 7 2007, 03:15 PM
Lenus
გაგიგია?? ვისგან გ... Jul 7 2007, 03:17 PM
მევიოლინე
მართლა ძალიან შტე... Jul 7 2007, 06:39 PM
ნათია თქვენ აქ სასულიერო... Jul 7 2007, 03:33 PM
Lenus
ციტატას ვიღებ, ინტ... Jul 7 2007, 03:47 PM
Sotiris
გინდა ქართული კატ... Jul 7 2007, 07:22 PM
კანუდოსელი
სოტირის,საერთოდ ... Jul 9 2007, 11:53 AM
მნათე
ციხე საზოგადოებრ... Jul 7 2007, 06:55 PM
Sotiris
ციხე საზოგადოებრი... Jul 7 2007, 07:37 PM
Lenus
რას იმალებით ხალხ... Jul 7 2007, 07:14 PM
ubralod ninka
რას იმალებით ხალხ... Jul 7 2007, 07:19 PM
მნათე
დიახ, ის სახელმწიფ... Jul 7 2007, 07:59 PM
Sotiris
დიახ, ის სახელმწიფ... Jul 7 2007, 08:54 PM
მნათე
შვილო, მექანიკური ... Jul 7 2007, 09:07 PM
Sotiris
შვილო, მექანიკური ... Jul 7 2007, 11:42 PM
კანონისტი კიდევ ერთხელ ვაფიქ... Jul 8 2007, 08:46 PM
გიორგი
დასკვნის სახით შე... Jul 9 2007, 12:37 PM
მნათე
:lol: :lol: :lol:
---
პ.ს შემომ... Jul 9 2007, 12:47 PM
კანონისტი მნათე
თუ აკვირდებ... Jul 9 2007, 12:54 PM
ulvashi
ვითომ?
განკითხვა ე... Jul 9 2007, 12:57 PM
გიორგი
ვითომ?
განკითხვა ე... Jul 9 2007, 01:07 PM
კანონისტი ulvashi
ეგ პასუხი იმათ მ... Jul 9 2007, 01:08 PM
ulvashi
ამაზე კამათს აზრი ... Jul 9 2007, 04:16 PM
გიორგი
ამაზე კამათს აზრი ... Jul 9 2007, 04:20 PM
მართა არცერთ შემთხვევაშ... Jul 9 2007, 09:43 PM
გიორგი
არცერთ შემთხვევაშ... Jul 10 2007, 11:15 AM
ulvashi
მე ვარ სიკვდილით დ... Jul 10 2007, 10:06 AM
გიორგი "მე ვარ სიკვდილით... Jul 10 2007, 11:29 AM
k@the
არცერთ შემთხვევაშ... Jul 10 2007, 10:20 AM
ulvashi
შენ ილიას არ აღიარ... Jul 10 2007, 11:26 AM
გიორგი
შენ ილიას არ აღიარ... Jul 10 2007, 11:35 AM
კანონისტი ulvashi
:lol: :lol: :lol:
ილია რო... Jul 10 2007, 11:30 AM
ulvashi ხმას არ ამოვიღებ მ... Jul 10 2007, 11:34 AM
kato_Bato გიორგი
ისე კარგად ... Jul 10 2007, 11:42 AM
გიორგი
ისე კარგად ჩანს, რო... Jul 10 2007, 11:53 AM
kato_Bato გიორგი
მე ამ საკით... Jul 10 2007, 12:13 PM
d.p
არადა როდის ვიძახ... Jul 10 2007, 12:20 PM
მარიტა არ დაიღალეთ ამ თემ... Jul 10 2007, 12:32 PM
გიორგი kato_Bato
მართალი ხარ. გ... Jul 10 2007, 12:52 PM
კანუდოსელი
როდესაც არც მართლ... Jul 10 2007, 01:12 PM
გიორგი
მაგარი ლოგიკაა :D
რ... Jul 10 2007, 01:32 PM
მნათე
ვააააა ისლამისტე... Jul 10 2007, 01:13 PM
კანუდოსელი Сражайтесь все с многобожн... Jul 10 2007, 01:18 PM
მნათე კანუდოსელი
ლოგოსი... Jul 10 2007, 01:20 PM
კანუდოსელი
კანუდოსელი
ლოგოს... Jul 10 2007, 01:22 PM
მნათე
ინშ'ალაჰ, მაგის ი... Jul 10 2007, 01:23 PM
კანონისტი კანუდოსელი
მნათე
[s... Jul 10 2007, 01:30 PM
მნათე
ეს თემა განა, ამ მა... Jul 10 2007, 01:37 PM
კანონისტი მნათე
და კიდევ იმი... Jul 10 2007, 01:42 PM
კანუდოსელი
მეგონა ლოგოსის გა... Jul 10 2007, 04:12 PM
გიორგი
თურმე ლოგოსის გან... Jul 10 2007, 04:24 PM
კანუდოსელი
მოკლედ შენ რას ამტ... Jul 10 2007, 04:37 PM
გიორგი
მე ვამტკიცებ ერთა... Jul 10 2007, 04:46 PM
მნათე
ვაიმე ვგიჟდები ტუ... Jul 10 2007, 01:45 PM
კანონისტი მნათე
მაშ ზაზას მი... Jul 10 2007, 01:46 PM
მნათე
ქრისტეანობას შვი... Jul 10 2007, 01:47 PM
კანონისტი მნათე
რას ლაპარაკ... Jul 10 2007, 01:48 PM
მნათე
რას ნიშნავდა და ღა... Jul 10 2007, 01:53 PM
მნათე
კათოლიციზმში კი ს... Jul 10 2007, 04:46 PM
ზებედე ხალხნო, სიკვდილით ... Jul 10 2007, 04:51 PM
მხევალი ნინო ზებედე
კარგი რა, ა... Jul 10 2007, 04:55 PM
ზებედე
ზებედე
კარგი რა, ამ... Jul 10 2007, 04:58 PM
გიორგი კანუდოსელი, რომ გა... Jul 10 2007, 04:58 PM
მხევალი ნინო ზებედე
გუჯ,, ეს სხ... Jul 10 2007, 05:01 PM
ზებედე
ზებედე
გუჯ,, ეს სხვ... Jul 10 2007, 05:07 PM
მხევალი ნინო ზებედე
გუჯა ძალია... Jul 10 2007, 05:15 PM
მართა არა მე ის არ მითქვა... Jul 10 2007, 05:18 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th December 2025 - 06:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი