ტაო-კლარჯეთი, ულამაზესი მხარე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ტაო-კლარჯეთი, ულამაზესი მხარე |
ninucia |
Aug 29 2006, 07:19 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 40 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 123 |
ტაო-კლარჯეთი არის ერთ-ერთი ის ულამაზესი მხარე რომელიც ჩვენ დღეს აღარ გვეკუთვნის. იმედი მაქვს რომ ოდესმე დავიბრუნებთ და იმ ტაძრებში რომლებიც დიდი მნიშვნელობის იყო ქართველობისთვის და ქრისტიანობისთვის, ისევ გაიჟღერებს ქართული საგალობლები .
არტანუჯი -------------------- ღმერთს ებარებოდეთ!
|
Natali_a |
Jul 8 2007, 02:25 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 29-June 07 წევრი № 2,333 |
[font=Verdana]ჩემი და ჩამოვიდა 2 დღის წინ ტაო-კლარჯეთიდან, საშინელი სიტუაცია ყოფილა, ჩვენს ტაძრებში დღეს თურქები მეურნეობას ეწევიან, ძროხებისა და ღორების სათარეშოდაა ქცეული ჩვენი ხანძთა,ოშკი და ბანა.ერთია, რომ დრომ თავისი კვალი ფრესკებს დატყო და მეორე, რომ ვიღაც არაკაცი დგას და ჩვენს სიწმინდეებს ანადგურებს. ვისაც არ აქვს ნანახი ტაო, იმის საშიშროება უკვე რეალურად არსებობს რომ ვერც ვერასდროს ნახავს, დღე არ გავა თურქებმა შეურაცყოფა არ მიაყენონ გრიგოლ ხანძთელისა და მისი ძმების დაარსებულ ეკლესია-მონასტრებს,იქ მისული ქართველი მომლოცველები არ აიკლონ და გაკვირვებულებმა არ იკითხონ აქ რა დაგრჩენიათო. მიუხედავად ყველაფრისა, ქართული გალობა და ლოცვა გაისმა თუ არა ტაძარში თეთრი მტრედი შემოფრინდა, ანუ ჯერ კიდევ გვწყალობს უფალი და შანსს გვაძლევს ჩვენი შეცდომები გამოვასწოროთ და თუ ვერ დავიბრუნებთ, ის მაინც მოვახერხოთ რომ დაცული იყოს იქ ჩვენი ტაძრები, რომ მომავალში კიდევ ბევრ ქართველს მიეცეს მისი ნახვის შესაძლებლობა.
ქაჯეთის ციხე ნახეთ რა სილამაზეა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი