![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოგვეხსენება, რომ ქრისტიანობა არის მისიონერული, მაგრამ მისიონერი, როგორც ამას თანამედროვე პუბლიცისტი ამბობს: "ეკლესიაშიც არის და მის გარეთაც", ანუ მას უხდება საზოგადოების ენაზე საუბარი მისი მეთოდბით და სტილით, რაც ხშირად იმ საშიშროებასაც ქმნის, რომ მისიონერი საზოგადოების მსოფლმხედველობაზე გადაერთოს და მისიაც გაქრეს.
მინდა ვისაუბროთ, როგორ გვესმის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს გარემოება, სად არის ზღვარი? რა არის მეთოდი მისიისა, არის თუ არა ის ერთგვაროვანი და ცალსახა, თუ სიტუაციიდან სიტუაციამდე უნდა იცვლებოდეს?... საკუთარი მაგალითიდან შემიძლია ერთი ისტორია დავდო, ეს ისტორია დღემდე მახსოვს, როგორც შეცდომა, რომელსაც ვეღარ გამოვასწორებ. მარხვისას ერთმა ახლობელმა ჩემს დაბადების დღეზე ჩემთვის არასამარხვო კერძი გააკეთა და შემომთავაზა...რომ იტყვიან ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე ![]() არ მინდა განვაზოგადო ჩემი მაგალითი, მაგრამ მინდა ვისაუბროთ ჩვენი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე რამდენად ადვილია მისია... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
ninca |
![]()
პოსტი
#2
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
ხშირად იცით, რა მოგვდის? ისმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავი უკეთ შევიცნოთ და დავინახოთ ჩვენი სულის კეთრი, ანუ სულის სიღრმეში შევიდეთ, ეს კი უდიდეს ძალისხმევას საჭიროებს, რაღაც გარეგნულად სათნო საქმით აღვტკინდებით და იმას გამოვედევნებით. მთავარი კი განზე გვჩება. (ეშმაკმა კარგად იცის ჩვენში არსებული ვნებები. ასე კარგად ჩვენ არ ვიცნობთ საკუთარ თავს).ამ საქმეში სულიერ თვითკბობას გიგემებთ ისე, რომ სეიძლება არც კი ვუკვირდებით, არადა საშინელ სამსჯავროზე , პირველ რიგში, საკუთარი ცოდვების, სულიერი მდგომარეობის მიხედვით განვიკითხებით. წმ. ნიკოდიმ მთაწმინდელი წერს:"რაც უნდა დიადი საქმეები აღასრულო ფრიადი შრომითა და მსხვერპლით, სასურველ მიზანს ვერ მიაღწევ, თუ საკუთარ ვნებებს უყურადღებოდ დატოვებ და შენში თავისუფლად არსებობისა და მოქმედების საშუალებას მისცემ."
როგორ მესმის ქრისტიენობის მისია? "მართლმადიდებლობა პიროვნული სრულყოფის რელიგიაა და ამ სარწმუნოების მთავარი მიზანი ადამიანის სულიერი ზრდაა, დახვეწა, რათა იგი დაემსგავსოს უფალს, რომლის სახედ და ხატადაც ის შეიქმნა. " სად მე და სად მისიონერობა! კვლავ ნიკოდიმოს მტაწმინდელს დავესესხები:"საკუთარი მავნე ჩვევებისა და ვნებების დამარცხება და მოკვდინება, რაც უნდა უმნიშვნელონი იყვნენ ისინი, უფრო იმსახურებს ქებას, ვიდრე უთვალავი ციხე-სიმაგრის აღება, ძლევამოსილი არმიის განადგურება და, თუნდაც სასწაულების მოხდენა ან მკვდართა აღდგინება." |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი