სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Sotiris |
Jul 6 2007, 04:49 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ვინაიდან ის თემა დროებით დახურულია, არადა აზრის გამოთქმის საშუალება არ მომეცა და არც ისაა ცხადი, ვინ როდის დაშოშმინდება, ამიტომ ხელახლა ვხსნი. იმ დისპუტში მონაწილე ხალხს ვთავაზობ უფრო ფართოდ შეხედოს პრობლემას და არა მარტო სიკვდილის დასჯის კუთხით.
1) მისაღებია თუ არა მართლმადიდებლისათვის სასამართლოს, როგორც სასჯელის გამომტანის, და ციხის, როგორც სასჯელის მოხდის ადგილის არსებობა? ციხეში (განსაკუთრებით ქართულ ციხეში) მოხვედრილი ადამიანი ხომ შეიძლება დაავადდეს და ეს მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს? 2) როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს? 3) ხომ არ ვეწინააღმდეგებით სახარების მრავალ ადგილს (ლოყის მიშვერის შესახებ, მახვილის ქარქაშში ჩაგების შესახებ, მოძულეთა და მტერთა კურთხევის შესახებ)? თუ ერთ შემთხვევაში (სიკვდილით დასჯის) წმიდა წერილს ვიხმობთ, რატომ არ ვაკეთებთ ამას სხვა შემთხვევაშიც? 4) რატომ არის სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის და ა.შ.) არსებობა გამართლებული მართლმადიდებლური თვალსაზრისით? აი ამ და ამ ტიპის სხვა კითხვებზე მაინტერესებს პასუხი, განსაკუთრებით მათგან, ვინც სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეა. ამ ეტაპზე მეჩვენება, რომ თუ მათ სურთ თანმიმდევრულები იყვნენ, სხვა ბევრი რამის წინააღმდეგიც უნდა იყვნენ (ან ყოველ შემთხვევაში მათ, ე.ი. პოლიციას, სასამართლოს და ა.შ არ უნდა იყენებდნენ). ხოლო თუ ამაზე უარს არიან, მაშინ ხომ არ გვაქვს მართლმადიდებლური სწავლების ფსევდომორფოზასთან საქმე, ე.ი. ხომ არ ენაცვლება მართლმადიდებლურ სწავლებას სხვა რამ (ჰუმანიზმი?)? და რა არის ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური სწავლება? მგონი პოლემიკურად არ დამიწერია, რა ვიცი. პ.ს. დარწმუნებული არ ვარ ეს კითხვები უკვე არ დასვა ვინმემ, მაგრამ 34 გვერდის წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
| მნათე |
Jul 7 2007, 07:59 PM
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა სიკვდილით დასჯა საზოგადოებრივი მოვლენაა, ეკლესია რა შუაშია? დიახ, ის სახელმწიფო მოვლენაა, და ბუნებრივია ისევე როგორც სახელმწიფოებრივი მოწყობა, სახარების და ჭეშმარიტების თარგზე ვერ იქნება მოჭრილი. საზოგადოება - ადამიანთა ერთობა სახელმწიფოში. მრევლი - ქრისტესმიერი ერთობა ეკლესიაში. მათ შორის დეფინიცია იმხელაა, რამხელაც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ციტატა სასამართლოს და პოლიციის არსებობის მიღება არ ნიშნავს, რომ შენ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, მას უცილობლად უნდა მიმართავდე. რატომ მიმართავ პოლიციას, თუ გაგქურდეს? რა არის უფრო ახლოს სახარების იდეალთან, მიმართო, თუ არ მიმართო? ეგ ადამიანური ბუნების სისუსტეა და არა საეკლესიო პოზიცია, შეიძლება მე ვაკეთებ ერთს, მაგრამ უნდა ვაკეთებდე მეორეს... სახარებისეულ იდეალთან,რასაკვირველია 'არ მიმართო'ა ახლოს... ციტატა როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს? ამ კითხვაზე პასუხი უკვე გაგეცი, არავის აქვს უფლება დასაჯოს.... რადგან ღვთაებრივი სასჯელი, არის გამომსწორებელი და არა შურისმგებელი ციტატა ხოლო რაც შეეხება სასჯელის შენეულ გაგებას, ერთი მაგარი სუსტი წერტილი აქვს, თუმცა ზოგადად ცუდი არაა საუკუნო სასჯელის გწამს? აი იმის, მეორედ მოსვლის მერე რომ იქნება? ექიმი და პაციენტი ვინ იქნება იმ შემთხვევაში და რა მკურნალობა იქნება ასეთი, რომ მკურნალობას დასასრული არ ექნება? მიამიტურ კითხვებს ნუ სვამ, თავადაც იცი რომ ჯოჯოხეთი ღვთის ქმნილება არ არის, ის ადამიანის არჩევანია, ანუ სიკეთის არ არსებობა ციტატა ჩემი კითხვა იყო, რატომ არის დამსჯელი ორგანოების არსებობა მისაღები მართლმადიდებლისთვის. სიკვდილით დასჯა მიუღებელი ყოფილა და დამსჯელი ორგანოს არსებობა - კი. შვილი, შენი კითხვა კარგად ამოვიკითხე, მაგრამ რატომ მისვამ კითხვას - " რატომ იბადება კურდღელი 3 წლის" როცა მე არ მჯერა რომ კურდღელი სამი წლის იბადება? ფაქტი დადე რომ კურდღელი სამი წლის იბადება და მერე ვიმსჯელოთ რატომ კითხვა: დაასახელეთ საეკლესიო კრება (ავტორიტეტული), რომელმაც განიხილა პენიტენციალური და სასამართლო პრიმატი სახელმწიფოში და ცნო მისი მოქმედება, როგორც საეკლესიო დანაშაულის არ მქონე. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
| Sotiris |
Jul 7 2007, 08:54 PM
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
დიახ, ის სახელმწიფო მოვლენაა, და ბუნებრივია ისევე როგორც სახელმწიფოებრივი მოწყობა, სახარების და ჭეშმარიტების თარგზე ვერ იქნება მოჭრილი. საზოგადოება - ადამიანთა ერთობა სახელმწიფოში. მრევლი - ქრისტესმიერი ერთობა ეკლესიაში. მათ შორის დეფინიცია იმხელაა, რამხელაც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის უცხოური სიტყვების გამოყენება კი გიყვარს, მაგრამ სწორად გამოყენება ისწავლე. დეფინიცია განმარტებას ნიშნავს. ამდენად შენი წინადადება გვეუბნება: "მათ შორის განმარტება იმხელაა, რამხელაც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის". რაღაც აზრი ვერ გავიგე შენი ჩვეული ტაქტიკაა, მაღალფარდოვანი სიტყვებით აგვავსო, რომლების აზრსაც მე ვერ ვიგებ მაგალითად ![]() ციტატა ეგ ადამიანური ბუნების სისუსტეა და არა საეკლესიო პოზიცია, შეიძლება მე ვაკეთებ ერთს, მაგრამ უნდა ვაკეთებდე მეორეს... სახარებისეულ იდეალთან,რასაკვირველია 'არ მიმართო'ა ახლოს... ჰოდა სიკვდილით დასჯაზე რომ აიქაფე ენა, ამაზე ჩუმად რატომ ზიხარ? ციტატა ამ კითხვაზე პასუხი უკვე გაგეცი, არავის აქვს უფლება დასაჯოს.... რადგან ღვთაებრივი სასჯელი, არის გამომსწორებელი და არა შურისმგებელი იუდას გამოსწორების პროცესი მიმდინარეობს ახლა? ციტატა მიამიტურ კითხვებს ნუ სვამ, თავადაც იცი რომ ჯოჯოხეთი ღვთის ქმნილება არ არის, ის ადამიანის არჩევანია, ანუ სიკეთის არ არსებობა შენ თქვი სასჯელი არის ადამიანისთვის წამალიო. მე გკითხე საუკუნო სასჯელი რა არის მაშინ-თქო. შენ ამას "მიამიტური კითხვა" უწოდე. პასუხს გაურბიხარ და სხვა რამეზე გადაგაქვს საუბარი. ყველა სასჯელი არ ყოფილა წამალი? ისე კი შენი არანიუანსირებული პოზიცია რეალურად ისევ ოსიპოვი vs. კარელინი გამოდის. შენი პოზიციით ცოდვილი არის მაზოხისტი, რომელსაც საუკუნო ტანჯვაში ყოფნა ურჩევნია ღმერთთან ყოფნას.ციტატა შვილი პაპობა ნუ გაგიტკბა ![]() ციტატა შენი კითხვა კარგად ამოვიკითხე, მაგრამ რატომ მისვამ კითხვას - " რატომ იბადება კურდღელი 3 წლის" როცა მე არ მჯერა რომ კურდღელი სამი წლის იბადება? ხო, ე.ი. მართლმადიდებელი ჯობია სასამართლოს არ მიმართავდეს? ციტატა დაასახელეთ საეკლესიო კრება (ავტორიტეტული), რომელმაც განიხილა პენიტენციალური და სასამართლო პრიმატი სახელმწიფოში აზრი ვერ გავიგე. პრიმატი პირველობას ნიშნავს, არა? პენიტენციალური სასჯელაღმასრულებელს, დამსჯელს? ე.ი. რაღაც ასეთს ამბობ: დაასახელეთ საეკლესიო კრება (ავტორიტეტული), რომელმაც განიხილა სასჯელაღმასრულებელი და სასამართლო პირველობა სახელმწიფოში. ციტატა და ცნო მისი მოქმედება, როგორც საეკლესიო დანაშაულის არ მქონე. ახლა ვერ გავიგე რისი თქმა გინდა. გინდა რომ დაგიმტკიცო, რომ საერო სასამართლოს არსებობა დანაშაულს არ შეიცავს საეკლესიო სამართლის თვალსაზრისით? რატომ უნდა დავამტკიცო? და როგორ უნდა დავამტკიცო? მგონი შენივე ტერმინოლოგიურ ხლართებში გაიჭედე ![]() -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
Sotiris როგორ შეაფასებდით სიკვდილით დასჯას II Jul 6 2007, 04:49 PM
კანუდოსელი
1) მისაღებია თუ არა ... Jul 6 2007, 04:57 PM
shota1 ციხის არსებობის მთ... Jul 6 2007, 04:57 PM
Sotiris
ციხის არსებობის მ... Jul 6 2007, 05:03 PM
კანუდოსელი
ჰოდა არის თუ არა მა... Jul 6 2007, 05:13 PM
Sotiris
და რატომ უნდა ეწერ... Jul 6 2007, 05:25 PM
IGI სასჯელს საერთოდ (დ... Jul 6 2007, 05:07 PM
Sotiris
სასჯელს საერთოდ (დ... Jul 6 2007, 05:12 PM
IGI სამუდამო პატიმრობ... Jul 6 2007, 05:15 PM
IGI დროს ვგულისხმობ რო... Jul 6 2007, 05:31 PM
Sotiris
დროს ვგულისხმობ რ... Jul 6 2007, 05:38 PM
IGI ერთ წელს რომ არ ჩამ... Jul 6 2007, 05:40 PM
Sotiris
ერთ წელს რომ არ ჩამ... Jul 6 2007, 07:08 PM
k@the მოკლედ მე პირადად ... Jul 6 2007, 05:44 PM
shota1 კაცი რომელიც ერთხე... Jul 6 2007, 05:47 PM
კანონისტი Sotiris
ძალიან კარგი კი... Jul 6 2007, 05:56 PM
IGI მე პირადად სიკვდილ... Jul 6 2007, 05:58 PM
Lenus Sotiris
სამწუხაროდ იქ ... Jul 6 2007, 06:08 PM
Sotiris
თუ მოსამართლე დაა... Jul 6 2007, 07:26 PM
მხევალი ნინო Lenus
სამართალი და წ... Jul 6 2007, 06:19 PM
პატრიოტი ძალიან დადებითად ვ... Jul 6 2007, 07:10 PM
Sotiris კიდევ ერთი კითხვა: ... Jul 6 2007, 07:11 PM
მხევალი ნინო Sotiris
არასოდეს მიფი... Jul 6 2007, 07:17 PM
Lenus
კი, გამოიყენებოდა. ... Jul 6 2007, 08:35 PM
Sotiris
კი, გამოიყენებოდა. ... Jul 6 2007, 09:06 PM
Sotiris
მაგრამ "არა კაც ჰ... Jul 6 2007, 09:25 PM
Lenus
შენ ისე მოგდის ან ... Jul 6 2007, 09:37 PM
Sotiris Lenus
ვატყობ საქმე არ ... Jul 6 2007, 09:52 PM
Sotiris ვატყობ ამ თემაში ა... Jul 6 2007, 11:48 PM
Lenus
სწორედ მანდაა ძაღ... Jul 6 2007, 09:54 PM
Lenus
ანუ, გინდა თქვა, რო... Jul 7 2007, 08:39 AM
Sotiris მარტო ამაზე გიპასუ... Jul 7 2007, 03:15 PM
Lenus
გაგიგია?? ვისგან გ... Jul 7 2007, 03:17 PM
მევიოლინე
მართლა ძალიან შტე... Jul 7 2007, 06:39 PM
ნათია თქვენ აქ სასულიერო... Jul 7 2007, 03:33 PM
Lenus
ციტატას ვიღებ, ინტ... Jul 7 2007, 03:47 PM
Sotiris
გინდა ქართული კატ... Jul 7 2007, 07:22 PM
კანუდოსელი
სოტირის,საერთოდ ... Jul 9 2007, 11:53 AM
მნათე
ციხე საზოგადოებრ... Jul 7 2007, 06:55 PM
Sotiris
ციხე საზოგადოებრი... Jul 7 2007, 07:37 PM
Lenus
რას იმალებით ხალხ... Jul 7 2007, 07:14 PM
ubralod ninka
რას იმალებით ხალხ... Jul 7 2007, 07:19 PM
Lenus
და რატომ იმეორებ -... Jul 7 2007, 07:37 PM
Sotiris
აზრი თუ აქვს წინაა... Jul 7 2007, 08:21 PM
მნათე
შვილო, მექანიკური ... Jul 7 2007, 09:07 PM
Sotiris
შვილო, მექანიკური ... Jul 7 2007, 11:42 PM
კანონისტი კიდევ ერთხელ ვაფიქ... Jul 8 2007, 08:46 PM
გიორგი
დასკვნის სახით შე... Jul 9 2007, 12:37 PM
მნათე
:lol: :lol: :lol:
---
პ.ს შემომ... Jul 9 2007, 12:47 PM
კანონისტი მნათე
თუ აკვირდებ... Jul 9 2007, 12:54 PM
ulvashi
ვითომ?
განკითხვა ე... Jul 9 2007, 12:57 PM
გიორგი
ვითომ?
განკითხვა ე... Jul 9 2007, 01:07 PM
კანონისტი ulvashi
ეგ პასუხი იმათ მ... Jul 9 2007, 01:08 PM
ulvashi
ამაზე კამათს აზრი ... Jul 9 2007, 04:16 PM
გიორგი
ამაზე კამათს აზრი ... Jul 9 2007, 04:20 PM
მართა არცერთ შემთხვევაშ... Jul 9 2007, 09:43 PM
გიორგი
არცერთ შემთხვევაშ... Jul 10 2007, 11:15 AM
ulvashi
მე ვარ სიკვდილით დ... Jul 10 2007, 10:06 AM
გიორგი "მე ვარ სიკვდილით... Jul 10 2007, 11:29 AM
k@the
არცერთ შემთხვევაშ... Jul 10 2007, 10:20 AM
ulvashi
შენ ილიას არ აღიარ... Jul 10 2007, 11:26 AM
გიორგი
შენ ილიას არ აღიარ... Jul 10 2007, 11:35 AM
კანონისტი ulvashi
:lol: :lol: :lol:
ილია რო... Jul 10 2007, 11:30 AM
ulvashi ხმას არ ამოვიღებ მ... Jul 10 2007, 11:34 AM
kato_Bato გიორგი
ისე კარგად ... Jul 10 2007, 11:42 AM
გიორგი
ისე კარგად ჩანს, რო... Jul 10 2007, 11:53 AM
kato_Bato გიორგი
მე ამ საკით... Jul 10 2007, 12:13 PM
d.p
არადა როდის ვიძახ... Jul 10 2007, 12:20 PM
მარიტა არ დაიღალეთ ამ თემ... Jul 10 2007, 12:32 PM
გიორგი kato_Bato
მართალი ხარ. გ... Jul 10 2007, 12:52 PM
კანუდოსელი
როდესაც არც მართლ... Jul 10 2007, 01:12 PM
გიორგი
მაგარი ლოგიკაა :D
რ... Jul 10 2007, 01:32 PM
მნათე
ვააააა ისლამისტე... Jul 10 2007, 01:13 PM
კანუდოსელი Сражайтесь все с многобожн... Jul 10 2007, 01:18 PM
მნათე კანუდოსელი
ლოგოსი... Jul 10 2007, 01:20 PM
კანუდოსელი
კანუდოსელი
ლოგოს... Jul 10 2007, 01:22 PM
მნათე
ინშ'ალაჰ, მაგის ი... Jul 10 2007, 01:23 PM
კანონისტი კანუდოსელი
მნათე
[s... Jul 10 2007, 01:30 PM
მნათე
ეს თემა განა, ამ მა... Jul 10 2007, 01:37 PM
კანონისტი მნათე
და კიდევ იმი... Jul 10 2007, 01:42 PM
კანუდოსელი
მეგონა ლოგოსის გა... Jul 10 2007, 04:12 PM
გიორგი
თურმე ლოგოსის გან... Jul 10 2007, 04:24 PM
კანუდოსელი
მოკლედ შენ რას ამტ... Jul 10 2007, 04:37 PM
გიორგი
მე ვამტკიცებ ერთა... Jul 10 2007, 04:46 PM
მნათე
ვაიმე ვგიჟდები ტუ... Jul 10 2007, 01:45 PM
კანონისტი მნათე
მაშ ზაზას მი... Jul 10 2007, 01:46 PM
მნათე
ქრისტეანობას შვი... Jul 10 2007, 01:47 PM
კანონისტი მნათე
რას ლაპარაკ... Jul 10 2007, 01:48 PM
მნათე
რას ნიშნავდა და ღა... Jul 10 2007, 01:53 PM
მნათე
კათოლიციზმში კი ს... Jul 10 2007, 04:46 PM
ზებედე ხალხნო, სიკვდილით ... Jul 10 2007, 04:51 PM
მხევალი ნინო ზებედე
კარგი რა, ა... Jul 10 2007, 04:55 PM
ზებედე
ზებედე
კარგი რა, ამ... Jul 10 2007, 04:58 PM
გიორგი კანუდოსელი, რომ გა... Jul 10 2007, 04:58 PM
მხევალი ნინო ზებედე
გუჯ,, ეს სხ... Jul 10 2007, 05:01 PM
ზებედე
ზებედე
გუჯ,, ეს სხვ... Jul 10 2007, 05:07 PM
მხევალი ნინო ზებედე
გუჯა ძალია... Jul 10 2007, 05:15 PM
მართა არა მე ის არ მითქვა... Jul 10 2007, 05:18 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th December 2025 - 10:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი