გ უ რ ი ა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გ უ რ ი ა |
G A B O |
Jul 6 2007, 12:47 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
ვიცადე ვიცადე მეთქი გურულებს რაფერ ვაკადრო აი მეგრელმა კაცმა გურიაზე თემა გავხსნა მეთქი მარა.... ისე არაფერი გეტკინოთ არავის.
აქ ვისაუბროთ ამ კუთხის ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, საწესჩვეულებო თუ სხვა ნებისმიერ ასპექტზე, და რაც მთავარია მუსიკალურ ფოლკლორზე! დამეთანხმებით ძალიან მაგარი თემაა. ყოველშემთხვევაში გურია საქართველოს ერთ ერთი გამორჩეული კუთხეა, ყველა ასპექტში. განსაკუთრებით კი გურული სიმღერა. ნამდვილად რომ კაცობრიობის მონაპოვარია და მისი მნიშვნელობა უნივერსალურია არამხოლოდ საქართველოს ფარგლებში . გურია პოლიფონიის აკვანია და მუსიკალური აზროვნების ნამდვილი ევერესტი. მე მგონი კაი გამონათქვამი გამოვიდა. გამიხსენეთ გურულებოი მერე ამ სიტყვებიზა აბა დავიწყეთ: |
ulvashi |
Jul 9 2007, 11:50 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 439 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: guria, ozurgeti წევრი № 688 |
kato_Bato
აგუნა ღვინის ღმერთი იყო, მართალია, სწორედ ამიტომ კალანდას სრულდებოდა, რადგან სწამდათ, რომ თუ კალანდას აგუნას ადიდებდნენ, მთელი წელი კარგი მოსავალი ექნებოდათ რიტუალი ასეთი იყო: ქალები ღცებოდნენ სახლში კაცები დიდიან პატარიანად ოჯახის უფროსის წინამძღოლობით დაიკავებდნენ ხელში მორთულ ჩიჩილაკს და სამჯერ შემოუვლიდნენ სახლს ამის შემდეგ შედიოდნენ მარანში ხონჩით, მასზე ეწყო ღორის თავი, სააგუნე ხაჭაპური. მოხსნიდნენ ქვევრს თავს, დალოცავდნენ კალანდას და აგუნას კარგ მოსავალს სთხოვდნენ შემდეგ დაიკავებდნენ ხელში კერტებს, ცულებს და სხვა იარაღებს, ურტყამდნენ საწნახელს და დაიწყებდნენ აგუნას სიმღერას ეს იყო საკალანდო რიტუალის ერთ-ერზთი შემადგენელი ნაწილი ეს რიტუალები შემორჩენილი არაა, ყველა სხცვადასხვანაირად ყვება, ამიტომ თუ ვინმემ თქვენი ვარიანტი იცით, საინტერესო იქნება, რადგან შესავსები და აღსადგენი ბევრია რაც შეეხება "შალვა ჩემოს", ტექსტი ეკუთვნის სიმონ გუგუნავას. მას დაწერილი აქვს პოემა თამარიანი, სადაც თამარ მეფეზეა თხრობა და შალვა ახალციხელიც ჩნდება ტექსტის ერთ-ერთი ფრაგმენტი გამოყენებულია სიმღერაში |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი