![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Sotiris |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
ვინაიდან ის თემა დროებით დახურულია, არადა აზრის გამოთქმის საშუალება არ მომეცა და არც ისაა ცხადი, ვინ როდის დაშოშმინდება, ამიტომ ხელახლა ვხსნი. იმ დისპუტში მონაწილე ხალხს ვთავაზობ უფრო ფართოდ შეხედოს პრობლემას და არა მარტო სიკვდილის დასჯის კუთხით.
1) მისაღებია თუ არა მართლმადიდებლისათვის სასამართლოს, როგორც სასჯელის გამომტანის, და ციხის, როგორც სასჯელის მოხდის ადგილის არსებობა? ციხეში (განსაკუთრებით ქართულ ციხეში) მოხვედრილი ადამიანი ხომ შეიძლება დაავადდეს და ეს მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს? 2) როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს? 3) ხომ არ ვეწინააღმდეგებით სახარების მრავალ ადგილს (ლოყის მიშვერის შესახებ, მახვილის ქარქაშში ჩაგების შესახებ, მოძულეთა და მტერთა კურთხევის შესახებ)? თუ ერთ შემთხვევაში (სიკვდილით დასჯის) წმიდა წერილს ვიხმობთ, რატომ არ ვაკეთებთ ამას სხვა შემთხვევაშიც? 4) რატომ არის სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის და ა.შ.) არსებობა გამართლებული მართლმადიდებლური თვალსაზრისით? აი ამ და ამ ტიპის სხვა კითხვებზე მაინტერესებს პასუხი, განსაკუთრებით მათგან, ვინც სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეა. ამ ეტაპზე მეჩვენება, რომ თუ მათ სურთ თანმიმდევრულები იყვნენ, სხვა ბევრი რამის წინააღმდეგიც უნდა იყვნენ (ან ყოველ შემთხვევაში მათ, ე.ი. პოლიციას, სასამართლოს და ა.შ არ უნდა იყენებდნენ). ხოლო თუ ამაზე უარს არიან, მაშინ ხომ არ გვაქვს მართლმადიდებლური სწავლების ფსევდომორფოზასთან საქმე, ე.ი. ხომ არ ენაცვლება მართლმადიდებლურ სწავლებას სხვა რამ (ჰუმანიზმი?)? და რა არის ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური სწავლება? მგონი პოლემიკურად არ დამიწერია, რა ვიცი. პ.ს. დარწმუნებული არ ვარ ეს კითხვები უკვე არ დასვა ვინმემ, მაგრამ 34 გვერდის წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა უცხოური სიტყვების გამოყენება კი გიყვარს, მაგრამ სწორად გამოყენება ისწავლე. დეფინიცია განმარტებას ნიშნავს. ამდენად შენი წინადადება გვეუბნება: "მათ შორის განმარტება იმხელაა, რამხელაც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის". რაღაც აზრი ვერ გავიგე შენი ჩვეული ტაქტიკაა, მაღალფარდოვანი სიტყვებით აგვავსო, რომლების აზრსაც მე ვერ ვიგებ მაგალითად შვილო, მექანიკური შეცდომა ყვირილითა და შემდეგ მასზე დაშენებული მაღალი გააზრების ფრაზებით არ უნდა დატვირთო, ვგულისხმობდი დიფერენციას ![]() ციტატა ჰოდა სიკვდილით დასჯაზე რომ აიქაფე ენა, ამაზე ჩუმად რატომ ზიხარ? სიკვდილის დასჯა შეიძლება გააუქმონ (ასეც არის კიდეც) დანარჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნა უტოპიაა... ციტატა იუდას გამოსწორების პროცესი მიმდინარეობს ახლა? არა, იუდას არჩევანის ადეკვატურობა. ციტატა შენ თქვი სასჯელი არის ადამიანისთვის წამალიო. მე გკითხე საუკუნო სასჯელი რა არის მაშინ-თქო. შენ ამას "მიამიტური კითხვა" უწოდე. პასუხს გაურბიხარ და სხვა რამეზე გადაგაქვს საუბარი. ყველა სასჯელი არ ყოფილა წამალი? ისე კი შენი არანიუანსირებული პოზიცია რეალურად ისევ ოსიპოვი vs. კარელინი გამოდის. შენი პოზიციით ცოდვილი არის მაზოხისტი, რომელსაც საუკუნო ტანჯვაში ყოფნა ურჩევნია ღმერთთან ყოფნას. კაცო, შენ ვერ გაიგე, მე ჯოჯოხეთი სულაც არ მგონია სასჯელი... ის უბრალოდ ჩვენი არჩევანია ![]() ღმერთი სჯის ადამიანს თუ საკუთარი თავი? ციტატა ხო, ე.ი. მართლმადიდებელი ჯობია სასამართლოს არ მიმართავდეს? დიახ. ციტატა ხო, ე.ი. მართლმადიდებელი ჯობია სასამართლოს არ მიმართავდეს? არსად გავჭედილვარ შვილო, მე ვსაუბრობდი - პრიმატზე, როგორც ინსტიტუტზე, ხოდა ახლა მითხარი, ზ.ხ სისტემების სწავლებასთან თავსებოდობის ხო/არა-ობა ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 01:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი