სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
May 3 2007, 01:23 AM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
არსებობს გარკვეული შეხედულება, შეიძლება ითქვას, ცინიკური, ადამის ნეკნიდან ქალის შექმნის შესახებ. ბევრ ჩვენგანს გაგვიგია ალბათ ასეთი ფრაზა - ქალი კაცის უტვინო ძვლიდან არის შექმნილიო. ქრისტიანული, ანუ მართლმადიდებლური გაგებით თუ შევხედავთ შესაქმეს (ე.ი. სწორ შეხედულებაზეა საუბარი), იგი ძალიან ლამაზი და დიდებული ისტორიაა: თუკი ღმერთმა ადამი „არარას“ შემცველი მასალიდან - მიწიდან შექმნა, ქალის შექმნას შეიძლება - კარგისგან საუკეთესოს შექმნა ვუწოდოთ. ევასთვის ადამი ქმარიც იყო და მშობელიც, მისივე სისხლი და ხორცი. ამიტომაც აქვთ ქალებს განსაკუთრებული ლტოლვა ქორწინებისკენ, მყოფობის სისავსისკენ.
არის ერთი ასეთი ძველებური თქმულება, ქალის შექმნასთან დაკავშირებული, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა იმიტომ არ შექმნა ქმრის ბაგეთაგან ცოლი მისი, რომ არ ყოფილიყო იგი მოლაყბე, არ შექმნა თვალთაგან, რომ არ ყოფილიყო შურიანი, არც ყურებისგან, ვინაიდან ცნობისმოყვარე არ ყოფილიყო. შექმნა ნეკნისგან, როგორც ქმრის გულთან ახლოს მყოფი, ხორცით დაფარული სხეულის ნაწილისაგან, რომელიც უხილავია გარეშე თვალთაგან. თუმცა, - ნათქვამია თქმულებაში - ვერ დააღწია ქალმა თავი ცნობისმოყვარეობის სურვილს, მაგრამ ღვთიური ჩანაფიქრი ის იყო, რომ ცოლი დაფარულში ყოფილიყო გარეშეთაგან და მაქსიმალურად ახლოს თავის ქმართან. მართალია, ეს ძველებრაული თქმულებაა, მაგრამ გაცილებით ჯობია ნეკნთან, როგორც ერთადერთ უტვინო ძვალთან, დაკავშირებული მკვახე ხუმრობას. ქალის მთავარი დანიშნულება ყოველთვის იყო, არის და იქნება, ახალი სიცოცხლის მოვლინება და მისი მოფრთხილება. საინტერესო ის არის, რომ ადამის ცოდვით დაცემა უსახელო ცოლისგან მოხდა. ედემში მხოლოდ მამაკაცს ჰქონდა სახელი - ადამი. ქალმა კი სახელი პირველი მშობიარობის შემდეგ მიიღო, როცა პირველი შვილი მისცა ადამს და ქმარმა უწოდა მას სახელად ევა, რაც სიცოცხლეს ნიშნავს, რამეთუ ევა გახდა ყოველი ადამიანის პირველდედა. წმინდა ფილარეტი ასეთ კითხვას სვამს - „უცნაური არ არის, რომ სახელი „სიცოცხლე“ (ევა) მიეცა მას, რომელიც სიკვდილის მიზეზი გახდა?“ (აქ იგულისხმება ევას მიერ ქმრის ცდუნება, ცოდვით დაცემა, რასაც ამქვეყნიურად სიკვდილის შემოსვლა მოჰყვა) და იქვე პასუხსაც იძლევა: „ცოლისათვის ევას (სიცოცხლის) დარქმევით, ადამი ღვთისმშობელზე წინასწარმეტყველებს, რომელიც გახდებოდა ჭეშმარიტი სიცოცხლის დედა და გამოასწორებდა ევას შეცდომას...“ ღვთისგან დაწესებული აკრძალვა პირველად ცოლმა დაარღვია. იგი ქარაფშუტულად ჩაება გველთან საუბარში და ეს უკვე ცოდვის დასაწყისი იყო. ალბათ ამიტომ არის, რომ მას შემდეგ, ქალი ყველაზე უფრო პირფერულ ქებასა და მაცდუნებელ სიტყვებზე ეგება. არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ადამიანის ღვთის ხატად შექმნას ეხება და გამომდინარე აქედან, ზოგიერთს უჩნდება კითხვა - „ქალიც ხომ ადამიანია და რამდენად არის იგი ღვთის ხატი, ვინაიდან ღმერთის ქალის ხატებად წარმოდგება ხომ შეუძლებელია?“ საქმე ისაა, რომ ბევრი გაურკვევლობა მოსდევს ღვთის ხატებად ადამიანის შექმნის გაგებას, თუ სხეულებრივი, გარეგნული მსგავსების კუთხით შევხედავთ ამას. როგორც ერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირი აღნიშნავს, ღვთის ხატად ადამიანის შექმნა სულაც არ ნიშნავს, რომ ღმერთი ადამიანს ჰგავს, არამედ ადამიანი ჰგავს გარეგნული ნიშნებით ღმერთს და ეს გარეგნული მიმგვანებულობა (სხვა არის ღვთის მსგავსება, რომელიც ადამიანში პოტენციის სახით დევს და ადამიანმა თავად უნდა მიაღწიოს განღმრთობას და იგი შინაგან, სულიერ მდგომარეობას ეხება) გონიერებისა და სიტყვიერების ქონით გამოიხატება. ადამიანი დადგინდა ყოველი ქმნილების ბატონ-პატრონად, მეუფედ, და სამეუფო ღირსებაც ღვთის მიმგვანების გარეგნული გამოვლინებაა. ასე რომ, არ უნდა წარმოვიდგინოთ ღმერთი ღრუბლებზე მჯდომ თეთრ თმა-წვერა მოხუცად. უნდა ითქვას, რომ არაკანონიკური ხატწერული გამოსახულებები სწორედ ამგვარი ილუზიებით არის ნაკვები. უნდა ვიცოდეთ, რომ, როგორც მამაკაცს, ისე ქალსაც, თავისი სულიერი ბუნებით, ერთნაირად აქვთ ნაბოძები ღვთის ხატება: მათთვის ერთნაირად მისაწვდომია საეკლესიო საიდუმლოებები, ლოცვა, სულიერი ნიჭები, და აქ შეიძლება კიდევ ერთი მნიშნველოვანი კითხვა დაიბადოს: „მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ ქალი იყოს სასულიერო პირი?“ ღმერთი განკაცდა როგორც მამაკაცი და მღვდელიც განკაცებული ღვთის სახეს წარმოადგენს. ქალს სხვა დანიშნულება აქვს. მამაკაცისგან ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების განსხვავების გამო, მღვდლობის ჯვრის ტარება ისევე შეუძლებელია ქალისთვის, როგორც დედობის ჯვარი არის შეუძლებელი და აუტანელი მამაკაცისთვის. ერთ-ერთი ფილოსოფოსის აზრით, ქალი გენიალური რელიგიური არსებაა და რელიგიაში იგი ძლიერი სქესისაა, მაგრამ ეს ძლიერება და გენიალურობა გარკვეულ საზღვრამდე აღწევს და მის მიღმა ვეღარ გადადის. მამაკაცებს კი ღმერთმა გაუხსნა სულიერი მისწრაფებების დიდი პერსპექტივა. როგორც მოციქულები, მართლმადიდებელ ეკლესიაში სასულიერო პირები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მხოლოდ მამაკაცები. ეკლესიაში ეს „უთქმელად დადებულ მცნებას“ წარმოადგენს. აქვე განვმარტოთ, რა იგულისხმება „უთქმელად დადებულ მცნებაში“. ავიღოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ღმერთმა შექმნა ერთი მამაკაცი და ერთი დედაკაცი. არა ორი მამაკაცი და ერთი ქალი, ან ორი დედაკაცი და ერთი მამაკაცი, არამედ ერთი და ერთი, რითაც ნიშანი მოგვცა, რომ ქორწინებაში მონოგრამია ერთადერთი ნორმალური მდგომარეობაა ადამიანისთვის. ამის შესახებ სიტყვებით არ თქმულა, მაგრამ თავად შესაქმის ფაქტი მრავლისმეტყველად გამოხატავს ღვთიურ ჩანაფიქრს. ასევე შეიძლება ითქვას მღვდლობაზეც: მოციქულებად და უახლოეს მოწაფეებად მამაკაცების არჩევით, რომელთაც „შეკვრისა და გახსნის“, სწავლებისა და მონათვლის ხელმწიფება უბოძა, უფალმა საეკლესიო ცხოვების კანონი დაადგინა - მღვდლობა მამაკაცის საქმეა. ქრისტიანობის მიერ ქალისათვის მოტანილი თავისუფლების და მაღალი ღირსების მიუხედავად, მას ქალი მამაკაცად არ უქცევია. სქესთა შორის განსხვავება, რომელიც განსაკუთრებულ ცხოვრებისეულ ასპექტში, ფსიქოლოგიაში, ფიზიოლოგიაში ვლინდება, შენარჩუნებულია. სწორედ ამ სხვადასხვაობით არის განპირობებული მამაკაცისა და დედაკაცის როლი ეკლესიის ცხოვრებაში. მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ქალის ადგილი ოჯახია (ცხადია, თუ იგი არ გადაწყვეტს, რომ მთელი ცხოვრება უფალს მიუძღვნას). ოჯახი მისი საკურთხეველია, მისი სამწმიდაო, მთელი მისი შემოქმედებითი ძალისხმევის ცენტრი. ერთი მხრივ ეს რუტინული, შეუმჩნეველი სამუშაოა, რომლითაც ყველა სარგებლობს და თითქმის არავინ აფასებს, მეორეს მხრივ კი - იგი თითქოსდა სამყაროს ღერძია, რომლის გარშემოც ყველაფერი ბრუნავს. ქალი - დედა, ქალი - დიასახლისი, ქალი - მოსიყვარულე მეუღლე, ეს არის არსება, რომელსაც მთელი სამყარო ხელისგულზე უკავია. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
| iraklidze |
Jul 4 2007, 04:49 PM
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 |
გიორგი
არ გადამრიო გიო ისე იქნებ 60125 კმ/სთ იყო -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
| გიორგი |
Jul 4 2007, 04:55 PM
პოსტი
#3
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მე ის მაინტერესებს სადაა ბიბლიაში ეგ ნახსენები. ამიტომ ვამბობ რომ პირდაპირი გაგებით ნუ გებულობთ-მეთქი. მართალია სიტყვასიტყვით გაგება სამყაროს შექმნისა 7 დღეში, ადამიანის შექმნა თიხისგან და ქალის შექმნა მამაკაცის ნეკნისგან არა სწორია. თანაც ბიბლიის ტექსტის მისტიკური მხარე ქართულ თარგმანში არ ჩანს კარგად, ძველ ებრაულ ენაზე ძალიან სპეციფიკური სიტყვებია გამოყენებულ, რომლებსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
| Sotiris |
Jul 4 2007, 11:00 PM
პოსტი
#4
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
მართალია სიტყვასიტყვით გაგება სამყაროს შექმნისა 7 დღეში, ადამიანის შექმნა თიხისგან და ქალის შექმნა მამაკაცის ნეკნისგან არა სწორია. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ოქროპირს ბუკვალურად ესმოდა. აი ერთი მაგალითი: Наложи, сказано, изступление на Адама, и успе. Это было не простое изступление и не обыкновенный сон; но так как премудрый и благоискусный Создатель нашей природы хотел взять у Адама одно из ребр его, то чтобы он не почувствовал боли и затем враждебнаго расположения к созидаемой из его ребра, чтобы, помня боль, не возненавидел создаваемое животное, для этого (Бог), погрузив (Адама) в изступление и как бы повелев ему быть объяту некотораго рода оцепенением, навел на него такой сон, что он совсем не чувствовал, чти происходило (с ним). Как совершеннейший Художник, взял, что считал нужным, и восполнил то, чего недоставало, и взятое устроил по Своему человеколюбию. Наложи, сказано, изступление на Адама, и успе: и взя едино от ребр его, и исполни плотию вместо его, - это для того, чтобы Адам, по прекращении сна, не мог знать о случившемся по недостатку (ребра). Ведь если он не узнал о том во время отнятия (ребра), так мог узнать после. Итак, чтобы и самое отнятие ребра не причинило ему боли, и потом недостаток его не возбудил (в нем) скорби, Бог то и другое устроил так: и (ребро) взял безболезненно, и оказавшийся затем недостаток восполнил, и чрез это не дал Адаму узнать, что с ним было. Итак, взявши ребро. Господь Бог, сказано, созда в жену. Чудное дело, безмерно превышающее наш ум! Таковы и все дела Господни. В самом деле, (создание жены из ребра Адамова) не меньше создания человека из персти. ... И созда, сказано, Господь Бог ребро, еже взя от Адама, в жену. Обрати внимание на точность Писания. Оно не сказало: сотвори, но: созда. Поелику Бог взял часть от сотвореннаго уже и, так сказать, дал только, чего недоставало, - поэтому и говорит Писание: и созда - не другое творение произвел, но, взяв уже от готоваго творения некоторую малую часть, из этой части построил целое животное. Какова сила высочайшаго Художника Бога, чтобы из этой малой части (ребра) произвести состав стольких членов, устроить столько органов чувств и образовать целое, совершенное и полное существо, которое могло бы и беседовать и, по единству природы, доставлять мужу великое утешение! ციტატა თანაც ბიბლიის ტექსტის მისტიკური მხარე ქართულ თარგმანში არ ჩანს კარგად, ძველ ებრაულ ენაზე ძალიან სპეციფიკური სიტყვებია გამოყენებულ, რომლებსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ. ეს წინადადება არანაკლებ მისტიურად მეჩვენება, ვიდრე ძველ ებრაულში გამოყენებული სპეციფიური სიტყვები ![]() -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
| გიორგი |
Jul 5 2007, 01:58 PM
პოსტი
#5
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ოქროპირს ბუკვალურად ესმოდა. აი ერთი მაგალითი: შენ პირადად როგორ გესმის? სამყარო მართლა 7 დღეში შეიქმნა? როდის იყო პირველი დღე და როდის მე-7? ასევე მაინტერესებს შენი პირადი აზრი ქალის შექმნასთან დაკავშირებით? მართალი ხარ - გეჩვენება -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
| Sotiris |
Jul 5 2007, 04:40 PM
პოსტი
#6
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
შენ პირადად როგორ გესმის? სამყარო მართლა 7 დღეში შეიქმნა? როდის იყო პირველი დღე და როდის მე-7? ასევე მაინტერესებს შენი პირადი აზრი ქალის შექმნასთან დაკავშირებით? რა იყო, გეწყინა რამე? მე სამყაროს შექმნის სამეცნიერო მხარეზე ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ არც კოსმოლოგიაში, არც ბიოლოგიაში, არც გეოლოგიაში, არც ქიმიაში და არც მრავალ სხვა მეცნიერებასა თუ მიმართულებაში შესაფერისი ცოდნა არ გამაჩნია. ვისაც გააჩნია, იმან ისაუბროს. რაც შეეხება ე.წ. "მართლმადიდებლურ ევოლუციონიზმს", ამ მხრივ გარკვეული საღმრთისმეტყველო პრობლემები მესახება. ამათ განსახილველად ფორუმი მოსახარხებელი ადგილი არაა. ისე ჯობია პატრიარქ ალექსის ეკამათო, მე ძალიან უმნიშვნელო პერსონა ვარ. ციტატა მართალი ხარ - გეჩვენება ჰოდა აბა რა მისტიური ტერმინებია? რას გულისხმობ "მისტიურში"? რატომ უნდა მივიღოთ ეგ უყოყმანოდ, თუ იმასაც კი ვერ ვხვდებით ჯერ, რა იგულისხმე "მისტიურში"? ვისწავლოთ ჩვენი ნაწერების გამყარება შესაფერისი არგუმენტებით. პ.ს. ისე არ გეწყინოს, მაგრამ შენი ხელმოწერის აი ეს ნაწილი მაინცდამაინც აზრიანად არ მეჩვენება: ბრიტანელმა მათემატიკოსებმა სპეციალური სუპერ-კომპიუტერების დახმარებით გამოთვალეს უკვე შექმნილი მატერიის შემდეგ უმარტივესი, მხოლოდ ერთ-უჯრედიანი სიცოცხლისათვის საჭირო ელემენტარული ნაწილაკების თავმოყრისა და შესაბამისი პირობების შექმნის ალბათობა და მიიღეს შედეგი: 1:10,e+40000. ეს იმდენად მცირე რიცხვია, რომ გაცილებით მეტია ალბათობა, რომ რომელიმე პლანეტაზე თავისით აშენებულ ოლიმპიურ სტადიონს გადავეყაროთ ვიდრე დავუშვათ რომ სიცოცხლე თავისით შეიქმნა. აქედან გამომდინარე გაცილებით ლოგიკურია ვისაუბროთ უმაღლესი გონების - ღმერთის არსებობაზე ვიდრე ქაოსურ პროცესზე. როგორც მათემატიკოსი, ისე გეუბნები ![]() -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
| გიორგი |
Jul 9 2007, 01:46 PM
პოსტი
#7
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
როგორც მათემატიკოსი, ისე გეუბნები . . . როგორც მათემატიკოსი?! შენ მათემატიკოსი ხარ?! თუ მართლა მათემატკოსი ხარ ძალიან მაინტერესებს რატომ ვერ შენიშნე აზრი ჩემს ხელმოწერაში და კონკრეტულად რას იწუნებ? ალბათობის თეორიის ელემენტები და კომბინატორიკა კარგად იცი? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
natia83 რატომ არის ქალი მამაკაცის ნეკნისგან შექმნილი? May 3 2007, 01:23 AM
likka დაააააააააა კაკ გა... May 3 2007, 01:32 AM
ekusia likka, marTalia mag sityvebze Cemi pasuxi aseTia x... May 3 2007, 10:36 AM
marine ადამს
ია სულაბერი... May 4 2007, 01:38 PM
likka
:wub: May 4 2007, 02:50 PM
ლეონტი 16. და დედაკაცს უთხრ... May 4 2007, 02:53 PM
კანონისტი natia83
შესანიშნავი იყ... May 4 2007, 04:41 PM
Floyd მდაააა. ვერაფერს ი... May 4 2007, 05:19 PM
ეკუმენისტი ხალხნო, ასეთი თემე... May 4 2007, 07:05 PM
tamari_irakli
P. ყოველი მამაკაცი ... May 4 2007, 07:29 PM
ai gogoo ღმერთს ქალი მამაკა... May 4 2007, 08:45 PM
adamis_nekni ეგ ღმერთმა იცის... May 4 2007, 08:47 PM
t.l. მოიწყინაო ადამმა დ... May 4 2007, 08:51 PM
a-l-e-q-s-a-n-d-r-e იმიტომ რომ ღმერთს ... May 5 2007, 03:11 PM
likka
გიტანთ ბატონო მერ... May 6 2007, 04:32 PM
a-l-e-q-s-a-n-d-r-e
გიტანთ ბატონო მერ... May 7 2007, 04:18 PM
KAIROS საინტერესო განმარ... May 9 2007, 12:53 PM
likita მდააააააააააააა, ფ... Jun 28 2007, 04:45 PM
_Matasi_ თურმე, ადრე დიდი კა... Jun 28 2007, 04:59 PM
di_onise უიიი, რა კარგი თემა... Jun 28 2007, 05:01 PM
კანუდოსელი ნეტარი ავგუსტინე ა... Jun 28 2007, 05:13 PM
მაეასი
ნეტარი ავგუსტინე ... Jun 28 2007, 05:28 PM
ლეონტი
ნეტარი ავგუსტინე ... Jun 29 2007, 11:38 PM
მარიამი და ის არ გაგიგიათ, ქ... Jun 28 2007, 05:15 PM
shore
და ის არ გაგიგიათ, ... Jun 28 2007, 06:55 PM
მნათე
აუ უარის 'ეკლესი... Jun 28 2007, 05:35 PM
მარიამი
ლოსსკის ღვთისმეტყ... Jun 28 2007, 05:40 PM
kato_Bato მიგასიკვდილებთ :P რ... Jun 28 2007, 06:49 PM
მარიამი სამწუხაროდ, ლოსსკი... Jun 29 2007, 09:30 AM
ნოდარიკო მერედა ვინ გითხრა ... Jun 29 2007, 11:10 PM
kato_Bato ნოდარიკო
ასე წერია... Jun 29 2007, 11:19 PM
ნოდარიკო kato_Bato
და ყოფილა ევა მ... Jun 30 2007, 12:25 AM
kato_Bato 23. და თქვა ადამ: აწ ე... Jun 30 2007, 12:30 AM
Tamro
ძალიან მიყვარს ეს ... Jun 30 2007, 01:16 AM
italieli-dato
ქალი ძვლისგან მაი... Jun 30 2007, 01:25 AM
დათიკო italieli-dato
ასეთი ფრაზებ... Jun 30 2007, 02:11 AM
Tamro
მე ამით სულაც არ მ... Jun 30 2007, 05:18 PM
iraklidze ვერ მოვითმინე რომ ... Jul 2 2007, 04:45 PM
გლახა მე როგორც მსმენია ... Jul 3 2007, 01:29 PM
marine
მე როგორც მსმენია ... Jul 3 2007, 03:30 PM

კანუდოსელი
ის რწმენა რაღა რწმ... Jul 3 2007, 03:36 PM

კანუდოსელი ქალებოოოოოოოოო
ფ... Jul 3 2007, 03:43 PM

marine
დაწერილი არაა იდე... Jul 3 2007, 03:46 PM

კანუდოსელი
შენ თვლი, რომ ეკლეს... Jul 3 2007, 03:47 PM

marine
ღმერთს არც პირდაპ... Jul 3 2007, 03:49 PM

კანუდოსელი
და მაშინ, რაკი ბიბლ... Jul 3 2007, 03:50 PM

marine
ბიბლიაში სამყაროს... Jul 3 2007, 03:52 PM


კანუდოსელი
გასაგებია.. უბრალო... Jul 3 2007, 03:54 PM

გიორგი
ბიბლიაში სამყაროს... Jul 3 2007, 04:04 PM
Sotiris
მე როგორც მსმენია ... Jul 3 2007, 03:43 PM
მარიტა კანუდოსელი
რა დაჩა... Jul 3 2007, 03:45 PM
kato_Bato მე მგონი აქ ხაზგას... Jul 3 2007, 03:55 PM
კანუდოსელი
მე მგონი აქ ხაზგას... Jul 3 2007, 03:59 PM
kato_Bato კანუდოსელი
:D
აბა, ... Jul 3 2007, 04:08 PM
კანუდოსელი
კანუდოსელი
:D
აბა, ... Jul 3 2007, 04:10 PM
kato_Bato კანუდოსელი
ბიჭო, :lol... Jul 3 2007, 04:13 PM
iraklidze კაცი ქალისგან ან ქ... Jul 4 2007, 04:17 PM
marine
კაცი ქალისგან ან ქ... Jul 4 2007, 04:20 PM
iraklidze marine
რა ვიცი მიუხედა... Jul 4 2007, 04:26 PM
marine
marine
მე მიმაჩნია რო... Jul 4 2007, 04:28 PM
გიორგი
. . . ან დინოზავრები... Jul 4 2007, 04:44 PM
კანონისტი iraklidze
და რა იცი რომ ჰ... Jul 4 2007, 04:34 PM
iraklidze კანონისტი
კაი ეხლა... Jul 4 2007, 04:39 PM
marine
ეგ თქვა გიორგიმაც ... Jul 4 2007, 04:42 PM

Sotiris
როგორც მათემატიკო... Jul 9 2007, 02:12 PM

გიორგი
შენს ხელმოწერას თ... Jul 9 2007, 03:47 PM

Sotiris
ეს სულ სხვა საკითხ... Jul 9 2007, 06:33 PM

გიორგი
სრულებითაც არა.
მა... Jul 10 2007, 09:58 AM

გიორგი
"ანალოგიურად", ... Jul 10 2007, 10:09 AM
კანუდოსელი
რაც შეეხება ე.წ. "... Jul 9 2007, 02:17 PM
Sotiris
ევოლუციონიზმი/კრე... Jul 9 2007, 03:42 PM
გიორგი
მტკიცება, რომ სამყ... Jul 9 2007, 03:58 PM
კანუდოსელი
პ.ს. შენს მიერ სამყ... Jul 9 2007, 03:58 PM
კანუდოსელი
პ.პ.პ.ს. ადამის შექმ... Jul 9 2007, 04:01 PM
Sotiris
აი სწორედ მანდ ვარ ... Jul 9 2007, 06:16 PM
გიორგი
ე.ი. თუ სწორად გავი... Jul 9 2007, 06:17 PM
Sotiris
არა, ლუკას სახარებ... Jul 9 2007, 06:21 PM
გიორგი
რატომ?
რას ჰქვია რ... Jul 10 2007, 09:34 AM
გიორგი
ღმერთისთვის შეუძლ... Jul 10 2007, 09:45 AM
fidelio თვითონ სიტყვა ადამ... Jul 5 2007, 02:45 PM
k@the ხო, ვეთანხმები სიტ... Jul 9 2007, 02:17 PM
გიორგი
ხო, ვეთანხმები სიტ... Jul 9 2007, 03:39 PM
k@the გიორგი
არაფერზე ა... Jul 9 2007, 03:49 PM
ნათია მაპატიეთ, ასეთ "დ... Jul 9 2007, 03:53 PM
გიორგი
ანუ თქვენი აზრით, რ... Jul 9 2007, 04:00 PM
k@the
მძიმე ზედმეტია, მა... Jul 9 2007, 04:16 PM
გიორგი
200000=2E5=2*10^5 სადაც 2 არის... Jul 9 2007, 04:37 PM
ნათია მაპატიეთ ხარისხის... Jul 9 2007, 10:28 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 06:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი