სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Sotiris |
Jul 6 2007, 04:49 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ვინაიდან ის თემა დროებით დახურულია, არადა აზრის გამოთქმის საშუალება არ მომეცა და არც ისაა ცხადი, ვინ როდის დაშოშმინდება, ამიტომ ხელახლა ვხსნი. იმ დისპუტში მონაწილე ხალხს ვთავაზობ უფრო ფართოდ შეხედოს პრობლემას და არა მარტო სიკვდილის დასჯის კუთხით.
1) მისაღებია თუ არა მართლმადიდებლისათვის სასამართლოს, როგორც სასჯელის გამომტანის, და ციხის, როგორც სასჯელის მოხდის ადგილის არსებობა? ციხეში (განსაკუთრებით ქართულ ციხეში) მოხვედრილი ადამიანი ხომ შეიძლება დაავადდეს და ეს მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს? 2) როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს? 3) ხომ არ ვეწინააღმდეგებით სახარების მრავალ ადგილს (ლოყის მიშვერის შესახებ, მახვილის ქარქაშში ჩაგების შესახებ, მოძულეთა და მტერთა კურთხევის შესახებ)? თუ ერთ შემთხვევაში (სიკვდილით დასჯის) წმიდა წერილს ვიხმობთ, რატომ არ ვაკეთებთ ამას სხვა შემთხვევაშიც? 4) რატომ არის სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის და ა.შ.) არსებობა გამართლებული მართლმადიდებლური თვალსაზრისით? აი ამ და ამ ტიპის სხვა კითხვებზე მაინტერესებს პასუხი, განსაკუთრებით მათგან, ვინც სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეა. ამ ეტაპზე მეჩვენება, რომ თუ მათ სურთ თანმიმდევრულები იყვნენ, სხვა ბევრი რამის წინააღმდეგიც უნდა იყვნენ (ან ყოველ შემთხვევაში მათ, ე.ი. პოლიციას, სასამართლოს და ა.შ არ უნდა იყენებდნენ). ხოლო თუ ამაზე უარს არიან, მაშინ ხომ არ გვაქვს მართლმადიდებლური სწავლების ფსევდომორფოზასთან საქმე, ე.ი. ხომ არ ენაცვლება მართლმადიდებლურ სწავლებას სხვა რამ (ჰუმანიზმი?)? და რა არის ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური სწავლება? მგონი პოლემიკურად არ დამიწერია, რა ვიცი. პ.ს. დარწმუნებული არ ვარ ეს კითხვები უკვე არ დასვა ვინმემ, მაგრამ 34 გვერდის წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
![]() ![]() |
| კანონისტი |
Jul 8 2007, 08:46 PM
პოსტი
#2
|
|
დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემ მოსაზრებას....
სოტირისმა კარგად გამიჯნა: თავდაპირველად უნდა შევთანხმდეთ იმის თაობაზე, რომელი სამართლებრივი სისტემიდან ვმსჯელობთ, საეკლესიო თუ საერო? და შესაბამისად - საეროსადმი ეკლესიის მიდგომასთან დაკავშირებით.... სასჯელის მიზნებზე საუბრისას პატრიარქი იოანე მმარხველი საგანგებოდ აღნიშნავს იმას, რომ ახალი აღთქმის ეკლესიაში ფიზიკური და გვემითი სასჯელები საერთოდ გაუქმდა. მომყავს ციტატა უცვლელად ჩემი წიგნიდან: "....იოანე მმარხველი აღნიშნავს, რომ პირველი სასჯელი, რომელიც ღმერთმა ადამიანთა მიმართ გამოიყენა, იყო ექსორია, ანუ გაძევება, როცა მან მცნების დარღვევისათვის სამოთხიდან ადამი და ევა გამოაძევა. შემდეგი სასჯელი იყო წარღვნა და სოდომისა და გომორის განადგურება, რომელთა მიზანი უკეთურების მოსპობა და კაცობრიობის განახლება გახლდათ. მას შემდეგ, რაც ადამის მოდგმამ ცოდვა არ მოიშალა, ღმერთმა კაცობრიობას მოსეს რჯულის სახით ხორციელი ტანჯვა დაუდგინა, „რაჲთამცა შიშითა მით ტანჯჳსაჲთა დასცხრეს უკეთურება კაცთა და ცოდჳსა მიმართ წარმდებობაჲ“. როგორც ცნობილია, ებრაული სამართალი, ანუ მეორე რჯული მოსეს ხუთწიგნეულისა შეცოდებათათვის ფიზიკურ სასჯელს და ზოგ შემთხვევებში სიკვდილით დასჯასაც კი აწესებდა. ასეთი მდგომარეობა იყო ღმრთის სიტყვის გახორციელებამდე. „ხოლო იესუ ქრისტემან სიკუდილითა თჳსითა აღიხუნა ცოდუანი სოფლისანი და ტანჯუა იგი ცოდუათა ჩუენთათჳს განწესებული აგუაცილა. მისაგებელთა მათთათჳს, რომელნიცა ძუელსა შჯულსა შინა შეცოდებულთათჳს განჩინებულიყო, იესო ქრისტემან ნებსითითა სიკუდილითა მისითა მოგუცა ზიარება და დაგჳდუა კანონად სინანულისა, რაჲთა უკუეთუ ქრისტეანემან რაჲმე ცოდუაჲ, ანუ ბოროტი ჰქმნას, განეყენოს ზიარებისაგან, გინა თუ მცირედთა წელთა, გინა თუ მრავალთა, ანუ თუ სიკუდილადმცა, შემსგავსებულად კაცად-კაცადისა ცოდუათა.“ ამგვარად ქრისტეს ეკლესიამ კაცთა შეცოდებისათვის დააწესა უზიარებლობა სხვადასხვა დროით...." მაგრამ, ვის მიერ აღსრულებულ სასჯელზეა აქ საუბარი? ნუთუ სახელმწიფოს მიერ? ცხადია არა. მონათვლის მიუხედავად, ზიარებაზე დაშვება-არდაშვების ხელმწიფება კეისრისათვის წმინდა ეკლესიას არ ჩაუბარებია. ამიტომ იგი ვერ განაყენებს ზიარებიდან შემცოდეს. საუბარია მხოლოდ ეკლესიის მიერ გამოტანილ განაჩენზე სახარებისეული ფრაზები - "არ განიკითხოთ, რაითა არა განიკითხნეთ", "რომელიცა არს უცოდველ, პირველად მან დაუკრიბოს ქვაი...", "რომელმანცა მახვილი აღიღოს, მახვილითავე შეიმუსროს..." ცხადია არ მოგვიწოდებს სასამართლოს გაუქმებისაკენ, რადგან, ამ ლოგიკით, არამხოლოდ პატიმრობის, უპირველესად უზიარებლობის მისჯის უფლება არავის უნდა ჰქონდეს, რადგან, დამეთანხმებით, მორწმუნე ქრისტიანისათვის 2 წელი ციხეში ჯდომაზე დიდი სასჯელია 2 წელი უზიარებლობა. თუკი უფალი ბრძანებს, რომ ვინც ჩემ ხორცსა და სისხლს არ იღებს, ჩემთან წილი არ აქვსო, ნუთუ ადამიანს აქვს უფლება ეს უზენაესი მადლი წაართვას მოყვასს? თუნდაც მცირე ხნით?? მაგრამ მიზეზი ამისა არის ის, რომ მართლმსაჯულება უნდა ხორციელდებოდეს უფლის სახელით. ანუ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, მოყვასს განვიკითხავთ თუ არა, არამედ იმაზე, რომ აღსრულდეს უფლის ბრძანება ხაზი უნდა გაესვას რამდენიმე მომენტს: ა) ქრისტე მაცხოვარი არის უმაღლესი მეუფე, მსაჯული და მღვდელმთავარი. როგორც წირვას უხილავად აღასრულებს მაცხოვარი, რადგან იგია შემწირველიც და შესაწირის მიმღებიც, ხოლო ამ ხელმწფებას ხილულად მის მიერ დადგენილი მღვდელმსახურები აღასრულებენ, მსგავსადვე უხილავ მართლმსაჯულებას ხილული მსაჯულები, ანუ მოსამართლეები აღასრულებენ. უფალი ბრძანებს ცოლ-ქმარზე, რომ "რომელნი ღმერთმან შეაღულნა, კაცნი ნუ განაშორებენ". მაშ რატომღა არსებობს გვირგვინის ახდა? იმიტომ, რომ ის უფლის მიერ, უფლის დაშვებით ხდება და სასაცილო იქნებოდა რომ გვეთქვა, კაცი განაშორებს უფლის მიერ შეერთებულ ცოლ-ქმარსო. ბ) კონკრეტულად სიკვდილით დასჯაზე. მართალია, რომ სჯულისკანონი პირდაპირ არ ადგენს სიკვდილით დასჯის თუნდაც ნებართვას, მაგრამ საგულისხმოა რომ არც საწინააღმდეგო წერია. სიკვდილით დასჯაზე საუბრისას უნდა გავაანალიზოთ, რა არის აქ ჩვენთვის მიუღებელი? გამოიკვეთა რამდენიმე მიზეზი: I. უფალი ბრძანებს - "არა კაც-კლა" II. ადამიანს არ აქვს სხვა ადამიანზე სიცოცხლის წართმევის უფლება III. ადამიანმა არ შეიძლება სასჯელი მიუსაჯოს მეორე ადამიანს, მის მსგავსს I მიზეზი "არა კაც-კლა" ძველი აღთქმიდანვე მომდინარეობს. არა კაც-კლა გულისხმობს იმას, რომ ადამიანს უფლება არ აქვს სიცოცხლე მოუსწრაფოს მეორე ადამიანს. მაგრამ ნუთუ ეს ყოველ შემთხვევაზე ვრცელდება? ცხადია არა. თავად ძველ აღთქმაშივე გვაქვს მაგალითები, რომ უფალი არათუ უშვებდა, პირდაპირ აკურთხებდა ძველი აღთქმის პატრიარქებს, წინასწარმეტყველებს, მეფეებსა და მორწმუნე იუდეველებს კაცის მოსაკლავად. მეტიც, მან ისრაელის მეფე იმიტომ დასაჯა, რომ არ შეასრულა მისი ბრძანება - არ მოკლა მტრის მეფე. ამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "არა კაც-კლა" ნიშნავს უმიზეზოდ, საკუთარი პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე მოკლას მეორე ადამიანი. რა სიტუაციაა ამ მხრივ ახალ აღთქმაში?? ითქვა რამდენიმეჯერ, და გავიმეორებ, რომ უპირველესად მასთან მისულ ჯარისკაცებს იოანე ნათლისმცემელს არ უთქვამს, სამხედრო სამსახურს თავი დაანებეთო, ანუ სხვაგვარად, კაცის კვლას დაანებეთ თავიო. თავად უფლის სიტყვები გავიხსენოთ, რომელმანცა მახვილი აღიღოს, მახვილითავე შეიმუსროს.... უფალი ბევრ მძიმე ცოდვაზე ბრძანებს, რომ სასჯელად მიიღებენ საუკუნო ცეცხლს, სადაც იქნება ღრჭენაი კბილთა, დაიმკვიდრებენ საუკუნო სატანჯველს, მაგრამ იგივეს არ იმეორებს მახვილის ხელში ამღებთა მიმართ. ვის მიერ უნდა შეიმუსროს მახვილით მახვილის ამღები??? ესეც საინტერესოა.... მართალია, სახარებაში პირდაპირ არ გაქვს ჩანაწერი, მაგრამ ეკლესიის ისტორიიდან ვიცით, რომ სიკვდილით დასჯის მიმართ ეკლესიას ჰქონდა ნეიტრალური პოზიცია. ამის გადაწყვეტად ანდობდა საერო სამართალს.... II მიზეზი ამ ლოგიკით, ადამიანს იმის უფლებაც არ აქვს, თუნდაც 1 დღით შეუზღუდოს თავისუფლება მოყვასს. თუკი იკითხავთ, რომ უპირატესობა მაღლად ღირებულს ენიჭება, მაშ გიპასუხებდით, რომ ადამიანისთვის უმაღლესი ღირებულება არის არა ცხოვრება, არამედ - ცხონება. ყველაფერი უნდა ეძღვნებოდეს ადამიანის ცხონებას. ომში კაცის კვლაზე ჩვენ გვაქვს კანონიკური ნორმა - ბასილი დიდი ბრძანებს, რომ იგი ცოდვად არ ითვლება. არსობრივად, ადამიანი მოუნანიებლად ომის დროს უფრო მოკვდება (რადგან სიკვდილი მეყსეულად დგება ხშირად), ვიდრე სიკვდილით დასჯის შემთხვევაში, რადგან განაჩენის გამოტანასა და აღსრულებას შორის საკმაო პერიოდია იმისათვის, რომ ადამიანმა შეინანოს. ამიტომ, უმთავრესი ღირებულის - ცხონების მიმართ სიკვდილით დასჯა ბევრად უფრო მეტ შანსს აძლევს ადამიანს სინანულისათვის, ვიდრე ომში სიკვდილი, რომელიც დაშვებულია. III მიზეზი ამის პასუხი ნაწილობრივ გვაქვს ზემოთ. ერთს კი დავუმატებდი, რომ თუ სახარების სწავლებას ასე გავიგებთ, რომ ურთიერთგანსჯა დაუშვებელია ყველა შემთხვევაში, მაშინ ყველა ტიპის სასამართლო უნდა გაუქმდეს, მათ შორის - საეკლესიოც, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სჯულის კანონს. მცირედით შევეხოთ საერო სამართალსაც. საერო სამართალი აღნიშნავს, რომ სასჯელის ერთ-ერთი (სხვებთან ერთად) მიზანია დამნაშავის რესოციალიზაცია. დამეთანხმებით, რომ სიკვდილით დასჯის ალტერნატივის - უვადო პატიმრობის გამოყენების დროს ეს მიზანი არ სრულდება, ანუ დამნაშავის გამოსწორების იმედი სახელმწიფოს არ აქვს. ამიტომ იმ არგუმენტის მოყვანა, რომ უვადო პატიმრობის დროს ადამიანი შეიძლება გამოსწორდეს, აზრი არ აქვს, რადგან სახელმწიფოს აღარ აინტერესებს, გამოსწორდება თუ არა იგი დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიკვდილით დასჯა, თუკი იგი გამონაკლისის სახით, საგანგებო ვითარებაში და მკაცრად შეზღუდულ დამნაშავეთა მიმართ გამოიყენება, არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სარწმუნოებას და არ წარმოადგენს უფლის საქმეებში შეჭრას..... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Sotiris როგორ შეაფასებდით სიკვდილით დასჯას II Jul 6 2007, 04:49 PM
კანუდოსელი
1) მისაღებია თუ არა ... Jul 6 2007, 04:57 PM
shota1 ციხის არსებობის მთ... Jul 6 2007, 04:57 PM
Sotiris
ციხის არსებობის მ... Jul 6 2007, 05:03 PM
კანუდოსელი
ჰოდა არის თუ არა მა... Jul 6 2007, 05:13 PM
Sotiris
და რატომ უნდა ეწერ... Jul 6 2007, 05:25 PM
IGI სასჯელს საერთოდ (დ... Jul 6 2007, 05:07 PM
Sotiris
სასჯელს საერთოდ (დ... Jul 6 2007, 05:12 PM
IGI სამუდამო პატიმრობ... Jul 6 2007, 05:15 PM
IGI დროს ვგულისხმობ რო... Jul 6 2007, 05:31 PM
Sotiris
დროს ვგულისხმობ რ... Jul 6 2007, 05:38 PM
IGI ერთ წელს რომ არ ჩამ... Jul 6 2007, 05:40 PM
Sotiris
ერთ წელს რომ არ ჩამ... Jul 6 2007, 07:08 PM
k@the მოკლედ მე პირადად ... Jul 6 2007, 05:44 PM
shota1 კაცი რომელიც ერთხე... Jul 6 2007, 05:47 PM
კანონისტი Sotiris
ძალიან კარგი კი... Jul 6 2007, 05:56 PM
IGI მე პირადად სიკვდილ... Jul 6 2007, 05:58 PM
Lenus Sotiris
სამწუხაროდ იქ ... Jul 6 2007, 06:08 PM
Sotiris
თუ მოსამართლე დაა... Jul 6 2007, 07:26 PM
მხევალი ნინო Lenus
სამართალი და წ... Jul 6 2007, 06:19 PM
პატრიოტი ძალიან დადებითად ვ... Jul 6 2007, 07:10 PM
Sotiris კიდევ ერთი კითხვა: ... Jul 6 2007, 07:11 PM
მხევალი ნინო Sotiris
არასოდეს მიფი... Jul 6 2007, 07:17 PM
Lenus
კი, გამოიყენებოდა. ... Jul 6 2007, 08:35 PM
Sotiris
კი, გამოიყენებოდა. ... Jul 6 2007, 09:06 PM
Sotiris
მაგრამ "არა კაც ჰ... Jul 6 2007, 09:25 PM
Lenus
შენ ისე მოგდის ან ... Jul 6 2007, 09:37 PM
Sotiris Lenus
ვატყობ საქმე არ ... Jul 6 2007, 09:52 PM
Sotiris ვატყობ ამ თემაში ა... Jul 6 2007, 11:48 PM
Lenus
სწორედ მანდაა ძაღ... Jul 6 2007, 09:54 PM
Lenus
ანუ, გინდა თქვა, რო... Jul 7 2007, 08:39 AM
Sotiris მარტო ამაზე გიპასუ... Jul 7 2007, 03:15 PM
Lenus
გაგიგია?? ვისგან გ... Jul 7 2007, 03:17 PM
მევიოლინე
მართლა ძალიან შტე... Jul 7 2007, 06:39 PM
ნათია თქვენ აქ სასულიერო... Jul 7 2007, 03:33 PM
Lenus
ციტატას ვიღებ, ინტ... Jul 7 2007, 03:47 PM
Sotiris
გინდა ქართული კატ... Jul 7 2007, 07:22 PM
კანუდოსელი
სოტირის,საერთოდ ... Jul 9 2007, 11:53 AM
მნათე
ციხე საზოგადოებრ... Jul 7 2007, 06:55 PM
Sotiris
ციხე საზოგადოებრი... Jul 7 2007, 07:37 PM
Lenus
რას იმალებით ხალხ... Jul 7 2007, 07:14 PM
ubralod ninka
რას იმალებით ხალხ... Jul 7 2007, 07:19 PM
Lenus
და რატომ იმეორებ -... Jul 7 2007, 07:37 PM
Sotiris
აზრი თუ აქვს წინაა... Jul 7 2007, 08:21 PM
მნათე
დიახ, ის სახელმწიფ... Jul 7 2007, 07:59 PM
Sotiris
დიახ, ის სახელმწიფ... Jul 7 2007, 08:54 PM
მნათე
შვილო, მექანიკური ... Jul 7 2007, 09:07 PM
Sotiris
შვილო, მექანიკური ... Jul 7 2007, 11:42 PM
გიორგი
დასკვნის სახით შე... Jul 9 2007, 12:37 PM
მნათე
:lol: :lol: :lol:
---
პ.ს შემომ... Jul 9 2007, 12:47 PM
კანონისტი მნათე
თუ აკვირდებ... Jul 9 2007, 12:54 PM
ulvashi
ვითომ?
განკითხვა ე... Jul 9 2007, 12:57 PM
გიორგი
ვითომ?
განკითხვა ე... Jul 9 2007, 01:07 PM
კანონისტი ulvashi
ეგ პასუხი იმათ მ... Jul 9 2007, 01:08 PM
ulvashi
ამაზე კამათს აზრი ... Jul 9 2007, 04:16 PM
გიორგი
ამაზე კამათს აზრი ... Jul 9 2007, 04:20 PM
მართა არცერთ შემთხვევაშ... Jul 9 2007, 09:43 PM
გიორგი
არცერთ შემთხვევაშ... Jul 10 2007, 11:15 AM
ulvashi
მე ვარ სიკვდილით დ... Jul 10 2007, 10:06 AM
გიორგი "მე ვარ სიკვდილით... Jul 10 2007, 11:29 AM
k@the
არცერთ შემთხვევაშ... Jul 10 2007, 10:20 AM
ulvashi
შენ ილიას არ აღიარ... Jul 10 2007, 11:26 AM
გიორგი
შენ ილიას არ აღიარ... Jul 10 2007, 11:35 AM
კანონისტი ulvashi
:lol: :lol: :lol:
ილია რო... Jul 10 2007, 11:30 AM
ulvashi ხმას არ ამოვიღებ მ... Jul 10 2007, 11:34 AM
kato_Bato გიორგი
ისე კარგად ... Jul 10 2007, 11:42 AM
გიორგი
ისე კარგად ჩანს, რო... Jul 10 2007, 11:53 AM
kato_Bato გიორგი
მე ამ საკით... Jul 10 2007, 12:13 PM
d.p
არადა როდის ვიძახ... Jul 10 2007, 12:20 PM
მარიტა არ დაიღალეთ ამ თემ... Jul 10 2007, 12:32 PM
გიორგი kato_Bato
მართალი ხარ. გ... Jul 10 2007, 12:52 PM
კანუდოსელი
როდესაც არც მართლ... Jul 10 2007, 01:12 PM
გიორგი
მაგარი ლოგიკაა :D
რ... Jul 10 2007, 01:32 PM
მნათე
ვააააა ისლამისტე... Jul 10 2007, 01:13 PM
კანუდოსელი Сражайтесь все с многобожн... Jul 10 2007, 01:18 PM
მნათე კანუდოსელი
ლოგოსი... Jul 10 2007, 01:20 PM
კანუდოსელი
კანუდოსელი
ლოგოს... Jul 10 2007, 01:22 PM
მნათე
ინშ'ალაჰ, მაგის ი... Jul 10 2007, 01:23 PM
კანონისტი კანუდოსელი
მნათე
[s... Jul 10 2007, 01:30 PM
მნათე
ეს თემა განა, ამ მა... Jul 10 2007, 01:37 PM
კანონისტი მნათე
და კიდევ იმი... Jul 10 2007, 01:42 PM
კანუდოსელი
მეგონა ლოგოსის გა... Jul 10 2007, 04:12 PM
გიორგი
თურმე ლოგოსის გან... Jul 10 2007, 04:24 PM
კანუდოსელი
მოკლედ შენ რას ამტ... Jul 10 2007, 04:37 PM
გიორგი
მე ვამტკიცებ ერთა... Jul 10 2007, 04:46 PM
მნათე
ვაიმე ვგიჟდები ტუ... Jul 10 2007, 01:45 PM
კანონისტი მნათე
მაშ ზაზას მი... Jul 10 2007, 01:46 PM
მნათე
ქრისტეანობას შვი... Jul 10 2007, 01:47 PM
კანონისტი მნათე
რას ლაპარაკ... Jul 10 2007, 01:48 PM
მნათე
რას ნიშნავდა და ღა... Jul 10 2007, 01:53 PM
მნათე
კათოლიციზმში კი ს... Jul 10 2007, 04:46 PM
ზებედე ხალხნო, სიკვდილით ... Jul 10 2007, 04:51 PM
მხევალი ნინო ზებედე
კარგი რა, ა... Jul 10 2007, 04:55 PM
ზებედე
ზებედე
კარგი რა, ამ... Jul 10 2007, 04:58 PM
გიორგი კანუდოსელი, რომ გა... Jul 10 2007, 04:58 PM
მხევალი ნინო ზებედე
გუჯ,, ეს სხ... Jul 10 2007, 05:01 PM
ზებედე
ზებედე
გუჯ,, ეს სხვ... Jul 10 2007, 05:07 PM
მხევალი ნინო ზებედე
გუჯა ძალია... Jul 10 2007, 05:15 PM
მართა არა მე ის არ მითქვა... Jul 10 2007, 05:18 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th November 2025 - 01:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი